shamili Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 ხიზრი ალდამოვი: ძიძიგურს რაღა უნდა?! ადამიანად ვთვლიდი... ავტორი ხათუნა ბოჭოიძე ქართულ ტელე-სივრცესი ახალი, „პირველი კავკასიური“ არხი შეიქმნა, რომელიც ოპოზიციისთვის არც ისე მოსაწონი აღმოჩნდა. ამ არხის მაუწყებლობით არანაკლებ გაღიზიანებულია რუსეთის ხელისუფლებაც. საზოგადოების საკმაოდ სოლიდური ნაწილი თვლის, რომ რუსეთის და ქართული ოპოზიციის მწვავე განცხადებები ერთმანეთს საეჭვოდ დაემთხვა. ხიზრი ალდამოვს „პირველი კავკასიური“ არხის საწინაარმდეგო არაფერი აქვს და მიიჩნევს, რომ ოპოზიცია არხის მიმართ მწვავე განცხადებებით, რუსეთის ხელისუფლების აზრს ახმოვანებს. საქართველოში ჩეჩნეთის მთავარ ლობისტს, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, „დრონი. ჯი“ ესაუბრა. „დრონი. ჯი“: რატომ აღიზიანებს რუსეთის ხელისუფლებას და ქართველ ოპოზიციონერებს „პირველი კავკასიური“? ხიზრი ალდამოვი: საქართველოს მოქალაქემ სადაც არ უნდა იყოს - პოზიციაში თუ ოპოზიციაში, უნდა დაიცვას თავისი ერი და ქვეყანა. ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი უნდა დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია რატომ არ მოსწონს რუსეთს „პირველი კავკასიური“ არხი. ჩვენ რატომ უნდა ვიმართლოთ თავი?! ჩვენს ხელისუფლებას ძალიან კარგი კურსი აქვს აღებული და ჩვენი გზით მივდივართ, რაც რუსეთს აღიზიანებს. ოპოზიციონერი, რომელიც სულ ახლახანს იყო ხელისუფლებაში, დღეს გამოდის და სააკაშვილი არ მოსწონს. ზის პუტინის გვერდით მოსალაპარაკებლად. ჩემთვის ასეთი ოპოზიციონერი მიუღებელია. როგორ შეიძლება ქართველი კაცი, რაც რუსეთმა გააკეთა მას შემდეგ, ხვდებოდე პუტინს და იზიარებდე მის აზრს?! მე არ ვარ რუსი ხალხის წინაარმდეგი, მე ვარ კრემლის წინაარმდეგი. იმ კგბ-ს და გენერლების წინააღმდეგი, რომლებიც საქართველოს და ქართველ ერს ვერ იტანენ. საქართველოდან ოცდაათ კილომეტრში რუსეთის ჯარები დგას და ქართველი პოლიტიკოსები რუსეთის ხელისუფლებას „ეკურკურებიან“. მთელმა ერმა უნდა ამოვიღოთ ხმა მათ წინააღმდეგ. მე, არ ვამბობ, რომ დაუპირისპირდეთ რუსეთს. ის განცხადებები რასაც რუსეთი აკეთებს, მიუღებელია. ეროვნებით ჩეჩენი ვარ, მაგრამ საქართველოს მოქალაქე ვარ. ზოგიერთ ოპოზიციონერს ნამდვილად ვჯობივარ, რადგან საქართველოზე გული შემტკივა. მე, არც პრეზიდენტის ნათესავი ვარ და არც არავის, მე ვარ საქართველოს მოქალაქე და მუდამ დავიცავ საქართველოს ინტერესებს. - იყო თუ არა სწორი გადაწყვეტილება „პირველი კავკასიური“ არხის შექმნა? - ამ არხის შექმნას საჭიროება ნამდვილად იყო. რუსეთი მისი ხელისუფლებიანად ყველაფერზე წამსვლელია. ეს არხი სჭირდებოდა ჩვენს სახელმწიფოს და შეიქმნა კიდეც. რატომ გაღიზიანდა რუსეთი და შემდეგ ოპოზიცია ამით, ეს გარკვეულ ეჭვებს ბადებს. დღეს რასაც ოპოზიცია აკეთებს, გამოხატვაა რუსეთის ინტერესებისა. ამაში ვერავინ გადამარწმუნებს. საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. რა ოპოზიციაზე მელაპარაკები, ხვდები პუტინს და შემდეგ ხალხს ასწავლი, როგორ მოიქცეს?! - კრემლი ქართული ოპოზიციის დახმარებით ხომ არ ცდილობს საქართველოში შიდა არეულობის პროვოცირებას? - ყველაზე ცუდი ერთი რამაა - ოპოზიცია რუსეთის ინტერესებს იმიტომ იცავს, რომ რუსეთი აფინანსებს. ფულის გულისთვის წავიდა რუსეთში ნოღაიდელი. ბურჯანაძეც ფულისთვის დარბის. ყველა მირბის რუსეთისკენ, რადგან დაფინანსებას მოელიან. არავის აინტერესებს ქვეყნის ინტერესები. - ეს საკმაოდ მძიმე ბრალდებაა... თქვენ აცხადებთ, რომ ქართული ოპოზიცია კრემლთან ფულის გამო მეგობრობს? - დაწერეთ და გამოაქვეყნეთ: ეს ოპოზიცია გადარეულია ფულზე. აბა რატომ დარბიან კრემლში ასე გამწარებულები?! რა უნდა ნოღაიდელს პუტინთან?! სულ ახლახანს, ხელისუფლებაში ყოფნის დროს თავ-პირს იმტვრევდა და რუსეთს არ ელაპარაკებოდა, ახლა კი... აბა, ქართველ ხალხს ჰკითხოს, მოსწონს თუ არა პუტინი. - თქვენ თქვით, რომ ოპოზიციას რუსეთი აფინანსებს, ეს მთელ ოპოზიციურ სპექტრს ეხება? - ვიცი, რომ ოპოზიციას რუსეთისგან უნდა ფული და იღებს კიდეც. ძიძიგურს რაღა უნდა?! ადამიანად ვთვლიდი, დღეს კი პუტინთან და რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრობს. ოპოზიციაში ყველა უვარგისია. შენ რა ოპოზიციონერი ხარ თუ ქვეყანას არ იცავ და ფულზე ცვლი სამშობლოს? ვიღაცამ შეიძლება თქვას რა უფლებით საუბრობს საქართველოზეო, მაგრამ მე მაქვს საქართველოს პასპორტი და შესაბამისად, ამ ქვეყნის მოქალაქეც ვარ. მაინტერესებს საქართველოს მომავალი. ოღონდ საქართველო ერთიანი იყოს და ძიძიგური, კუკავა და მაგათი მსგავსები რას იტყვიან, არ მაინტერესებს. ამ ოპოზიციას ქვეყანა არ აინტერესებს. დღე და ღამე იმას ფიქრობენ, ფული სად იშოვონ. რატომ წყვეტს დამოუკიდებლად ოპოზიცია? იქნებ ქართველ ხალხს რუსეთთან ურთიერთობა არ უნდა. ოპოზიცია ამდენს თავის თავზე რატომ იღებს?! ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ 2010 წლის 25 იანვარი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 shamili ხიზრი ალდამოვს „პირველი კავკასიური“ არხის საწინაარმდეგო არაფერი აქვს და მიიჩნევს, რომ ოპოზიცია არხის მიმართ მწვავე განცხადებებით, რუსეთის ხელისუფლების აზრს ახმოვანებს.მე ეს არხი უბრალოდ თანხების არამიზნობრივ ხარჯვად მგონია, რადგან მარგი ქმედების კოეფიციენტი იქნება ნულის ტოლი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 ეხლა კი ოდნავ სერიოზულად. არც ნოღაიდელის ვიზიტები და არც რუსეთთან აღდგენილი ურთთიერთობებით ტერიტორიები არ დაბრუნდება. აფხაზეთის რა მოგახსენოთ და სამაჩაბლოს დაბრუნების შანსი გვაქვს და ეს ძალიან დიდი.რუსეთთან კეთილმეზობლური პოლიტიკის თამაში აუცილებელია, ამავე დროს პარტიზანული ომი, მინიმუმ სამაჩაბლოში და რაც შეიძლება სასწრაფოდ. მთავრობა პარტიზანებზე "პასუხს არ აგებს". ვერ აკონტლოებს მოკლედ. :rolleyes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 ეხლა კი ოდნავ სერიოზულად. არც ნოღაიდელის ვიზიტები და არც რუსეთთან აღდგენილი ურთთიერთობებით ტერიტორიები არ დაბრუნდება. აფხაზეთის რა მოგახსენოთ და სამაჩაბლოს დაბრუნების შანსი გვაქვს და ეს ძალიან დიდი.რუსეთთან კეთილმეზობლური პოლიტიკის თამაში აუცილებელია, ამავე დროს პარტიზანული ომი, მინიმუმ სამაჩაბლოში და რაც შეიძლება სასწრაფოდ. მთავრობა პარტიზანებზე "პასუხს არ აგებს". ვერ აკონტლოებს მოკლედ. :rolleyes:პარტიზანული ომის შემდეგ დიდის ალბატობით გორის თავზე ოსურ-რუსული დროშა აფრიალდება,თუკი გაგვიმართლა მხოლოდ გორით შემოიფარგლებიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 lasha1997 აი ვსთქვათ და ნოღაიდელმა დააბრუნებინა ტერიტორიები რუსეთსს,აირჩევდით პრეზიდენტად?ტერიტორიების დაბრუნებაზე რა აზრის ვარ იხილეთ ჩენი ხელმოწერა. ასე ქვია მე მგონი. პოსტის ქვემოთ რომ არის.მაქსიმუმი რაც ნოღაიდელს ამ ეტაპზე შეიძლება მისცენ ეს პერევია.მე რომ პუტინი ვიყო ასე ვიზამდი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 პარტიზანული ომის შემდეგ დიდის ალბატობით გორის თავზე ოსურ-რუსული დროშა აფრიალდება,თუკი გაგვიმართლა მხოლოდ გორით შემოიფარგლებიან ეხლა დიდი ახსნა-განმარტებებში თუ არ გადავლ და მოკლედ გიპასუხებთ, ჩემი აზრით ესეც საკმარისია.თუ სამაჩაბლო არ დავიბრუნეთ (რუკას გახედეთ) მაშინ თბილისშიც ააფრიალონ. პრინციპში დიდი განსხვავება არ იქნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 აი ვსთქვათ და ნოღაიდელმა დააბრუნებინა ტერიტორიები რუსეთსს,აირჩევდით პრეზიდენტად?არ დაიჯერო, ჩემო დიტო. ნოღაიდელ ნაბოზარს ეს თემა მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლისთვის ჭირდება და ბასტა! სამაჩაბლოს და აფხაზეთის დაბრუნება მხოლოდ რუსეთის იმპერიის დაშლის შემთხვევაშია შესაძლებელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 არ დაიჯერო, ჩემო დიტო. ნოღაიდელ ნაბოზარს ეს თემა მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლისთვის ჭირდება და ბასტა! სამაჩაბლოს და აფხაზეთის დაბრუნება მხოლოდ რუსეთის იმპერიის დაშლის შემთხვევაშია შესაძლებელიაგინე ხოლმე რუსეთს ბევრი და დაიშლება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 აგინე ხოლმე რუსეთს ბევრი და დაიშლებაგინების გარეშეც დაიშლება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 დაბრუნება მხოლოდ რუსეთის იმპერიის დაშლის შემთხვევაშია შესაძლებელიმოსკოვს ცრემლების არ სჯერა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 გინების გარეშეც დაიშლებახო, წყევლაც შველისო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 ხო, წყევლაც შველისო ჩვენ ვაგინოთ, მაგრამ ამის მოთხოვნა პოლიტიკოსებისგან არასწორია. ეგერ მიშამ აგინა და შედეგიც სახეზეა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 ჩვენ ვაგინოთ, მაგრამ ამის მოთხოვნა პოლიტიკოსებისგან არასწორია. ეგერ მიშამ აგინა და შედეგიც სახეზეა.მიმიშვით რუსეთთან და ერთ წელიწადში მოვაკვარახჭილებ საქმეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 ხალხოოოოო!ნოღაიდელი სერიოზულ პოლიტიკოსათ მიგაჩნიათ?http://www.kolobok.us/smiles/artists/mother_goose/MG_135.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 kisa "ედინაია როსიასა" და "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" შორის გაფორმებული შეთანხმება მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტია, რომლითაც ხვალინდელი დღის საძირკველი შეიქმნა. როგორც ~ედინაია როსიას~ ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, აღნიშნული განცხადება ~მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის~ ლიდერმა ზურაბ ნიღაიდელმა შეთანხმების გაფორმების შემდეგ გააკეთა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.