Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

 

დარეჯან მეფარიშვილი

ვანო მერაბიშვილის `სამართლიანი და მოტივირებული~ პოლიციის იმიჯი, `წარმატებული პროექტი~ რომელსაც სოდ-ი დაარქვეს, ერთმა 13-14 წლის ბავშვმა ერთი ხელის მოსმით გააცამტვერა. ჯერ კიდევ აპრილის თვეში ინტერნეტსაიტზე `იუთუბი~ პატარა ბავშვმა რომელიც დარეგისტრირებულია `რეზიკო58~-ის სახელით (სურათიც აქვს) დადო ვიდეოკადრები სადაც ნათლად ჩანს სოდ-ის (მას მკლავზე ნიშანი აქვს გაკეთებული) თანამშრომელი დაკავებულებს პანჩურს როგორ ურტყამს. ეს კადრები ერთმა ჩემმა მეგობარმა შს-ს თანამშრომელმა სკაიპით გადმომიგდო და თან მოაყოლა – ეტყობა შენი ინტერნეტთან დამოკიდებულების ბრალია რომ არ იცი და ნახე როგორ ცემს კოდუას თანამშრომელი გილაურის მოადგილესო. უცებ დავიბენი, სად კოდუას `ჭ კლასის~ თანამშრომელი (რანგის მიხედვით) და სად გილაურის მოადგილე-მეთქი, ისიც ცოტა არ იყოს უხერხულ პოზაში. მერე ჩემმა მეგობარმა დამიკონკრეტა – `გილაური ფინანსთა მინისტრი რომ იყო იმ დროინდელი კადრებია, ის ვისაც სოდ-ის თანამშრომელი პანჩურს ურტყამს მისი მოადგილე იყო, მეორეა კიდევ მანდ ისიც გილაურის თანამშრომელი იყო. მანდ რა მოხდა იცი? დააკავა სოდ-მა ეს ბიჭები, გავლენის ქვეშ იყო ერთი, მაგრამ მეორე ხელს გააყოლეს. ერთმა გილაურს დაურეკა, გილაურმა მერაბიშვილს სთხოვა გაუშვიო. მერაბიშვილმა თავის მხრივ სოდ-ს დაავალა, გაუშვით მაგრამ პანჩური ამოარტყითო~. ამ კაცის სიტყვებში ეჭვს კადრებს ვინც ნახავს ვერავინ შეიტანს. კადრებში ნათლად ჩანს: შუაღამისას პროსპექტზე ჩერდება მანქანა, გადმოდიან თანამშრომლები, ერთი ეუბნება მეორეს (ეტყობა რანგით დაბალს) დავით, გადმოიყვანე რა... ეს ხმა იმისია ვინც ვიდეოს იღებს (`ალიას~ ინფორმაციით კოდუას ერთ ერთი მოადგილე იღებდა კადრებს) გადმოყავთ ყვითელპერანგიანი, სათვალიანი ახალგაზრდა. მოდი, მოდი – ეძახის მას ხმა. გაიწი, გაიწი, მოდი, მოდი, - ისევ ისმის ხმა. შემდეგ ჩანს როგორ მოატრიალებენ ყვითელპერანგიანს ერთ პოზაში და როგორ ამოარტყამენ (ჩვენთან იმერეთში ამას ამონაყებას ეძახიან) ერთ ადგილას ფეხს მთელი ძალით, მეორე, მეორესაც ამოარტყით, - ისმის ბრძანება, რომელიც დაუყოვნებლივ სრულდება, ახლა წადით, თავისუფლები ხართ - ისმის ისევ. არც ერთი გათავისუფლებული პროტესტს არ გამოხატავს და მიდიან. `უი, უი, ბუასილი გარანტირებული აქვს~, - ასეთ კომენტარს ტოვებს ერთი ახალგაზრდა საიტზე. მეორე კი გაბრაზებული ჩანს: `და ამის შემდეგ მინისტრის მოდგილეც და მისთვის პანჩურის ამომრტყმელიც ისევ მუშაობს?~ ლოგიკურად რომ მივყვეთ და პრაქტიკაც გავიხსენოთ სოდ-ი დაკავებულებს ასე ადვილად არ ათავისუფლებს. გამოდის მართლა ჩაერია ვიღაცა ზემოდან მათ გათავისუფლებაში და თუ იმასაც გავიხსენებ ჩემი მხიდან, რომ ჩემი წყარო როგორც წესი არასდროს მატყუებს, გამოდის გილაურის თანამშრომლებს (გამოვრიცხოთ რანგი) მართლაც გვარიანად ამოარტყეს. აქ კიდევ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი – კანონი ძალოვნებს ძალადობას უკრძალავს, ძალადობა ყველა ვარიანტში დასჯადია. `ერთი რამ შემიძლია გითხრა, ვერ დავდებ ვერც ერთი პიროვნების იდენტიფიკაციაზე თავს, არ ვიცი ვინ არიან, მაგრამ კადრებში ნათლად ჩანს რომ ერთ-ერთი სოდ-ის თანამშრომელი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს დაკავებულს. გენერალურ ინსპექციას ამ ფაქტის შესწავლა ჯერ კიდევ მაშინ უნდა დაეწყო როცა კადრები იუთუბიზე დაიდო. მოკვლევის შესაბამისად ის ადამიანები პასუხისგებაში უნდა მიეცათ. ძალიან ნათლად ჩანს კადრებში როგორ ცემს სპეციალური ოპერატიული სამსახურის თანამშრომელი ადამიანს. ეს ის დეპარტამენტია რომელიც წესით ნარკოტიკების რეალიზატორებს უნდა ებრძოდეს, არადა კადრებში ძალიან კარგად ვხედავთ როგორ ერთობა სოდ-ის თანამშრომელი. ეს არის შს მინისტრის სიმაგრე. შეიძლება ვთქვათ რომ ვანო მერაბიშვილმა არ იცოდა რითია დაკავებული მისი თანამშრომლები? მით უფრო უარესი, აი, ჩვენი მაგარი შინაგან საქმეთა მინისტრი! თუ ეს ადამიანები კონკრეტული დანაშაულის გამო არ იყვნენ დაკავებულები მაშინ როგორ შეიძლება ასე მოხდეს გათავისუფლება? თუ არ იყვნენ დაკავებულები, მაშინ რას ნიშნავს ის რაც ვნახეთ საიტზე?~ - აცხადებს `ალიასთან~ საუბრისას `რესპუბლიკელი~ სოფიო ხორგუანი. ეს რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, `ალიასთან~ საუბრისას დაჩი ცაგურია კი მართლაც სკანდალურ განცხადებას აკეთებს:

_ სათვალიანი ყმაწვილი არის დიმიტრი ქიტოშვილი, რომელიც არის შემჩნეული თავის დროზე სააკაშვილის უშუალო მითითებით ტელევიზიების დახურვაში. ადამიანი რომელიც ასე გამოიყენეს შემდეგ `ჟუვაჩკასავით~ მოიქნიეს და მოდულის შენიბასთან პანჩურიც ამოარტყეს. მერეოე პირს რაც შეეხება, ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს რომ ეს მეორე არის გილაურის ყოფილი მოადგილე, კადრში ის პირი კარგად არ ჩანს. მიუხედავად იმისა რა სიბინძურეშიც არ უნდა ქონდეს ქიტოშვილს მიღებული მონაწილეობა, მე ვგმობ სოდ-ის თანამშრომლების ამ ქმედებას. ვიდეოში კარგად ისმის რომ რაც მოხდა არის მინისტრის უშუალო ბრძანება და საერთოდ ვანო მერაბიშვილს ვგმობ ამ ქვეყანაში! სხვათაშორის მერაბიშვილს შარიათის ტიპის ექსკლუზიური შემსრულებლები ყავს ბლომად, ამათგან ერთი უკრაინაში დააკავეს არჩევნების დროს. კადრები რომელიც ვნახეთ არის პრეზიდენტისა და ვანო მერაბიშვილისათვის საჩვენებლად გადაღებული.

_ გეთანხმები მაგრამ ეს ფირი დადო ვიღაც 13-14 წლის ბავშვმა საიტზე, საიდან მოხვდებოდა მასტან ესაა საინტერესო. სამწუხაროდ ვერანაირად მივაგენი ამ ბავშვს, არადა კადრებიდან ჩანს რომ ფირს თავად სოდ-ის თანამშრომელი იღებს.

_ მე ეს ფირი ვნახე ორი დღის წინ. კი, ამას იღებს სოდ-ის თანამშრომელი, მაგრამ ეს ფირი ძალიან ბევრს აქვს დადებული საიტზე. არ არის გამორიცხული თავად სოდ-მა დადო და მერე გადაიწერეს სხვებმა. ასეც სეიძლება მომხდარიყო. ეს უფრო რეალურია. ყველაზე საინტერესო აქ არის ის რომ ჩვენს სახელმწიფოს ცივილურობაზე თუ აქვს პრეტენზია, მაშინ პროკურატურას უკვე უნდა ქონდეს გამოძიება დაწყებული.

_ ერთი პანჩურის ამორტყმა კი არა ხალხს ქუჩაში წიწილებივით ხოცავენ და ხმას არავინ იღებს, თუმცა რა თქმა უნდა გამოძიება მართლა უნდა დაწყებულიყო.

_ რაც ეს ვიდეო აიტვირთა და გამოჩნდა მაშინვე უნდა აღძრულიყო. თქვენი გაზეთის საშუალებით მივმარტავ ადეიშვილს და ზოდელავას. თუ მათ არ იციან კომპიურტერთან მუშაობა და ვერ ნახავენ ამ ფირს, ჩვენ მივეხმარებით, ნახონ კადრები და დაიწყონ გამოძიება. ეს არის ელემენტარულად უფლებების გადამეტება. ფირზე კარგად ცანს პოლიციელების სახეები, ასე რომ არ გაუჭირდებათ დადგენა.

`ალია~ ეცადა შსს-ს პრეს სამსახურთან დაკავშირებას. ჩვენს ზარებს არც იქ უპასუხეს და არც ადმინისტრაციაში.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.geotimes.ge/uploads_script/news/fb5605b64ded3fb.jpg

ქიტოშვილი ესაა .რაღაც ვერ მივამსგავსე

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

 

ეხლა მოვა სატურნი და დადგმულიაო გეტყვის. :ravic:

 

იქითა თემაში დავწერე და ვინმემ მანქანის ნომრები ამოიღეთ რა ვიდეოდან?

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.geotimes.ge/uploads_script/news/fb5605b64ded3fb.jpg

ქიტოშვილი ესაა .რაღაც ვერ მივამსგავსე

 

ნუ აქ არაა ჯერ პანჩურ ამორტყმული ლაშა.

ეხლა უკვეჰგავს. :rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს არაა ქიტოშვილი! რაც შეეხება პანჩურს, სამართლებრივად არა, მაგრამ კაცურად ვამართლებ!!!! :ravic:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

 

არ შეიძლება მართლა იმის მტკიცება,რომ ეს ვიდეო ნაღდია,მაგრამ.................მაგაზე უარესებს რომ უკეთებენ ხალხს,ეგ სტა პრაცენტი ვიცი. :ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...