ლ ი ც ი Posted January 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 (edited) რატომ ვართ, ოდესღაც: პატივმოყვარე, პატივცემული, ამაყი, გულადი ხელგაშლილი, ლაღი, სტუმართმოყვარე ერი-სულიერად დაცემული, ნაცემი, დამცირებული, შეშინებული, სახელგატეხილი. რა გვჭირს? როდის დავმარცხდით და რატომ დავმარცხდით.მინდა მოზაიკის ჩემეული ხედვა შემოგთავაზოთ. ვამტკიცებთ და ვასაბუთებთ, რომ ომი რუსებთან წავაგეთ. არა, ჩემო კარგო ,ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ტერიტორიულ ომში კი არ დავმარცხდით, არამედ ზნეობრივ ომში დავმარცხდით და უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან. ასეა ეს. არც პოლიტიკოსი ვარ და არც სამხედრო საქმე ვიცი , მაგრამ ერთი რამ ცხადია-რუსეთის მზაკვრული ავანტურა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ უნდა გაენეიტრალებინა, მიშას! ვერ მოახერხა, ვერ გათვალა , თუ რა სიტუაცია შეიქმნებოდა "საჭადრაკო დაფაზე", იმ დაფაზე, სადაც ხისგან გამოთლილი ფიგურები კი არა, ადამიანები დაიღუპნენ. არ ეყო გონი და გამოცდილება, რომელიც ქარბობოლაში მოხვედრილი საქართველოს წყალქვეშა რიფებით დანაღმულ ველს გაარიდებდა. ჩვენ მაშინ დავმარცხდით, როდესაც დამარცხებული და განადგურებული ერი, ქაშუეთის ეკლესიასთან დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად კი არა, არამედ ტაშ-ფანდურის გასამართად მივედით. ჩვენ მაშინ დავმარცხდით, როდესაც სისხლში ვიდექით და მიშას ვყვიროდით! სისხლში ვიდექით და სარკოზის ვყვიროდით! სისხლში ვიდექით და ვცეკვავდით! სისხლში ვიდექით და ვმღეროდით! სისხლში ვიდექით და ტაშს ვუკრავდით! უაზროდ ვიხმაურეთ, უაზროდ ვიყვირეთ, ამერიკასაც გადავძახეთ და ევროპასაც, მაგრამ ერთმაც ცალ ფეხზე დაგვიკიდა და მეორემაც. უფრო სწორად, "მეგობრებმა" მოქმედებას "ხმამაღალი დუმილი ამჯობინეს". ჩვენ მაშინ დავმარცხდით, როცა აკრიტიკებდა და ლანძღავდა რა რუსეთს, ჩვენი ბელადი საბელადო ფრაზებით საბელადო ქულებს აგროვებდა. ჩვენ მაშინ დავმარცხდით, როცა ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის საწინააღმდეგო საგარეო პოლიტიკის ვექტორს დავუჭირეთ მხარი. ასეა ეს, საქართველოს დაცემაში, საქართველოს სირცხვილში, საქართველოს დამარცხებაში ყველას ერთნაირად მიგვიძღვის ბრალი. ... ღმერთო, გვაკმარე! რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით? პ.ს.არ გაგიკვირდეთ ჩემი "უცნაური" პოზიცია. უკრაინულმა მარაზმმა ძალიან ბევრი რამ სხვა თვალით დამანახა. პრევენცია :- ღრუსეთის დედა #### : Edited January 24, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 არა ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ტერიტორიულ ომში კი არ დავმარცხდით, არამედ ზნეობრივ ომში დავმარცხდით და უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან :maladec: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 ძალიან დავიგრუზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 ძალიან დავიგრუზეkisa რას იზავ , ჩემო ნანა, სიმართლე ეს არის. იმის მაგივრად, რომ მუხლი მოგვეყარა და დაღუპული ახალგაზრდების სულებისთვის გველოცა ქაშუეთის ზარების გუგუნში, მხიარული ფერხული გავმართეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 დებილიზმის პარადი საქართველოში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nin... Posted January 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით?ყველაფერში გეთანხმები, ამეტირა, ესაა რეალობა და Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 ლ ი ც ი რას იზავ , ჩემო ნანა, სიმართლე ეს არის. იმის მაგივრად, რომ მუხლი მოგვეყარა და დაღუპული ახალგაზრდების სულებისთვის გველოცა ქაშუეთის ზარების გუგუნში, მხიარული ფერხული გავმართეთესმოდა მაშინ იმ ხალხს ეს?ზოგს ეს დღესაც არ ესმის ან არ აწყობს, რომ ესმოდეს, ზოგსაც კიდია, ზოგი ისეა შეშინებული რომ მათთვის უკვე სულერთიაუმძიმესი შედეგი გვაქ - სიტყვები არ მყოფნისიცი რაზე გავგიჟდი?ბიჭებს რომ ვასაფლავებდით მხოლოდ ნაცნობები მიდიოდნენ სამძიმარზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 (edited) ბიჭებს რომ ვასაფლავებდით მხოლოდ ნაცნობები მიდიოდნენ სამძიმარზეkisaჩემო მარადკეთილო და გონიერო ქალბატონო. სიყვარულის საწინააღმდეგო ცნება სიძულვილი კი არა, არამედ გულგრილობაა..გულგრილი ერი კი , ჩემო ნანა, განწირულია Edited January 24, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
likachoo Posted January 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 პ.ს.არ გაგიკვირდეთ ჩემი "უცნაური" პოზიცია. უკრაინულმა მარაზმმა ძალიან ბევრი რამ სხვა თვალით დამანახა.კიდევ კარგი...ანუ თვალები აგეხილა,არა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 ლ ი ც ი სიყვარულის საწინააღმდეგო ცნება სიძულვილი კი არა, არამედ გულგრილობაა. :yes2: ибо с молчаливого согласия равнодушных происходят самые отвратительные события Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 კიდევ კარგი...ანუ თვალები აგეხილა,არა?likachoo დაბრმავებული არასდროს ვყოფილვარ, ჩემო ლიკამიხარია ამ ფორუმზე რომ გხედავ :2kiss: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted January 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 რატომ ვართ, ოდესღაც: პატივმოყვარე, პატივცემული, ამაყი, გულადი ხელგაშლილი, ლაღი, სტუმართმოყვარე ერი-სულიერად დაცემული, ნაცემი, დამცირებული, შეშინებული, სახელგატეხილი. რა გვჭირს? როდის დავმარცხდით და რატომ დავმარცხდით.მინდა მოზაიკის ჩემეული ხედვა შემოგთავაზოთ. ვამტკიცებთ და ვასაბუთებთ, რომ ომი რუსებთან წავაგეთ. არა, ჩემო კარგო ,ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ტერიტორიულ ომში კი არ დავმარცხდით, არამედ ზნეობრივ ომში დავმარცხდით და უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან. ასეა ეს. არც პოლიტიკოსი ვარ და არც სამხედრო საქმე ვიცი , მაგრამ ერთი რამ ცხადია-რუსეთის მზაკვრული ავანტურა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ უნდა გაენეიტრალებინა, მიშას! ვერ მოახერხა, ვერ გათვალა , თუ რა სიტუაცია შეიქმნებოდა "საჭადრაკო დაფაზე", იმ დაფაზე, სადაც ხისგან გამოთლილი ფიგურები კი არა, ადამიანები დაიღუპნენ. არ ეყო გონი და გამოცდილება, რომელიც ქარბობოლაში მოხვედრილი საქართველოს წყალქვეშა რიფებით დანაღმულ ველს გაარიდებდა. ამის მაგივრად: სისხლში ვიდექით და მიშას ვყვიროდით! სისხლში ვიდექით და სარკოზის ვყვიროდით! სისხლში ვიდექით და ვცეკვავდით! სისხლში ვიდექით და ვმღეროდით! სისხლში ვიდექით და ტაშს ვუკრავდით! უაზროდ ვიხმაურეთ, უაზროდ ვიყვირეთ, ამერიკასაც გადავძახეთ და ევროპასაც, მაგრამ ერთმაც ცალ ფეხზე დაგვიკიდა და მეორემაც. უფრო სწორად, "მეგობრებმა" მოქმედებას "ხმამაღალი დუმილი ამჯობინეს". ჩვენ მაშინ დავმარცხდით, როცა როცა აკრიტიკებდა და ლანძღავდა რა რუსეთს, ჩვენი ბელადი საბელადო ფრაზებით საბელადო ქულებს აგროვებდა. ჩვენ მაშინ დავმარცხდით, როცა ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის საწინააღმდეგო საგარეო პოლიტიკის ვექტორს დავუჭირეთ მხარი. ასეა ეს, საქართველოს დაცემაში, საქართველოს სირცხვილში, საქართველოს დამარცხებაში ყველას ერთნაირად მიგვიძღვის ბრალი. ...ღმერთო, გვაკმარე! რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით? პ.ს.არ გაგიკვირდეთ ჩემი "უცნაური" პოზიცია. უკრაინულმა მარაზმმა ძალიან ბევრი რამ სხვა თვალით დამანახა. პრევენცია :- ღრუსეთის დედა #### : ბატონო თუ ქალბატონო! ბოდისს ვიხდი არ გიცნობთ და როგორც მეტყვით ისე მოგმართავთ. ჩვენი მაშინდელი და მომავალი დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ჩვენს გვერდით არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსავ შეუძლიათ თქვენი გულისტკივილით სავსე მონოლოგზე ასეთი სიხარულით აღსავსე კომენტარები გააკეთონ: მე არ ვარ მართმადიდებელი, მაშასადამე აღარ ვარ ქართველი!!! ჰურაა დებილიზმის პარადი საქართველოში მე ეს არც დემოკრატიის გამოვლინებად მიმაჩნია და არც ხუმრობად. ამის დამწერი თუ ქართველია ან საქართველო (ხომ ასე ჰქვია ჩვენს ქვეყანას - სახელმწიფოს ჯერ კიდევ, ხომ არაფერი მეშლება?) უყვარს, რა არის თქვენს ნაწერში სახუმარო მე ვერ გავიგე. პოლიტიკურ დასკვნებში სრულიად გეთანხმებით, მაგრამ მომავალში რომ ავიცილოთ ასეთი სირცხვილი, მგონი საჭიროა გადავაკეთოთ ამერიკული დევიზი: "რაც სასარგებლოა ფორდისთვის, სასარგებლოა ამერიკისთვის", შემდეგნაირად: რაც სასარგებლოა ქართველისთვის, სასარგებლოა საქართველოსთვის (ანუ საქართველოს სახელმწიფოს ყველა მოქალაქისათვის - ასეთი განმარტებები არ უნდა მჭირდებოდეს). ერის ზნეობრივი გამოფხიზლებაა საჭირო და ეს მხოლოდ ისტორიული წარსულის დაფასებისა და ქართული ეროვნული იდეოლოგიის, მისი ტრადიციების და ადათ-წესების შენარჩუნებითაა შესაძლებელი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 (edited) გთხოვთ გამაგებინოთ, რა დავწერე არაკორექტული? აქ თუ "კერძო ლავოჩკაა" მითხარით და წავალ.ბადრი_წიქორაძე და რა საჭიროა ეს ბავშვური "წავალ"? თქვენმა პოსტმა გამოიწვია დაპირისპირების პროვოცირება. დაწყნარდა ყველაფერი. ასე რომ, ბატონო ბადრი, ძალიან გთხოვთ, დაივიწყეთ ეს გაუგებრობა :maladec: Edited January 24, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 ჭანო ბადრი_წიქორაძე იმედია ეს პატარა გაუგებრობა ამოიწურა...თუ არადა არსებობს პმ///მოდერაციას ვთხოვ ოფტოპიკები წაშალოს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted January 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 (edited) თქვენმა პოსტმა გამოიწვია დაპირისპირების პროვოცირება. დაწყნარდა ყველაფერი. ასე რომ, ძალიან გთხოვთ, ბატონო ბადრი, დაივიწყეთ ეს გაუგებრობა კამათის დროს ყველა მხარე უნდა იყოს თანასწორი. მე ცილი არავისთვის დამიწამებია, რაც დაწერეს ის გავაანალიზე. ეროვნებისა თუ რწმენის მიუხედავად საქართველოში მცხოვრები ვალდებულია პატივი სცეს ჩემს ეროვნულ გრძნობებს, წინააღდეგ შემთხვევაში წინ კიდევ ბევრი ასეთი დამარცხება, (რომელიც ამ თემაშია) გველის. ერი უნდა მიეჩვიოს თავის თავის პატივისცემას. Edited January 24, 2010 by ბადრი_წიქორაძე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.