Jump to content
Planeta.Ge

რასტაფარი


Recommended Posts

Guest ჭანო

რასტაფარი (ინგლ. Rastafari) არის 1930-იან წლებში, იამაიკაში წარმოშობილი და დღეისათვის საკმაოდ გავრცელებული რელიგია. მის წარმოშობას საფუძვლად უდევს მარკუს გარვეის (1887-1940) წინასწარმეტყველება. მან 1927 წელს იწინასწარმეტყველა, რომ აფრიკაში მოხდებოდა დიდი მეფის აღზევება. 1930 წელს ჰაილე სელასიეს მეფედ კურთხევა აღიქმა, როგორც მის ახდენად.

 

რასტაფარის მიმდევრებს მამაკაცს მოუხსენიებენ, როგორც რასტამანს (Rastaman), ბრედრენს (Bredren) ან იდრენს (Idren), რაც ქართულად ძმას ნიშნავს, ხოლო მანდილოსნებს კი, როგორც რასტასისტერს (Rasta Sister), სისტარს (Sister) იგივე "დას", დაუგთერ (Daughter) ან იავატა (Iawata), რაც ქართულად ქალიშვილს ნიშნავს.

 

სახელის წარმოშობა

სახელწოდება წარმოიშვა ჰაილე სელასიეს ნამდვილი სახელიდან, კერძოდ რას ტაფარი მაკონენ-იდან (Ras Tafari Makonnen).

 

თავის მეფედ კურთხევის სახელების "ღვთის რჩეული" და "Siegreicher Löwe von Juda" გამო, ის ითვლება რასტაფარისათვის, როგორც ბიბლიაში უკვე აღთქმულ ქრისტეს მეორდ მოსვლად. რასტა, როგორც უმრავლესი ქრისტიანული რელიგიები, დარწმუნებული არის ქრისტეს ღვთაებრიობაში, როგორც სელასიეშიც.

 

მრავალ რელიგიებისაგან განსხვავებით აღარ ელოდებიან მესეას ხელმეორედ გამოჩენას, რომელმაც აღსასრული უნდა გვამცნოს, არამედ ჰაილეს მეფედ კურთხევით აღსრულებულად ითვლება. ქრისტიანობის მიხედვით, ღმერთი 3-ჯერ უნდა გამოცხადებოდა კაცობრიობას.პირველად malchisedch-ეს სახით, მეორედ ქრისტეს და მესამედ კი ჰაილეს სახით.

 

რასტაფარის ფერები

 

რასტაფარის ფერებად ითვლებიან წითელი, ოქროსფერი (ყვითელი) და მწვანე, რომელიც ამავრდოულად ეთიოპიის დროშის ფერებიცაა.

 

ამ ფერებს რასტაფარისთვის გააჩნია შემდეგი სიმბოლური დატვირთვა, კერძოდ :

 

წითელი - სისხლის, რომლელიც მონების დახოცვისას დაიღვარა, ასევე მონებად წაყვანის.

 

ოქროსფერი - სიმდიდრის, რომლელიც მონებს (Sufferahs, ”წამებული”) წაართვეს.

 

მწვანე - ქებულ ქვეყანა ეთიოპიის, რომელიც თავის ”დაკარგულ შვილების” დაბრუნებას ელოდება.

 

წყარო: ჩემი სტატია ვიკიპედიაზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რელიგია არ ვიცი და კაი რასტა ზღაპრებია ამ ბლოგზე, ჩემი მეგობრისაა (თარგმანი) :)

http://rastatales.blogspot.com/

Edited by Jonathan Livingston
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

 

ყოფილი რასტაფარიანელი ყვება:

 

"... ჩემი მასწავლებელი, რასტაფარიანების ჯგუფთან ახლოს იყო. ამიტომ მეც გადავწყვიტე მათთან დაკავშირება. ჩვენ, ჩვენ თავს ქმნილებების ნაწილად მივიჩნევდით - ისევე როგორც ცხოველები და მცენარეები წარმოადგენენ ქმნილებებს. სინათლეს, ჭექაქუხილს და სხვა ბუნებრივ მოვლენებს, მიმოვიხილავდით ისეთ ფაქტად, რომელსაც ღრმა პტივისცემით ვეკიდებოდით რადგან, მივიჩნევდით რომ მათი მეშვეობით ღმერთი გვესაუბრებოდა. ჩვენ უარს ვამბობდით ხორცზე, თევზზე, ან სხვა მსგავს საკვებზე. იმ იდეიდან გამომდინარე რომ ისინი კვდებიან და იხრწნებიან, და მათაც იგივე ემართებათ ვინც მსგავსი საკვებით იკვებება.

სხვა მხრივ კი, ბოსტნეულზე უარს არ ვამბობდით. რადგან, მაგალითად, შპინატი, ღეროს მოკვეთის შემდეგაც კი იზრდება. ამგვარად, ისინი ვინც მსგავსი საკვებით იკვებება, შესაძლებლობა აქვს საუკუნო სიცოცხლისა - ვფიქრობდით ჩვენ. ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიცდიდა სიკვდილს, თუ ძალიან მძიმე ცოდვას ჩაიდენდა.

ჩვენი ჯგუფი თეთრკანიანებს, რომლებსაც ქმნილებათა ლორდებად მივიჩნევდით, შავკანიანებს, რომლებსაც თუმცა ქმნილებათა ნაწილად მივიჩნევდით, თეთრკანიანებთან შედარებით, დაბალ საფეხურზე მდგომ ადამიანებად განვიხილავდით. აღსანიშნავია რომ ზოგიერთი რასტაფარიანელთა ჯგუფები, თეთრკანიანებს ძალიან ვერ იტანდა, რადგან ფიქრობდნენ რომ ისინი, (თეტრკანიანები) შავკანიანებს ბოროტად ეპყრობოდნენ, მონებად ყიდიდნენ, აუპატიურებდნენ, პათოლოგიურად ექცეოდნენ და კლავდნენ...

... ხშირად მიფიქრია არის თუ არა ჩემი რწმენა სწორი. მიუხედავად უამრავი დეტალებისა რომლებიც ხშირად არ მასვენებდნენ, ამ შფოთვას დაემატა ზოგიერთი ჩემი თანამორწმუნე რასტაფარიანელის ახალი იდეები; ისინი თავს აღარ მიიჩნევდნენ ღვთის ძეებად,. ნაცვლად ამისა, ისინი აცხადებდნენ რომ თითოეული მათგანი თავად წარმოადგენდა ღმერთს. მე უარი განვაცხადე ახალი იდეოლოგიის მიღებაზე. ამ და სხვა წინააღმდეგობებმა ძლიერი ბრძოლა გაჩაღა ჩვენს შორის. საბოლოოდ სახლში დაბრუნება გადავწყვიტე".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ყოფილი რასტაფარიანელი ყვება:

ბობ მარლიც თუ არ ვცდები სწორედ იმას შეეწირა რომ, რელიგიური დოგმების გამო მანამდე არ წავიდა ექიმთან სანამ ეს უკვე გვიანი არ იყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...