lasha_alo Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 (edited) ამირეკის შეერთებული შტატები უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. ამის შესახებ ამერიკელმა პოლიტოლოგმა პოლ დანიერმა განაცხადა. "ვფიქრობ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო კადიდატებთან მიმართებაში სკეპტიკური განწყობა არცთუ მცირეა, თუმცა იანუკოვიჩთან მიმართებაში ის უფრო მეტია 2004 წელს მის მიერ საარჩევნო ხმების მოპარვისა და კრიმინალური წარსულის გამო. რაც შეეხება პრეზიდენტობის მეორე კანდიდატს – იულია ტიმოშენკოს, მასთან მიმართებაშიც არსებობს გარკვეული კითხვები რუსეთთან გაზის შესახებ არაგამჭვირვალე ხელშეკრულების დადების გამო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატები იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მას უფრო მეტად პოლიტიკა აინტერესებს და არა კონკრეტული პიროვნებები. ვინც არ უნდა მოვიდეს უკრაინის პრეზიდენტად, აშშ მასთან მუშაობას გააგრძელებს, მაგრამ მისგან სერიოზულ საკითხებთან მიმართებაში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს", - განაცხადა დანიერმა, რომლის აზრით, "დღეს უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატების პრიორიტეტების სფეროში არ შედის". "ობამასთვის საგარეო პოლიტიკაში უპირველესად მნიშვნელოვანია ავღანეთი, ირანი, ჩინეთი და გლობალური დათბობა. რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, მისთვის მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სფეროში რეფორმების გატარება და ეკონომიკა. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, დღეს ამერიკისთვის უკრაინა დიდად საყურადღებო ობიექტს წარმოადგენდეს. უკრაინის საკითხით უფრო თეთრი სახლის აპარატისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მუშაკები არიან დაკავებული. არსი ამ პოლიტიკისა შემდეგში მდგომარეობს: "დაველოდოთ უკრაინისგან იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელსაც მისგან ყველა მოელის, იმისათვის, რომ ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე გადავიდეს". მოლოდინები, სხვა საკითხებთან ერთად, იმასაც უკავშირდება, როგორ ჩაატარებს უკრაინა საპრეზიდენტო არჩევნებს. ვაშინგტონში ხედავენ, რომ ამ დროისთვის უკრაინის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს ეომებიან და ამ ვითარებაში მათთან სერიოზულ საკითხებზე საუბარი უბრალოდ აზრს მოკლებულია" – განმარტავს დანიერი. კითხვას, მოსალოდნელია თუ არა აშშ-ის მხრიდან ახალი ინიციატივები უკრაინის სათავეში ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ, პოლიტოლოგი ასე პასუხობს: “ვფიქრობ, რომ აშშ უკრაინას, რა თქმა უნდა, ხელს გაუწვდის. ამერიკის ახალი ელჩი უკრაინაში ჯონ ტეფტი ძალიან გამოცდილი დიპლომატია და მისი დანიშნვა ამ ქვეყანაში იმას მოწმობს, რომ აშშ-ს უკრაინასთან სერიოზული დამოკიდებულება აქვს". "ვიცი, რომ თეთრ სახლში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით ადავნებენ თვალს, თუმცა ამერიკა უკრაინას მეგობრობის სიგნალს 20 წელია, უგზავნის, უკრაინაში კი სერიოზული რეფორმები ამ დრომდე არ გატარებულა. მეტიც, არის ისეთი სფეროები, სადაც მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ამიტომ ჩემი ვარაუდით, ნაკლებადაა მოსალოდნელი, ამერიკა მასშტაბური ინიციატივებით გამოვიდეს მანამ, სანამ ახალი პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი და პარლამენტი საბაზისო ნაბიჯებს არ გადადგამენ. ეს ეხება უპირველესად კორუფციასთან ბრძოლას, ბიზნეს-კლიმატსა და ეკონომიკურ რეფორმებს. ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტს შორის სტაბილური ურთიერთობების შექმნა, რათა გასაგები იყოს, რომ ქვეყანაში არსებობს ხელმძღვანელობა, რომელსაც თანამშრომლობისა და ქვეყნის განვითარების უნარი გააჩნია", - განმარტა დანიერმა. შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში სულ 18 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება ვერც ერთმა ვერ შესძლო. ამასთან, უკრაინის ცსკ-ის ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა 35,36%-მა ხმა "რეგიონების პარტიის" ლიდერს ვიქტორ იანუკოვიჩს მისცა. იულია ტიმოშენკოს მხარი 25,02%-მა დაუჭირა, ხოლო მესამე ადგილზე გასულ სერგეი ტიგიპკოს – 13,22%-მა დაუჩირა. შესაბამისად, გაიმართება არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ერთმანეთს ვიქტორ იანუკოვიჩი და იულია ტიმოშენკო დაუპირისპირდებიან. კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტური 7 თებერვალს ჩატარდება პოლ დანიერი: "უკრაინა აშშ-ის პრიორიტეტების სფეროში არ შედის"http://pirweli.com.ge/index.php?option=com...26&Itemid=1 ამ სტატიის ფონზე მაინტერესებს თქვენი აზრი რეალ ამერიკულ პოლიტიკაზე....ჩემი აზრით ობამას პოლიტიკა მოიკოჭლებს და ნამდვილად ჯერჯერობით ძია სემი გარკვეულ პლაცდარმებს კარგავს .ეს სტატია კი აჩვენებს ტენდენციას რომ გვკიდია ვინ იქნება ანუ პრევენცია საკუთარი ძალების დემონსტრაციისათვის Edited January 22, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 უკრაინა გვკიდიაო, მეტს არაფერს არ ნიშნავს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 უკრაინა გვკიდიაო, მეტს არაფერს არ ნიშნავს უკრაინას თუ დაიკიდებენ, ჩვენ მითუმეტეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 უკრაინას თუ დაიკიდებენ, ჩვენ მითუმეტეს.მე რა, ნაცმომ იდარდოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 უკრაინელები "დაკიდების" ღირსები არიან მაშინ როცა ესეთი პრეზიდენტი აირჩიეს ჯანდაბამდე გზა ქონია უკრაინას რუსეთის მოკავშირე უკრაინა ჩვენი პრატნორობიდან ჩვენ მტრად გადაიქცა ამერიკა უკრაინაში დამარცხდა იანუკოვიჩის გამარჯვებით და რუსეთს საქართველოს ამის ფონზე მით უმეტეს აღარ დაუთმობს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 უკრაინელები "დაკიდების" ღირსები არიან მაშინ როცა ესეთი პრეზიდენტი აირჩიეს ჯანდაბამდე გზა ქონია უკრაინას რუსეთის მოკავშირე უკრაინა ჩვენი პრატნორობიდან ჩვენ მტრად გადაიქცა ამერიკა უკრაინაში დამარცხდა იანუკოვიჩის გამარჯვებით და რუსეთს საქართველოს ამის ფონზე მით უმეტეს აღარ დაუთმობსშეგეშინდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 შეგეშინდა? ნუ რა თქმა უდნა უკრაინის პრეზიდენტად რუსეთის აგენტის იანუკოვიჩის ხილვა ჩემში აღძრავს უსიამოვნო შეგრძნებებს მაგრამ ჩვენ ამერიკა არ გვიღალატებს და არ მიგვატოვებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 ტიმოშენკოს ჯერ კიდევ აქვს შანსები, ასე რომ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 Siknadmo ტიმოშენკოს ჯერ კიდევ აქვს შანსები, ასე რომშანსები რა თქმა უნდა აქვს.თუმცა მე მიმაჩნია, რომ არც იანუკოვიჩი იქნება პრორუსი და არც იულია.ამის კარგი მაგალითია ბატია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 FRIDRIX ჩვენ ამერიკა არ გვიღალატებს და არ მიგვატოვებსერეკლესაც ასე ეგონა თავის დროზე. თუმცა პირველსავე ბრძოლაში მიატოვეს.საბოლოო ჯამში კი მაშინდელმა "ამერიკამ" მაშინდელი "აფხაზეთი" მაშინდელ "რუსეთს" დაუთმო. დანარჩენ საქართველოს კი სრულად დაეუფლა (ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 ნუ რა თქმა უდნა უკრაინის პრეზიდენტად რუსეთის აგენტის იანუკოვიჩის ხილვა ჩემში აღძრავს უსიამოვნო შეგრძნებებსმაგრამ ჩვენ ამერიკა არ გვიღალატებს და არ მიგვატოვებსაგენტი სულერთია ვისია, რუსეთის თუ ამერიკის...აგენტი აგენტია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 FRIDRIX ერეკლესაც ასე ეგონა თავის დროზე. თუმცა პირველსავე ბრძოლაში მიატოვეს.საბოლოო ჯამში კი მაშინდელმა "ამერიკამ" მაშინდელი "აფხაზეთი" მაშინდელ "რუსეთს" დაუთმო. დანარჩენ საქართველოს კი სრულად დაეუფლა (ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით). ამერიკას წირდება საქართველო რომ აკონტროლოს სიტუაცია კავკასიაში არ დათმობენ ამერიკელები საქართველოს და უკრაინა ევროპელებმა უფრო დათმეს ვიდრე ამერიკამ და სწორადაც აღნიშნავს პოლიტოლოგი რომ უკრაინა არ არის პრიორიტეტული ამერიკისთვის აგენტი სულერთია ვისია, რუსეთის თუ ამერიკის...აგენტი აგენტია... აგენტი აგენტია მაგრამ მე მირჩევნია უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის აგენტი იყოს ვიდრე რუსეთის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 georgekh13 აგენტი სულერთია ვისია, რუსეთის თუ ამერიკის...აგენტი აგენტია..+მილიონი ეგრეა რა. მე დიდი ეჭვი მაქვს რომ, აშშ-ს აგენტის ნაცვლად, უკრაინა მიირებს გაცილებით პროუკრაინულ ადამიანს პრეზიდენტად.მაგრამ თუ პროამერიკელი პრორუსით შეიცვალა... ესეც მეორემარაზმი იქნება.ისე კი ზოგადად.. სხვა ქვეყნის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი რასაც უშვრება ქვეყანას... ჩვენს და უკრაინის მაგალითზე ნათლად ჩანს.და არ აქვს მნიშვნელობა პრო - ვისი იქნება...ერთიც ნაგავია და მეროეც... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 (edited) FRIDRIX ღმერთო, როდის დამთავრდება ეს ილუზიები და უაზრო თვითდარწმუნება მაშინ, როცა ა.შ.შ.-ს ირანში, ავღანეთში, ჩინეთში, ერაყში, ჩრდ.კორეაში აქვს მოსაგვარებელი პრობლემები.საკუთარი ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში აქვს (ამერიკული სტანდარტებით), მოსახლეობის 10% დაუსაქმებელი, ეხლა კიდევ ეს გლობალური დათბობაო, რატომ გგონიათ, ვინ და როგორ გაჯერებთ, რომ უახლოესი, მინიმუმ 10-15 წლის განმავლობაში საქართველო ა.შ.შ.-ს საგარეო პოლიტიკის პრიორეტიტეტი იმდენად შეიძლება გახდეს, რომ რუსეთს არ დაუთმოს ნებისმიერი სხვა პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ? ხომ არ შეიძლება საკუთარი ოცნებების ისეთ ტყვედ იქცეს ადამიანი, რომ უკვე იმაზეც შეიძლება იფიქროს თუ რატომ შეიძლება იყოს საქართველო უფრო პრიორიტეტული, ვიდრე უკრაინა??? ეს უკვე მეტისმეტია! Edited January 22, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 FRIDRIX ღმერთო, როდის დამთავრდება ეს ილუზიები და უაზრო თვითდარწმუნება მაშინ, როცა ა.შ.შ.-ს ირანში, ავღანეთში, ჩინეთში, ერაყში, ჩრდ.კორეაში აქვს მოსაგვარებელი პრობლემები.საკუთარი ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში აქვს (ამერიკული სტანდარტებით), მოსახლეობის 10% დაუსაქმებელი, ეხლა კიდევ ეს გლობალური დათბობაო, რატომ გგონიათ, ვინ და როგორ გაჯერებთ, რომ უახლოესი მინიმუმ10-15 წლის განმავლობაში საქართველო შეიძლება ა.შ.შ.-ს საგარეო პოლიტიკის პრიორეტიტეტი იმდენად შეიძლება გახდეს, რომ რუსეთს არ დაუთმოს ნებისმიერი სხვა პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ? ხომ არ შეიძლება საკუთარი ოცნებების ისეთ ტყვედ იქცეს ადამიანი, რომ უკვე იმაზეც შეიძლება იფიქროს თუ რატომ შეიძლება იყოს საქართველო უფრო პრიორიტეტული, ვიდრე უკრაინა??? ეს უკვე მეტისმეტია! ხოდა თუ რუსეთს დაუთმობს იცხოვრებთ მერე გაბრწყინებულ საქართველოში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.