babuagiorgi Posted January 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2010 (edited) Список лиц для регистрации в качестве официальных наблюдателей от Грузии на выборах президента Украины 17 января 2010 года სოდის და კუდის თანამშრომლები ემზადებიან "ადნაკლასნიკ" არჩევნების მორიგ შეტევაზე. მიმაგრებული სია Edited January 23, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2010 "ადნაკლასნიკი" ბიჭები შეტევაზე გადადინდაცვას მიხედე ხვედელიძე, დაცვას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted January 23, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2010 აი ეს გვაკლდა რა"[ინტერპრესნიუსი]უკრაინის „რეგიონების პარტიის“ დეპუტატები ლუგანსკის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებაში ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობის ვერსიის გადამოწმებას ითხოვენ.დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ თხოვნით დეპუტატებმა უკრაინის უშიშროების საბჭოს საგარეო დაზვერვის სამსახურს მიმართვა გაუგზავნეს. მიმართვის მიხდევით, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც სანატორიუმებში იმალებიან, დივერსიული და დაზვერვითი საქმიანობისთვის ჩავიდნენ უკრაინაში; ისინი მიზნად ისახავდნენ სახელმწიფო წყობილების ძალით შეცვლას. ლუგანსკში აფეთქება 18 იანვარს მოხდა. კლინიკაში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა." Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2010 რა, რა და ეგ ნაღდად რიჟააა, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irusha Posted January 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2010 რა ხდება?? გავაუქმო?? :buchti: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2010 babuagiorgi უკრაინის „რეგიონების პარტიის“ დეპუტატები ლუგანსკის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებაში ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობის ვერსიის გადამოწმებას ითხოვენ.ფაქტია,რომ აწი ათასგვარ საზიზღრობას დაგვაბრალებენ, და ეს ყველაფერი ###პოლიტიკის გამო მიშა წადი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted January 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 დარეჯან მეფარიშვილიქართული ოპოზიცია ბევრს ეცადა ამერიკისა და ევროპისათვის დაემტკიცებინა სააკაშვილი არჩევნების უბადლო გამყალბებელი რომ არის, მაგრამ ვერ შეძლო. ამერიკამაც და ევროპამაც ერთსულოვნად აღიარა ქართული ვარდყვავილოვანი დემოკრატია. ნაციონალური საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ უკვე უკრაინა ცდილობს დაუმტკიცოს მსოფლიოს `მეგობარი მიშასა~ და მისი ნაცელიტის არჩევნების გაყალბებისადმი ზოგადი მიდრეკილება. საქართველოს შს მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და პარლამენტარ გივი თარგამაძის სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები, რომელიც უკრაინულ საიტებზე დაიდო, მიუხედავად საუბრის შინაარსისა, ევროპასა და ამერიკას მაინც არ აფიქრებინებს რომ უკრაინაში ადგილი აქვს სულ ცოტა სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევას და ყველაზე მეტი ფარულ ანექსიას. ვანო მერაბიშვილის ნათქვამი `ახალაია მებრძოლებს დაგვახმარებს~ (აქ საუბარი რომ იყოს დათა ახალაიაზე, ვანო სიტყვას `დაგვახმარებს~ არ იტყოდა, დათა მისი უშუალო ხელქვეითია რასაც უბრძანებს იმას გააკეთებს და იმიტომ, ბაჩო კი თავდაცვის მინისტია და სწორედ მის ხალხს ეძახიან მებრძოლებსაც და ვანო დახმარებას სწორედ მას სთხოვდა, ვერ უბრძანებდა და იმიტომ), იურისტებისათვის არის საფუძველი თქვან რომ საქართველოს მთავრობა უკრაინის ფარულ ანექსიას აწარმოებს. ეს რევოლუციაზე მეტია, ომის ტოლფასიც კი. შემთხვევითი არაა რამდენიმე დღის წინ უკრაინულ საიტებზე გავრცელებული ინფორმაცია ლუგარნსკის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. იქაური ოპოზიცია ამ საქმეში ქართული სპეცსამსახურების ხელს ხედავს. შეგახსენებთ რომ ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. `რეგიონების პარტია~ უკრაინის უშიშროების საბჭოს უგზავნის მიმართვას და პირდაპირ მიუთითებს რომ ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლები სანატორიუმებში იმალებიან, იქ გეგმავენ დივერსიულ და დაზვერვით სამუშაოებს და მიზნად ისახავენ უკრაინაში სახელმწიფო წყობილების ძალით შეცვლას. ეს განცხადება მსოფლიო `დემოკრატიამ~ ზუსტად ისე გაატარა როგორც თავის დროზე ე.წ. ვარდების რევოლუციის უცხო ფულით დაფინანსების თემა. საქართველოში უკრაინასთან შედარებით 2003 წელს უკეთესი მდგომარეობა იყო, მართალია ქვეყანაში მაშინ ცისფერჩაფხუტიანები გამოჩნდნენ და მათი ჩამოსვლის მიზანი ქართული ჯარის წვრთნით ახსნეს, მაგრამ ამ ადამიანების სახელმწიფო წყობილების შეცვლისათვის ქმედებაში ბრალი ვერ ოპოზიციამ დასდო. უკრაინის შემთხვევაში საქმე უფრო მძიმედაა. აქ ქართული სპეცსამსახურების სხვა ქვეყნის საქმეებში ისეთი ხილულია, თუ თვალს ძალით არ გამოითხრი შეუძლებელია არ დაინახო რა ხდება სინამდვილეში. ამერიკა-ევროპის დუმილს კი საქმეში ჩახედულები სააკაშვილის სიყვარულითა და მხარდაჭერით კი არა რუსეთისადმი ფარულ-აშკარა სიძულვილით ხსნიან. ტიმოშენკოს მოწინააღმდეგე საპრეზიდენტო კანდიდატს რუსეთი უჭერს თუ არა მხარს ეს ახლა ჩვენთვის (ამ წერილის მიზანი სხვაა) იმდენადაა მთავარი, რამდენადაც გავარკვიოთ რატომ ხუჭავს თვალს დემოკრატიულობანას თამაშს მიჩვეული მსოფლიო, მითუმეტეს მაშინ როცა საქართველოს მთავრობამ უკრაინაში დამკვირვებლებად ოფიციალურად დაარეგისტრირა სოდ-ის, კუდ-ის, დაზვერვისა და სხვა დანაყოფების უბრალო თუ ბრალიანი თანამშრომლები. 1055 კაციან ოფიციალურ სიაში 800-ზე მეტი პოლიციისა და უშიშროების თანამშრომელია. ამათ გარდა სიაში ნახავთ სამოქალაქო ნაციონალურ სახეებსაც, ისეთს მაგალითად როგორის დავით მესხიშვილია (ადრე მთავარი სანიტარი რომ იყო და მგონი კიდევ რაღაცის მინისტრიც). ყველაზე თვალშისაცემი კი ის ფაქტია (შეიძლება ითქვას ამაზრზენიც) რომ უკრაინული საპრეზიდენტო არჩევნების დამკვირვებელთა სიაში არც ერთი ქალი არაა. თუ მართლა დამკვირვებლად მიდიხარ და თუ მართლა გაღელვებს დემოკრატიის ბედი ქალის სხვა ქვეყანაში მივლინებას არადემოკრატიულად მსოფლიო (მათ შორის რუსეთიც კი) არ აღიქვამს. ერთმა ჩემმა მეგობარმა პოლიტიკოსმა როცა მასთან გენდერულ თანასწორობაზე ვცადე ხუმრობა მითხრა – ვერ გამოზარდა ქალი აგენტები და მებრძოლები ვანიჩკამ, რამდენი ქალიც აგენტად გამოიყენა, იმდენმა მერე პირი მოაღო და ხან `ალიაში~ კითხულობდა იმათ `ჩვენებებს~ და ხან კიდევ სად და რატომ გაუშვებდა იქ ქალებსო. არადა ქართული დემოკრატიის თამაშის შესაფუტად კარგი `ზახოდი~ კი იქნებოდა. იმავე პოლიტიკოსმა მითხრა – რაში ჭირდება შეფუთვა მიშას ვერ ხედავ რომ ყველაფერი კიდიაო... უნდობლობა და დაკიდება არ უნდა იყოს წესიერი ქვეყნის ყველაზე უწესო პრეზიდენტის თვისება, მაგრამ ასე ხდება ჩვენთან და სწორედ ამიტომაა რომ მთელი ქართული უშიშროება უკრაინის მომავლის საშიშროებად გადაიქცა. და კიდევ ერთი ვიდრე ზემოთნახსენები სიის `ვაჟკაცებს~ გაგაცნობდეთ – მიშასა და ვანოსთვის ეტყობა იმდენად ღირებულია უკრაინაში ვინ მოვა პრეზიდენტად საკუთარი ქვეყნის `სტაბილურობაც~ კი დაიკიდეს. ახლა საქართველოში ტერაქტების სერია რომ დაიწყოს (ღმერთმა დაგვიფაროს) კაციშვილი ვერ გაუწევს წინააღმდეგობას თუნდაც დამწყებ `ტერორისტს~, ისეთს (12 წლის ბავშვს რაღაც სათამაშო ბუდე რომ ქონდა გაკეთებული) გია ბარამიძემ ვარდების რევოლუციის მეორე დღეს მთაწმინდაზე რომ აღმოაჩინა. უკრაინაში გადასროლილი 1055 `დამკვირვებელთა~ უმეტესობა როგორც გითხარით კუდ-ისა და სოდ-ის თანამშრომლები არიან. და მაინც ვინ დაგაისროლა მიშამ უკრაინაში და ვის ენდობა ყველაზე მეტად.სია რომელიც უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა ანბანის მიხედვითაა შედგენილი. პირველი, ვინც `გმირულად დაეცა~ საპრეზიდენტო არჩევნების ტატამზე ირაკლი ანდრონიკაშვილი აღმოჩნდა. იგი საარჩევნო ყუთის დამტვრევისათვის დააკავეს და არცევნების მსვლელობის ხელისშეშლასა და სხვისი საკუთრების განადგურება დასდეს ბრალად. ერთი ვერსიით ანდრონიკაშვილი უკვე გაათავისუფლეს და ჯარიმაც გადაახდევინეს. ანდრონიკაშვილი ქართული ოპოზიციის აქტივისტის ლოლიაშვილის სასამართლო პროცესზე გამოდის მოწმედ. სწორედ ანდრონიკაშვილი ადებს ლოლიაშვილს ხელს და აცხადებს რომ ლოლიაშვილმა ფურცელაძის ქუცაზე 22 მაისს პოლიციასა და ოპოზიციას შორის მომხდარი შეტაკებისას პოლიციელი ბოჭორიშვილი დაჭრა და ეს მე დავინახეო. ამ სასამართლო სხდომაზე გამოდის ასევე მოწმედ მეორე კუდ-ელი ნუგზარ ციხელაშვილი, რომელიც ასევე უკრაინაშია მივლინებული `დამკვირვებლად~. აღსანიშნავია რომ უკრაინაშია ამ საქმეში თავად `მთავარი დაზარალებული~ ბოჭორიშვილიც. იგი კუდ-ში მეორე მთავარი სამმართლელოს ერთ-ერთი სამსახურის უფროსია. როგორ დგას საერთოდ ეს `მძიმედ დაჭრილი~ და დასახიჩრებული (მერე რა რომ დრო გავიდა?) ადამიანი ფეხზე და როგორ იბრძვის უკრაინაში ამაზე საქართველოში ვრცელდება ინფორმაცია – ბოჭორიშვილი ერთ-ერთ საარჩევნო უბანში ერთი ქართული ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან ერთად გამოჩნდა და იანუკოვიჩის მომხრეებთან ხელცართულ ბრძოლაში ცაერთო `თავისუფალი მედიისათვის ხელისშეშლის~ ეგიდით...უკრაინაშია დეპუტატი ბადრი ბასიშვილი, მან აგვისტოს ომის შემდეგ გაითქვა სახელი. ეს ის ბასიშვილია რომელმაც ომის შემდეგ დევნილებისაგან შექმნა სპეცრაზმი (მათ სახელმწიფო 500-დან 1500 ლარამდე უხდის ხელფასს, რაზედაც `ალია~ წერდა) რომელთაც მუსკულები ირაკლი ოქრუაშვილის ათონელის ქუჩაზე მდებარე ოფისის `რაიხსტაგივით~ აღებისას დაიყენეს. ბასიშვილის სპეცრაზმი მხოლოდ სამაჩაბლოდან დევნილებთან ჭიდაობით არ გამოირჩევა, იგი ოპოზიციის მიტინგების დროსაც `იკაპიწებდა მკლავებს~ `თავის ბიჭებთან~ ერთად, 7 ნოემბერსაც მოვლენების ეპიცენტრში იყო. უკრაინაში ქალაქის კუდ-ს წარმოადგენენ გოგია, კანკავა, კაჭარავა, სუმბაძე, ფეიქრიშვილი, ფიფია, ცნობილაძე, ღუდუშაური, შაშიაშვილი, ჭყოიძე და ბევრი სხავა. წარგზავნილთა შორის ბათუმის სოდ-იდანაა კონცელიძე, კუდ-იდანაა კორნილოვი. სიაშია ვანო მერაბიშვილის ახლობელი ვინმე მერებაშვილი, რომელიც კუდ-ში მუშაობს, ასევე `დამკვირვებელია~ კუდ-ში მეორე სამმართველოს ერთ-ერთი სამსახურის უფროსი მამუკა მეტრეველი, კუდ-ში მთავარი სამმართველოს უფროსი გოგა საღირაშვილი... ძირითადად უკრაინაში მეორე სამმართველოს თანამშრომლები არიან გადასროლილი, ეს ის სამმართველოა რომელსაც `მასტერას~ სამმართველოს ეზახიან. თავად `მასტერა~ კი ფიგურირებს ბადრი პატარკაციშვილის საქმეში, ბათუმში სპეცრაზმელ შავაძის სასტიკად წამებასა და მკვლელობაში, ეს ის მასტერაა პატიმარმა მამარდაშვილმა რომ ჩაწერა ფარულად. ვისაც არ ახსოვს შევახსენებთ რომ `მასტერა~ (გვარად დგებუაზე) არის ის პიროვნება ვინც პატარკაცისვილის ლიკვიდაციაზე საუბრობდა პატიმარტან. თავად მასტერა ოფიციალურ სიაში არაა დარეგისტრირებული, როგორც ჩანს იგი `გარედან ადევნებს თვალს~ თავის პირად შემადგენლობას. სამაგიეროდ დარეგისტრირებულია მისი მოადგილე ლევან ქარდავა, სამეგრელოში `სახელგანთქმული~ პოლიციელის მეგის ქარდავას ძმა. უკრაინაშია პატრულის სპეცრაზმის უფროსი უკლება, ოპოზიციის მიტინგების დროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ზონდერი. ეს ის უკლებაა (გეგეჭკორის მარჯვენა ხელი და დასაყრდენი ძალა) რომელიც პარტულს რუსთაველზე ხმის ჩახლეჩვამდე აყვირებდა – ბადრის რა?.... უკლება თავის 150 `კაცთან~ ერთადაა ჩასული უკრაინაში.უკრაინაშია სამეგრელოს კუდ-ის უფროსის მოადგილე ლატარია, რომელმაც თავი იმით დაამახსოვრა ზუგდიდს რომ `საკნების აქციის~ დროს პისტოლეტიდან დამიზნებით ესროლა `დაიცავი საქართველოს~ ზუგდიდელ წარმომადგენელს კახა მიქაიას. უკრაინაშია კორტებთან ვაზაგაშვილის და სხვების ჩაცხრილვის დროს შემჩნეული ერთ-ერთი პოლიციელი კაჭარავაც. ასევე `დამკვირვებელია~ ინტერპოლის მაღალჩინოსანი გიორგი გიორგაძე. არაოფოცოალურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის `კურატორი~ კუდ-ელი კახა ცხოიძე. ასევე კუდ-იდანაა საღირაშვილი (წარმოშობით წავკისიდანაა) ეს ის საღირაშვილია თავისი `ძლიერება~ თავის დროზე დავით ბაქრაძეს რომ `დაუმტკიცა~. ვისაც არ ახსოვს შევახსენებთ, რომ საღირაშვილი მონაწილეობდა იმ ინციდენტში როცა ოპოზიცია მიტინგების დროს სხდომიდან გამოსულ პარლამენტის თავმჯდომარეს დახვდა და სწორედ მაშინ გადაეფარა იგი თავის მეგობარ სუმბაძესთან (ისიც სიაშია) ერთად ამბრაზურასავით ბაქრაძეს თითქოს მას ვინმე კლავდა ან ცემდა. ამ სიაშია დათა ახალაიას მოადგილის ლელუაშვილის მარჯვენა ხელი ღუდუშაური, რომელიც ადრე კახეთის კუდ-ის უფროსი იყო, ასევე დათა ახალაიას უახლოესი მეგობარი მამუკა მეტრეველი, მთავარი სამმართველოს უფროსი... ამ სიაში არის ვანო მერაბიშვილის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, მოჟურნალისტო ელემენტის ეკა კვესიტაძის ქმარი შოთა უტიაშვილი და ყველაზე მთავარი, შეიძლება ითქვას სიის `მშვენება~ დათა ახალაია და ირაკლი-ერეკლე კოდუა. ვიდრე მოგითხრობთ რა შეემთხვა უკრაინაში დათა ახალაიას და რატომ გაქრა რამდენიმე დღით ზუგდიდიდან მამამისი სამეგრელო-ზემო-სვანეთის პროკურორი როლანდ ახალაია, მანამ კიდევ სიის ერთ `მშვენებაზე~ გავამახვილებ ყურადღებას. ეს არის ვინმე კალანდარიშვილი. ამ პატარა ბიჭმა თავი საზოგადოებას `კრიშებზე~ ძრომიალით დაამახსოვრა. ეს ის კალანდარიშვილია ოპოზიციის მიტინგების დროს ფოტოგრაფიული `დანოსებით~ რომ ამოიგდო ბეჭი და პარლამენრის სახურავიდან უღებდა ფოტოებს ყველას ვინც კი შემთხვევით ან არაშემთხვევით მოხვდებოდა პარლამენტის წინ მიტინგზე. ეტყობა ახლა უკრაინაში ცდის თავის ფოტოგრაფიულ ნიჭს, მითუმეტეს როცა `ქრონიკის~ ინფორმაციით 9 თებერვალს იანუკოვიჩის მხარდასაჭერად საქართველოდან მიდის ჯგუფი. ამ ჯგუფში ჩვენი ინფორმაციით ძალიან ბევრი ცნობილი სახე იქნება, მათ შორის ადვოკატებიც. თავის უკიდეგანო ნიჭს გასაქანი უკრაინაში მისცა ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ. გივი თარგამაძესა და სხვა რევოლუციონერებზე არაფერს ვამბობთ. ცნობილი ფაქტია რომ `დამკვირვებლები~ საქართველოდან `აირზენას~ თვითმფრინავებით წავიდნენ. `ქრონიკის~ ინფორმაციით `გადაზიდვაში~ აქტიურად იყო ჩართული გიორგი კოდუას დანჯღრეული თვითმფრინავიც. კოდუებმა უკრაინაში არაოფიციალური `დამკვირვებლები~ ჩაიყვანეს. ბასიშვილის და პატრულის სპეცრაზმი. მათთან ერთად წავიდა ვანო მერაბიშვილის მოადგილე ლორთქიფანიძე. დამკვირვებელია გიორგი მაზმიშვილიც კონტრდაზვერვის უფროსი. ახლა რაც შეეხება ახალაიას ბედს. დატა ახალაია `ქრონიკის~ ინფორმაციით უკრაინის მიწაზე ფეხის დადგმიდან მეორე დღეს სცემეს სასტიკად. წყარო გვიყვება რომ გასისხლიანებული და გვერდებდამტვრეული ახალაია საავადმყოფოში მოხვდა. ამ პერიოდში გაქრა ზუგდიდიდან მამამისიც. `ქრონიკა~ ჩვენი ზუგდიდელი მეგობრების დახმარებით მთელი ოთხი დღე ცდილობდა მამა ახალაიას ადგილსამყოფელის დადგენას, თუმცა უშედეგოდ. ზუგდიდში ამ პერიოდამდე არ გამოჩენილა ახალაიას არც მანქანა და არც თავად. რაც შეეხება კოდუებს. არაა დამალული რომ ირაკლი კოდუას ნაციონალური აჯაფსანდალი კარგა ხანია არ წყალობს. ისიც ცნობილია რომ მის ძმას დავით კოდუას რამდენიმე პარტნიორი დაუკავეს. ეს იყო პირველი სიგნალი, რაც შემდეგ თავად `დიდი კოდუას~ ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირებაში გადაიზარდა და ბოლოს ირაკლი კოდუას სარფის საზღვარზე ზუსტად ისე აახიეს ძვირადღირებული მანქანა როგორც თავად აკეთებდა ამას. არავინ იცის როგორ ეწყობიან ერთმანეთს მუდმივ ქიშპობაში მყოფი ახალაია და კოდუა უკრაინაში, მაგრამ ერთმა `ჭორიკანამ~ ისიც კი გვითხრა რომ ახალაიას იქ, უკრაინაში კოდუას სახელითაც მოხვდა მუშტიო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.