Jump to content
Planeta.Ge

პატივისცემით, ღმერთგამწყრალი რომანტიკოსი, ლიცი


Recommended Posts

მალინა

"გრძნობა" მაშინ მოდის, როცა თვითონ ინებებს, დაუპატიჟებელი სტუმარს ჰგავს , ჩემო მალინა. როცა უნდა მაშინ გესტუმრება. გესტუმრება , მაგრამ თუ სუფთაა, მაშინ მარტო კი არა, არამედ აღსარებასთან და მონანიებასთან ერთად მოდის. მოდის, მოდის და თუ მზად ხარ, და თუ ამ გრძნობის ხარ ღირსი, მაშინ დადგება ამაღლების, განწმედის და ბოლოს ნირვანას ჟამიhttp://s47.radikal.ru/i117/1001/fa/c6234d5f966d.gif

:)) :)) ძნელი მისაღწევია მაინც ნირვანამდე :) ძალიან ძნელი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 116
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ძნელი მისაღწევია მაინც ნირვანამდე

მალინა

ნირვანამდე მიღწევა ნამდვილად არ არის რთული, მაგრამ დროთა განმავლობაში ტემპერატურა ნორმალური რომ ხდება, ჩემო კარგო, აი ის არის რთული გადასახარში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ნირვანამდე მიღწევა ნამდვილად არ არის რთული, მაგრამ დროთა განმავლობაში ტემპერატურა ნორმალური რომ ხდება, ჩემო კარგო, აი ის არის რთული გადასახარში

:pupuza: არა... ძნელია ნირვანამდე მიღწევა... ჩემთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა... ძნელია ნირვანამდე მიღწევა... ჩემთვის

მალინა

შენ თავად ხარ, ჩემო კარგო, ნირვანა გასხივოსნებული, ნირვანა გაბრწყინებული, ნირვანა უჭკნობელი და უკვდავების წყარო უშრობელი

 

ეს ჩემგან ექსპრომტათ :2kiss: :2kiss:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

შენ თავად ხარ, ჩემო კარგო, ნირვანა გასხივოსნებული, ნირვანა გაბრწყინებული, ნირვანა უჭკნობელი და უკვდავების წყარო უშრობელი

 

ეს ჩემგან ექსპრომტათ

:buchti: :jump:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ციტატა(licemer @ 23rd January 2010 - 07:51 PM)

შენ თავად ხარ, ჩემო კარგო, ნირვანა გასხივოსნებული, ნირვანა გაბრწყინებული, ნირვანა უჭკნობელი და უკვდავების წყარო უშრობელი

 

ეს ჩემგან ექსპრომტათ

მალინა

ვითომ მოგეწონა, თუ მართლა მოგეწონა? :D :2kiss:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ვითომ მოგეწონა, თუ მართლა მოგეწონა?

ვითომ? კაი რა ლიც!!!

 

შინ გირჩევნია პოსტვას თავი დაანებო და წერა დაიყწო!!! მართლა გეუბნები! სერიოზული მწერალი დადგება შენგან :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შინ გირჩევნია პოსტვას თავი დაანებო და წერა დაიყწო!!!

მალინა

 

 

 

 

 

http://s05.radikal.ru/i178/1001/d2/54fe081e652e.jpg

 

ანონიმი ავტორის ეს ჩანახატი მოუხდება შენს პოსტს

 

ფიქრს ეძინა და ფიქრი სიზმარს ხედავდა. სიზმარში ფიქრი თავის პატრონად ქცეულიყო. თავის პატარაობისდროინდელ პატრონად. გაედო მხარზე თუნგი და ტყეში, წყაროსკენ მიიჩქაროდა...

ფიქრს თანმიმდევრულად თავისი ახალი თავისთავის ყველა სიზმარი ესიზმრა. აგერ, ოცი წლის ფიქრს დედა მოჰკვდომია, და იგი ნახულობს სიზმარს, თითქოსდა დედა ისევ ცოცხალია, და ამავე სიზმარში კიდევ სიზმარს, თითქოსდა ეს სიზმარი, დედა რომ ცოცხალია, სიზმარი კი არა, ცხადია. გამოღვიძება იყო საშინელება, უკან დასაბრუნებლად ორი კარი უნდა გაევლო, ჯერ სიზმრის გულიდან სიზმრამდე, მერე — სიზმრიდან ცხადამდე.

ფიქრს გამოეღვიძა. შეხედა თავისთავს: შეეცოდა ბერიკაცი, ბუხრის პირას რომ იჯდა,სკამზე ჩასძინებოდა და სიზმარში ვიღაცას უღიმოდა.

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აჰა... ესეიგი არა ჰო : კარგი... მე ვიწყებ შენი ნაწერების შეგროვებას...

მალინა

არა, ჩემო მალინა, მაგას არ ვუბნობ, მაგ საქმით დიდი ხანია ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანია დაკავებული .

 

არ მახსოვს ვისი ლექსია, მაგრამ ჩემს სათქმელს ნამდვილად ამბობს: "ნუ გააღვიძებთ ოცნებას წამხდარს, ნუ გააღვიძებთ, რაც ვერ ახდება".

 

ასე რომ , მადლობა დიდი, მაგრამ არაფრის შეგროვება არ არის საჭირო :2kiss: :2kiss:

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

სწერე....

მალინა

http://s43.radikal.ru/i100/1001/18/37c47c60fb44.jpg

 

 

 

 

 

გიმზერ ვითარცა უმზერენ შორეთს,

ვფიქრომ ხარ ჩემთვის რამხელა დარდი,

კიდევ კარგი, რომ არ იცი, თორემ

ამდენ სიმძიმეს ვერ აიტანდი :user: :2kiss:

 

მუხრანი

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხ, რაღა ეგ ლექსი გამახსენე.

wanderer

...გძინავს, ჩონჩხებსა და მოჩვენებებში გაბლანდულს სიმწრის ოფლი გასხავს. შავი წიგნი გიჭირავს ხელში, ბორგავ, წვალობ, გაღვიძება გინდა და ვერ იღვიძებ. გამწარებული ეხეთქები სიმწრის ცივ კედლებს-იქნებ გამოაღწიო როგორმე, იქნებ როგორმე გადმოფორხთე აქეთ, სადაც სინათლე და შვება გეგულება. უცებ კაკუნი გამოგაღვიძებს, ძლივსძლივობით მოიშორებ სიზმრის მაჯლაჯუნებს და კაკუნს მიაყურადებ. ვინაა, ვის გაახსენდი, ამ შუაღამისას? მტერი სხვანაირად აკაკუნებს-უხეშად დაურიდებლად. ეს კაკუნი კი მხიარული და თამამია, ხალისიანი მელოდიის მსგავსი...კარებს აღებ და რწმუნდები, რომ არ შემცდარხარ, კარებთან ის დგას, ვისაც შენგან არაფერი უნდა, შენი ხმის გაგონების, შენი ნახვის გარდა. ამ სტუმარს სიყვარული ჰქვია.

 

 

ასე იწყება, ჩემო wanderer, ჯანსუღ ჩარკვიანის პოემა "მეექვსე დღე".

 

მაგარია ძალიან. თუ არ გაქვს წაკითხული, მაშინ დიდი სიამოვნება გელის წინ

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"სხივდება მისი სათნოება

და ანათებს მისი კანი.

დამათრობელია მისი შემოხედვა,

ტკბილმოუბარია მისი ტუჩები..."

 

ლექსი დიდი არაფერი , მაგრამ , ეს ლექსი კაცობრიობის ისტორიაში, ჩვენამდე შემონახული პირველი ლექსია სიყვარულზე და პირამიდების მშენებლობის დროს არის პაპირუსზე დაწერილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...