Jump to content
Planeta.Ge

რისთვის იბრძვიან პოლიტიკური "ლიდერები"?


Recommended Posts

მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი, საოპერო მომღერალი ლელიკო ჯაფარიძე გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "გასაიდუმლოებული სკანდალი ოპოზიციაში ".... ლელიკო ჯაფარიძე: “მე ახლა შენ გეტყვი ერთ ძალიან საინტერესო რაღაცას და ეს ამბავი ჭერიდან კი მაქვს ჩამოტანილი, იქ ვიყავი, სადაც ეს ლაპარაკი მიდიოდა...”

“ალასანია “ცეერუ”-ს წარმომადგენელია 100 პროცენტით, “ცეერუ”-ს ჭკუით და “ცეერუ”-ს მითითებით ივლის ეს კაცი. “ცეერუ”-ს სჭირდება საქართველოს ტერიტორია და ეს ყველაფერი “ცეერუ”-ს სჭირდება მანამ, სანამ არსებობს ერაყის, ავღანეთისა და ირანის პრობლემები. მერე როგორც კი ამ პრობლემებს გადაწყვეტენ, დაგვაბიჯებენ ფეხს და გადაგვივლიან. მოხდა უარესი, რასაც არ ველოდი, ალასანიამ პირი გააღო, ანუ შექმნა თავისი პოლიტიკური პარტია. აქამდე ხომ ალასანია პარტიის წევრი არ ყოფილა, როგორც რუსები იტყვიან, აქამდე ის იყო “ვოლნი იგროკი”. მაგის პარტიის იდეოლოგია არის საქართველოს დაქცევა. გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, როცა მან განაცხადა, რომ ყველა არჩევნებზე მივა, ყველას დაელაპაკება, ყველას შეხვდება, ყველაფერი გარკვეულია.... აი, გაჩეჩილაძის ამბავი მეც ძალიან მაინტერესებს და ცოტა დამაცადე, მე ვიცი ის, რაც არ იცი შენ. იქ ვიყავი, სადაც ეს ლაპარაკი მიდიოდა. მანამ, სანამ ლევან გაჩეჩილაძის საზოგადოებრივი ორგანიზაცია შეიქმნებოდა, ოპოზიციის “9 აპრილის” შტაბში” დიდი გაწევ-გამოწევა იყო. ითქვა - ოპოზიციას ორი ლიდერი უნდა ჰყავდესო, რომ იკითხეს, ვინ უნდა იყოს ეს ორი ლიდერიო - ლევან გაჩეჩილაძე და ირაკლი ალასანიაო! - იყო პასუხი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლელიკო ჯაფარიძე.

“ამის თქმა იყო და კივილ-წივილით წამოვარდა ერთი ქალბატონი და განაცხადა, რისი გაჩეჩილაძე, რა ალასანია, ოპოზიციის ერთადერთი ლიდერი მე უნდა ვიყოო.... ამდენი ფული მაქვს დახარჯული და თქვენ ალაოდ ხომ არ ხართ, რა გრეჩიხა, რისი ალასანია, ლიდერი მე უნდა ვიყოო! - არ ჩერდებოდა ის ქალი. ფული რამდენი მაქვს დახარჯულიო კი თქვა, მაგრამ არ შემიძლია, ვერ გეტყვი... იქ ალასანია, მგონი, არ იყო, მაგრამ იყო “გრეჩიხა”. მაშინ მაგენმა დათქვეს, რომ კარგი, გადავდოთ ლიდერის საკითხი და მოვილაპარაკოთო. ისინი რაზე მიაწვნენ იცი? შენ რაფერ უნდა იყო ლიდერი არაფერი “პალაჟენია” არ გაქვსო. ისე, რომ იცოდეთ, მე ვთვლი, რომ ეს ქალი - ნინო ბურჯანაძე მართალია რაღაცაში... “კონსერვატორები” - ძალიან მიყვარს ეს ბიჭები, მაგრამ - რატომღაც გაყუჩდნენ. აი, ამ გაწევ-გამოწევას მოჰყვა ნაუცბათევად “დაიცავი საქართველოს” შექმნა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლევან გაჩეჩილაძე - “მიშა სააკაშვილთან ვიყავი და პუტინთან სალაპარაკოდ რატომ არ წავალ?”

 

“ოპოზიციამ ორი გზა გამოკვეთა: დაუმორჩილებლობა, მიტინგებისა და შეუპოვარი ბრძოლის გზა და ადგილობრივი არჩევნებით სააკაშვილისთვის თბილისის წართმევა და არსებული რეჟიმის დემონტაჟი. ეს ორივე გზა ერთ მიზანს ემსახურება. დღეს თავისუფალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია. თუ გაზაფხულამდე ფორსმაჟორი არ შეიქმნა, არჩევნები იქნება ის ბოლო წერტილი, სადაც ხალხს კიდევ ერთხელ თავს ლაფს დაასხამენ და ამას საზოგადოება ადეკვატურად უპასუხებს. ხალხი იმდენად გამწარებულია, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ოპოზიციისთვის გაზაფხულზე ბოლო ბრძოლა იქნება და არ მგონია, ეს ბრძოლა ტირანიის გამარჯვებით დასრულდეს”, - აცხადებს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “მიშა სააკაშვილთან ვიყავი და პუტინთან სალაპარაკოდ რატომ არ წავალ?”

“საზოგადოების წარმომადგენლებს აინტერესებდათ, რის გაკეთებას აპირებს ოპოზიცია და ამას ემსახურებოდა აღნიშნული შეხვედრაც. საზოგადოებამ მეტი სიმტკიცე და ენერგია მოითხოვა ოპოზიციისაგან. ითქვა, ნუღარ იქნებით ინერტული. დავსახოთ შეუპოვარი, გეგმაზომიერი ქმედებები სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დასამხობადო. რამდენჯერაც გინდათ, იმდენჯერ გვითქვამს, რომ ეს ხელისუფლება წყნარ და კონსტრუქციულ ლაპარაკს არ იმსახურებს. რა იყო აქ ახალი?! უნდა ვაღიარო, რომ ენერგიულობა ნამდვილად გვაკლდა შემოდგომაზე. ეს უპირველესად საზოგადოების განწყობის ბრალია და ოპოზიციაც ხომ ამ საზოგადოების ნაწილია? იმის გამო, რომ გაზაფხულის მძვინვარე აქციების შემდეგ სააკაშვილი ისევ სკამზე დარჩა, ხალხს გულგატეხილობა დაეუფლა. ოპოზიციის ინერტულობის მიზეზი ფინანსური სიდუხჭირეც იყო. კიდევ ერთი მიზეზი ოპოზიციის პასიურობისა ის გახლდათ, რომ ერთობას ვერ მივაღწიეთ და ბრძოლის სხვადასხვა გზას ვანიჭებდით უპირატესობას. ოპოზიცია დღესაც არ არის ერთიანი, მაგრამ რადგან საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, პოლიტიკური ძალებისა და პირების ინტერესებმა უკან უნდა გადაიწიოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან გაჩეჩილაძე.

“ოპოზიცია ძალიან დააზარალა მედიის შეზღუდვამაც. ვიმედოვნებ, ეროსი კიწმარიშვილის “მაესტროში” მისვლით ახალი მუხტი გაჩნდება. ეს საპროტესტო ტალღა ან ოპოზიციური სპექტრისთვის იქნება ბოლო, ან სააკაშვილის რეჟიმისთვის. ეს უკანასკნელი ძალის მოკრება იქნება. ყველა შეცდომას გავითვალისწინებთ. ამ რეჟიმს ელიტური კორუფციის წყალობით უდიდესი ფინანსური რესურსი, ბიზნესების წართმევით კი უდიდესი მედიასაშუალებები აქვს. ჰყავს შეიარაღებული ზონდერჯგუფები და პოლიტიკური პოლიცია. ასეთი რეჟიმის დამარცხება ხელის ერთი მოსმით შეუძლებელი იყო. მით უმეტეს იმ პირობებში, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია უპირობოდ უჭერდა მხარს. ოპოზიციის ბრძოლას დასავლეთის ყურადღება აკლდა. დღეს დასავლეთი ქართველ საზოგადოებასთან ერთად მზად არის ხელისუფლების შესაცვლელად. ამ მთავრობამ არ შეასრულა ის ვალდებულებები, რომლებიც აიღო დასავლეთისა და ქართველი ხალხის წინაშე. სააკაშვილი 3-4 წლის წინ მსოფლიო პოლიტიკის კაშკაშა ვარსკვლავი იყო და უდიდესი კრედიტი ჰქონდა. დღეს კრედიტი განულებულია”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“რუსეთი ამით სააკაშვილის რეჟიმის იგნორირებას აკეთებს - დარწმუნებული ვარ, ნოღაიდელი ქვეყნის ინტერესებზე ილაპარაკებდა პუტინთან და არა საქართველოს საწინააღმდეგოდ. საქართველოს ინტერესების სასარგებლო ყველა დიალოგს მივესალმები. საქართველოს სხვაგან ვერ გადავიტანთ, რუსეთის მეზობლები ვართ. ვისი აგენტიც უნდა მიძახონ, მაინც ჩემი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოვიქცევი. ჩემი ქვეყნის ინტერესში კი მისი ისტორიული ფუნქციის აღდგენა, რუსეთის ბაზარზე დაბრუნება, ეკონომიკის განვითარება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. რუსეთთან უდიალოგოდ კი ამის გაკეთება შეუძლებელია. სააკაშვილს რომ დათანხმდნენ, თავის პაჭაპუჭა გარემოცვასთან ერთად დღესვე შეხვდება რუსეთის ხელისუფლებას, მაგრამ არ ხვდებიან, რადგან არასერიოზულად უყურებენ”, - აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე და შეკითხვას - “რომ მიგიწვიონ, რუსეთში ჩახვალთ?” - პასუხობს:

“რა თქმა უნდა, თუკი დავრწმუნდები, რომ ჩემს ქვეყანას სიკეთეს მოვუტან. მიშა სააკაშვილთან ვიყავი და პუტინთან სალაპარაკოდ რატომ არ წავალ? საქართველოს დეოკუპაციაზე რუსეთთან ახალი ხელისუფლება ილაპარაკებს”.პ.ს. ახლა დაიწყება მოსკოვში,ყარაყორუმში სირბილი,როგორც იგივე პერსონები დარბოდნენ 1990-91-92 წლებში...სამაგიეროდ სხვებიც მოუმატებენ დასავლეთში სირბილს...საცოდავი საქართველო და საცოდავი მოღალატეები!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თემა რაზეაა?!shavlego91

თემა ეხება "ლიდერების" მოტივაციას,მიზნებს...იქნებ დამეხმაროთ ჩემს შეცდომების გასწორებაში ანუ ეს ცარიელი პოსტები გააუქმეთ..მადლობთ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოტივაციაა ხელისუფლებაში მოსვლა...

რა ვიცი რამეა გაუგებარი აქ? :D

ამ გზით?!..... :D ."თინა ხიდაშელი (რესპუბლიკური პარტია): " აბხაზია სეგოდნია ნე ტაკაია ბოლშაია პრობლემა დლია გრუზიი, კაკ კორუპცია, პოტერია აბხაზიი ნე რაზრუშიტ გრუზინსკოე გოსუდარსტვო, ა კორუპცია მოჟეტ რაზრუშიტ!" (თ.ხიდაშელი,გვ.216).

დავით ბერძენიშვილი (რესპუბლიკური პარტია):"...აბხაზი იმეიუტ პრავო სოზდატ ოტდელნოე გოსუდარსტვო!"...."ბესპოლეზნო გოვორიტ ო ვხოჟდენიი აბხაზიი ვ სოსტავ გრუზიი"...(დავით ბერძენიშვილი, გვ.136, 137 )

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი (ნაციონალური მოძრაობა): "...ი გრუზინი, ი აბხაზი.. ნახოდიატსა ვ პროცესსე ფორმიროვანია სვოიხ ნაციონალნიხ გოსუდარსტვ".. (გვ.144)

"....ეშიო ოდინ პოდხოდ - ეტო აბსოლიუტნო რაზნიე გოსუდარსტვა - ეტო ზნაჩიტ, შტო გრუზია პრიზნაეტ ნეზავისიმოსტ აბხაზიი" ( ზურაბ ჭიაბერაშვილი, გვ.150)

 

 

პაატა ზაქარეიშვილი (რესპუბლიკური პარტია): " ია ნე რაზ ზამეტილ, ჩტო ონი (ე.ი ქართველები) ნას ნე ნავიდიატ, პოტომუ ჩტო ონი ნამ ნე დოვერიაიუტ"(სიცილი დარბაზში . გვ.9)..." ვ გრუზიი იმენნო იხ სპრაშივაიუტ ვ პერვუიუ ოჩერედ, პოეტომუ იხ ნადო კაკ-ტო ნეიტრალიზოვატ. ესლი პრიზოვიტ ნა ტაკიე ვსტრეჩი პო ოდნომუ ჩელოვეკუ ი კაკ-ტო პროჩიშატ, ნეიტრალიზოვატ - ეტო ბილო ბი ოდნოი იზ სამიხ გლავნიხ ზადაჩ ნაშეგო პროეკტა" (გვ.13)

 

ემზარ ჯგერენაია : " ია გოლოსუიუ ზა ნეზავისიმოსტ აბხაზიი!" ( ე.ჯგერენაია, გვ. 152"- ერთერთ ფორუმში გამაქვეყნეს ეს ჩანაწერი...გეკითხებით ესენი ოპოებია თუ მეხუთე კოლონა?! :):

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

 

თინა ხიდაშელის სიტყვებს, რომელიც სხვათაშორის წინამორბედი ხელისუფლების დროსაა ნათქვამი, მეც ხელს მოვაწერ, ხოლო დათო ბერძენიშვილის სიტყვები ამაზრზენად გაქვს ამოგლეჯილი კონტექსტიდან!

 

ეს იგივეა, შენ ახლა ჩემი ქვემორე სიტყვებიდან გამუქებულები რომ ამოჭრა და ჩემს აზრად გაასაღო:

 

მე, რაც უნდა მოხდეს, არასოდეს ვიტყვი, რომ მე არ მიყვარს საქართველო და მძულს ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენი ერთადერთი ხსნა რუსეთშია.

 

ინტრიგანი და დაინტერესებული ადამიანი ხარ, რაკიღა ასეთ რაღაცას კადრულობ. სირცხვილი.

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

გზები უკვე სხვა საკითხია.

მოტივაცია კი ერტი და იგივე.

მოვიდეს ხელისუფლებაში.

ჭამოს.

სვას.

იგულავოს.

ფული იშოვოს

საახლობლო დაასაქმოს.

 

და ეს ყველაფერი გააკეთოს სრული პატივისცემის და "სახელმწიფოებრიობის" ფონზე...

ვოტ ტაკიე პიროგი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

 

თინა ხიდაშელის სიტყვებს, რომელიც სხვათაშორის წინამორბედი ხელისუფლების დროსაა ნათქვამი, მეც ხელს მოვაწერ, ხოლო დათო ბერძენიშვილის სიტყვები ამაზრზენად გაქვს ამოგლეჯილი კონტექსტიდან!

 

ეს იგივეა, შენ ახლა ჩემი ქვემორე სიტყვებიდან გამუქებულები რომ ამოჭრა და ჩემს აზრად გაასაღო:

 

მე, რაც უნდა მოხდეს, არასოდეს ვიტყვი, რომ მე არ მიყვარს საქართველო და მძულს ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენი ერთადერთი ხსნა რუსეთშია.

 

ინტრიგანი და დაინტერესებული ადამიანი ხარ, რაკიღა ასეთ რაღაცას კადრულობ. სირცხვილი.

1991 წელს ჭანტურიებმა ,ბერძენიშვილებმა, ხაინდრავებმა,ზურა ჟვანიამ,პარუნ აირიკიანმა( მოამზადეს" მასალები" ...) პრაღის 24-ე რეზოლუციაში-დისიდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე ჩააწერინეს: ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს ,ჩაგრავენ ეროვნულ უმცირესობებს.საქართველოს ცილი დასწამეს და ამით კრემლს საშუალება მისცეს საქართველო ," მცირე იმპერიად "(სახაროვი) გამოევხადებინათ?! (ამით მათი და მათი ბოსების,მაგ.ტალიავინის აზრით ყველას -აფხაზებს,ოსებს,მეგრელებს,სვანებს,აჭარლებს,სომხებს...ჰელსინ

კის დეკლარაციის მიხედვით უფლება აქვს თვითგამორკვევის ანუ დამოუკიდებლობის (ეს უფლება გამოიყენეს ოსებმა ა, აფხაზებმა და ახლა ჯერი ჯავახკებზე, სვანებზე, მეგრელებზე, აჭარლებზე, წოვა თუშებზეა... :rolleyes: )... მის კისერზე შევარდნაძესა და რუსების მიერ საქართველოში დატრიალებული ტრაგედიები!!!ი.ხაინდრავა და დ. ბერძენიშვილი წინააღმდეგი იყვნენ აფხაზეთში ქართველთა დაბრუნების ,რადგან ეს გამოიწვედა აფხაზების ასიმილაციას?! საწყალი აფხაზები! იმპერიალისტი ქართველები?!აი, ამ პარტიები არსი...რესპუბლიკური პარტია მოითხოვდა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება გაეუქმებინათ ,რადგან იგი ხელს უშლიდა სიტუაციის დარეგულირებას აფხაზეთში?!არძინბა,ბაგაფში მათი აზრით კარგად აწესრიგებენ სიტუაციას აფხაზეთში,მხოლოდ თბილისში მყოფი აქიშბაია,მჟავია-გვაზავა უშლიან ხელს ამაში?!მათი პარტიის წარმომადგენელმა პაატა ზაქარეიშვილმა შეიმუშავა პროექტი აფხაზეთ-საქართველოს კონფედერაციული მოწყობის ანუ აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ?!'analgin' კიდევ დავამატო რამე?..ბარალგინი?! :D პ.ს. მომისმინე, ინტრიგნები , გამყიდველები , შენთან არიან ეტყობა, რადგან მათ იცავ და მათი ანუ ყორღანაშვილების ფანი ხარ...ახლა ოღონდ მოდერთან არ გაიქცე საჩივლელად, რაც პრივატულად მოგწერეს ის რომ ჩაუკაკლე ... ისე ,მომწერეს მესტიელმა ჯაფარიძეებმა,რომ ჩამშვებებს ანუ ფალსიფიცირებულებს არ ვცნობთო ! :D:

Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხა ხელაშვილი

 

მოვა სიკვდილი უჩინო

 

შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს - ჭია,

კაცის გულს - ჯავრის იარა,

მოვა სიკვდილი უჩინო,

ერთ წამში აგყრის იარაღს;

ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით,

სხვას არა წაუღია რა.

პ.ს. ეს საგალობელი ბრწყინვალეა... ამ ფილოსოფიით ეცხოვროთ ამ მედროვეებს ჯობია მათთვისაც:rolleyes:

Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...