Jump to content
Planeta.Ge

რატომღაც გვეტაძის "ვირების მესია" გამახსენდა


Recommended Posts

ექს-პრემიერი ნოღაიდელი უკრაინისკენ იღებს გეზს, კობა დავითაშვილი - რუსეთისკენ

 

ექს-პრემიერ ნოღაიდელს თანამოაზრეებთან ერთად რუსეთ-საქართველოს სამომავლო ურთერთობებზე მსჯელობები საკონფერენციო ფორმატში გადაჰყავს. პირველი შეხვედრა დგეს შედგა, ერთ კვირაში ახალი იგეგმება. ორ-სამ კვირაში ყოფილი მაღალჩინოსანი რუსეთს ესტუმრება, სადაც “ედინაია რასიასთან” პარტიათაშორის ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და ექსპერტთა განმარტებით, რუსულ-ქართული ურთიერთობების ახალ გეგმებსაც ჩამოიტანს. რამდენიმე კვირაში კი გეზს უკვე უკრაინისკენ აიღებს, პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი გუნდის მიერ გაფუჭებული ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გამოსასწორებლად.

ერთი სიტყვით, ოპოზიციაში გადმობარგებული ექს-პრემიერის მომდევნო თვის გრაფიკი ძალიან დატვირთულია და რუსეთში ოთხჯერადი ვიზიტის შემდეგ აღებული ტაიმაუტიც სრულდება. სხვათა შორის, ამ ტაიმაუტის თაობაზე მან შეხვედრაზე მოწვეული თენგიზ პაჭკორიასგან შენიშვნაც მიიღო: – “უდიდესი ყურადღება მიიქცია ბატონი ზურაბის ელვისებურმა ოთხმა ვიზიტმა რუსეთში. დააინტერესა აფხაზებიც. მაგრამ შემდეგ ტემპები შეანელეთ და შორიდან აკვირდებოდით მოვლენებს”. ამ დროს ნოღაიდელი ჩაერთო საუბარში: “აბა, ყოველდღე მოსკოვში ხომ არ ვიქნები?’ მის მოკლე ჩართვას შესაბამისი რეაქცია მოჰყვა დარბაზში და ხანმოკლე სიცილიც გამოიწვია.

 

თუმცა, არც ორატორი შეჩერებულა: – “უნდა წასულიყავით თურქეთში, სომხეთში, დასავლეთ ევროპაში... ეს საჭიროა, იმისთვის, რომ ამ ქვეყნებს გავაგებინოთ, როგორ უნდა განვითარდეს სააქართველო... მარტო უცხოელ ელჩებთან შეხვედრა არ კმარა. რადგან თქვენმა ვიზიტმა აჟიოტაჟი გამოიწვია, უნდა შეინარჩუნოთ ეს აჟიოტაჟი. თქვენ და თქვენი პარტია ჰგავხართ საფეხბურთო გუნდს, რომელმაც 2:1 მოიგო პირველ ტაიმში. მეორე ტაიმში ანგარიშის შენარჩუნებას აპირებთ, მაგრამ შეიძლება, ჯერ ერთი ბურთი შეგიგდონ, მერე მეორე, მერე მესამე და წააგოთ. გააქტიურდით. ვე-ვე-პე-სთან, ასე უძახიან პუტინს კრემლში, მომავალი ურთიერთობებისთვის ნიადაგი უნდა მომზადდეს. უფრო ღიად უნდა ისაუბროთ იმაზეც, თუ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ, რა ილაპარაკეთ ვე-ვე-პესთან”.

 

შეხვედრის ეს მხიარული ნაწილი ნოღაიდელმა საგულისხმო პასუხით გაანეიტრალა: – “რაც არ ყოფილა იმ შეხვედრაზე, ვერ ვიტყოდი. სააკაშვილის ტელევიზიებმა რა ამოჭრეს და რა - არა, მე არ ვიცი…. რუსეთთან ურთიერთობები ნებისმიერი გზით უნდა აღდგეს და არაფრის ფასად. გადაწყვეტილებების მიღება ისე არ უნდა ხდებოდეს, როგორც ამას ესენი აკეთებენ, ღამე სამი კაცი შეიკრიბება, იტყვიან ომი დავიწყოთო და იწყებენ”.

 

შეხვედრას ნოღაიდელის პარტიის წევრების გარდა ესწრებოდნენ: კობა დავითაშვილი, “კონსერვატორების” შეფები ძიძიგური-კუკავა, ავთანდილ დავითაია “ქრისტიანული საქართველოდან”, დამოუკიდებელი ექსპერტები და პოლიტოლოგები. კონფერენცია, რა თქმა უნდა არ დააფასეს ნაციონალებმა, თუმცა, იქ არც ის ოპოზიციური პარტიები იყვნენ წარმოდგენილები, რომლებიც ნოღაიდელის აშკარა პრორუსულ განწყობასა და წინასაარჩევნოდ მერობის კანდიდატის გამოსავლენი პრაიმერის ჩატარების იდეას ემხრობიან.

 

სამაგიეროდ, კონფერენციაზე პრაიმერის იდეით ნოღაიდელთან დაკავშირებულმა, მაგრამ მისგან აშკარად განსხვავებული იდეოლოგიის მქონე კობა დავითაშვილმა კონფერენციის ორგანიზატორებს სრული სერიოზულობით განუცხადა, რომ თუ რუსეთში ვიზიტი დაიგეგმება, ისიც დიდი სიამოვნებით მიიღებს მოწვევას მეზობელი სახელმწიფოსგან.

 

კობა დავითაშვილი: – „რუსეთისთვის საქართველო მტკივნეული წერტილია.. ომიდან ერთი წლის შემდეგ ბევრმა რუსმა პოლიტიკოსმა აღიარა, საზეიმო არაფერი გვაქვს, აფხაზეთი კი დავიბრუნეთ, მაგრამ საქართელო დავკარგეთო. მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოა კავკასიის გასაღები. თუ მოსკოვში წასვლა დაიგეგმება, მე დიდი სიამოვნებით წავალ. უნდა მოვისმინოთ მეორე მხარის აზრი...

 

რაზე წავალ და რაზე - არა, მე კი ვიცი, მაგრამ მათი აზრიც უნდა მოვისმინოთ. ნატოს რაც შეეხება, მზად ვარ ზომიერ კომპრომისზე წასვლისთვის. სამწუხაროდ, რუსეთის პოლიტიკა არ არის რაციონალური.. შევარდნაძემაც შესთავაზა მათ 25 წლით რუსეთის ბაზების დაკანონება ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ, მაგრამ მათი მხრიდან რეაგირება არ მომხდარა. ჩვენ კი მივდივართ კომპრომისზე, მაგრამ იქიდან რეალური პასუხი არ ჩანს.”

 

შეხვედრაზე მოგვიანებით მოსულმა ძიძიგურმა კი ნატოში შესვლის მსურველებს საერთოდ გადაუწურა იმედი: “დავანებოთ ნატოზე საუბარს თავი მომდევნო 20 წელი. თუ რუსეთი საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებს დაუბრუნებს, არ მინდა ნატოში შესვლა. ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი ეს არის. ყველამ კარგად იცის, რომ მხოლოდ აზერბაიჯანს აქვს ნატოში შესვლის რეალური შანსი. ჩვენ კი პირდაპირ გვეუბნებიან ამერიკელები, კი ბატონო, დიდი მადლობა ავღანეთში ჯარს რომ აგზავნით, ჩვენი პარტნიორი ხართ, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობები თქვენ თვითონ მოაგვარეთ, ჩვენ ამ ქვეყანასთან ჩვენი ინტერესები გვაქვს და თქვენი გულისთვის საქმეს ვერ გავაფუჭებთო”.

 

ერთი სიტყვით, შეხვედრის ძირითადი მიზეზი რუსეთთან ურთიერთობების დათბობის გზების ძიება იყო, თუმცა, ლაიტმოტივად სააკაშვილის ხელისუფლების ლანძღვაც გასდევდა.

 

კახა კუკავა: ”ნატოში შესვლა პრიორიტეტია, მაგრამ არა - ფასეულობა. ერთგულების ფიცი არავისთვის მიგვიცია და ზუსტი მათემატიკური გათვლებით უნდა ვიმოქმედოთ. არცერთი ქვეყნის მთავრობასთან არ გვაქვს ვალდებულება. ამათ რომ უსმინო, ყველა ქართველმა უნდა დახუროს თავის გვერდი “ადნოკლასნიკებში”, რადგან იქიდან ფული რუსეთის მთავრობაში შედის.

 

ალექსანდრე ბასილაიას ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობა ღალატი ყოფილა და ასეთი რაღაცეები. დისკუსია რუსეთთან უნდა დაიწყოს და ის ოპონენტები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, მოვიდნენ და დასხდნენ აქ., ჩვენთან სალაპარაკოდ”.

 

“ქრისტიანული საქართველოს” წარმომადგენელი ავთანდილ დავითაია: – “ეს არის ამათი პოლიტიკა - გოროზიას ხელმძღვანელობით 2000 სპეცრაზმელი რომ გააგზავნეს უკრაინაში არჩევნებზე? ღმერთმა დაგვიფაროს, რომ არჩევნების შემდეგ უკრაინამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. იანუკოვიჩმა პირდაპირ განაცხადა, რომ საავადმყოფოში აფეთქება ქართველმა ტერორისტებმა მოაწყვესო.

 

მეორე ტურის შემდეგ იქ აუცილებლად უნდა გავაგზავნოთ ხალხი, რომ გავაგებინოთ უკრაინელებს, ჩვენ არც ხრეშიატნიკის აღება გვინდა და არც დონბასის აფეთქება. რომც გვინდოდეს, არ შეგვიძლია”. შეხვედრაზე პეტრე მამრაძემაც დაიჩივლა, ამ ხელისუფლებისთვის, თუ რუსეთთან დიალოგი გაქვს, საქართველოზე ხელი გაქვს აღებული.

 

პოლიტიკოსთა ეს ჯგუფი ერთ კვირაში ახალ შეხვედრას გეგმავს. ეს შეხვედრა კი მომავალ შეხვედრამდე, როგორც მოსალოდნელი იყო, ორი ძირითადი შედეგით დასრულდა: აღვადგინოთ რუსეთთან ურთიერთობა და შევცვალოთ სააკაშვილის ხელისუფლება.…

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=12005

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...