babuagiorgi Posted January 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2010 კონსტანტინე გამსახურდია: "ზვიად გამსახურდია მოკლეს და მის ლიკვიდაციაში გარკვეული თანხაც გადაიხადეს"კონსტანტინე გამსახურდია კომისიის წევრებთან ბეჟან ხურციძესთან და ექსპერტის რანგში მიწვეულ მიხეილ ოსაძესთან ერთად რუსეთში ყოფილი ძალოვანი მაღალჩინოსნების შოთა კვირაიას, თენგიზ კიტოვანის და "ინტერპოლის" მიერ ძებნილი იგორ გიორგაძის მოსმენის მიზნით ჩავიდნენ. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...88&Itemid=1 ფიფიფიხ(( ხო რა. თანხის როდენობა უცნობია, შემკვეთიც და განსაკუთრებით მკვლელია დაუდგენელი.ეტყობა ბესარიონ გუგუშვილს ელოდებიან.ამათ იმდენი ურტყას კაცმა და თან არ უნდა უთხრა რაზე ურტყამ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted January 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2010 ეს საქარ/ტველოს ეროვნული მოძრაობის გაძლიერების მიზნით გააკეთა,ტავისი პრესტიჟI გაწირა საქმისთვისზვიად გამსახურდიას წერილის ნაწყვეტი შევარდნაძისადმი:"...ჩემი დაპატიმრების შემდეგ ეროვნულ მოძრაობას განადგურების საფრთხე დაემუქრა. აღარავინ რჩებოდა გარეთ დასავლეთის ქვეყნებთან ხიდის გამდები, თვითგამოცემებისა და იატაკქვეშა მუშაობის ორგანიზატორი. ბოლოს მე და მერაბ კოსტავამ მოვილაპარაკეთ, რომ მე ,,მოვინანიებდი” ჩემს ზოგიერთ ქმედებას, გამოვიდოდი ციხიდან და გარეთ გავაგრძელებდი საქმიანობას, შევინარჩუნებდი თვითგამოცემას, შევინარჩუნებდი საინფორმაციო ხიდს დასავლეთთან, ხოლო მერაბ კოსტავამ თავად იტვირთა ციხეში დარჩანა, თანაც გააკეთა წერილობითი განცხადება, რომ ჩემი ე.წ. ,,მონანიება” აუცულებლობით იყო გამოწვეული ჩვენი საერთო საქმის ინტერესებიდან გამომდინარე. მე გამოვიტანე ეს განცხადება ციხიდან, მაგრამ არ გამომიქვეყნებია, ვშიშობდი რამე ზიანი არ მიმეყენებინა მეგობრისთვის. ბოლოს, განთავისუფლების შემდეგ მან თავად გამოაქვეყნა იგი 1987 წელს მოსკოვის ჟურნალ ,,გლასნოსტის” მეხუთე ნომერში (რედაქტორი ს. გრიგორიანცი). ამგვარი შინაარსის წერილი მისწერა მან ე. ბონერსაც სახაროვისათვის გადასაცემად ქსნის კოლონიიდან იმავე წელს. მაგრამ ჰოი საოცრებავ, დღეს თქვენ და თქვენი დამქაშები ჩემს ამ ტაქტიკურ უკანდახევას ,,ღალატად” ნათლავთ, თითქოს მერაბ კოსტავაზე დიდი მორალური ავტორიტეტები იყოთ და ეროვნული მოძრაობის თავკაცები. მაგრამ თქვენ სულ სხვა მიზეზის გამო არ გასვენებთ ჩემი ,,მონანიება”. საქმე ის გახლავთ, ჩემი ,,მონანიება” და ციხიდან გამოსვლა რომ არ მომხდარიყო, არ იქნებოდა არც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა, არც 9 აპრილი და არც იმპერიის ბატონობის დასარული 1990 წლის 28 ოქტომბრის თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების სახით, ამიტომაც ვერ მოგინელებიათ ჩემი ,,მონანიება” და კბილებს აღრჭიალებთ მისი გახსენებისას..."..... :rolleyes: საინტერესოა,რომ სერგო შევარდნაძის მენტალობა კიდევ მეორდება...ფიზიკური მკვლელობის , კაენური ცოდვის მონანიების მაგივრად არის ისევ მცდელობა სულიერი მკვლელობისა...თავის დროზე თვითმკვლელობის ვერსია გამოცხადდა, შემდეგ არძინბასთან საუბრის მონტაჟი... ამაში მონაწილეობას არ გირჩევთ , დიდი ცოდვით დაიტვირთებით...ღმერთმა გიშველოთ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted January 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2010 ზვიად გამსახურდია მსოფლიო ისტორიაში თავისი ხალხის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ლიდერი იყო .... მან საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ იმპერიას რუსეთს უსისხლოდ გამოსტაცა კლანჭებიდან საქართველო და დამოუკიდებლობა-დიდგორი --2 გვაჩუქა!!! ზვიად გამსახურდიას კავკასიის ხალხები -ჩეჩნები,ინგუშები, ლეკები,ყარაჩაელები,ყაბარდოელები...მთელი კავკასიის პრეზიდენტად აღიარებდნენ ! რით ხართ ჩეჩენ გმირებზე უკეთესი?! ვაცლავ ჰაველმა -ჩეხეთის პ რ ე ზ ი დ ე ნ ტ მა ზ ვ ი ა დ გ ა მ ს ა ხ უ რ დ ი ა აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა რესპუბლიკების გამანთავისუფლებელად აღიარა?!... საბჟოთა დისიდენტური მოძრაობის ერთერთი ლიდერი პეტრე გრიგორენკო წერს:"მჯერა, დადგება დრო,როდესაც ქართველი ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავის უდიდეს ეროვნულ გმირებად შერაცხავს"("თავისუფლების ტრიბუნა", პარიზი, 1978წელი,N1). 1978 წელს აშშ-ს კონგრესმა ზვიად გამსახურდია წარადგინა ოფიციალურად ნობელის პრემიაზე! 1991 წელს აშშ-ს კონგრესმენების მიერ, დემოკრატიასა და თავისუფლებაში შეტანილი წვლილისათვის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საპატივცემლოდ კაპიტოლიუმის შენობის თავზე აღიმართა ამერიკის დროშა!.........ვაცლავ ჰაველმა-აღმოსავლეთ ევროპის დისიდენტთა ლიდერმა-ჩეხეთის პრეზიდენტმა განუცხადა ზვიად გამსახურდიას,რომ საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ,ზვიად გამსახურდიამ გადამწყვეტი როლი შეასრულეს აღმოსავლეთ ევროპისა და სამჭოთა რესპუბლიკების განთავისუფლებაში!!! 9 აპრილის გმირებმა თავი შესწირეს ყველაზე მნიშვნელოვანს-თავისუფლებას და ამ გმირების სისხლი ტყულად არ დაღვრილა..მათ საპატივცემლოდ დამოუკიდებლობა ორი წლისთავზე გამოცხადდა,დიდება უფალს! ყველაზე დიდი სიტყვებია-ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს-ვახტანგ გორგასალი...იგივეა ეძიებდით თავისუფლებისთვის სიკვდილს! ზვიად გამსახურდიაც ეძიებდა თავისუფლებისთვის სიკვდილს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 დეპუტატი ჯონდი ბაღათურია კი გააფთრებული იცავს თავისივე ინიციატივით შექმნილი კომისიის ქმედუნარიანობას. ბატონო ჯონდი, მართლა გჯერათ, რომ ამდენი ხნის შემდეგ შეძლებთ პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზების დადგენას?- როგორ ფიქრობთ, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების ფაქტის გამოძიება არ არის მნიშვნელოვანი თემა? კი, ბატონო, უამრავი გამოძიება ჩატარდა, მაგრამ შუა გზაზე შეწყდა ყველა. ჩვენ გვინდა ბოლომდე მივიყვანოთ. წესით, ყველა კომისიის მუშაობა უნდა მისულიყო ბოლომდე... მაგრამ ჯერ 1991–92 წლების მოვლენებიც არ შეფასებულა სათანადოდ...– მოვლენებიც შეფასებული იქნება და პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. ოფიციალურად უნდა შეფასდეს, რომ ხელისუფლება ძალით დაამხეს. ჩემი კოლეგები კი ამბობენ, რომ ასეთი შეფასება იყო, მაგრამ ჩემი აზრით, უძარღვო და უხერხემლო შეფასება იყო. შეძლებს თუ არა ამას ეს კომისია, მომავალი გვიჩვენებს. გამოძიება კვალიფიციური რომ იყოს, მტკიცებულებები უნდა დაიდოს… გაქვთ მერე ეს მტკიცებულებები და შესძლებს თუ არა კომისია დაამტკიცოს, რომ პირველი პრეზიდენტი მოკლეს?– წინასწარ არ მინდა საუბარი, მაგრამ, წესით, ეს ასეც უნდა მოხდეს. მე არ ვამტკიცებ მკვლელობის ვერსიას, მაგრამ რადგან მეკითხებით, გეტყვით, რომ ეს აზრი გაამყარა უკვე არსებული საგამოძიებო მასალების შესწავლის პროცესმა… კონკრეტულად რას გულისხმობთ?– ჩვენ მოვიყვანეთ კრიმინალისტები და საგამოძიებო მასალები გადავამოწმებინეთ. ძალიან საეჭვოა პრეზიდენტის ცხედრის მდგომარეობისა და ნასროლი ტყვიის ტრაექტორიის შესახებ დადებული მასალები. ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ პრეზიდენტი მიწოლილი იყო ლოგინზე, მარჯვენა ხელი გულზე ედო და ეჭირა „სტეჩკინის“ ტიპის იარაღი... შემავალი ხვრელი საფეთქლის ოდნავ ზემოთაა. კრიმინალისტები ამბობენ, რომ თუ პრეზიდენტმა ტყვია თავად ისროლა, მაშინ ცხედარს ამგვარი მდებარეობა არ უნდა ქონდეს და ხელი მარჯვნივ უნდა გადავარდნილიყო. კიდევ რა ფაქტებს ეყრდნობით?– ოფიციალური დასკვნით, პრეზიდენტს „სტეჩკინის“ ტიპის იარაღი ეჭირა ხელში, მაგრამ შემავალი ხვრელის დიამეტრი 7 მმ–ია, ხოლო „სტეჩკინის“ ტყვიას, ყველამ იცის, რომ 9.2 მილიმეტრი აქვს დიამეტრი… არსებული მასალებით ტყვიის სროლის მანძილის დადგენა თუ შეიძლება? რამდენადაც ცნობილია, არც ტყვიის გულაა ნაპოვნი?– სამწუხაროდ, მანძილის დადგენა შეუძლებელია, რადგან ქსოვილი არ არის დარჩენილი, რომელზეც ნამწვავი უნდა იყოს, რითაც დგინდება, შორიდან არის თუ არა ნასროლი ტყვია... ჯონდი ბაღათურია არ აკონკრეტებს, რატომ გაუჩნდა იგორ გიორგაძეს მათთან შეხვედრის სურვილი და რატომ აპირებს ექს–მინისტრი ალაპარაკებას... ამ საკითხს ნაწილობრივ ფარდა კონსტანტინე გამსახურდიას საქართველოში დაბრუნების შემდეგ აეხდება, თუმცა, ალბათ, საინტერესოა ის ფაქტიც, ვისი მეშვეობით მოხდა ეს შეხვედრა. თუ შუამავალის პიროვნებით ვიმსჯელებთ, რაღაც სკანდალური ინფორმაცია მაინც გაჟონავს... შუამავალი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ექს–თვმჯდომარე, ასევე უშიშროების კადრი და ყოფილი მაღალჩინოსანი მიხეილ ოსაძეა. ოსაძე მოსკოვში ოფიციალურად, როგორც გარდაცვალების მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის მოწვეული ექსპერტი, ისეა ჩასული. თუმცა , როგორც პრესა.გემ დაადგინა, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს გამსახურდია მოსკოვში იგორ გიორგაძესთან შესახვედრად ჩავიდა. როგორც ბაღათურია ამბობს, შეხვედრა გარდაუვალია და არც ხელისშემშლელი მიზეზები არსებობს. გიორგაძის გარდა კონსტანტინე გამსახურდია უშიშროების კიდევ ერთ ექს–მინისტრს, შოთა კვირაიასაც უნდა შეხვდეს. სწორედ ეს ორი ყოფილი მინისტრია შვილი–გამსახურდიას მთავარი სამიზნე და იმედი... ჯონდი ბაღათურია: „ინიციატივა ჩვენგან არ ყოფილა. მათგან მოდის. მათ ჩვენი კაცი გავაყოლეთ, რომელიც იგორ გიორგაძესთან შეახვედრებს... დიახ, მიხეილ ოსაძეა ის კაცი, ვინც ეს შეხვედრა უნდა მოახერხოს. შეიძლება გულწრფელები არ იყვნენ არც ერთი, მაგრამ ტვინი იმისთვის გვაქვს, რომ სწორი დასკვნა გავაკეთოთ... სურვილი მათგან მოდის და, სხვათაშორის, ხელი არ უნდა ეშლებოდეთ სიმართლის თქმაში. პირიქით – მაგათ ინტერესებშიც შედის. ბევრ პიროვნებას უნდა შეხვდნენ, მაგრამ მათ შორის კიტოვანი ნაკლებად ინფორმირებულია. ჩვენთვის უფრო საინტერესო გიორგაძე და კვირაიაა. მათგან ველოდებით ღირებულ ინფორმაციებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.