Guest ჭანო Posted January 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2010 ალბათ დამეთანხმებით რომ სანელებლების გარეშე ცხოვრება "რთულია"(მინიმუმ ჩემთვის)აქ შეგვიძლია ვისაუბროთ სხვადასხვა სანელებლებზე და მის გამოყენება/დანიშნულებაზე,დადებით და უარყოფით თვისებებზე და ა.შ. დავიწყებ ჩემი ძველი ვიკი-სატიების გადმოკოპირებას უცხო სუნელი ასევე სოლინჯი (ლათ. Trigonella foenum-graecum, რაც ქართულად „ბერძნულ თივად“ ითარგმნება) არის ერთწლიანი მცენარე, რომლეც 60 სმ-მდე იზრდება, აქვს ღია მწვანე ფერის ფოთლები, რომელიც ძალიან წააგავს სამყურას ფოთლებს, და თეთრი ყვავილი. სოლინჯის სამშობლოდ ითვლება სპარსეთი. დღსდღეობით გავრცელებულია ინდოეთსადა და სამხრეთ ევროპაში. ჩრდილოეთ აფრიკა, პაკისტანი, ეგვიპტე, საფრანგეთი და არგენტინა წარმოადგენენ ძირითად მომწოდებელ ქვეყნებს, სადაც ველურად ხარობს. ucxo suneli http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/3/39/Illustration_Trigonella_foenum-graecum0.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2010 ვაიმე ჭანო რა კარგი ბიჭი ხარ! კაკრაზ ქონდარი რომ მოწერე გვერდზე თემაში მინდოდა თEმის გახსნა სუნელებზე ეხლა უცხო სუნელი რა სახის საკვებში იხმარება და თუა რამე რასთAნაც დაპარალელება არ უხდება/შეიძლება ეგეც დაწეროს ვინმემ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted January 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2010 სანელებლების გარეშე ზოგ საჭმელი საჭმელი არ არის შემიძლია ჩემი გამოცდილების მიხედვით გითხრათ, რომ სანელებლები, კერძოდ კი უცხო სუნელი, ხმელი ქინძი ძალიან უხდება ხორციან კერძებს, გარდა იმისა რომ კარგ გემოს აძლევს ხელს უწყობს საჭმლის მონელებასაც. მე მაგალითად როცა ვაკეთებ ბულიონს აუცილებლად ბოლოს ვუკეთებ სანელებლებს. ძალიან უხდება ჩემი ბაბუშკა როცა აკეთებდა ბრინჯის რძიან ფაფას აუცილებლად უმატებდა ბოლოს ცოტა მიხაკ-დარიჩინს. ძალიან გემრიელი გამოდიოდა. სხვა რა გითხრათ აბა? მოხეური ხინკალი წარმოუდგენელია ძირას და კვლიავის გარეშე. ასევე უგემრიელესია ქონდარი აქვე თუ გნებავთ დაგიწერთ ქონდრიანი წვენის რეცეპტს. მოხევეები ასე ეძახიან და მეც ამ სახელით წარმოგიდგინეთ მოხარშავთ ხორცს, გნებავთ საქონლის, გნებავთ ცხვრის. ყველაზე გემრიელი ისე გამოდის ეს ჯიხვის ხორცისაგან მოკლედ მოხარშავთ, როცა კარგად მოიხარშება დაუმატეთ საშუალო ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, როცა ისიც მოიხარშება ჩააყარეთ ბლომად ბეგქონდარა (მთის ველური ქონდარი) და დაჭ####ტილი ნიორი გემოვნებით. ბოლოს მარილი და მორჩაა. ისეთი გემრიელია თითებსაც მიაყოლებთ მე ვაყოლებ ხოლმე პირადად და მერე ახალი ამომდის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2010 კვლიავის რუსულად და ლათინურადაც დაწერეთ რა სახელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nefertiti Posted January 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2010 სანელებლები ძალიან მიყვარს და ხშირადაც ვიყენებ.დოზებს რაც შეეხება, არასოდეს ამიწონია და გამიზომია, სუნით ვხვდები რამდენი უნდა ჩავაყარო და რომელი სანელებელი აკლია კერძს, სხვათაშორის არასოდეს უთქვამთ, რომ ჩემს კერძს რაიმე სანელებელი აკლია, ან თუნდაც მარილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted January 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2010 აუ ტატ, არ ვიცი სამწუხაროდ კვლიავი ვიცი რომ არის ქართულადაც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2010 კვლიავიFructus Cumini Кмин, Кмин тминовый, Кумин, Кюммель, Римский тмин, Зира, Индийский тмин კვლიავი, ძირა ძირა(Cuminum cyminum) არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანელებელი, განსაკუთრებით ლათინოამერიკულ, ჩრდილოაფრიკულ და თითქმის მთელ აზიურ სამყარეულოში გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ ძველ რომში ძირას საკმაოდ დიდი გამოყენება ჰქონდა, დღესდღეობით საკმაოდ იშვიათად ვხვდებით მას ევროპულ სამზარეულოში. წყარო ჩემი სატაია ვიკიდან http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/69/Koeh-198.jpg/270px-Koeh-198.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nefertiti Posted January 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2010 კვლიავიკვლიავი იზრდება ნესტიან მინდვრებზე, საძოვრებზე, მთის კალთებზე. გავრცელებულია მთაში. მისი გავრცელების ეკოლოგიური დიაპაზონი ზღვის დონიდან 1600მ სიმაღლემდეა. კავკასიაში კვლიავი გავრცელებულია შუა მთიდან სუბალპურ ზონამდე. დიდი მოთხოვნილების გამო ბევრი ქვეყანაში მისდევენ მის მოშენებას (ეგვიპტე, თურქეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, აშშ, მაროკო, რუსეთი ). კვლიავის ნაყოფები შეიცავენ ეთერზეთებს (3 - 7%), რომლის ძირითადი კომპონენტებია კარვონი და ლიმონენი; შეიცავს ასევე ცხიმოვან ზეთს(14 - 22%), რომელიც შეიცავს პეტროსელინის მჟავას; აღმოჩენილია ცხიმოვანი ნივთიერებები. კვლიავის ბალახი და ყვავილები შეიცავენ ფლავონოიდებს: კვერცეტინს, კემპფეროლს და იზორამნეტინს; აგრეთვე აცეტილენულ ნაერთებს პოლიინებს.კვლიავის ნაყოფებს ამზადებენ ივლის - აგვისტოში, როცა ქოლგა ყვავილედის ცენტრალური ნაწილის თესლები მომწიფდება, ხოლო განაპირა ნაყოფები ჯერ კიდევ დაუმწიფებელია. კვლიავის ღეროებს მოჭრიან და ძნებად შეკრავენ. თესლების დამწიფებისა და ნაყოფების გამოშრობის მიზნით ძნებს ტოვებენ მინდორში. უმჯობესია მოჭრილი ძნების გაშრობა ხის იატაკიან სათავსოში. გამოშრობის შემდეგ ნაყოფებს გალეწავენ, გაასუფთავებენ საცრის გამოყენებით. საჰექტარო მოსავლიანობა შეადგენს 2,5 ტონას. სამკურნალი ნედლეულს წარმოადგენს კვლიავის მწიფე ნაყოფები, რომლებიც მუქი - მურა ფერისაა. მომწიფებისას ისინი იხსნებიან ორ მერიკარპიუმად, რომლის სიგრძეა 3 - 7 მმ, სიგანე 1,5 მმ - ია, თესლი გარედან ამოზნექილია. შიგნით მხრიდან ბრტყელია. სუნი სუსტია, არომატული; გემო მშუშხავი მომწაროა, სურნელოვანი. კვლიავის ნაყოფები გამოიყენება ნაწლავთა ატონიის, მეტეორიზმის დროს, აგრეთვე საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეტორული აქტივობის, ნაწლავების ტონუსისა და პერისტალტიკის გასაძლიერებლად. ნაყოფების ეთეროვანი ზეთი გამოიყენება სამკურნალო პრეპარატების არომატიზაციისათვის. კვლიავის ნაყოფებს გააჩნიათ სპაზმოლიზური აქტივობაც. უცხოელ ავტორთა ემპირიული მონაცემებით კვლიავის ნაყოფები აძლიერებენ დიურეზს და რძის სეკრეციას, ურეთრაზე მოქმედებს სპაზმოლიზურად და საშვილოსნოს შეკუმშვას თრგუნავს, ხელს უწყობს ნახველის გამოყოფას. გააჩნია ნაღვლმდენი და დამამშვიდებელი მოქმედება. საოჯახო პირობებში კვლიავის ნაყოფების წყლიანი გამონაწვლილი შემდეგი წესით მზადდება: 2 ჩაის კოვზ დაწვრილმანებულ თესლს დაასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს. გაცივების შემდეგ გაწურავენ და სვამენ დღის განმავლობაში. კვლიავის ნაყოფებს იყენებენ კვების მრეწველობაშიც, პურზე მოსაყრელად, კომბოსტოს დასამწნილებლად, ყველის დამზადებაში. მას იყენებენ ასევე ლიქიორისა და პარფიუმერიულ წარმოებაში. კვლიავი გამოიყენება ნედლი, ან გამხმარი, ხშირად კი დაფქული სახითაც. დაფქულს ძირითადად იყენებენ ისეთ კერძებში, რომელიც თბურ დამუშავებას არ მოითხოვს. ნედლს უმატებენ წითელ ჭარხალში, ცოცხალსა და დაწნილებულ კომბოსტოში, კარტოფილსა და სუპებში, სალათებში, ყველში, ძეხვეულში, შემწვარ ხორცში, ხაჭოში, თევზში (მოხარშულში), სტაფილოში, სოკოში, წვნიან საჭმელებში, ირლანდიურ გულიაშში. განსაკუთრებულ გემოს აძლევს კვლიავი შავ პურს. აი, ეს ამოვქექე ამ მცენარეზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2010 მაიცათ მაიცათ! კვლიავი =ძირას=ტმინს?ძირა ისაა შილაში რომ ვდებთ და ტმინს კი პურში და ყველში (ჰოლანდიურშI) რომ დებენ-ერთიდაიგივე როგორაა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2010 კვლიავი =ძირას=ტმინს?Fructus Carvi ტმინიFructus Cumini ძირა-კლიავი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2010 Fructus Cumini ძირა-კლიავივააა არადა ჰიპერმარკეტში აგერ დევს გვერდიგვერდ ძირა და კვლიავი-შიგთავსიც სხვადასხვა ყრია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2010 ჰიპერმარკეტშიმაგ "პროფები" მუშაობენ? რაც ზემოთ დავწერე ეგ აკადემიურ წყაროებს ეყრდნობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2010 მაგ "პროფები" მუშაობენ?საქართველოში პროფი სად მუშAობს გაფიცებ? მარა ამშემთხვევაში ქარხნული( მანუფაქტურული ) წესით დაფასოებულ კოლოფებზე ვამბობ... კაით გავნაგრძოთ.კვლიავი ძირა ტმინ-კიდე სად და როგორ გამოიყენება? და რასთAნ დუეტში( განსაკუთრებული აღმოსავლური არომატების შექმნის ამბავში?) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2010 ტმინ-კიდეამ კერძებისთვის გამოიყენება ტმინი: ბოსტნეულებიდან: ბროკოლი,ლობიო,ოსპი,ცერცვი, ზოგადად ბოსტეულის წვნიანებში(სუპებში)ხორცი და ხორცეულ კერძები: გულიაში და ცხვრის ხორციკარტოფილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2010 ამ თემის ჩაძირვა იქნებოდა? მუსკატი აბა ეხლა ამაზე ვქნათ რამე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.