Jump to content
Planeta.Ge

ენა, მამული, სარწმუნოება!

ენა, მამული, სარწმუნოება! ... და რატომ?  

40 members have voted

  1. 1. თანახმა ხართ თუ არა საქართველოს გერბზე წარწერა ,,ძალა ერთობაშია'' შეიცვალოს წარწერით: ,,ენა, მამული, სარწმუნოება''?

    • კი
      17
    • არა
      17
    • მაქვს სხვა წინადადებაც...
      5

Recommended Posts

Grig

შენ ნამყოფი ხარ? აი როგორ გითხრა უბრალოდ შეუძლებელია რომ შეგეშალოს იქ დაღმართი და აღმართი

როგორ და აი ესე...

აბსოლუტურად თანაბარი ზომის მაგიდებია აქ!

http://s003.radikal.ru/i201/1001/27/555546792b8f.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 111
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Nukriko

შენ ნამყოფი ხარ? აი როგორ გითხრა უბრალოდ შეუძლებელია რომ შეგეშალოს იქ დაღმართი და აღმართი

ნუ, არა ვარ ნამყოფი, მაგრამ, მეორეს მხრივ, ნიუტონის კანონი როგორ უნდა შემეშალოს?

ალბათ, რაღაც ვიზუალური ილუზიის ამბებია, რა.

Edited by Grig
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ნუ, არა ვარ ნამყოფი, მაგრამ, მეორეს მხრივ, ნიუტონის კანონი როგორ უნდა შემეშალოს?

ალბათ, რაღაც ვიზუალური ილუზიის ამბებია, რა.

არანაირი ვიზუალური ილუზია არაა

და არც მისტიკური,

ფიზიკურად ახსნადია,

ტელევიზორშიც იყო ამაზე გადაცემა და ფიზიკოსებმა ახსნეს,

სკუკაწიშჩა :viking:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არანაირი ვიზუალური ილუზია არაა

და არც მისტიკური,

ფიზიკურად ახსნადია,

ტელევიზორშიც იყო ამაზე გადაცემა და ფიზიკოსებმა ახსნეს,

ამნაირ სასწაულებს რომ წერ, იქნებ ჩვენც გაგვანათლო, რომელმა მეცნიერებმა და როგორ ახსნეს. Siknadmo

თორემ ფიზიკაში გადატრიალება მომხდარა და თურმე გვიმალავენ.

ისიც ხომ არ ახსნეს, იმავე გადაცემაში, როგორ მიედინება რიონი ერთ ალაგას აღმართზე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

შენ ნამყოფი ხარ? აი როგორ გითხრა უბრალოდ შეუძლებელია რომ შეგეშალოს იქ დაღმართი და აღმართი

ოპტიკური ილუზიაა ეგ, რეალურად შენ რომ აღმართი გგონია, ის დაღმართია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

გასაგებია, რომ ძალა ერთობაშია, მაგრამ ვერავინ მიხსნის რაშია "ერთობა"?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

«სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? .....სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას.... ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს…»

(ილია ჭავჭავაძე)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

«დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან… და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა…»

(იოანე ზოსიმე)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ენა მამული სარწმუნოება" კარგი ლოზუნგია ქართველებისთვის.

მაგრამ რამდენად ვარგა მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური საქართვველოსთვის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

ღერბზე რა მნიშვნელობა აქვს რა შეიცვლება? მთავარია გონებაში შეიცვალოს და ეწეროს ის რაც აწერია დღეს.

++++++++++++

900038

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

«სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? .....სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას.... ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს…»

(ილია ჭავჭავაძე)

«დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან… და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა…»

(იოანე ზოსიმე)

რა არის საქართველო??? არის ეს ენა, მამული, სარწმუნოება საქართველო თუ არა???

ძალა ერთობაშია - ვისთან ერთობაში? ნატოელებთან, ევროპელებთან, დესეთელებთან თუ უცხოპლანეტელებთან? ... თუ აქ ლაპარაკია შიგნით ქართულ საზოგადოებაზე? რამ შეიძლება გააერთიანოს ქართული საზოგადოება, რა იდეამ? ვინმესთან რომ გაერთიანდე საერთო ფასეულობები უნდა გქონდეთ, ეს ეხება საშინაო პოლიტიკასაც და საგარეო პოლიტიკასაც! რა უკეთეს იდეის ირგვლივ შეიძლება გაერთიანდეს ქართული საზოგადოება თუ არა ენა=ქართული, მამული=საქართველოს (ისტორიული) ტერიტორია, სარწმუნოება=მართლმამდიდებელ/ქრისტიანული??? რომელიც ქართული კულტურის, ტრადიციებისა და სულის ურყევი ნაწილი გახდა! თუმცა არც სხვა რელიგიები და მეტყველება აკრძალულა საქართველოში ოდესმე!

ენა, მამული, სარწმუნოება! ეს არის ფორმულა რომლითაც ნებისმიერმა ეთნოსმა და აღმსარებლობამ შეუძლია ისარგებლოს, ჩასვას თავისი მონაცემები... აქ ლაპარაკია ფასეულობაზე რომელიც უნდა გააჩნდეს თითოეულ ერს და იცავდეს მას... ეს არის პირდაპირ მიმართული კოსმოპოლიტანებისა და გლობალისტების ან კიდევ კომუნისტების წინააღმდეგ რომლებსაც უნდათ წაშალო საზღვრები, გააერთიანონ ენები და აღმოფხვრან სარწმუნოება სულ ერთია რომელი!!! მე პიტადად ისეთ ადამიანს არ ვაფასებ და პატივს არ ვსცემ რომელსაც რწმენა საერთოდ არ გააჩნია - ათეისტია, ამავე დროს სახლად, მშობლიურ კერად და სამშობლოდ მთელს დედამიწას მიიჩნევს და თანაც პოლიგლოტია! თვითოეულ ერს თავისი ფასეულობა გააჩნია და ამით ფასობს ის ერად!!!

მირიანმა ქრისტიანობა განმოაცხადა სახელმწიფო რელიგიად, თუმცა არც სხვა ეთნოსების რელიგიები შეზღუდულა საქართველოში...

აქ ლაპარაკია ზუსტადაც რომ საერთოდ რელიგიაზე, სარწმუნოებაზე და არა კონკრეტულად მართლმადიდებლობაზე...

საერთოდ ურწმუნო კოსმოპოლიტანებზე არის აქ აქცენტი...

საქართველოს სახელმწიფოს გამაერთიანებელი უნდა იყოს ქართული ენა და არა ინგლისური ან რუსული... დღეს ჩუმად და ნელა, გაიძვერულად მიდის ჩვენი გადაგვარება და გაამერიკანიზმება ან გარუსება... ზოგიერთი ტელეარხი უკვე ,,ნაგლად'' ინგლისურ ან რუსულ ენაზე ისე უშვებს ფილმებს არც კი თარგმნის ქართულად...

თანახმა ხართ თუ არა საქართველოს გერბზე წარწერა ,,ძალა ერთობაშია'' შეიცვალოს წარწერით: ,,ენა, მამული, სარწმუნოება''? ... და რატომ?

იმათ ვისაც სარწმუნოება არ აწყობთ იმიტომ რომ თურმე სარწმუნოება სექსუალურ უმცირესობებს, გაუკუღმართებულ სექსს კრძალავს, გთხოვთ ნუ გამოგვეხმაურებიან!

ისენი ვინებიც თვლიან რომ რომელიმე კონკრეტული უცხოური ენა თურმე ქართველებისათვის ,,აუცილებელია" სასწავლებლად და ,,უნდა იცოდნენ" გთხოვთ ასევე ნუ გამოგვეხმაურებიან! იმას ვისაც ჰგონია რომ მხოლოდ რელიგია აკნინებს ქვეყნის განვითარებას გთხოვთ ასევე ნუ გამოგვეხმაურებიან!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თემა გაიწმინდა ოფებისგან და შეურაცხმყოფელი ფრაზებისგან.

თემა იხსნება და იმედია თემის ირგვლივ გაგრძელდება საუბარი

Edited by lasalexx
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

თუ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია.

ქართველ კაცს ამდენი პროგრამა, პარტია, ლოზუნგი, ან პენდლტონის “სახელმწიფოს სამსახურის კანონი” რაში სჭირდება, როდესაც ზეცამდე ამაღლებულმა, ქალამნებიანმა, მამაკაცური მარჯვენით, შავით თეთრზე დაგვიტოვა:

“მადლობა შენდა დამბადებელო,

ჩემიდან შეჰქმენ ისეთი გუნდა,

როგორიც ამ დღეს საჭირო არი,

სამშობლოს წყლულებს როგორიც უნდა,

ეკლებზე ვწევარ არაფერს ვიმჩნევ,

მაინც ღმერთს ვმადლობ _ ეშმაკს შეშურდა!”

პოლიტიკური ავანტიურისტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახერხებენ დაარწმუნონ მასა, რომ ცხოვრების, ჩვენი და ჩვენი შვილების ბედის მართვის “ჭეშმარიტებას” მხოლოდ ისინი ფლობენ და ჩვენ კი, უბრალო მოკვდავთ, იმედიც არ უნდა გვქონდეს, რომ ამ “ჭეშმარიტებას” ოდესმე შევწვდებით. ამიტომ აუცილებელია გაუაზრებლად ვენდოთ მათ და მალე ჩვენზე ბედნიერ ერს ვერსად იპოვით.

საკვირველი ისაა, რომ ჩვენი საზოგადოების განათლებული ნაწილი შესამჩნევ შეშფოთებას არ გამოთქვამს მაშინაც კი, როცა ამ იდეოლოგების შემოქმედების ნაყოფი საღ აზროვნებას, ცხოვრების რეალობას აშკარად ეწინააღმდეგება.

ცნება ”ერთობის” არსია _

_ საზოგადოებრივ სისტემაში მთავარი ქვესისტემის მიერ მიზნის შესაბამისი იდეოლოგიის ჩამოყალიბება და ამ იდეისადმი რწმენის დამკვიდრება.

_ საზოგადოებრივი სისტემის მთავარ ქვესისტემაში კოლექტიური გონისა და კოლექტიური მახსოვრობის დაბადება.

_ საზოგადოებრივ სისტემის მიერ გაცილებით მეტი სიმძლავრის შექმნა, ვიდრე გააჩნია მისი შემადგენელი ნაწილების, ქვესისტემების ფორმალურ, არითმეტიკულ ჯამს.

_ უნდა დაიბადოს ერთობა, ანუ სისტემას უნდა გაუჩნდეს რეგენერაციის, თვითგანვითარების, თვითორგანიზაციის, კოლექტიური მახსოვრობისა და გონის შექმნის უნარი.

არ სრულდება ეს პირობები, შესაბამისად, არავითარ პროგრესს არა აქვს ადგილი.

გავერკვეთ რა ძალამ, რა იდეამ შექმნა დიდგორის გმირთა ერთობა და საერთოდ, როგორ ხდებოდა იდეის ჩამოყალიბება და მისი რეალიზება _ გამარჯვებამდე, რეალობამდე მიყვანა.

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...