Jump to content
Planeta.Ge

გივიკოს ახალი ჩანაწერები


Recommended Posts

  • Replies 45
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

babuagiorgi

მოკლედ ადნაკლასნიკების პარტი მაგრად აქტიურობს რა.

ხო, გივიკო რომ იძახის დონეცკში ჩავალ და იქ ყველას დედას მო.....ნავო, ეტყობა იქაურ ნაშებს გულისხმობდა. :sorry:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩანაწერი სადაც გივი იძახის დონეცკს დედას ვუტირებო მალე ამ ჩანაწერის სრული ქართული ვერსია გამოქვეყნდება

 

 

http://www.tribuna.com.ua/modules/pages/files/perevod_1.mp3

 

 

 

 

ვანოს და გივის ლაპარაკი

 

 

http://www.tribuna.com.ua/modules/pages/files/perevod_2.mp3

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

არ უარყოფს. შეიძლება არც კი ახსოვდეს ვისთან რა იბლუყუნა. მაგრამ ჩანაწერის ბოლოში რაც ქართულად გარკვევით ისმის, ის 100%-იანია.

 

:sorry::

 

"გააჩერეთ ეს ქართული პოლიტიკის მატარებელი, უნდა ჩამოვიდე."

 

საერთაშორისო პარტიულ დავალებას ასრულებენ.

 

ინტერნაციონალიზმი არ არის ლოკალური ხასიათის, არამედ საერთაშორისო გაგებით ადნაკლასნიკების მთავრი მამოძრავებელი ძალაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სერიოზულ საერთაშორისო სკანდალს თუ ავცდით, ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სერიოზულ საერთაშორისო სკანდალს თუ ავცდით, ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ

 

ვარიანტი არაა სკანდალის.

 

ჩვენ სკანდალზე აცრილები ვართ, სანამ ესენი ვლასტში არიან. :sorry::

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკრაინულმა მედიამ ვანო მერაბიშვილისა და გივი თარგამაძის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერიც გამოაქვეყნა

უკრაინულმა მედიამ http://obozrevatel.com/news/2010/1/19/345300.htm საქართველოს შს მინისტრ ვანო მერაბიშვილისა და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, გივი თარგამაძის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერიც გამოაქვეყნა.

მერაბიშვილისა და თარგამაძის ქართულ საუბარს რუსული თარგმანი ახლავს. რუსული თარგმანიდან ჩანს, როგორ განიხილავენ მერაბიშვილი და თარგამაძე თბილისიდან უკრაინაში თვითმფრინავის ჩაფრენისა და ხალხის ჩაყვანის საკითხს. მინისტრი აღნიშნავს, რომ მგზავრებით სავსე თვითმფრინავი უკვე 2 საათია, თბილისის აეროპორტში დგას და გაფრენას ვერ ახერხებს.

მერაბიშვილი ავალებს თარგაძეს, გააკონტროლოს, ხომ არ ფარავს რაიმეს ავიაკომპანია “აირზენას” გენერალური დირექტორი თამაზ გაიაშვილი. პასუხად თარგამაძე ამბობს, რომ ამ საკითხს გაარკვევს. დეპუტატი, ასევე, აღნიშნავს, რომ ფრენის დაბრკოლების შესახებ ზოგადად იცოდა, თუმცა კონკრეტულ უარზე მისთვის არაფერი იყო ცნობილი. ამასთან, ისინი გაიაშვილს უწმაწური სიტყვებით იხსენიებენ.

მერაბიშვილის თქმით, ვითარება გაცილებით უარესია, ვიდრე კონკრეტული უარის შემთხვევაში იქნებოდა.

შს მინისტრი დეპუტატს სთხოვს, დაურეკოს იულია ტიმოშენკოს, რათა ისაუბრონ, თუ “როგორ უნდა ჩაიყვანონ 1000 ადამიანი”.

ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ მეორე დღისთვის კიდევ ერთი რეისი დაემატა და თარგამაძე 300 კაცამდე მიიღებს. პასუხად თარგამაძე აცხადებს, რომ ეს რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს და დასძენს, რომ დაახლოებით 400 ადამიანი კიდევ ჰყავს.

“ახალაიამ თქვა, რომ მებრძოლებს მოგვცემს. მათაც გამოგიგზავნი”, - ამბობს მერაბიშვილი.

თარგამძე პასუხობს, რომ ეს ადამიანები უკვე დონეცკში არიან. მერაბიშვილის თქმით, ხალხის გაგზავნა კიდევ სურდა, მაგრამ ეს ტექნიკურად ვერ ხერხდება.

გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის რუსული თარგმანის მიხედვით, მერაბიშვილი სთხოვს გივი თარგამაძეს, დაელაპარაკოს მათ და უთხრას, რომ მეორე ტურისთვის დახმარება დასჭირდებათ და თვითმფრინავები გაამზადონ, რადგან 200-300 ადამიანის გაგზავნა სურს და ამის გაკეთება საქართველოს თვითმფრინავებით ძნელია.

“იულიას უთხარი, რომ თუ ჩვენი თვითმფრინავები ვერ ჩაფრინდებიან, იქნებ, მან თავისი გამოგზავნოს – ხალხი აეროპორტშია და გამოფრენას ვერ ახერხებს. ახლავე დაურეკე იუალიას ხალხს და უთხარი, რომ ხალხი უკვე 2 საათია, აეროპრტშია”, - ამბობს მერაბიშვილი.

თარგამაძე კი პასუხობს, რომ იგი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დარეკავს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

 

ეს ინფორმაცია კარგად ჯდება შენს თემაში , ჩემო მიშა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ალიანსი საქართველოსთვის" ვანო მერაბიშვილისა და გივი თარგამაძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაუყოვნებლივ დაყენებას მოითხოვს

15:18 - 20.01.2010

"ალიანსს საქართველოსთვის" უკრაინის შიდა პოლიტიკურ საქმეებში საქართველოს ხელისუფლების უხეში ჩარევა მიუღებლად მიაჩნია და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის გივი თარგამაძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაუყოვნებლივ დაყენებას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ალიანსის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. "სააკაშვილის ხელისუფლებამ ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენა და შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება. მიმაჩნია, რომ განხორციელებული პოლიტიკური ავანტიურისა და ქვეყნის ინტერესებისადმი მიყენებული ზიანის მასშტაბები ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ვანო მერაბიშვილის, გივი თარგამაძისა და სხვათა თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაუყოვნებლივ დაყენებას ოითხოვს”, - განაცხადა ალასანიამ. ალიანსის ლიდერის მტკიცებით, მან ვანო მერაბიშვილის და გივი თარგამაძის სატელეფონო საუბარი მოისმინა, რომელიც უკრაინელმა დეპუტატმა გაავრცელა და მიიჩნევს, რომ ეს საკითხი აუცილებლად საჭიროებს დეტალურ შესწავლას. შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში გაგზავნილ ქართველ დამკვირვებლებს შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც იყვნენ. თავად შს სამინისტროში ამ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ.

 

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...40&Itemid=1

 

პ.ს. ბოლომდე უნდა მიაწვნენ იმჰო!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესეთი სირები არიან ნეუჟელი,რომ ტელეფონით უკრაინიდან ბაზრობენ? ისე პირველ საუბარში არც არაფერი არ არის სკანდალური,მაგრამ მეორეშე ვის ემუქრება ეს ბლუ და მთელი მსოფლიო თავისი ჰგონიათ?

 

 

არ არის გამორიცხული კრიმინალების ტრაკით ბაზრობდეს.ვანოს დეიდის ქმარი კანონიერი ქურდი ყოფილა და უკრაინაში ცხოვრობსო.აქაურმა უზერმა სთქვა ერთხელ. :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ა ბატონო ინებეთ.. გივიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

 

სულ ეს არ იქნება: გაგრძელება იქნება...

 

დაგვავიწყდა ბელორუსიაში ოპოზიციის გამოსვლებს რომ შეუერთდნენ მიშას ხალხი და მიშამ რომ მყვირალა განცხადედები გააკეთა, რითი დამთავრდა ეგ ყველაფერი საქართველოსთვის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

დაგვავიწყდა ბელორუსიაში ოპოზიციის გამოსვლებს რომ შეუერთდნენ მიშას ხალხი და მიშამ რომ მყვირალა განცხადედები გააკეთა, რითი დამთავრდა ეგ ყველაფერი საქართველოსთვის?

რითი დამთავრდა და ვანო ჩავიდა ბელარუსში და ბატიას ჩაეხუტა.

ამასწინათ ბელარუსის ვიცე-პრემიერი იყო ჩამოსული და მიშამ სულ დიფირამბები უძღვნა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

 

რითი დამთავრდა და ვანო ჩავიდა ბელარუსში და ბატიას ჩაეხუტა.

ამასწინათ ბელარუსის ვიცე-პრემიერი იყო ჩამოსული და მიშამ სულ დიფირამბები უძღვნა.

არა ბატონო, არა! არააა...

მაშინ მიშამ განაცხადა, რომ "ჩვენ საქართველოში ღამეები არა გვძინავს და ფერად რევოლიუციებს ვამზადებთ ყოფი საბჭოთა რესპუბლიკებში! მალე მოსკოვის რიგი მოვაო..."

მაშინ კირგიზეთშიც იყო რაღაც რევოლიუციის მსგავსი, აკაევი გაიქცა.

 

ჟურნალისტებმა ააჭრელეს რუსული პრესა "სააკაშვილი მოსკოვს ემუქრებაო..."

მაშინ დაემუქრა პუტინი "ჩვენს პასუხს რამდენიმე წელში დაინახავთო..."

 

 

ტყუილათ ნუ ჩავთვლით, რომ ბიჭები ნაშებში და "ოდნოკლასნიკებში" დაგულაობენ და დიდი რამეო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიჟი საგიჟეს არ წავიდა და ქვეყანა გადაქცია ერთ დიდ საგიჟეტად :))

არავიტარ ლოგიკას არ ექვემდებარება ამ ბოლოდროინდელი "სვლები" - ისეთი გრძნობა მაქ რომ ვა-ბანკზე მიდის.

რაში სჭირდება ეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...