Jump to content
Planeta.Ge

ვისთვის ამოდ(იოდა)ის მზე ჩრდილოეთიდან


Recommended Posts

- _ საქართველოში მზე ჩრდილოეთიდან ამოდის-ედუარდ ორჯონიკიძე...მისმა გეოგრაფიის მასწავლებელმა თავი ჩამოიხრჩო! --მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მიშამ გამოიწვია!-გრეჩიხა...მისი საფინანსოს ლექტორი თსუს მაღლივ კორპუსში თავს იხრჩობს! -- ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველო ქართველებისთვის,დაიწყო ომი აფხაზეთსა სამაჩაბლოში,დაიხოცა ათასობით ადამიანი-დიმა მედვედევი!...მედვედევისა და პუტინის(ვამბობთ დიმას ვგულისხმობთ ვალოდიას) ისტორიის მასწავლებლები იხრჩობენ თავს!

 

მოსკოვი ცდილობს, ნოღაიდელი ქართული ოპოზიციის ლიდერად წარმოადგინოს

 

ეჭვგარეშეა, რომ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გაზაფხულზე დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებს ოპოზიციის დემონსტრაციების მორიგი რაუნდი მოჰყვება და რუსეთი ამჯერად მზად არის, რომ ღიად ჩაებას პროცესში.

 

24 საათი 14.01.10

 

ეჭვგარეშეა, რომ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გაზაფხულზე დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებს ოპოზიციის დემონსტრაციების მორიგი რაუნდი მოჰყვება და რუსეთი ამჯერად მზად არის, რომ ღიად ჩაებას პროცესში.

 

მოსკოვი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს (ახლადშექმნილი პარტია "სამართლიანი საქართველოს" ლიდერს), როგორც საკუთარ ფავორიტს ქართულ ოპოზიციაში. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოსკოვი ღიად ემხრობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საქართველოში.

 

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ნოღაიდელი მოსკოვში 23 დეკემბერს მიიღო. უკანასკნელი სამი თვის მანძილზე, ეს ნოღაიდელის მესამე საჯარო ვიზიტი იყო მოსკოვში. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო მდივანი გრიგორი კარასინი ნოღაიდელს 27 ოქტომბერსა და 24 ნოემბერს შეხვდა - "[პოლიტიკური] დიალოგის დაწყების", "რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შექმნილი რთული ვითარების" განხილვისა და "მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარების" მიზნით (Interfax, Civil Georgia, 27 ოქტომბერი და 24 ნოემბერი).

 

ნოღაიდელთან 23 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე, პუტინმა სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ბორის გრიზლოვი (რომელიც ასევე პარტია "ედინაია როსიას" თავმჯდომარეობს) და მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი მიიწვია. ფორმალურად, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისში საბჭოთა არმიისადმი მიძღვნილი მონუმენტის ამასწინანდელი დანგრევა იყო. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ საქართველოში მომავალ გაზაფხულზე მოსალოდნელი პოლიტიკური მოვლენებიც იქნა განხილული.

 

რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებული სტენოგრამის თანახმად (რაც მხარდაჭერის კიდევ ერთი უპრეცედენტო ნიშანია), ნოღაიდელი დარწმუნებულია, რომ

 

ხელისუფლებაში მოსვლას შეძლებს. თუმცა, ამ წამოწყებაში რუსეთის მხარდაჭერის მოსაპოვებლად მას მეტისმეტად დიდი ფასის გადახდა მოუწია: "ჩვენი პრიორიტეტია ქუთაისში მონუმენტის აღდგენა. ჩვენ გპირდებით, რომ ამას გავაკეთებთ, როგორც კი ხელისუფლებაში მოვალთ." პუტინთან საუბრისას მან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაც დაგმო: "სააკაშვილი რუსეთსა და საქართველოს შორის ჯერაც არსებული კავშირების გაწყვეტას აპირებს" ("ჯეიმსთაუნის ფონდის" ბლოგი, 7 იანვარი). ამ ლოგიკით გამოდის, რომ ეს კავშირები ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე საქართველომ გაწყვიტა და არა რუსეთის მიერ დაწესებულმა სამწლიანმა სატრანსპორტო ბლოკადამ და სავაჭრო ემბარგომ. ამავე ლოგიკით, საქართველოს ხელისუფლებამ "კავშირები გაწყვიტა" იმით, რომ დასავლური ორიენტაცია აირჩია (მართალია, ნოღაიდელის დახმარებით, როდესაც მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა).

 

პუტინის თანდასწრებით ნოღაიდელი გრიზლოვს "ედინაია როსიასა" და "სამართლიან საქართველოს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმის შემუშავებაზე შეუთანხმდა (Interfax, 23 დეკემბერი). ნოღაიდელის მუდმივმა "კურატორმა" კარასინმა ბრძანა, რომ მოსკოვმა ხსენებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე არჩევანი იმ მიზეზით შეაჩერა, რომ "ის გონიერია, მომავალზე ფიქრობს და დადებითად განსხვავდება სხვა ქართველი პოლიტიკოსებისგან" (Interfax, ITAR-TASS, 24 დეკემბერი).

 

შეხვედრების მონაწილეთა სია გვკარნახობს, რომ მოსკოვი ნოღაიდელს სხვადასხვა დონის კავშირების დამყარებაში ეხმარება - რუსეთის მთავრობასთან, მმართველ პარტიასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მოსკოვის მერიასთან.

 

ნოღაიდელი საკუთარ თავსა და თავის პარტიას წარმოადგენს, როგორც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის დახმარებით შერიგების მომხრეს. იგულისხმება (თუმცა, ხმამაღლა არ ითქმის), რომ ასეთი დიალოგი საბოლოო ჯამში, შესაძლოა, რუსეთის ეგიდის ქვეშ რაიმე ფორმის რეინტეგრაციით დასრულდეს, თუნდაც საქართველოს დამოუკიდებლობის ნაწილობრივ დათმობის ფასად. მოსკოვი რუსეთში მცხოვრები მდიდარი ქართველების მიერ მოწყობილ ქართული დიასპორის კონფერენციებზე სწორედ ასეთი მოსაზრების წახალისებით არის დაკავებული. რუსეთის ოფიციალური პირები არ ცდილობენ ასეთი დასკვნების გაბათილებას, როდესაც ნოღაიდელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობებთან დიალოგის დაწყების წინადადებით გამოდის. სოხუმს, როგორც ჩანს, რუსეთის ამგვარი შესაძლო განზრახვები გულზე არ ეხატება. 8 იანვარს აფხაზეთის "საგარეო საქმეთა მინისტრმა" სერგეი შამბამ საჯაროდ გამორიცხა აფხაზეთის "პრეზიდენტის" სერგეი ბაგაფშის ნოღაიდელთან შეხვედრის შესაძლებლობა, რაც ნოღაიდელმა, როგორც ჩანს, მოსკოვში განიხილა (Interfax, 8 იანვარი).

 

რუსეთს შეუძლია ნოღაიდელის პოლიტიკური რეიტინგის ამაღლება, თუ მოსკოვი სოხუმსა და ცხინვალს მასთან დიალოგის დაწყებისკენ უბიძგებს, თუნდაც ეს სიმბოლური დიალოგი იყოს, რომელიც ცალკეული ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებით შემოიფარგლება. ამ შემთხვევაში, მოსკოვს მოუწევს ნოღაიდელისთვის დაეხმარების გაწევა, რათა ასეთმა დიალოგმა რაიმე მინიმალური შედეგი მაინც გამოიღოს.

 

ნოღაიდელს ფინანსთა მინისტრისა (2003-2005) და პრემიერ-მინისტრის (2005-2007) თანამდებობები ეკავა და წარმატებით ახორციელებდა ეკონომიკურ რეფორმებს საქართველოში. ის თანამდებობიდან გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ გადადგა და საინვესტიციო-საბანკო საქმიანობით თავისი ისედაც საკმაოდ დიდი ქონება კიდევ უფრო გაზარდა. პარტია "სამართლიანი საქართველო" ნოღაიდელმა 2008 წლის დეკემბერში დააარსა, ხოლო 2009 წელს რადიკალური ოპოზიციის მიერ წარმოებულ და ხელისუფლების შეცვლისკენ მიმართულ კამპანიას დაუჭირა მხარი. ის "რევოლუციური სცენარის" განხორციელებით იმუქრებოდა, რომელიც მშვიდობიანი გზით თუ სამოქალაქო ომის საშუალებით გადააყენებდა სააკაშვილს, თუ პრეზიდენტს 2009 წლის შემოდგომისთვის (ბოლო არჩევნებიდან ერთ წელიწადში) რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ვერ "აიძულებდნენ" (Civil Georgia, 2009 წ. 8 ივნისი).

 

ნოღაიდელის ზოგიერთი ახლო ნაცნობის თქმით, ის ფიქრობს, რომ რუსეთის როლი საქართველოს შიდა პოლიტიკაში გაიზრდება და ცდილობს, საკუთარი თავი წარმოადგინოს, როგორც სააკაშვილის შესაძლო შემცვლელი, რომელიც რუსეთის მხარდამჭერით სარგებლობს.

 

20 წელიწადზე მეტია, რაც მოსკოვი საქართველოში რესპექტაბელური ან ქმედუნარიანი პოლიტიკური მოკავშირეების პოვნას წარუმატებლად ცდილობს. მან საერთო ენის გამონახვა მოახერხა მხოლოდ სუკ-ის ყოფილ თანამშრომლებთან (როგორიცაა იგორ გიორგაძე), ჩრდილოვან ბიზნესმენებთან, თბილისში მოღვაწე ექსცენტრულ პოლიტიკოსებთან და ასლან აბაშიძის კლანთან ბათუმში. რუსეთს არ ჰყავდა საჯაროდ ცნობილი მოკავშირეები ან მომხრეები იმ ოცამდე მცირერიცხოვან ჯგუფში, რომლებიც 2007 წლიდან მოყოლებული ცდილობდნენ ხელისუფლების შეცვლას არაკონსტიტუციური მეთოდებით. ეს ჯგუფები უნიათონი აღმოჩნდნენ და მარგინალიზაცია განიცადეს, თუმცა გაზაფხულზე სავარაუდოდ ისევ ქუჩებში გამოვლენ.

 

ნოღაიდელის შემთხვევაში მოსკოვმა არჩევანი ზომიერ პოლიტიკოსსა და ისტებლიშმენტის წარმომადგენელზე შეაჩერა - მდიდარ ადამიანზე, რომელსაც ორგანიზატორის ნიჭი აქვს და რომელიც, როგორც ჩანს, მზად არის ფსონი კრემლზე დადოს. მოსკოვი, სავარაუდოდ, იმედოვნებს, რომ ნოღაიდელის მაგალითი ისტებლიშმენტისა და ბიზნეს-წრეების ზოგიერთი სხვა წარმომადგენლის გადაბირებაში დაეხმარება იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო დაპირისპირება წელსაც დაიწყო.

 

Eurasia Daily Monitor

 

ვლადიმირ სოკორი

 

გრიგოლ ორჯონიკიძე

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

"კავკასიური სამეული": მიქოიანი, სტალინი და ორჯონიკიძე.

 

გრიგოლ (სერგო) კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძე (დ. 12 ოქტომებერი/24 ოქტომბერი, 1886, სოფ. ღორეშა, ხარაგაულის რაიონი - გ. 18 თებერვალი, 1937, მოსკოვი) ბოლშევიკი რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, კომპარტიის წევრი 1903 წლიდან. პოლიტბიუროს წევრი, სტალინთან დაახლოებული პირი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცხონებულმა თამაზ ნადარეიშვილმა დაადასტურა პირველ არხზე ამ პოლკის ( 345-ე სადესანტო)გამოყვანა განჯიდან შევარდნაძის მოთხოვნით,მის მიერ გაგრისა და სოხუმის ოკუპაციაში მონაწილეობა....ედუარდ ბალტინის საზღვაო ჯარების შემომყვანი სამეგრელოში(ნახეთ მარგიანის ინტერვიუ მის და გოგუაძის ბალტინის ტანკებით გასეირნების შესახებ),იგივე ბალტინს გამოაზიდინეს გაგრიდან და სოხუმიდან ქარტული სამხედრო ტექნიკა,რის გამოც დაეცა გაგრა და სოხუმი(მა ვიდეოზე ნახე-აფხაზების სიმხეცე)...ბალტინია აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავარი ოკუპანტი,შევარდნაძის მიერ მოსკოვსა და სოჭში ხელმოწერილი გარიგებით ჩვენი ტექნიკის გამომზიდი.. სერგო ორჯონიკიძეც ასე შემოუძღვა რუსულ არმიებს ...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა მეორე ნიკით შემოდი და შენ თავს დაეთანხმე :))

:( :( :givi: შენც ერთერთი ხარ იმათში , ვისაც ენატრება ღორეშ- მამათი?! :D:

Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

არ მეგონა მოკლე წინადადების წერა თუ შეგეძლო :( გამიხარდა :( ცოტა მოკლედ თქვი ხოლმე სათქმელი .. ხალხი მაინც წაიკითხავს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენც ერთერთი ხარ იმათში , ვისაც ენატრება ღორეშ- მამათი?!

გთხოვთ კორექტულობას.

ვის რა ენატრება მისი საქმეა :(

აქ პოლიტიკურ ასპექტებზე ვსაუბრობთ.

ვინაა საერთოდ ნოღაიდელი?

რატომ ქმნით ფიგურას?

პუტინს რუსი მოციგურავეც შეხვდა.

არ მაინტერესებს და წერტილი.

თქვენ არეკლამებთ ამ ადამიანს. რაღაც იდუმალების ტყავში ჯდება . მომიტევეთ და არაა ჩემთვის ეს კაცი აქტუალური :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

არ მეგონა მოკლე წინადადების წერა თუ შეგეძლო :( გამიხარდა :givi: ცოტა მოკლედ თქვი ხოლმე სათქმელი .. ხალხი მაინც წაიკითხავს :))

შენ წარმოიდგინე, რას რა სიგრძით დავწერ ჩემი გადსაწყვეტია! :( ლადო პაპავა - “ნოღაიდელი არის ნაციონალების პროექტი... სააკაშვილს როცა დასჭირდება, ნოღაიდელს მაშინ დაიჭერს”

 

“რაც შეეხება ნოღაიდელს, ვერავინ დამარწმუნებს რომ ეს არ არის ნაციონალების პროექტი. ეს პროექტი აწყობს სააკაშვილსაც და პუტინსაც. შეხედეთ - ნოღაიდელი იყო ამ მთავრობის ფინანსთა მინისტრიცა და პრემიერ-მინისტრიც. მე თქვენ გეტყვით, შეცდომები და გადაცდომები არ ჰქონდა ნოღაიდელს? მისი გაჩუმება რომ უნდოდეთ, ვერ იზამენ?” - აცხადებს ექსპერტი ლადო პაპავა გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სააკაშვილს როცა დასჭირდება, ნოღაიდელს მაშინ დაიჭერს.

“თუნდაც ის თემა ავიღოთ, სახაზინო ვალდებულებებით რომ გამდიდრდა, ანდა ის თემა ავიღოთ, ჟვანიას სიცოცხლეში ოქრუაშვილის ხალხი შეცვივდა ფინანსთა სამინისტროში და შემდეგ სააკაშვილის თანდასწრებით მოხდა საქმის გარჩევა. ეს ყველაფერი არსებობს. როცა უნდათ, მაშინ მისცემენ ნოღაიდელს პასუხისგებაში. შეიძლება სულაც რამე დააბრალონ. ზუსტად არ ვიცი, არის თუ არა ნოღაიდელი დამნაშავე, მაგრამ მისი გაჩერება და გაჩუმება რომ უნდოდეთ, დააბრალებდნენ კიდეც რამეს. უფრო მეტიც, ნოღაიდელი იმდენად არაპოპულარულია საზოგადოებაში, ტყუილიც რომ დააბრალონ, მის მხარდასაჭერად დიდად არავინ მოიკლავს თავს. ეს არაპოპულარული სახე იწყებს რუსეთთან კონტაქტს და ხვდება პუტინს. ეს ის სცენარია, როცა სააკაშვილი ნოღაიდელს რბილად გააკრიტიკებს: მას აწყობს, რუსეთთან კონტაქტზე გავიდეს არა ვიღაც ნორმალური და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერილი პიროვნება, არამედ ისეთი კაცი, რომელსაც “დაღლილს” ეძახიან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო პაპავა.

“ნოღაიდელი არაპოპულარულია და მისი გაკრიტიკება ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის სასიამოვნო და მომგებიანი იქნება. რუსეთთან ურთიერთობის ნიშის შესავსებად ნოღაიდელზე უკეთესს ვერავის ინატრებდა ხელისუფლება. ნოღაიდელის არც დაჭერა შეიძლება ახლა და არაფერი, პირიქით, რაც შეიძლება ხშირად უნდა ხვდებოდეს ნოღაიდელი რუსებს. სააკაშვილი იტყვის, ხომ არ მოგწონთ ეს კაცი, დაუდექით ახლა მას გვერდითო - ამით სააკაშვილი თავის ხელისუფლებას კიდევ უფრო იხანგრძლივებს. ახლა წარმოიდგინეთ პუტინი, რომელიც მსოფლიოს აზანზარებს, ერთ პატარა საქართველოს ყოფილ პრემიერს ხვდება. რატომ? იმიტომ, რომ პუტინმაც შესანიშნავად იცის, ნოღაიდელს თავზე ხელს რომ გადაუსვამს, ამით მიშას საქმე კეთდება”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“ჩემთვის შოკი იყო ზვიად ძიძიგურის ურთიერთობა ნოღაიდელთან. ვიზიარებ იმ აზრს, რაც არასამთავრობოების ნაწილმა და ჟურნალისტებმა თქვეს ნოღაიდელთან მიმართებით. ჩათვალონ, მეც მათ გვერდით ვარ. ჩემთვის მოულოდნელი იყო ძიძიგურის საქციელი. ვიცნობ მას, პატივს ვცემ და ძალიან გული დამწყდა, როცა დავინახე ნოღაიდელთან ლამის ჩახუტება. ამით ის, პრაქტიკულად, ეხმარება სააკაშვილს მისივე საქმის განხორციელებაში. ოპოზიციის ერთი ნაწილი მზადაა, ნოღაიდელის ლიდერობა აღიაროს - მას ხომ პუტინიც კი შეხვდა! ეს სცენარიც იდეალურია ხელისუფლებისთვის”, - დასძენს ლადო პაპავა.

“რაც შეეხება პრაიმერს, ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. რა უნდა პრაიმერის შედეგების გაყალბებას - შუბლზე ხომ არ აწერია ადამიანს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერია. რამდენი იქნება ამ გამოკითხულთაგან შს ორგანოების თანამშრომელი, რომელიც ოპოზიციურ კანდიდატებს შორის ყველაზე სუსტს მისცემს ხმას სპეციალურად, რომ პრაიმერში გამარჯვებული ის გამოვიდეს ანუ ბლეფი გათამაშდეს. პრაიმერი ჩვენს პირობებში არის შესანიშნავი მექანიზმი გასათამაშებლად. დავიჯერო, ოპოზიცია ამას ვერ ხვდება?” - აცხადებს ლადო პაპავა და და შეკითხვას - “ანუ პრაიმერის ჩატარება შეცდომაა?” - პასუხობს:

“პრაიმერი ამ ხელისუფლების პირობებში არ არის უბრალოდ შეცდომა. ეს არის ხელისუფლების თამაში, რომ თვითონ კანდიდატი იყოს არა რეალური ოპოზიციონერი, არამედ იყოს ბლეფი. აქ ერთი რამეა: თუ ნოღაიდელი დაარღვევს იმ თამაშის წესებს, რომელიც ნაციონალებმა განუსაზღვრეს, ანუ თავში აუვარდება და მართლა ოპოზიციონერობას დააპირებს, მერე კი დაიდება მის წინააღმდეგ კომპრომატები. ნოღაიდელი, გინდ ასე და გინდ ისე, ქართველ საზოგადოებაში რომ პოპულარული ვერ გახდება, დარწმუნებული ვარ. 7 ნოემბერი რომ მოეწყო, ვინ იყო მაშინ ნოღაიდელი, პრემიარი არ იყო? საგანგებო მდგომარეობა ვინ გამოაცხადა კონსტიტუციის დარღვევით, სალარო აპარატებზე რომ ააგორა სკანდალი, ვინ იყო ის კაცი? საქართველოში მეცნიერება, განათლების სისტემა რომ მოსპო, ეს მხოლოდ ლომაია იყო? ასე რომ, დღეს ნოღაიდელის ოპოზიცინერობა აბსოლუტურად გამორიცხულია”.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გთხოვთ კორექტულობას.

ვის რა ენატრება მისი საქმეა :(

აქ პოლიტიკურ ასპექტებზე ვსაუბრობთ.

ვინაა საერთოდ ნოღაიდელი?

რატომ ქმნით ფიგურას?

პუტინს რუსი მოციგურავეც შეხვდა.

არ მაინტერესებს და წერტილი.

თქვენ არეკლამებთ ამ ადამიანს. რაღაც იდუმალების ტყავში ჯდება . მომიტევეთ და არაა ჩემთვის ეს კაცი აქტუალური :(

ჩემთვის აქტუალურია კრემლის კაცობა ანუ ყორ....ა, სულ არ მაინტერესებს კონკრეტული ფიგურები , მაინტერესებს ჩრდილოეთისკენ მზირალნი ...სერგომ, სერგო-2 .... რა დამართეს საქართველოს ეს გარკვეულია და ახლაც ამ გზით მარბენალნი საინტერესოა თუმცა ამისთვის კონკრეტულებზე ვილაპარაკოთ უნდა ... ღორეშა და მამათი მათი სოფლებია...ესეც სიმბოლურია :rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ გაგიკვირდეთ თU არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე ნოღაიდელი "სკანდალურ განცხადებას" გააკეთებს და ალასანიას პუტინთან პირდაპირ კავშირსი ამხელს.ამ განცხადებას დიდი სიამოვნებით აიტაცებენ ნაციონალური ტელევიზიები და მთელი კვირა დაატრიალებენ ეთერში.

ნუ ეს იმ შემტხვევაში თუ ალასანიას რეიტინგი არცევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე მაღალი იქნა.

http://s005.radikal.ru/i211/1001/02/9509008be77d.gif

ისე ეს დროშა მეც მქონდა სახლში. არ მახსოვს საიდან "მოვიპარე" . სტადიონზე დავდიოდი ხოლმე ამ დროშით "დინამო" თბილისის თამაშებზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სერგო შევარდნაძის მოთხოვნით განჯიდან გუდაუთაში გადაიყვანეს 345-ე სადესანტო პოლკი,რომელმაც აიღო სოხუმი,ასევე ბალტინის საზღვაო ძალებმაც დიდი როლი ითამაშეს აფხაზეთის ომში,რომელიც შემდეგ მან სამეგრელოს ოკუპაციაში გამოიყენა..გამოდის,რომ შევარდნაძემ რუსეთის ჯარებთან ერთად მოახდინა სამეგრელოსა და აფხაზეთის ოკუპაცია...იგივე გააკეთა მანამდე სამაჩაბლოში ,როცა "მშვიდობისმყოფელთა" მანტიით შეფუთა რუსი,ჩრდილო და სამხრეთ ოსური ოკუპანტები და ქართლის გული გადაულოცა რუსებს!!! მისი მემკვიდრენი აუ რამდენია არიან....?!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

 

შევარდნაძე ახსენე და დღეს დაბადების დღე აქვს.

 

82 წლის გამხდარა ექსპრეზიდენტი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

_ ბატონო ნოდარ, რა ამის პასუხია და, ნინო ბურჯანაძისა და ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკაში დაბრუნებას როგორ უყურებთ?

 

_ ბურჯანაძე თავისი პოლიტიკური მონაცემებით, კრიმინალი. პრეზიდენტის საჭე მას ეჭირა, როდესაც ხალხის გაზით მოწამვლა მოხდა, სწორედ ამიტომ არის კრიმინალი. ნოღაიდელი სამშობლოს მოღალატეა. როცა პარლამენტში იყო, ხმა სნგ-ს მისცა. ისე, მასთან დაკავშირებით ერთი არასასიამოვნო ნიუანსი მახსენდება: 1995 წელს პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, ეუთოს წარმომადგენელი მოვიდა. გერმანელი იყო, გვარი არ მახსოვს. მასთან რამდენიმე კაცს გვქონდა შეხვედრა ვიცე-სპიკერის კაბინეტში. ცხინვალთან დაკავშირებით მიმდინარეობდა საუბარი და ეუთოს იმ დროს ძალიან ანტიქართული პოზიცია ეკავა. მას ავუხსენი და დავუსაბუთე, რომ დაუშვებელია საქართველოში ოსეთის შექმნა იმიტომ, რომ ოსები დიასპორას წარმოადგენდნენ და ტერიტორიული-პოლიტიკური ავტონომია არ ეკუთვნოდათ... მოკლედ, ეს კაცი მიყენებული მყავდა კუთხეში და უკვე უნდა ეთქვა, ჰო, შეგვეშალაო. ამ დროს ეს ლაწირაკი ნოღაიდელი ამბობს, ჩვენი პარტია სხვანაირად ფიქრობსო, მაშინ “მწვანე” იყო. ის კი ვეღარ თქვა, რატომ ფიქრობს სხვანაირად, არ შეეძლო. ამ გერმანელსაც გაუხარდა, ერთით ერთიო, ანუ ნოღაიდელმა გამოსავალი უჩვენა. მერე, ლანა ღოღობერიძემ დაიწყო საუბარი, ამ დარგში მას, საერთოდ, არაფერი გაეგება, ნოდარ, შენ მართალი ხარ, მაგრამ რაღაც-რაღაცეებიო, უცხოელმა სტუმარმაც, აი, ერთნახევრით-ერთნახევარიო და წამოხტა და გაიქცა. ის, რაც ნოღაიდელმა გააკეთა, პოლიტიკოსისთვის სახელმწიფო ღალატია, შესასაბისად, სამშობლოს ღალატიც. ამასთან, სნგ-ს ხმის მიმცემი ან ციხეში, ან საიქიოში უნდა იყოს, არ შეიძლება, ის მიწაზე დადიოდეს! არ შეიძლება, ესენი პოლიტიკაში იყვნენ. ბურჯანაძისა და ნოღაიდელის მცდელობა, პოლიტიკაში ადგილი ისევ დაკაონ, მხოლოდ და მხოლოდ ხალხის სიბნელეზეა გათვლილი.

 

http://www.fact.ge/news.aspx

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესენიც იქით იხედებიან და მათი მზეც ....ამოდის!".........................................................................თინა ხიდაშელი (რესპუბლიკური პარტია): " აბხაზია სეგოდნია ნე ტაკაია ბოლშაია პრობლემა დლია გრუზიი, კაკ კორუპცია, პოტერია აბხაზიი ნე რაზრუშიტ გრუზინსკოე გოსუდარსტვო, ა კორუპცია მოჟეტ რაზრუშიტ!" (თ.ხიდაშელი,გვ.216).

დავით ბერძენიშვილი (რესპუბლიკური პარტია):"...აბხაზი იმეიუტ პრავო სოზდატ ოტდელნოე გოსუდარსტვო!"...."ბესპოლეზნო გოვორიტ ო ვხოჟდენიი აბხაზიი ვ სოსტავ გრუზიი"...(დავით ბერძენიშვილი, გვ.136, 137 )

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი (ნაციონალური მოძრაობა): "...ი გრუზინი, ი აბხაზი.. ნახოდიატსა ვ პროცესსე ფორმიროვანია სვოიხ ნაციონალნიხ გოსუდარსტვ".. (გვ.144)

"....ეშიო ოდინ პოდხოდ - ეტო აბსოლიუტნო რაზნიე გოსუდარსტვა - ეტო ზნაჩიტ, შტო გრუზია პრიზნაეტ ნეზავისიმოსტ აბხაზიი" ( ზურაბ ჭიაბერაშვილი, გვ.150)

 

 

პაატა ზაქარეიშვილი (რესპუბლიკური პარტია): " ია ნე რაზ ზამეტილ, ჩტო ონი (ე.ი ქართველები) ნას ნე ნავიდიატ, პოტომუ ჩტო ონი ნამ ნე დოვერიაიუტ"(სიცილი დარბაზში . გვ.9)..." ვ გრუზიი იმენნო იხ სპრაშივაიუტ ვ პერვუიუ ოჩერედ, პოეტომუ იხ ნადო კაკ-ტო ნეიტრალიზოვატ. ესლი პრიზოვიტ ნა ტაკიე ვსტრეჩი პო ოდნომუ ჩელოვეკუ ი კაკ-ტო პროჩიშატ, ნეიტრალიზოვატ - ეტო ბილო ბი ოდნოი იზ სამიხ გლავნიხ ზადაჩ ნაშეგო პროეკტა" (გვ.13)

 

ემზარ ჯგერენაია : " ია გოლოსუიუ ზა ნეზავისიმოსტ აბხაზიი!" ( ე.ჯგერენაია, გვ. 152"- ამ ფორუმში გამაქვეყნეს ეს ჩანაწერი...გეკითხებით ესენი ოპოებია თუ მეხუთე კოლონა?!.....ესენი ზრდასრული აგენტურაა?!

 

shavlego91

 

შევარდნაძე ახსენე და დღეს დაბადების დღე აქვს.

 

82 წლის გამხდარა ექსპრეზიდენტი.

85 წლისაა , წლებიც ფალსიფიკაციაა, როგორც მისი პრეზიდენტობა! :rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთელი ევროპა რუსებს ეხუტება... და ეს არის ერთადერთი სწორი არჩევანი © ნეტარი ГРЕЧИХА :sorry: :givi: :givi: Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ეხლა მეორე ნიკით შემოდი და შენ თავს დაეთანხმე 027.gif

:maladec:

 

აქაც მე ვარ იქაც მე ვარ, თუ როგორა

ისიც მე ვარ,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...