Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ამ თემის დაწერა იუზერ chegesto-ს ერთმა ფრაზამ შთამაგონა; "იქით" ფორუმზე უთქვამთ უკრაინის არჩევნებზე საქართველოდან ვანოს "შავების" გაგზავნაზე - წმინდა საქმეაო :)): :)): :)):

 

თავიდან უბრალოდ გამეცინა, გულიანად, მერე კი, მეტად რომ ჩავუღრმავდი საოცარი, მართალია მხატვრული, მაგრამ მაინც, პარალელები აღმოვაჩინე ისტორიულ ჯვაროსნებსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის.

 

ფაქტი პირველი - დროშა. ერთერთი პირველი რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა, შეცვალა ძველი "ტრიკოლორი" და ახალ დროშად შემოიღო ჯვაროსნების დროშის იდენტური დროშა. ამ ორ დროშას შორის, მოგეხსენებათ, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ქართულ დროშაზე ოთხი მომცრო ჯვარი ბოლნურია. არ იფიქროთ რამე საწინააღმდეგო მქონდეს. პირიქით. იმ მინიმალურ კარგ საქმეებში რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა, დიდი სიამოვნებით გამოვარჩევდი ეროვნული სიმბოლიკების და ჰიმნის შეცვლას.

 

ფაქტი მეორე - "საღმრთო ომი"; "ომი წმინდა მიწისთვის". ჯვაროსნების ლაშქრობაზე იერუსალიმში ჩემზე მეტი გეცოდინებათ, ამიტომ თხრობით აღარ შეგაწყენთ თავს. მხოლოდ პარალელს გავავლებ ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიაზე - "ომი" რუსეთის წინააღმდეგ: ყველა დავირაზმოთ! დავამარცხოთ ეს უწმინდურები! ყველა საშუალებით! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!...საქმე იმაშია, რომ ჯვაროსნები ინტერნაციონალური მოძრაობა გახლდათ და არა ნაციონალური :))

 

ფაქტი მესამე - "ორდენები" და "რაინდები" აი აქ პირდაპირ და უშუალო პარალელებია, თანაც არცთუ ასოციაციური. უფრო პირდაპირი :)) მოგეხსენებათ ორდენები ღმერთის სახელს ამოფარებული ადამიანების დაჯგუფება იყო, რომლებიც სინამდვილეში არათუ ღვთისთვის სათნო საქმის კეთებით იყვნენ დაკავებულნი, არამედ ძალაუფლების განმტკიცებით, სიმდიდრის მოხვეჭით, მრუშობით, ლოთობით, ძალადობით, მკვლელობით, ყაჩაღობით და ა.შ. ნებისმიერი მათი ქმედება "ღმერთის სახელით" ხდებოდა, "რწმენისთვის საჭირო" გადაუდებლობით თუ აუცილებლობით ამიტომ ისინი დაუსჯელთა კასტას განეკუთვნებოდნენ. რაინდის წოდებას მეფეები გასცემდნენ და თითქმის ყველა რაინდი რომელიმე ორდენის წევრი იყო, მინიმუმ რომელიმე ორდენთან ძალიან დაახლოებული პირი. საკმარისია სიტყვა ორდენი შევცვალოთ კლანით, რაინდი გმირით, მეფე პრეხიდენტით, "ღმერთის სახელით" მოქმედება კი "კანონის სახელით" მოქმედებად, "რწმენა" სახელმწიფოდ, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ჭკვიანი კაცი სახელებს და გვარებსაც კი გამოუძებნის მათ თანამედროვე რეალობაში.

 

ფაქტი მეოთხე - ინკვიზიცია. ჯვაროსანთა ეპოქის კიდევ თანმდევი და ნიშანდობლივი მოვლენა. "ღმერთის სახელით" ადამიანების წამება და სიკვდილით დასჯა, ვითომდა უწმინდურობისთვის, სინამდვილეში კი ორდენების მოწინააღმდეგეობის გამო. შეთითხნილი ბრალდებებით, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ძირითადად ერთი რომელიმე გავლენიანი პირის ხუშტურის გამო

პარალელები აქაც აშკარაა, რეჟიმის მოწინააღმდეგეთა ინკვიზიცია, ვითომდა სასამართლოებით და კანონის ძალით, მხოლოდ ვინმეს თვალში არმოსვლის გულისთვის. რაის მტკიცებულები და რაის უცოდველობა?!

 

ფაქტი მეხუთე - ინდულგენციები. "ღმერთის სახელით", "გადაუდებელი და აუცილებელი საჭიროების გამო" ცოდვების წინდაწინ მიტევების ფურცლები, სხვადასხვა ფასიანი, რომლებიც სწორედ რომ ფასის მიხედვით ადამიანს აძლევდა სხვადასხვა რაოდენობისა და სიმძიმის ცოდვის ჩადენის უფლებას "ღმერთის სახელით". აქაც ასეა, ჩარიცხეთ ნაციონალური მოძრაობის ან პრეზიდენტის საარჩევნო თუ პირად ფონდში სხვადასხვა რაოდენობის თანხა, დააბეზღეთ სხვა ადამიანი და გადაიხადეთ ფული და შესაბამისად გეპატიებათ კანონდარღვევები "კანონის სახელით"!

 

http://www.flagshipfancydress.co.uk/ekmps/shops/flagshipenterp/images/medieval-st.-george-crusader-costume-220-p.jpg

 

http://media.kansascity.com/smedia/2009/12/31/14/Georgia_Saakashvili_New_Year_MOSB104.standalone.prod_affiliate.81.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაყლაპი ვარ მაგარი და არ მეძინება

 

 

მერე,სიყვარულზე წერე შე კაი კაცო და ნაცებს არ ################## დილა საღამოს. :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საკმაოდ საინტერესო და სახალისო ანალიზია

 

ერთ განსხვავებას გეტყვი უბრალოდ, ჯვაროსნებს შეიძლება ბევრი რამე დააბრალო, მაგრამ მშიშრები არ იყვნენ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

საინტერესო პარალელებია,

მხოლოდ ერთ რამეში არაა მსგავსება,

 

ჯვაროსნები, უშიშარი, მამაცი ხალხი იყო,

სიკვდილზე მიდიოდნენ და მცირე ძალებითაც ამარცხებდნენ აურაცხელ მტერს,

 

ნაცმოელი მაგარი მხოლოდ მაშინაა როცა ხელკეტი უჭირავს და ბლომად არიან,

 

ამიტომაც ვამბობ, მაგათი ნების გატეხვას დიდი არაფერი არ უნდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ფაქტი მეორე - "საღმრთო ომი"; "ომი წმინდა მიწისთვის". ჯვაროსნების ლაშქრობაზე იერუსალიმში ჩემზე მეტი გეცოდინებათ, ამიტომ თხრობით აღარ შეგაწყენთ თავს. მხოლოდ პარალელს გავავლებ ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიაზე - "ომი" რუსეთის წინააღმდეგ: ყველა დავირაზმოთ! დავამარცხოთ ეს უწმინდურები! ყველა საშუალებით! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!...საქმე იმაშია, რომ ჯვაროსნები ინტერნაციონალური მოძრაობა გახლდათ და არა ნაციონალური

რუსეთის, ამ სამყაროს შავი ჭირის დამარცხებაც ინტერნაციონალური მოძრაობაა, მხოლოდ ბრძოლის მეთოდებია სხვა, ჯვაროსნებისაგან განსხვავებული. ერთხელ მოხდა უკვე ეგ დამარცხება, მაგრამ გამარჯვებულებმა ვერ გამოიყენეს შანსი, დაინდეს და მუხლებზე მდგომი მოწინააღმდეგე არ მოკლეს. სამწუხაროდ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

განსხვავება არსებობს

 

ჯვაროსნებს თავის საქმის წამდათ და მიაჩნდათ, რომ რასაც აკეთებდნენ მართლა ღვთის საქმე იყო.

 

ასევე იმ პერიოდში მუსულმანური საფრთხე მართლა არსებობდა და გარკვეული როლი ითამაშა ჯვაროსნულმა ომებმა, ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად

 

სხვათაშორის ჯვაროსანთა სამეფოები გაცილებით უკეთესი იყო თანასწორობის მხრივ ვიდრე ევროპული სამეფოები, იერარქია დარღვეული იყო და ჩვეულებრივ ადამიანებს შეეძლოთ გამხდარიყვნენ რაინდები. ასე რომ ჯვაროსნებს ჰქონდათ თავიანთი პლიუსები, რასაც ვერ ვიტყვით არსებულ ხელისუფალზე.

http://s57.radikal.ru/i156/1001/38/6c4aece0841a.jpg

http://s005.radikal.ru/i212/1001/c0/f99b2716fc44.gif

http://s003.radikal.ru/i203/1001/63/0a72124ce874.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რუსეთის, ამ სამყაროს შავი ჭირის დამარცხებაც ინტერნაციონალური მოძრაობაა, მხოლოდ ბრძოლის მეთოდებია სხვა, ჯვაროსნებისაგან განსხვავებული. ერთხელ მოხდა უკვე ეგ დამარცხება, მაგრამ გამარჯვებულებმა ვერ გამოიყენეს შანსი, დაინდეს და მუხლებზე მდგომი მოწინააღმდეგე არ მოკლეს. სამწუხაროდ.

ნაცინალ სოციალისტებს ებრაელების განადგურება უნდოდათ და სლავების დამონება :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯვაროსნები, უშიშარი, მამაცი ხალხი იყო

 

ეგ ფილმებში :givi: ასე მიშას გადაღებულ კლიპებშიც მაგარი კაი ტიპები არიან ნაციანალები :D

სინამდვილეში კი მათი უმეტესობა არც მამაცი იყო და არც იდეისთვის იბრძოდა. ძალაუფლების და სიმდიდრის მოხვეჭის სურვილით შეპყრობილი მედროვეები იყვნენ, რომლებიც ცუდ საქმეებს სჩადიოდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ეგ ფილმებში

ვერ გადეთანხმები...ყველა მეომარი იყო...http://z.about.com/d/atheism/1/0/q/I/GermanCrusader-l.jpg

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

"შავებიც" მეომრები არიან :givi:

 

იდეას და მოტივაციას გააჩნია თქო მაგას ვამბობ.

 

მამაცობის სხვა აღქმა მაქვს მე ეტყობა :D ჩემთვის მამაცი ის ადამიანია, რომელიც მასზე ძლიერ ან რიცხოვნებით აღმატებულ მოწინააღმდეგეს არ შეეპუება. ჯვაროსნები ძალიან ბევრნი იყვნენ, საუკეთესო შეიარაღება, ბევრი ფული და პრაქტიკულად შეუზღუდავი უფლებები ჰქონდათ. ასეთ სიტუაციაში სიმამაცე რა არის? 1000 კაცი ას კაცს რომ ჩეხავს? თან იმ ას კაცს პატარა ხმლები რომ უჭირავთ და ტანზე არაფერი აცვიათ, ამ 1000-ს კი თვითონ კი არა ცხენებსაც ფოლადის ჯავშანი რო მოსავთ, კატაპულტები, შუბები, ხმლები,ფარები, მშვილდ-ისრები, საჭმელი, სასმელი არ ელევათ...რა ვიცი, რა ვიცი :D თუმცა ეს სულ სხვა საკითხია. თემის არსს არ მინდა რომ გადავუხვიო, ამ თემაში სამხიარულოდაა პარალელები გავლებული, თორე... :D:

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ ფილმებში :D ასე მიშას გადაღებულ კლიპებშიც მაგარი კაი ტიპები არიან ნაციანალები :D

სინამდვილეში კი მათი უმეტესობა არც მამაცი იყო და არც იდეისთვის იბრძოდა. ძალაუფლების და სიმდიდრის მოხვეჭის სურვილით შეპყრობილი მედროვეები იყვნენ, რომლებიც ცუდ საქმეებს სჩადიოდნენ.

კი ბატონო, მაგრამ ევროპიდან საკმაოდ მძიმე კლიმატურ პირობებში წასვლას,

ამტანობა სჭირდებოდა, რავარია უდაბნოში იქნიო ხმალი გრილ და ზომიერ კლიმატს შეჩვეულამ ადამიანმა :givi:

შიმშილი, ჭლექი, წყურვილი,

ესენი კი ჯიპებში გრიმიტობენ, კონდიციონერები, ბასეინები, მაყუთი, მაყუთი, ფუფუნება,

 

გარდა ამისა, ჯვაროსნებთან შედარება მათ ამპარტავნობას კიდევ უფრო გაზრდის,

მითუმეტეს რომ მაგრად ევასებათ ეს როზენკრაიცული ზახოდები,

სიმბოლოები და გარეგნული ეფექტები :rolleyes:

უსწორდებათ რა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

გარდა ამისა, ჯვაროსნებთან შედარება მათ ამპარტავნობას კიდევ უფრო გაზრდის

რას ამბობ, ჯვარი და ქრისტიანობა ამათთვის დედის გინებაზე უარესი შეურაცხყოფაა.

აბა, გაეხსნა ეს თემა სხვაგან, ჯერ ხო ვორნი არ ამცდებოდა და მერე ხმამაღალი (დაბოლდილი) "დალოცვები". ერთი, მეორე, რა ვიცი... :givi::

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...