giauridia Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 გაცამტვერდა ილუზორული იდეა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, “თავისუფლება” არსებულ პრობლემებს ავტომატურად გადაწყვეტდა. რეალურად კი “თავისუფლების” მიღების შემდეგ ტრადიციები უკვალოდ ქრება და ზნეობა მკვეთრად ეცემა. საზოგადოება თავსდამტყდარი პრობლემების წინაშე უმწეო, უსუსური აღმოჩნდა.ანტიკური დროიდან დღემდე, ძველი ეგვიპტიდან დაწყებული და იაპონიით დამთავრებული, ანუ ყველა დროსა და სივრცეში, საღად, რაციონალურად მოაზროვნე, თავისი ქვეყნის კეთილდღეობაზე მოფიქრალ ადამიანთა ძირითადი პრობლემა იყო და არის ისეთი საზოგადოების, სახელმწიფოს შექმნა, რომელიც ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეში შემოქმედებით ძალებს განავითარებს, შრომის ნაყოფიერებასა და ცხოვრებისადმი ინტერესს აამაღლებს და, რაც მთავარია, ადამიანს პიროვნულ თავისუფლებას მიანიჭებს. ამიტომ ცდილობდნენ ისინი ისეთი კანონების შექმნას, რომლებიც შინაგანად თავისუფალი ადამიანის კეთილ ნებას შეესაბამებოდა. ეს კანონები შესრულებადი, ბუნების კანონზომიერებასთან შეთავსებადი უნდა ყოფილიყო, ანუ სოციუმის შესაძლებლობის ფარგლებში ჩატეულიყო.განათლებულმა პატრიოტმა იცის, რომ ქვეყნის სიძლიერე, სიკეთე სწორედ ასეთი საფუძვლის შექმნა-დამკვიდრებაზეა დამოკიდებული.ყოველივე ამას, ალბათ, სოციალური აზროვნების ძირითადი პრინციპი უნდა ვუწოდოთ.ჩვენ ერის ძირითადი ცხოვრებისეული პრინციპებისა და ადათ-წესების მაქსიმალური გათვალისწინებით ჰარმონიული, განვითარებადი საზოგადოებრივი სისტემა უნდა შევქმნათ. თუ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 giauridia წავიკითხე და ვერ გავიგე...დამოუკიდებლობაზე უარი უნდა ვთქვათ???! თუ რამე სხვა აზრი დევს?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted January 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 newstudio მსჯელობა მიდის ჩვენთან ადამიანის ღირსების საკადრის საზოგადოების შექმნის თაობაზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 მსჯელობა მიდის ჩვენთან ადამიანის ღირსების საკადრის საზოგადოების შექმნის თაობაზეკარგი ბატონო,მაგრამ პრობლემის თქვენეული რაკურსი გასაგებია,მაგრამ გამოსავალი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted January 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 მათ არ იციან, ჩვენ კი გვავიწყდება, რომ ნებისმიერი რევოლუცია, როგორიც უნდა იყოს ის, სისხლიანი თუ უსისხლო, მხოლოდ ძველი ცხოვრების დასასრულია და, სამწუხაროდ, არა ახალი, უკეთესი ცხოვრების დასაწყისი.რევოლუციას მხოლოდ ძველის ნგრევა მოაქვს, ხოლო ახლის შენებისათვის უმაღლესი ზნეობა და განათლებაა აუცილებელი. თუ საზოგადოების პოლიტიკურად აქტიურ ნაწილში არის უმაღლესი ინტელექტი და ზნეობა, მაშინ რა საჭიროა რევოლუცია? პარადოქსია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 მათ giauridia ვინ მათ?ჩვენ კი გვავიწყდებავინ ჩვენ?თუ საზოგადოების პოლიტიკურად აქტიურ ნაწილში არის უმაღლესი ინტელექტი და ზნეობა, მაშინ რა საჭიროა რევოლუცია?და სადაა ეს ზნეობა ? მთლად ზუსტად ვერ მივხვდი,მომიტევეთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 თუ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია. მართალს ამბობ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2010 კარგი ბატონო,მაგრამ პრობლემის თქვენეული რაკურსი გასაგებია,მაგრამ გამოსავალი?მე ვიცი, გამოვწერო რესეპტი პაციენტისთვის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.