Jump to content
Planeta.Ge

ლურსმული დამწერლობა


Recommended Posts

ძველმა ახლო აღმოსავლეთმა მსოფლიოს მისცა ორი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი დამწერლობა ეგვიპტური იეროგლიფები და ლურსმული. გარდა ამისა აქ წარმოიშვა სემიტური ანბანური დამწერლობაც, თუმცა ის არ იყო სრულყოფილი, რადგან მხოლოდ თანხმოვნებს აფიქსირებდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ განვითარებული ევროპა პასიური გამოჩNდა აღMოსავლეთის ფონზე, რადგან მეორადი ანბანური დამწერლობა.

ლურსმული დამწერლობა წარმოიშვა მდინარე ტიგროსსა და ევფრატს შორის ძვ.წ. IV-III ათასწლეულში არსებული უმდიდრესი ცივილიზაციის წიაღში. მისი უძველესი ნიმუშები აღმოჩენილია ძვ. ურუქში, ასევე ჯემდეტ-ნასრსა და ფარში. ლურსმული მას მისი ვიზუალური ფორმის მიხედვით შეარქვეს. ლურსმულსა და ეგვიპტურ იეროგლიფებს შორის უდიდესი განსხვავებაა.

საწერ მასალად იყენებდნენ სველი თიხის ფირფიტას, რომელზედაც სამკუთხა წვერის მქონე ჯოხით, სტილუსით გამოყავდათ ნიშნები, ჯოხი უნდა დაეკავებინათ დახრილად, რათა ნიშანს ლურსმნის ფორმა მიეღო. შემდეგ ამ ფირფიტებს მაღალ ტემპერატურაზე წვავდნენ. თუმა ლურმსული დამწერლობა მეტად მოუხერხებელი იყო ის მაინც გავრცელდა ბაბილონეთიდან მთელ წინა აზიამდე.

ლურმული დამწერლობის თავდაპირველი სახე იყო ნახატობრივი. თითქმის არ განსხვავდებოდა ეგვიპტურისაგან. ეს უძველესი ფორმა სავარაუდოდ შუმერებმა გამოიგონეს და შემდეგ გადასცეს იქ მოგვიანებით მისულ აქადელებს. ამ გადაცემის მომენტში დამწერლობამ თანდათან მიიღო ლურსმული სახე.

განასხვავებენ ლურსმული შუმერო-ბაბილონური დამწერლობის განვითარების შემდეგ ეტაპებს:

1) აღმოცენებიდან აქადის მეფე მანიშთუშუს მეფობამდე (ძვ.წ. 3000 წლიდან 2250 წლამდე)

2) მანიშთუშუდან ლაგაშის მეფე გუდეონამდე (ძვ.წ. 2250-2050 )

3) ურის მესამე დინასტიის პერიოდი (ძვ.წ. 2050-1900)

4) ბაბილონის მეფე ხამურაბის დინასტიის პერიოდი (ძვ.წ. 1900-1500)

5) კასიტების მმართველობის პერიოდი (ძვ.წ. 1500-1200)

6) ასირიული მმართველობის პერიოდი (ძვ.წ. 1200-600)

7) ახალბაბილონური (ძვ.წ. 600-540)

ასევე განასხვავებენ

შუმერულ, აქადურ, ელამურ, ხეთურ, ხურიტულ ლურსმულ დამწერლობებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გთავაზობთ ნაწყვეტს ხეთების დიდი მეფის ხათუსილის ავტობიოგრაფიიდან.

"UM.MA Tabarna Hatusili LUGAL.GAL KUR uru Hatti. DUMU Mursili LUGAL GAL LUGAL KURuru Hatti. DUMU.DUMUsu SA Supiluliuma LUGAL.GAL.LUGAL KURuru Hatti"

"ასე ამბობს თაბარნა ხათუსილი, დიდი მეფე ხათის ქვეყნისა. ხათის ქვეყნის დიდი მეფის, მურსილი შვილი, შვილიშვილი სუფილულიუმასი, ხათის ქვეყნის მეფისა."

აქ ეხლა რა ხდება. დიდი ასოებით დაწერილია შუმერული სიტყვები. უცხო ენის სიტყვები გამოყენება ტექსტში არ იყო უცხო ხეთებისათვის. პირიქით ადმინისტრაციულ და საერთოდ ყველა სახის ტექსტი ამ წესის მიხედვით იყო შედგენილი. პატარა ასოებით კი ხეთური სიტყვებია. სამწუხაროდ არ მაქვს სკანერი, თორემ ამ ტექსტს ლურსმული ნიშნებით შემოგთAვაზებდით. ისე კი შემიძლია დავდო ზოგადად ლურსმული და ასევე მისი წინაპარი პიქტოგრაფიული (ნახატობრივი) დამწერლობის ნიმუშები. :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესაა ნახატობრივი ანუ პიქტოგრაფიული დამწერლობის ადრეული ნიმუში, როგორც უკვე ვთქვი მისგან წარმოიშვა შემდგომ ლურსმული.

http://s003.radikal.ru/i201/1001/5c/4e5da3ce6e46.jpg

http://s005.radikal.ru/i209/1001/24/a39867767727.jpg

 

 

ეს კი თავად ლურსმული :))

http://s16.radikal.ru/i191/1001/a4/4d9d84aa8788.jpg

http://i064.radikal.ru/1001/87/6ffbfebb4a35.jpg

http://s004.radikal.ru/i206/1001/b6/f2751eaabf50.jpg

http://s004.radikal.ru/i206/1001/6f/d13fa26d16a9.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
რა რას ნიშნავს, იქ რამოდენიმე მაგალით აგვიხსნა ანაც ზემოთა სურათი წაგვიკითხო :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო - გამოცდაზე ვარ? :eshmak:

მესმის რომ ყოველ შესახვევში ვერ შეხვდები ასირიოლოგს :eshmak:

არ არის პრობლემა თუ რამე დამატებითI კითხვები გექნებათ გიპასუხებთ:eshmak:

ვინც ერკვევა ამ სფეროში იცის, რომ ლურმუსლი დამწერლობის ამოკითხვას დრო სჭირდება, რაც მე ფაქტიურად არ მაქვს, ამიტომ მცირე ნაწყვეტს ვთარგმნი. პირველი ორი ფოტო არის ნახატობრივი დამწერლობიდან. პიქტოგრაფიულ დამწერლობაში ვერ ვერკვევი, ამიტომ დროს როგორც კი გამოვნახავ მესამე ფოტოს მივხედავ. ეს არის შუმერული დამწერლობის ნიმუში. ისე სპეციალისტისთვის ერთი შეხედვით ნათელი ხდება ფირფიტა შUმერულია, აქადური თუ სხვა. განსხვავებები მდგომარეობს შესრულები სტილსა და ლურსმული ნიშNების მოზახულობაში. თუ გნებავთ თქვენ შემომთავაზეთ ტექსტი და იმის თარგმანს გავაკეთებ :D

ცოტას გავივარჯიშებ მაინც, თორემ ამ ბავშვების გადამკიდე ყველაფერი მავიწყდება :)

Edited by dariala
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dariala

არსებობს ისეთი ტექტი რომელი გაშიფრული არაა და სრულიად უცხო ენაზე და დამწერლობითაა შესრულებული?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი არსებობს - მაგალითად ფესტოს დისკი. ის უცნობი ნახატობრივი დამწერლობითაა შესრულებული. კი არის ერთი ქართველი მეცნიერი გია კვაშილავა, რომელიც იჩემებს მის გაშიფვრას, მაგრამ მგონი რომ ცდება :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
კი არსებობს - მაგალითად ფესტოს დისკი. ის უცნობი ნახატობრივი დამწერლობითაა შესრულებული. კი არის ერთი ქართველი მეცნიერი გია კვაშილავა, რომელიც იჩემებს მის გაშიფვრას, მაგრამ მგონი რომ ცდება 001.gif

ტითქოსდა ქართულ და ბერძნულ ენასო ერტი ძირი აქვსო, თუ ქართულ ენის გავლენის ქვეშა ბერძნული, დადიოდა მეზობელ ფორუმზე "ჭორები"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭორები კი არა დახოცა ხალხმა ერთმანეთი მაგის გულისთვის :) ვარაუდები ბევრია, მაგრამ მტკიცებულებანი ცოტა :D

მასე მეგრული და შუმერული ერთიაო ისიც გამიგია :D

 

ქართულ ენის გავლენის ქვეშა ბერძნული, დადიოდა მეზობელ ფორუმზე "ჭორები"

:blink: ჭორიც ამას ქვია :)) ეგრე მოუხდებათ ბერძნებს :*

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ეგრე მოუხდებათ ბერძნებს 011.gif

ამაში გეთანხმები :D

 

ქართველებს მგელის და მეცხვარის არ იყოს, რამე მარტლა რომ არმოვაჩინოთ არ დაგვიჯერბენ,ამდენი არასერიოზული ჰიპოტეზების და "არმოჩნების" შემხედვარე.

მოკლედ დავუბრუნდეტ თემას :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბერძნებზეც ახია და ჩვენზეც, ჩემი ახლობელი საფრანგეთში ყოფნისას შემთხვევით შეესწრო ბერძნული ოქროს გამოფენას, გული კინაღამ გაუსკდა ვანის ოქრო რომ დაინახა სხვა ექსპონატებს შორის. ან ბერძნებს რად უნდათ ჩვენი ოქრო, ან ვინ გაიტანა საქართველოდან?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dariala

ბერძნებზეც ახია და ჩვენზეც, ჩემი ახლობელი საფრანგეთში ყოფნისას შემთხვევით შეესწრო ბერძნული ოქროს გამოფენას, გული კინაღამ გაუსკდა ვანის ოქრო რომ დაინახა სხვა ექსპონატებს შორის. ან ბერძნებს რად უნდათ ჩვენი ოქრო, ან ვინ გაიტანა საქართველოდან?

მოიცა ეს ვანის ოქრო ჩვენთან არ ინახება? რას ქვია ბერძნებთან იყო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენთან რომ ინახება და ამ დროს საფრანგეთში რომ აღმოჩნდა თანაც საბერძნეთის სახელით მაგაშია საქმე. არ არის გამორიცხული რომ ჩვენთან ასლები ინახება. :) ასეთია ჩემი ჰაზრი და კომენტარი!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...
მერედა ეგ ვანის განძის 70 პროცენტი რო ბერძნული წარმოშობისაა არაფერი? ბერძნები მართლები არიან. ეგრე უკრაინაში ნაპოვნი ქართული თეთრი ჩვენ გვეკუთვნის თუ უკრაინელებს, რა თქმა უნდა ჩვენ. ეგრეა აქაც, ჯობია სომხებს არ დავემსგავსოთ რო ამბობენ ქართლში 365 ეკლესია ჩვენებურიაო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...