uran Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 ვეფხვი ეეხ ჩემო კარგო ძაანაც არ უნდოდათ ხარკის გადახდა მაგრამ... ზუსტად მასეთებმა შეინარჩუნეს და მოიტანეს საქართველოს ტრადიციები დღემდე ყველაფრის და მიუხედავად... მე არ ვგულისხმობ სიტუაციას, როცა ხარკის გადახდა გამოუვალ სიტუაციაში ხდებოდა. სამწუხაროდ იყო ისეთი ფაქტებიც, როცა აუცილებლობის გარეშეც უწვებოდნენ, თორემ გააზრებულ დიპლომატიურ სვლებზე არ მაქვს ლაპარაკი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 uran ერთი შეკითხვა მაქვს, რა გსმენია ფეოდალურ სამყაროზე? და როგორ უთავსებ ფეოდალურ სამყაროს თანამედრობას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 Saturn ვაფრთხილებ რომ ჰომოსექსუალიზმის პრობლემების განხილვა არ ხდება პოლიტიკის განყოფილებაში, ხოლო ჰომოსექსუალისტობის ბრალდება შეურაცხყოფად ითვლება. ეს გაფრთხილება ამ თემასთან დაკავშირებით უკანასკნელია. შემდეგში მსგავსი შეურაცხყოფისათვის იუზერს გაუფრთხილებლად შეეზღუდება პოსტვის უფლება.ისა და ჯიგარსონ...სად ვის დავდე ბრალი? ხომ ხარ ფხიზლად და ჯანსაღად? და მეორეც.რომელი წესის რომელი მუხლის მიერ მიკრძალავ სადმე რამის განხილვას და უკანასკნელ გაფრთხილებას მაძლევ.უკანასკნელიც იყოს და შენ ვერ დააკაკუნო კლავიატურაზე კიდო... :TAT: შენი პიროვნული ანტიპატია შეგიძლია ნუკრიკოს, ფრიდრიხს და რა ვიცი ვინები ხართ კიდევ "პეთრიოთები" გაუზიარო... გპირდები მაგრად არ ვინერვიულებ... პ.ს.იმდენად არ იცი შენი საქმე... რომ სადაც დასაბანი ვარ იმას ვერ ამჩნევ... და სადაც არ ვარ იქ ჩალიჩობ რამე ამოჩიჩქნო... იიიიეეეეხ... სამართალდამცავ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 dire სადაც დასაბანი ვარ იმას ვერ ამჩნევშევამჩნიე :TAT:: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
murTazi Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 Nukriko ეროვნული იდეოლოგია არის თვითშეგრძნების გაღრმავება რეალურ საფუზველზე დაყრდნობით, რომ შენი ერი სრულყოფილია თავისი სულიერი აღნაგობით და უფლება აქვს არსებობდეს საკუთარი სახით ამქვეყნად.საინტერესოა. ანუ შენი აზრით რაციონალიზმით ვერ გაუგებ ეროვნულ იდეოლოგიას, მხოლოდ ემოციურად შეოძლება მისი აღქმა? სრულიად რაციონალურია, როცა დაფძნებულია რაციონალურ საფუძველზე. უნდა კულტის დონემდე აიყვანო რაიმე შენი ერის თვისება, რომელიც სავიზიტო ბარათად, ღირსების ნიშნად უნდა იქცეს მსოფლიოში წარსადგენად, რის საფუძველზეც რაციონალური სიამაყით იტყვი: მე ქართველი ვარ.არსებობს გერმანული პუნქტუალურობა, კეთილსინდისიერება, ხარისხი......არსებობს "ამერიკული ოცნება", ებრაული ჭკუა,ფრანგული ღვინო, ყველი, მოდა, გემოვნება,ბრაზილიური ფეხბურთი, ქალები, სამბა,მოკლედ ამდენი ფიქრი და ჩამონათვალის გაკეთება მეზარება, უხეშ მაგალითებად ჩამოვწერე ზერელედ. ეროვნული იდეოლოგია მიზნად უნდა ისახავდეს, თუნდაც ხაჭაპურის და თონის პურის პიცისმაგვარ პოპულარიზაციას და ამ ბანალური პოპულარობიდან თანდათან უნდა შექმნა კიდევ უფრო სერიოზული შენი სახე, რომლითაც იოლად საცნობი ხარ.ადამიანი სად გრძნობს თავს უკეთ? - თავის უბანში, სადაც სცნობენ. ხოდა პლანეტა უნდა აქციო უბნად.ეს არც რომანტიკაა და არც უტოპია.შენს კულტურას ისეთი რასკრუტკა უნდა გაუკეთო, რომ ტურისტი ჩამოვიდეს ვარძიის სანახავად, როგორც პიზის კოშკის სანახავად მიდის.ეროვნული იდეოლოგია უნდ ზრდიდეს სრულფასოვან ქართველს და არა კარიკატურულ ევროპელს, ზუსტად ისე, როგორც საკუტარ შვილში გინდა გაზარდო გამოკვეთილი, ინდივიდუალური პიროვნება და არა მეზობლის ბავშვის მსგავსი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 murTazi ეროვნული იდეოლოგია მიზნად უნდა ისახავდეს, თუნდაც ხაჭაპურის და თონის პურის პიცისმაგვარ პოპულარიზაციას და ამ ბანალური პოპულარობიდან თანდათან უნდა შექმნა კიდევ უფრო სერიოზული შენი სახე, რომლითაც იოლად საცნობი ხარ.ძალიან კარგი, მემგონი ეს ისედაც ხდება, მარა ამას რამდენად იდეოლოგიას დავარქმმევთ ცოტა არ იყოს საეჭცოა. იდეოლოგია იდეათა ერთობლიობაა რომელიც სისტემას ქმნის. აქ უბრალოდ რაღაც ფასეულობებია წინ წამოწეული, რომლის საწინააღმდეგოც არავის არაფერი აქვს. მოხდეს პოპულარიაცია ქართული კერძეულის, ცეკვა-სიმღერის, ეს ძალიან კარგია, მარა ამით ხო როგორც ასეთი სახელმწიფო არ აშენდება? ეროვნული იდეოლოგია უნდ ზრდიდეს სრულფასოვან ქართველს და არა კარიკატურულ ევროპელს, ზუსტად ისე, როგორც საკუტარ შვილში გინდა გაზარდო გამოკვეთილი, ინდივიდუალური პიროვნება და არა მეზობლის ბავშვის მსგავსი.მე ზოგადად ევროპელების ერთ ქვაბში მოხარშვის წინააღმდეგი ვარ რადგან არსებობს ძალიან დიდი განსხვავება ევროპელებს შორის. თუმცა ის რომ ადამიანი იქნება კულტურულად ქართული კულტურის მატარებელი, ამაში ცუდი არაფერი არ არის. მარა მეორე მხარე აქვს ამ ყველაფერს, კულტურის და ფასეულობების გადაფასება როგორ უნდა მოხდეს?აი ესაა მთავარი, ჩვენ ჯერ საბჭოთა წარსული ვერ გადავაფასეთ და ნაწილობრივ ისევ საბჭოთა მენტალობით მოვდივართ, ასევე ფეოდალური წარსულიც. ქართული საზოგადოება როგრი უნდა იყოს, თავისუფალ ადამიანებისგან შემდგარი სადაც ყველას ღირსება განურჩევლად სქესისა, რელიგური ამღსარებლობისა და ა.შ იქნება დაცული თუ პირიქით იქნება რაღაც იერარქიები და პრივილეგირებლობა, როგორც სამწუხაროდ დღეს არის.. შენ თუ იტყვი რომ აი ეირარქირობა და ფეოდალურ-საბჭოთა მენტალობა არის ქართული და ის უნდა შევინარჩუნოდ, უკაცრავად და მაშინ სულ არ მაინტერესებს ეროვნული იდეოლოგია. მთავარი ის არის რას დებთ ამ ეროვნულ იდეოლოგიაში და არა თავად სახელი ეროვნული იდეოლოგია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
murTazi Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 Nukriko ჩვენ მარტო საბჭოთა კავშირის გამო არ დავზარალდით, უნდა ვაღიაროთ, რომ ბალტიისპირელებიც და სლავებიც ყოფითად ჩვენზე კულტურულები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც საბჭოთა დამღით არიან. ჩვენ დაგვემატა აზიურობა, რაც ითვალისწინებდა მოხუცის პატივისცემას, დედის კულტს... მაგრამ იყო კოლექტიური კულტურული აზროვნების, აგრესიულად ერთმანეთის ცხოვრებაში სეჭრით და ასე შემდეგ. ახლა კი აღარც ის ძველი ყაიდის კულტურა გვაქვს, რაც დადებითი იყო და უარყოფითი, აგრესიული კი დარჩა, ავტორიტეტი მარტო მე უნდა ვიყოო სააკაშვილმა თქვა და ვანოო და ახალი კი ამათ რა უნდა შემოგვთავაზონ, ჭაობის ბინადრები არიან.პიროვნების უფლებების დაცვა უმთავრესია და ამის დანერგვაც არაა ძნელი. როგორც უცებ გაუზნეოვდა ერი, ისე უცებ გადაკეთდება კულტურულ ერად.მე ხაჭაპურებზე იმიტომ გადავედი, რომ ადამიანს თუ საამაყოდ არ გაუხადე არაფერი, მაშინ ცრუ იქნება მისი თვითშეფასება და ყოველთვის თავს დახრის ფრანგის წინაშე და ჩაქოლავს იმას, ვინც თავისზე ნაკლები გონია. კარგად და სწორად განვითარებული პიროვნება კი არც სხვას უხრის თავს უსაფუძვლოდ და არც ვინმეს ქოლავს უსაფუძვლოდ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
murTazi Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 თუნდაც ქრისტიანულ მორალზე რომ დაამყარო იდეოლოგია, რომ პიროვნება (სული) თანასწორია თავისი უფლებებით და მოვალეობებით (ლენინმაც კი ქრისტეს იდეები გამოიყენა), ეს უნივერსალური რამეა ქრისტიანულ სამყაროში.მაგრამ მე უფრო კონკრეტულ წვრილმანებამდე დავედი. ის რომ მე ქართველი ვარ, ნიშნავს, რომ საუკეთესო ღვინით, საუკეთესო ყველით და საოცარი პურით გიმასპინძლდები - აი ეს მინდა თქვას ყოველმა ქართველმა და არა ფრანგმა. ჩვენ ხომ გვაქვს ამის რეალური პოტენციალი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
murTazi Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 ციტატა(murTazi @ 23rd January 2010 - 02:54 AM) ეროვნული იდეოლოგია მიზნად უნდა ისახავდეს, თუნდაც ხაჭაპურის და თონის პურის პიცისმაგვარ პოპულარიზაციას და ამ ბანალური პოპულარობიდან თანდათან უნდა შექმნა კიდევ უფრო სერიოზული შენი სახე, რომლითაც იოლად საცნობი ხარ.ძალიან კარგი, მემგონი ეს ისედაც ხდება, მარა ამას რამდენად იდეოლოგიას დავარქმმევთ ცოტა არ იყოს საეჭცოა. იდეოლოგია იდეათა ერთობლიობაა რომელიც სისტემას ქმნის. აქ უბრალოდ რაღაც ფასეულობებია წინ წამოწეული, რომლის საწინააღმდეგოც არავის არაფერი აქვს. მოხდეს პოპულარიაცია ქართული კერძეულის, ცეკვა-სიმღერის, ეს ძალიან კარგია, მარა ამით ხო როგორც ასეთი სახელმწიფო არ აშენდება? ხოდა აქ უნდა შეგეკამათო, - არ ხდება! არადა კუჭი ყველაზე მარტივი გზაა ფართო პოპულარობისთვის. იაპონური სუში ბარებით, იტალიური პიცერიებით და ამერიკული ჰამბურგერებით მოფენილია პლანეტა, ჩვენ რუსეთში გვივარგა მარტო რესტორნები.ვინ იცის ქართული საჭმელი? არადა ინდურიც იციან, ტაილანდურიც, ჩინურიც და რავიცი მე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted January 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2010 (edited) ის რომ მე ქართველი ვარ, ნიშნავს, რომ საუკეთესო ღვინით, საუკეთესო ყველით და საოცარი პურით გიმასპინძლდები - აი ეს მინდა თქვას ყოველმა ქართველმა და არა ფრანგმა. ჩვენ ხომ გვაქვს ამის რეალური პოტენციალი? აი ეს მინდოდა, რომ ნაციონალისტებს გეთქვათ საკუთარი პირით.თქვენ ეროვნულ იდეოლოგიაზე ვერაფერი რაციონალურის თქმა ვერ მოახერხეთ გარდა ხმაურიანი და არაფრისმომცემი ლოზუნგებისა. ბოლოს კი ყველაფერი დავიდა მხოლოდ კუჭზე, ჭამა-სმაზე, სტუმარ-მასპინძლობაზე და დროსტარებაზე. მე არ მინდა, რომ საქართველოს ხსენებაზე პირველ რიგში სამზარეულო ახსენდებოდეთ. ფრანგებს ისედაც უკეთესად აქვთ ეს საკითხი მოგვარებული და საეჭვოა, რომ ოდესმე გავუსწროთ. მაგრამ ამის გარდა რაღაც ღირებულს კიდევ სთავაზობენ ხოლმე ხანდახან მსოფლიოს. მინდა, რომ ქართველებიც ამ მხრივ წარმოვჩნდეთ, იქნება ეს მეცნიერება, ფილოსოფია, კულტურა, სპორტი თუ სხვა რამ. მინდა, რომ აქ თავისუფალი ადამიანები ცხოვრობდნენ, სადაც არ იქნება ეთნიკური და რელიგიური შუღლი და ანტაგონიზმი. ეს არის თუ გნებავთ, ჩემი ეროვნული იდეოლოგია და არა იმის ძახილი თუ როგორი უნდა იყოს ქართველი, რა მაგრები ვიყავით ერთ დროს და ა.შ. Edited January 23, 2010 by paolo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2010 რა არის ეროვნული იდეოლოგია?პირველი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ არ აგვერიოს ერთმანეთში ცნობიერება და იდეოლოგია.იდეოლოგია არის გარკვეული ხედვიდან, გარკვეული პოზიციიდან შემუშავებული შეხედულებათა სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს ამ სისტემის მორგებას ცოცხალი ცნობიერების "ორგანიზმზე" და ამ ორგანიზმისათვის იმ ფორმის მიცემას, რა ფორმასაც ითვალისწინებს თავისი მიზნის განსახორციელებლად ეს სისტემა და ამ სისტემის უკან მდგარი ძალები.ამდენად და აქედან-ცნობიერება არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც თავისი ბუნების შესაბამისი განვითარება გააჩნია, ხოლო იდეოლოგია არის სისტემა, რომელიც ამ ცნობიერებას ხელს უშლის მისი ბუნებისამებრ სწორ განვითარებაში. როგორც ცოცხალ მცენარეს, ან ბიოორგანიზმის განვითარებულ ფორმას,ჩვენ შეგვიძლია მისი განვითარების რაღაც ეტაპზე რაღაც ყალიბი მოვარგოთ -მაგ- ლეკვი ჩავსვათ ისეთ ვიწრო გალიაში და ვკვებოთ იქ განსაკუთრებული საკვებით და რეჟიმით, რის შედაგადაც ზრდასრულობისას სრულიად სხვა ფორმის და სხვა ქცევების არსებას მივიღებთ, ვიდრე მაშინ, ის რომ თავისუფლად გაზრდილიყო. ასევე მცენარე, ასევე ადამიანი-ც. და ერი-ც. არა იდეოლოგია, არამედ სწორი და ჯანსაღი დამოკიდებულება ეროვნული ცნობიერების მიმართ. მისი სწორი და ჯანსაღი განვითარების პირობების შექმნა - ეს უნდა იყოს ეროვნული პოლიტიკის მიზანი. თუ იმას იტყვით, რომ ეს აგრეთვე იდეოლოგიაა, მე უმარტივეს და უცხადეს არგუმენტს დაგიხვედრებთ-მცენარეს, თავისი ბუნებრივი ზრდის და ნაყოფიერების პირობები თავადვე აქვს -მის შიგნით. ადამიანი ამაში ვერ ჩაერევა. რადგან მცენარე (საზოგადოდ -სიცოცხლე და ცნობიერება) ადამისნის შექმილი არ არის. ერტადერთი, რაც ადამიანმა შეიძლება გაკეთოს, ისაა, რომ მცენარეს ნიადაგი გაუნაყოფიეროს,გაასარწყავიანოს. დანარჩენს თვითონ მცენარე იზამს. როგორ ხდება ეს ერთან მიმართებაში?1.ადამიანის პირადობის და პირადი საკუთრების ხელშეუხებლობის უზენაესობით (ადამიანის უფლება-მოვალეობები და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა -გლობალურად)2.ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებათა აღარებით და მათი პრაქტიცირებით (განათლება) შესაბამისი გონივრული კანონებით გამყარებულ-დანერგილი ეს 2 უმთავრესი პოსტულატი არის ცნობიერების (ეროვნულისა-ც) საარსებო გარემო ,მისი სწორი ,ჯანსაღი განვითარებისთის. ანუ მისი მთლიანობისთვის. ეროვნული ცნობიერება ირღვევა იქ, როცა და სადაც ხდება მასზე ყალიბის მორგება. ვისგანაც არ უნდა იყოს და რაოდენ "კეთილშობილური" მიზნითაც არ უნდა იყოს ეს ყალიბი დამზადებული.ეს ყალიბი კი გახლავთ იდეოლოგია. ხოლო ქართული ცნობიერება დღეს -დაშლილია მოლეკულებად. :yes2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted January 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2010 რა არის ეროვნული იდეოლოგია? კითხხულობს ერთი პიროვნება და ჩასაფრებული ელოდება ვინ რას იტყვის, რომ მერე თავისი ვითომ ცოდნა (დიახ, ვითომ ცოდნა) გამოამჟღავნოს. თუ ასეთი ღრმა ფილოსოფიური აზრები გაინტერესებს, ფორუმზე, სადაც ნაკლებად არიან ამ საქმის სპეციალისტები ნუ კი კითხულობ, ბიბლიოთეკაში წადი, წიგნები წაიკითხე და მერე შენი აზრი მეცნიერული ნაშრომის სახით მოახსენე ხალხს. მაგრამ ამ თემის გამხსნელს სრულიად სხვა მიზნები ამოძრავებს, კერძოდ ეროვნული ქართული იდეოლოგიის კრიტიკით ქართველთა თვითშეგნების და მათი უვარგისობის აზრის დამკვიდრება სურშ, რადგან თვითონ არ არის ამ ქართული სულის და იდეოლოგიის მატარებელი. ასეთებს მე განვუმარტავ რა არის ქართული სული და ქართული იდეოლოგია, რადგან საერთო ეროვნულის (ფრანგული, იტალიური...) სპეციალიზაციაზე პრეტენზია არა მაქვს. არც იმას დავიქადნებ, რომ ქართულის სპეციალისტი ვარ, მაგრამ რა არის ჩემთვის ეროვნული იმას გეტყვით:ეროვნული ჩემთვის არის ქართველი ერი. თუ კი არსებობს სომეხი, ფრანგი, იტალიელი და ღმერთის ნებართვით ქართველი კაციც, ჩემთვის ქართველია ეროვნული და არა რაღაც სექსუალური უმცირესობის, ანუ ჩემი გაგებით მამათმავლების ინტერესების დაცვა, რომლებსაც სხვა ერები შეიძლება ქადაგებდნენ.ქართული და ეროვნულია ყველაფერი ის, რითაც ჩვენი ერი განირჩევა სხვა ერებისაგან. მათ შორის ისიც, რაც ბატონმა murTazi -მა ბრძანა და რაც ზოგიერთებმა კუჭამდე დაიყვანეს, რადგან ნათვამში სიმართლეს კი არა გასაქილიკებელს ეძებდნენ. მათ გარდა ეროვნულია ქართული ოლკლორი, დამწერლობა, ქართული სუფრის ტრადიცია, როდესაც სუფრაზე დამთვრალ ადამიანს ამუნათებდნენ მეორე დღეს თანამოინახენი და ახლობლები, ჩემს ახალგაზრდობაშიც კი ასე იყო და არა ის რომ ჯერ ყანწს სვამენ და მერე ერთმანეთზე ათავებენ (მაინც არ მიპასუხა სად ნახა ასეთები). ქართული და ეროვნულია ის, რომ საქართველოში დედის კულტი არსებობს და თუ ახლა ზოგიერთები საკუთარ დედას უდიერად ახსენებენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში ეს ყველას მოსწონს და ყველა ასეთია.ქართული და ეროვნულია ის, რომ საქართველოში სიტყვას ფასი ჰქონდა და მატყუარას პატივს არ სცემდნენ. ქართველი კაცი ულვაშზედ ხელს რომ გადაისვამდა, მას დაფიცება აღარ სჭირდებოდა.ქართული და ეროვნულია ის, რომ ქართველი კაცისთვის სამშობლო ღმერთივით იყო. ”ჩემი ხატია სამშობლო”... ხომ არაფერს გაგონებთ?ყველაფერი ეს და მრავალი სხვა კიდევ, ეს არის ეროვნული ქართული იდეოლოგია, რომლის ჩაწვდომის უნარსაც, ზოგიერთები ჩემთვის გასაგები მიზეზების გამო, მოკლებულნი არიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted January 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2010 ქართული და ეროვნულია ის, რომ საქართველოში დედის კულტი არსებობს და თუ ახლა ზოგიერთები საკუთარ დედას უდიერად ახსენებენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში ეს ყველას მოსწონს და ყველა ასეთია.ვგონებ თვითონაც კარგად ხვდებით თუ რა სავალალო მდგომარეობაშია ამჟამად ”დედის კულტი”.ქართველი კაცი ულვაშზედ ხელს რომ გადაისვამდა, მას დაფიცება აღარ სჭირდებოდააბა ამას რომ სერიოზულად იტყვით, როგორ შეიძლება არ გაგეღიმოს. კი, მეხუთე კლასში ამ ზღაპრისაც მჯეროდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted January 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2010 (edited) ვგონებ თვითონაც კარგად ხვდებით თუ რა სავალალო მდგომარეობაშია ამჟამად ”დედის კულტი”. თქვენ თუ საქართველოს სახელმწიფოს პატრიოტი ხართ, რა არის ამაში ნიშნის მოსაგები? აბა ამას რომ სერიოზულად იტყვით, როგორ შეიძლება არ გაგეღიმოს. კი, მეხუთე კლასში ამ ზღაპრისაც მჯეროდა. ეს არაქართველისთვისაა ზღაპარი, თორემ მე ცხოვრებაში ერთხელ და ისიც შემთხვეით რომ მაქვს ულვაში გაპარსული, დამიჯერებთ? იცით რუსულ ჯარში, რამდენჯერ დამსაჯეს, ულვაშის გაპარსვა რომ ეძულებიათ? Edited January 23, 2010 by ბადრი_წიქორაძე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2010 ბადრი_წიქორაძე შემთხვეით რომ მაქვს ულვაში გაპარსულიშემთხვევით როგორ უნდა გაიპარსოს კაცმა ულვაში : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.