Jump to content
Planeta.Ge

რომელ ქვეყანაშI ისურვებდით დასვენებას


Recommended Posts

ნიდერლანდებსი კერძოდ ამსტერდამში

ლეგალური პროსტიტუცია

მოსაწევი ყველგან

ღამის კლუბები

ბარები

 

რა გინდა მეტი

:+: :dash2: :dash2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...
  • Replies 75
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ერთიან საქართველოში დავისვენებდი

 

ერთიან საქართველოში ცხოვრებას და აქ დასვენებას....

http://s16.radikal.ru/i190/1005/55/81d618f98f9d.jpg

 

 

ჰა რას იტყვი?

მაინც არაა?? :D

Private Nodari

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

სადაა ეგ, პერუა?

 

თუ ნეპალი? მანდ ჟანგბადის ბალონი გინდა დასასვენებლად :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

 

ვახ კაია დგილები აგირჩევია ნამეტანი

რო დააპირებ წასვლას მითხარი

მეც მოვდივარ :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სადაა ეგ, პერუა?

asesino_141

 

 

პერუ. მაჩუ პიქჩუ.

ინფო ვიკიპედიიდან:

 

მაჩუ პიკჩუ (კეჩუას ენაზე: ძველი მთა, ხშირად: „ინკების დაკარგული ქალაქი“) — ჩვენ დრომდე კარგად შემონახული ინკების კოლუმბამდელი ნანგრევები მაღალი მთის ფერდობებზე, დაახ. 2 350 მ სიმაღლეზე. მდებარეობს პერუში, მდინარე ურუბამბას ხეობის თავზე, დაახ. 80 კმ-ში კუსკოდან ჩდრილოდასავლეთით. გარე სამყაროსგან მივიწყებული, ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა იელის უნივერსიტეტის არქეოლოგის ჰირაიმ ბინგემის მიერ 1911 წელს მისი ხელახალი აღმოჩენით. ამჟამად პერუს მთავრობა აქტიურად ცდილობს დაიბრუნოს ათასობით ისტორიული ნივთი, რომელიც ბინგემმა ამ არემარიდან გაიტანა.

 

მაჩუ პიკჩუს მშენებლობა დაიწყო დაახლოებით 1430 წელს და სავარაუდოდ დასრულდა 1462 წელს, ქვიანი მთაგრეხილის ერთ-ერთ მთაზე – მაჩუ პიკჩუზე და უაინა პიგჩუზე, ცენტრალური ანდების აღმოსავლეთით, პერუს სამხრეთით. მისი ნამდვილი სახელია პიკჩუ ან პიჩო. ქალაქის მშენებლობის დასრულებიდან დაახლოებით 100 წლის შემდეგ, ესპანელი დამპყრობლების გამოჩენის პერიოდში, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო, ინკებმა ქალაქი მიატოვეს. მას შემდეგ ის საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო, სანამ 1911 წელს იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰირამ ბინგემმა ხელახლა აღმოაჩინა ის. უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა მოსაზრება, რომ ქალაქი ბინგემამდე რამოდენიმე წლით ადრე, 1867 წელს იქნა აღმოჩენილი გერმანელი ბიზნესმენის, ავგუსტო ბერნსის მიერ. გარდა ამისა, არსებობს ნივთმტკიცება, რომ მაჩუ პიკჩუ ბინგემამდე იხილა ბრიტანელმა მისონერმა თომას პეინმა და გერმანელმა ინჟინერმა ჯ.მ. ვონ ჰასელმა. ნაპოვნი რუქები ადასტურებს, რომ ქალაქი 1874 წლისათვის უკვე ცნობილი იყო პირველი ევროპელებისათვის.

 

დოკუმენტური წყაროების მიხედვით მე-16 საუკუნის შუა ხანებში, მაჩუ პიკჩუ იყო პაჩაკუტეკის(პირველი იმპერატორის 1438-1470) ერთ-ერთი მოსასვენებელი რეზიდენცია. მიუხედავად ამისა, მისი არქიტექტურა და ძირითადი გზა ხაზს უსვამს მის წმინდა რელიგიურ ხასიათს.

 

მაჩუ პიკჩუ ითვლება ინკების იმპერიის ერთ–ერთ ყველაზე ცნობად ღირსშესანიშნაობად და ასევე არის ტურისტებს შორის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი სამხრეთ ამერიკაში. იგი მილიონიბით ტურისტს იზიდავს. მაჩუ პიკჩუ შედის "კაცობრიობის დაცული საგანძურების სიაში"– იუნესკოს 1983 წლის გადაწყვეტილებით, როგორც კულტურულ–ეკოლოგიური სიმდიდრე და ერთიანდება შემდეგი სახელწოდების ქვეშ: "მაჩუ პიკჩუს ისტორუილი სიწმინდე." 2007 წლის 7 ივლისს მაჩუ პიკჩუ შევიდა სამყაროს საოცრებათა სიაში, ლისაბონში გამართულ ცერემონიაზე.

 

მაჩუ პიკჩუ მდებარეობს პერუში, ურუბამბას პროვინციაში, კუსკოს რეგიონის დედაქალაქ კუსკოდან ჩრდილო–დასავლეთით, 80 კილომეტრის მოშორებით. მაჩუ პიკჩუს თავზე დაჰყურებს 600 მეტრის სიმაღლის კლდე. ქალაქთან ახლოს, მდინარე ურუბამბაზე გადებულია ინკების ხიდი, რომელიც არმიის საიდუმლო შესასვლელს წარმოადგენდა. მაჩუ პიკჩუ მოქცეულია ორ მთას შორის – მაჩუ პიკჩუსა და ჰუაინა პიკჩუს. ეს მთები არიან ნაწილები ბატოლიტო ვილკაბამბას ფორმაციისა, პერუს ანდების ცენტრში. მდინარე ურუბამბას მარცხენა სანაპიროზე აღმოჩენილია ურუბამბას კანიონი, ძველად ცნობილი , როგორც პიკჩუს კებრადა. გარემო პირობებისა და მდებარეობის გამო, ქალაქი წყლით მუდმივად მარაგდებოდა წყაროების საშუალებით. ასევე, აქ იყო საკმარისი სასოფლო–სამეურნეო სავარგული, სადაც სხვადასხვა საკვებად ვარგისი მცენარე მოჰყავდათ.

 

მაჩუ პიკჩუ გამოირჩევა პეიზაჟური არქიტექტურით. მისი კედლები აგებულია კლასიკურ ინკურ არქიტექტურულ სტილში. ინკები ფლობდნენ ტექნიკას, რომლის საშუალებითაც კედლების აგებისას ბლოკებს ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებდნენ კირის გარეშე. ინკები კირ–ხსნარს იშვიათად იყენებდნენ. ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც მაჩუ–პიკჩუ მდებარეობს სეისმურად არამდგრად ტერიტორიაზე და მიწისძვრის შემთხვევაში ერთმანეთთან კირის გარეშე დაკავშირებული ბლოკებით აგებული კედელი უფრო გამძლე იქნებოდა. ინკები მუშაობის პროცესში არასოდეს იყენებდნენ ბორბალს, თუმცა, ეს მათთვის კარგად ნაცნობი იყო, რაც მათ მიერ შექმნილი სათამაშოებიდანაც კარგად ჩანს. ამის მიზეზი ალბათ ის გახლდათ, რომ გარშემო გაუვალი ტყეები იყო და ასევე, ინკებს არ ჰყავდათ ძლიერი გადამზიდი ცხოველები. ინჟინერიაში ბორბლის გამოყენების სანაცვლოდ ინკებს დიდი შრომა უხდებოდათ მძიმე ბლოკების გადასატანად. ამას ერთდროულად ასობით მამაკაცი აკეთებდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

ძალიან საინტერესო რუსული დოკუმენტური ფილმი არ გინდა მაჩუ პიქჩუზე, ანდრეი მაკარევიჩის სასტავის გადაღებული? მაკარევიჩი მანდ არაა, მაგრამ ერთი სასტავია, მაკარევიჩს სხვა ადგილებზე აქვს ფილმები.

Edited by asesino_141
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

http://www.utorrent.com/

 

პახოდუ თუ რუტრაკერის ანგარიში არ გაქვს

gargargar

141180

მაინც აღარ ვიყენებ.

 

მაგ ლინკზე მაგათი ყველა ფილმია. შეგიძლია მხოლოდ ის გადმოიწერო, რომელიც გაინტერესებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

akkai

ნახე ფილემბი?

 

კი ,მაშინვე.

ფლესკაზე გადავიწერე და სამსახურში ვუყურე მეორე დრესვე.

 

კიდე უფრო მომინდა იქ ასვლა :)

Edited by akkai
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...