MR:RAZIEL Posted January 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2010 მაქვს ორი ვარიანტი: 1) რო არ ყოფილიყო საერთოდ 7 ნოემბრის აქციები, ანუ ხალხი საერთოდ რო არ გამოსულიყო თავიანთი პროტესტის გამოსახატავად, თქვენი აზრით ომი რუსეთ საქართველოს შორის მაინც იქნებოდა? 2) რო არ ყოფილიყო 7 ნოემბერს დარბევა და ხელისუფლებას გაეთვალისწინებინა პროტესტანტების მოთხოვნები, თქვენი აზრით ომი რუსეთ საქართველოს შორის მაინც იქნებოდა? პაუხი ცოტა ვრცლად... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted January 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2010 ... რო არა 7 ნოემბერი ეს ფსევდოოპოზიცია რეანიმაციიდან არ გამოვიდოდა ...ამდენი ხალხის მასას პოლიტიკური გვამები კოხტად არ ჩაუდგებოდა სათავეში..შედეგი, ისევ ერთი ფალსიფიცირებული სუბიექტი ბორჯომთან,პატრიოტებთან ერთად...ფალსიფიცირებული ოპოზიცია, ფალსიფიცირებული პოზიცია,ფალსიფიცირებული წმიდა გიორგი(ღმერთო გვაპატიე!), ფალსიფიცირებული ლეიბ-კონსერვატორები,მემარჯვენეები,რესპუბლიკელები,რკინის თუ ქატოს პრინცესებ-ლედები ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted January 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2010 MR:RAZIEL ძალიან საინტერსო თემაა :sorry: ბევრჯერ მიფიქრია ამაზე. და ცალსახა პასუხი მაინც არ მაქვს... ალბათ ორივე შემთხვევაში პასუხი არააა :sorry: სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება, ყველა შესაძლო ვარიანტიდან ყოველთვის ყველაზე წარუმატებელს და წამგებიანს ირჩევს..ლუზერების დამახასიათებელი თვისებაა... საზოგადოება ვერ გათვლიდა რომ ამ აქციებს შედეგად უფრო უარესი სიბინძურე მოჰყვებოდა.მათ ( ხალხს ) მაინც ეჯერა რომ ამ ადამიანებს ( ხელისუფლებას ) უბრალოდ რაღაც ეშლება და გონს მოეგებიან. სამწუხაროდ... ვერ გათვალეს. ეს არ იყო შეშლა. ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკა.იგივე იყო 2009 წელს. იქ მყოფთა უმრავლესობა, საპარლამენტო არჩევნებს და წნეხის მოხსნას უფრო ემხრობოდა ვიდრე მიშას უპირობო წასვლას. ისევ შეცდა. ისევ იგივე რამის გამო.ამჯერად...ილუზიები გამქრალია.ყველამ იცის რომ ეს ადამიანები ყველა შემტხვევაში კბილებით არიან ჩაბღაუჯებული და ყველაზე უარესს სცენარსსაც კი არ მოერიდებიან.შესაბამისად, მიდის მზადება ყველაზე უარესისთვის.ანუ ალბათ...რეალურად რუსული ფულიც არის, ინტერესებიც, ძალაც,მზაობაც სისხლის დაღვრაზე წასვლაზე, გარეწრობაც და ასე შემდეგ... ყველაზე საშინელება კი ის არის...რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ( არ ვიცი უფრო მეტი, უფრო ნაკლები, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ), იმდენად უიმედოდ არიან მომავლის მიმართ, იმდენად დაიღალნენ ამდენი ფუჭი დაპირებით, ტყუილით, თავხედობით, შიშით და წარუმატელობით... რომ მზად არიან გარისკონ! და თუ დაიწყო მესამე ტალღა... ეს იქნება ძალიან მძიმე ტალღა...და ხელისუფლებამ ან ა) უნდა გადააქციოს რეალურ ტერორად, სრულ დიქტატურად და მხეცური მეთოდებით ჩაახშოს ყველაფერი ( სისხლის ღვრის გარეშე ეს არ გამოვა, თუმცა ალბათ პროვოკაციები ოპოზიციიდან წამოვა ) ან ბ) უნდა რეალურ დათმობებზე წავიდეს და თან ძალიან გამჭვირვალედ, ნათლად და სწრაფად. ვითვალისწინებ რა იმას რომ ჩვენი ხელისუფალნი არასოდეს არ იღებდნენ სწორ და ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებას არ იღებდა... ისევ მეორე ვარიანტი რჩება. ასე რომ... უნახოთ უნახოთ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.