Jump to content
Planeta.Ge

რას დაეთრევიან ირანში არავინ იცით?


Recommended Posts

თურმე ბოდიშებსაც უხდიან,რომ ამერიკას თქვენი მოქალაქე გადავეცითო. :):

 

 

 

აი ნახეთ,უარესი თუ არ გავიჩალიჩოთ.

 

სათაურის ჩასწორება არ გაბედოთ.ეგრე რაც დავწერე. :)):

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 54
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Top Posters In This Topic

ისე, რადი კაიფა, ამერიკელებმა მიშიტოს გაფარჩაკება რომ მოინდომონ,

მაგარად ვიკაიფებ ნაციკებზე :)

ფორუმზე რომ მოუვათ დავალება ამერიკელებს აგინონ :sicili:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

აი ნახეთ,უარესი თუ არ გავიჩალიჩოთ.

სრული საგარეო დეზორიენტაცია...რუსებმა მიშას ი.ნ.–იო, (დღეს ფრენების აღდგენაზე უარი უთხრეს)

 

ამერიკამაც მე მგონი უგანა, ხოდა ეხლა ირანს ეჩალიჩებიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფორუმზე რომ მოუვათ დავალება ამერიკელებს აგინონ

 

 

მე ეგ უკვე ვიწინასწარმეტყველე ომის შემდეგ და ცოტაც მოიცადეთ.ნახავთ თუ რუსეთზე უარესად არ აგინონ ეს ქვეყანა. :)

 

 

ფინიას რასაც უბრძანებ იმაზე გაიწევს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას გულისხმობთ?

 

 

პრემიერი იყო ირანში და ვაშაძე კიდევ ეგვიპტეში.

 

ვერ ვხვდები, ეს კლოუნი დღეს ესტონეთში არ უნდა წასულიყო?

 

 

ჯილდო უნდა გადასცეს ალბათ ვინმეს. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირანი წარმოადგენს ისლამური სამყაროს ფარს , რომლის წაქცევასაც ვერ ეღირსებიან რუსი და ამერიკელი კაფირები . იმედია ირანი ცოტა ხანში გახდება ჩვენი სამხედრო პოლიტიკური მოკავშირე . ობამას ნამდვილად არ აქვს იმის თავი რომ ირანზე შეტევა განახორციელოს და არც რუსეთთან მიმართებასი ეტყობა რომ რადიკალურ ნაბიჯების გადადგმას აპირებდეს , ამიტომ საქართველომ უნდა ისწრაფოს მოკავშირეობა ისეთ თავზეხელაღებულ ქვეყანასთან როგორიც არის ირანი . იმედია საქმე მივა ირან საქართველოს ერთობლივ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციამდე რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ კავკასიის სრული დეოკუპაციისთვის ჩვენი მონათესავე ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების დახმარებით .

ძირს რუსი და ამერიკელი კაფირები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირანი წარმოადგენს ისლამური სამყაროს ფარს , რომლის წაქცევასაც ვერ ეღირსებიან რუსი და ამერიკელი კაფირები . იმედია ირანი ცოტა ხანში გახდება ჩვენი სამხედრო პოლიტიკური მოკავშირე . ობამას ნამდვილად არ აქვს იმის თავი რომ ირანზე შეტევა განახორციელოს და არც რუსეთთან მიმართებასი ეტყობა რომ რადიკალურ ნაბიჯების გადადგმას აპირებდეს , ამიტომ საქართველომ უნდა ისწრაფოს მოკავშირეობა ისეთ თავზეხელაღებულ ქვეყანასთან როგორიც არის ირანი . იმედია საქმე მივა ირან საქართველოს ერთობლივ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციამდე რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ კავკასიის სრული დეოკუპაციისთვის ჩვენი მონათესავე ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების დახმარებით

 

IRNA,Tehran Times

 

თეირანი – 18 იანვარს, თეირანში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებაზე, ბირთვული ენერგია სამოქალაქო მიზნებით უნდა გამოიყენოს. იტყობინება ირანული სააგენტო "ირნა".

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება თეირანში თავის ირანელ კოლეგასთან მანუშერ მოტაკისთან ერთობლივ კონფერენციაზე გააკეთა.

 

ნდობის განმტკიცება პირველხარისხოვანი საკითხია, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს ირანს და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში, თქვა მან.

 

ვაშაძემ ირანელ კოლეგასთან საუბრისას ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის დონის ამაღლების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მიესალმება ირანის აქტიურ როლს საქართველოში სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში, დიდწილად ენერგოსექტორში.„ჩვენ დაინტერესებულები ვართ ირანთან ურთიერთობის გაღრმავებით ენერგეტიკის სფეროში, საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობაში, ტრანსპორტირებაში“- აღნიშნა ვაშაძემ.

 

მან ირანს მადლობა გადაუხადა გაზის მიწოდების საქმეში დახმარებისთვის, როდესაც რუსეთმა 2006 წლის ზამთარში საქართველოს გაზი შეუწყვიტა. „ირანმა მისი კეთილგანწყობა დროული მოქმედებით დაადასტურა“.

 

ამასთან, როგორც ირანული "Tehran Times"-ი იტყობინება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ცალკეულ შეხვედრებზე, ირანელმა ჩინოვნიკებმა საქართველო აშშ–სთვის ირანის მოქალაქის გადაცემის გამო გააკრიტიკეს.

 

ირანის მოქალაქე ჰოსეინ არდებილი თბილისში 2007 წელს დააპატიმრეს და აშშ–ს გადასცეს. არდებილს ირანის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის კომპონენტების შეძენის მცდელობაში ადანაშაულებდნენ.

 

ირანის მეჯლისის სპიკერმა ალი ლარიჯანმა განაცხადა, რომ საქართველოს ზოგიერთი ქმედება, მაგალითად ისეთი როგორიცაა არდებილის შეერთებული შტატებისთვის გადაცემა, შეშფოთების საფუძველს იძლევა და ეს უნდა გამოსწორდეს.

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოთაქიმ ამ ქმედებას საქართველოს მხრიდან მიღებული „არასწორი“ გადაწყვეტილება უწოდა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ბოდიშს იხდის ირანის მოქალაქის შეერთებულ შტატებში ექსტრადაციისთვის და ეს გადაწყვეტილება მის ქვეყანაში იმ დროისთვის შექმნილ არასასურველ პოლიტიკურ ვითარებას დააბრალა.

 

მეგობრული კავშირები

 

ლარიჯანმა განაცხადა, რომ ირანს და საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვთ და ეს ტენდენცია უნდა განმტკიცდეს.

 

ლარიჯანმა ასევე განაცხადა, რომ რეგიონალური კრიზისი უშუალოდ რეგიონის ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ და აღნიშნა, რომ ამ პროცესში უცხო სახელმწიფოების ჩარევა კრიზისს მხოლოდ გააძლიერებს.

 

ვაშაძემ ირანს რეგიონში მნიშვნელოვანი ქვეყანა და საქართველოს მეგობარი უწოდა.

 

თბილისი და თეირანი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის აქტიურ ნაბიჯებს დგამენ, თქვა ვაშაძემ და დასძინა, რომ ირანთან კავშირებს საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

 

ვაშაძის თქმით, ავღანური კრიზისის სამხედრო გზით გადაწყვეტა შეუძლებელია. მან აღნიშნა, რომ ეს პრობლემა დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს ქვეყნის მეზობლების, მათ შორის შესაძლოა ირანის მონაწილეობით.

 

მან ლარიჯანს გადასცა, რომ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე მას თბილისში იწვევენ.

 

საქართველოს ირანთან კავშირების განმტკიცება სურს

 

მოთაქისთან შეხვედრის დროს ვაშაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ოფიციალური პირები აცნობიერებენ რეგიონში ირანის სტატუსს და თეირანთან მჭიდრო კავშირების დამყარებისკენ მიისწრაფვიან.

 

მან ასევე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სამაგალითოა და მას წინ ვერაფერი აღუდგება.

 

ვაშაძემ ასევე გამოხატა მისი ქვეყნის დაინტერესება ირანთან ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების თავალსაზირისით.

 

მან ირანი საქართველო–რუსეთის შარშანდელ სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამოც შეაქო, განაცხადა რა, რომ თეირანის „ფრთხილი, გააზრებული და პრინციპული პოლიტიკა“ ამ საკითხთან დაკავშირებით ქების ღირსია.

 

რეგიონალური გადაწყვეტა რეგიონში უსაფრთხოების ხანგრძლივი დროით დამკვიდრებისთვის

 

ვაშაძესთან ცალკე შეხვედრაზე, ირანის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების ხანგრძლივი დროით დამკვიდრებისთვის აუცილებელია რეგიონალური მეთოდების შემუშავება.

 

საიდ ჯალილიმ, ირანის ეეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ თეირანი რეგიონალური დავების მოგვარებისთვის სტრატეგიული დაბალანსებული პოლიტიკის მომხრეა.

 

„ირანი, ყოველთვის ასეთ სტრატეგიულ მიდგომაზე დაყრდნობით ცდილობდა ახლო აღმოსავლეთში, კავკასიასა და სპარსეთის ყურეში შექმნილი პრობლემების მოგვარებას“, აღნიშნა ჯალილიმ.

 

ForeignPress

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარგინალებო ყველა ქვეყნისა შეერთდით ! :))

ისა და ფიდელსა და კიმ ჩენ ირს არ ეპატიჟებიან? :buchti:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირანი წარმოადგენს ისლამური სამყაროს ფარს , რომლის წაქცევასაც ვერ ეღირსებიან რუსი და ამერიკელი კაფირები . იმედია ირანი ცოტა ხანში გახდება ჩვენი სამხედრო პოლიტიკური მოკავშირე .

 

 

მაგარია. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
იქაური დემოკრატიული მოდელის ეცნობიან და უახლოეს მომავალში დახვეწავენ ირანის მაგალითზე ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

იმედია ირანი ცოტა ხანში გახდება ჩვენი სამხედრო პოლიტიკური მოკავშირე

სულ ეგრე არ იყო საუკუნეების განმავლობაში? ირანზე ახლობელი არავინ გვყავდა :):

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქაური დემოკრატიული მოდელის ეცნობიან და უახლოეს მომავალში დახვეწავენ ირანის მაგალითზე ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას

 

 

რაღა დახვეწვა უნდა და ამ ახმადინიჯანთან რა ჯანდაბა უნდათ არ იცით? აქეთ მააქქეინს აჯილდოვებს და იქით იმ სულელს ებაზრება? :)

 

სულ ეგრე არ იყო საუკუნეების განმავლობაში? ირანზე ახლობელი არავინ გვყავდა

 

ჯერ სადა ხარ,მალე პალესტინაშიც გავიჩითებით. :))

 

 

აი ნახავთ თუ ისრაელთანაც არ გავიფუჭებთ ურთიერობას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირანი წარმოადგენს ისლამური სამყაროს ფარს , რომლის წაქცევასაც ვერ ეღირსებიან რუსი და ამერიკელი კაფირები . იმედია ირანი ცოტა ხანში გახდება ჩვენი სამხედრო პოლიტიკური მოკავშირე . ობამას ნამდვილად არ აქვს იმის თავი რომ ირანზე შეტევა განახორციელოს და არც რუსეთთან მიმართებასი ეტყობა რომ რადიკალურ ნაბიჯების გადადგმას აპირებდეს , ამიტომ საქართველომ უნდა ისწრაფოს მოკავშირეობა ისეთ თავზეხელაღებულ ქვეყანასთან როგორიც არის ირანი . იმედია საქმე მივა ირან საქართველოს ერთობლივ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციამდე რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ კავკასიის სრული დეოკუპაციისთვის ჩვენი მონათესავე ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების დახმარებით .

ძირს რუსი და ამერიკელი კაფირები

ეს რა ძალიან საინტერესო პოსტია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...