Jump to content
Planeta.Ge

ახალი დრაკონული კანონი ბანკის მევალეებზე


Recommended Posts

1 იანვრიდან აღსრულების ახალი სისტემა ამოქმედდა

 

ყველა ის მოვალე, რომელსაც სესხი ქონებრივი უზრუნველყოფის გარეშე აქვს აღებული და რომელიც სასამართლოს ან არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ ვალს კანონით დადგენილ 7–დღიან ვადაში არ გადაიხდის, ქონებას გამოემშვიდობება. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღმასრულებელი მოვალის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მოიძიებს და გაყიდის. როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, აღსრულების ახალი სისტემა კრედიტორთა ინტერესის დაცვისა და აღსრულების ეფექტური სისტემის დანერგვის მიზნით შემოიღეს და ის 2010 წლის პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში, როდესაც იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში „მოვალეთა რეესტრი“ ამოქმედდა.

 

რეესტრში არაკანონმორჩილი მოვალეები მოხვდებიან. რაც შეეხება კერძო საკუთრების არარსებობის შემთხვევას, ასეთი პირი „მოვალეთა რეესტრში“ მანამდე დარჩება, სანამ ვალს არ გადაიხდის. კანონი აღმასრულებელს მოვალის სახელზე ათეულობით წლის შემდეგ დარეგისტრირებული ქონების დაყადაღების და გაყიდვის უფლებასაც აძლევს.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილის ალექსანდრე ბარნაბიშვილის თქმით, „მოვალეთა რეესტრში“ მოხვედრის შემდეგ პირს საკუთრებაში არსებული მოძრავი ან უძრავი ქონების განკარგვის უფლება ეზღუდება.

 

„მას შემდეგ, რაც სასამართლო ან არბიტრაჟი მოვალესა და კრედიტორს შორის არსებული დავის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილებას გამოიტანს და ის ძალაში შევა, იწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც მიდის აღსრულების ეროვნული ბიუროს იმ ტერიტორიულ ორგანოში, სადაც მოვალე ცხოვრობს ან მის სახელზე დარეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარეობს. მას შემდეგ, რაც პირს აღმასრულებლის მიერ გაეგზავნება შეტყობინება ამ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, ვალდებულების შესასრულებლად 7–დღიანი ვადა ეძლევა, და თუ იგი ვალს ამ ვადაში არ გადაიხდის, ის „მოვალეთა რეესტრში“ მოხვდება. ამის შემდეგ აღმასრულებელი მოვალის სახელზე არსებულ ქონებას მოიძიებს, აღწერს და დააყადაღებს. ქონების მოძიებიდან 1 თვის განმავლობაში ექსპერტი მის საბაზრო ღირებულებას შეაფასებს. შეფასებიდან 1 თვის განმავლობაში კი აუქციონი ტარდება და ქონების იძულებით რეალიზაცია ხდება. ქონება პირველ აუქციონზე საბაზრო ღირებულების ნახევარი ფასით გადის. იძულებითი რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხიდან პირველ რიგში არსებული დავალიანება დაიფარება. იმ შემთხვევაში თუ ნამეტი თანხა დარჩება, ის მოვალეს დაუბრუნდება“, – აცხადებს ბარნაბიშვილი.

 

მისი განმარტებით, აღსრულების ხანდაზმულობის ვადა შეზღუდული არ არის, არსებობს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების წარდგენის ვადა და ის 10 წლითაა განსაზღვრული. თუ გარკვეული პერიოდის შემდე პირის სახელზე რაიმე სახის ქონება დარეგისტრირდება, მას ამ ქონების განკარგვის უფლება არ მიეცემა.

 

ამასთან, სააღსრულებო კანონში განსაზღვრულია იმ მატერიალური და არამატერიალური ქონების ჩამონათვალი, რაც ყადაღას არ ექვემდებარება. ასეთია პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთი, რომელიც აუცილებელია მოვალისთვის თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისთვის. არ შეიძლება დაყადაღდეს მოვალის ოჯახისა და მასთან ერთად მცხოვრები პირებისთვის საჭირო 4 კვირის საკვები, საწვავი და სანათი საშუალებების მარაგი. ხოლო როდესაც ასეთი მარაგი არ არსებობს, მათი შეძენისთვის საჭირო თანხას ყადაღა არ ედება. ყადაღა არ დაედება წვრილფეხა საქონელსაც.

 

არის თუ არა ესა თუ ის იურიდიული ან ფიზიკური პირი მოვალეთა რეესტრში, ამის გაგება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ–გვერდის მეშვეობით შეიძლება. ამისთვის კი აღნიშნული პირის პირადი ნომერი ან საინდენტიფიკაციო კოდი უნდა იცოდეთ. ვალის მოცულობა ამ ეტაპზე კონფიდენციალურია.

 

ალექსანდრე ბარნაბიშვილის განმარტებით, დღეისთვის „მოვალეთა რეესტრში“ არცერთი პირი არ ირიცხება და მასში ის ადამიანები მოხვდებიან, რომელთა მიმართ აღსრულება 2010 წლის 1 იანვრიდან დაიწყო.

 

„1 იანვრის შემდეგ ბევრი უქმე დღე იყო და კანონით გათვალისწინებული ნებაყოფლობითი აღსრულების 7–დღიანი ვადა ახალი გასულია. ასე რომ, იძულებითი აღსრულების პროცესის დასაწყებად მომართვების მიღებას ახლა ველოდებით“, – აცხადებს ბარნაბიშვილი.

 

http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...14775&ct=17

 

პ.ს. რევოლუცია მოხდება გული მიგძნობს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 56
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

newstudio

პ.ს. რევოლუცია მოხდება გული მიგძნობს

რევოლუცია არა კვატი დეპრეს.

მოვალეების აბსოლუტური უმრავლესობა მართლა დამნაშავეა. კრედიტები რომ აიღეს, რა გადახდა რომ უნდოდა არ იცოდნენ. მე ვიცი ისეთი ტიპები რომლებიც ერთი კრედიტის დასაფარად მეორეს იღებდნენ. ვეუნებოდი ამის გაკეთება არ შეიძლება, პირველს თუ ვერ იხდი, მითუმეტეს მეორე ხომ უარეს დრესი გაგადებსო. არ ესმოდათ.

ისე ბანკების ბრალიცაა. ყველას განურჩევლად რომ აძლევდნენ კრედიტებს, აბა რა ეგონათ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტერორის კიდევ ერთი ფორმაა. ჯერ განვადებებისა და ბარათების მფლობელებს რომ აშინებდნენ სასამართლოში გიჩივლებთო, საფუძველი არ ქონდათ, ეხლა მიუღიათ რა გინდა...

ასეთ დროს ყველაზე კარგი ვარიანტია მევალე კლიენტმა იმ ბანკის პრობლემური სესხების დეპარტამენტთან ითანამშრომლოს, ზოგი მაინც სირაქლემას პრინციპს ირჩევს და გონიათ რო დაიმალებიან... ხოდა როგორც თლა უფროსი იყოდა - ვერ მოგართვით! :)

Edited by cvimis gogo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და თუ არაფერი გააჩნია , რას უზავენ? დაიჭერენ? მოდის არჩევნები და ისევ თვითონ შეცვლიან :rolleyes:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

max-14

მოდის არჩევნები და ისევ თვითონ შეცვლიან

არ შეცვლიან და მაგათ შეცვლიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როცა ეს ვალი აიღეს, მაშინ ასეთი კანონი არ არსებობდა.

გამოდის, რომ კანონს უკუქმედების ძალა ენიჭება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

paolo

როცა ეს ვალი აიღეს, მაშინ ასეთი კანონი არ არსებობდა.

გამოდის, რომ კანონს უკუქმედების ძალა ენიჭება?

ეგრე გამოდის

 

Smith

ტყუილად გიგრძნობს

წაართვი ადამიანს ქონება, და ნახავ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ეს არ მესმის რა...

 

ვალს რომ იღებდნენ მაშინ კარგი ხომ იყო?

ფულს რომ ხარჯავდნენ მაშინაც ხომ იყო კარგი?

ვინმემ დააძალა?

და ვალს რომ გადახდა უნდა ეგ ვინმემ არ იცის?

დალოცვილი რომ არ ვიცი ზუსტად გადავიხდი თუ არა დიდ თანხას, პატარ პატარა თანხებს ვიღებ ვაკეთებ ნელ ნელა საქმეს და ისე მივდივარ... ეს

взять всё и поделить რა უვედურებაა???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ეს არ მესმის რა...

 

ვალს რომ იღებდნენ მაშინ კარგი ხომ იყო?

ფულს რომ ხარჯავდნენ მაშინაც ხომ იყო კარგი?

ვინმემ დააძალა?

და ვალს რომ გადახდა უნდა ეგ ვინმემ არ იცის?

დალოცვილი რომ არ ვიცი ზუსტად გადავიხდი თუ არა დიდ თანხას, პატარ პატარა თანხებს ვიღებ ვაკეთებ ნელ ნელა საქმეს და ისე მივდივარ... ეს

взять всё и поделить რა უვედურებაა???

მე ვალს საერთოდ ვერ ვიტან და არ ვიღებ, მაგრამ უსამართლობას კიდევ უფრო ვერ ვიტან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

paolo

არ მესმის უსამართლობა სადაა?

იქ რომ ტიპმა ვალი აიღო და ეხლა ფეხებზე დაიკიდა?

გაყიდოს ძმაო და გადაიხადოს მაშინ, თუ არ უნდა რომ გაუყიდონ.

ეს რა უბედურებააა ეს კომუნისტური მიდგომები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

paolo

არ მესმის უსამართლობა სადაა?

იქ რომ ტიპმა ვალი აიღო და ეხლა ფეხებზე დაიკიდა?

გაყიდოს ძმაო და გადაიხადოს მაშინ, თუ არ უნდა რომ გაუყიდონ.

ეს რა უბედურებააა ეს კომუნისტური მიდგომები?

ეს ქურდული კანონია თუ სადაური?

გაუგებარია, რომ კანონს უკუქმედების ძალა არ შეიძლება ჰქონდეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

რევოლუცია მოხდება გული მიგძნობს

მერამდენედ გიგრძნობს? :sorry::

 

ვალებს რაც შეეხება, დაბრუნება უნდა ვალს. ასეა.

 

paolo

გაუგებარია, რომ კანონს უკუქმედების ძალა არ შეიძლება ჰქონდეს?

არაა ეს უკუქმედება.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მერამდენედ გიგრძნობს?

 

ვალებს რაც შეეხება, დაბრუნება უნდა ვალს. ასეა.

ვახ..ფორსმაჟორი არ გაგიგია? და ეპატიოსო ვინ იძახის, აქ დრაკონულ კანონებზე ალაპარაკი, და უსამართლო!

 

მოკლე დმუხტიო და ა მუხტი...

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ფორსმაჟორი არ გაგიგია?

გამიგია. ფორსმაჟორი ვისაც შეეხო, იმას გადაუვადებენ კიდეც.

 

მოკლე დმუხტიო და ა მუხტი

ახლა გრეჩიხას გამოსვლაა საჭირო და უნდა თქვას "ხალხო ჩვენ რო მოვალთ ხელისუფლებაში, ბანკის ვალებს აღარ გადაიხდითო" და ეგაა :sorry::

დეჟავიუ :):

 

მერე უკვირთ ამ იდიოტებს რატომ არ გვაფინანსებს არავინო...

 

 

P.S. ისე საინტერესოა სხვა ქვეყნებში როგორ იქცევიან ასეთ დროს?

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...