მალინა Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 dariala ხმ... შეკრებაზე მოგყავს ეგ ბავშში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted February 20, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 (edited) ბაზალთ ქალიძაღლის ყეფაზე უცბად წამოდგა, ჯერ ჩუმად აყურადებდა და როცა ძაღლმა ისეც დაიყეფა - ალბათ მოვიდაო - ჩაილაპარაკა და გარეთ გაიხედა. ყუროს წვერზე ყვითელი მთვარე ქარში აფრიალებული მანდილივით ეკიდა. დადუმებულ სოფელს მხოლოდ ძაღლების კანტი-კუნტი ყეფა და შარაზე მომავალი მთვრალის ბურტყუნი არღვევდა. ეს ლეგაი იყო, ბაციეთ ბალღი. გიორგი არსად არ ჩანდა. - როდის-ღა უნდა მოვიდეს ბეჩავი! ხმამაღლა ფიქრობდა მარი. ის ქმარს ელოდა. გიორგის სტუმარი უნდა ჩაეცილებინა ყაზბეგამდე. მათი წასვლის მერე კარგა დიდი დრო იყო გასული და ქალი უკვე ნერვიულობდა. შინ შევიდა და ჯერ მძინარე ბავშვს გაუსწორა საბანი, მერე კი უკვე დალაგებული კარადის ხელმეორედ დალაგება დაიწყო. გურიეთ გიორგი თავის ტოლ-ბიჭებში გამორჩეული იყო და მაშინ ყველას გაუკვირდა მათი შეუღლება. მარი თავად ერთი ფეხმოკლე და უფერული გოგო იყო. ვერც კი შეამჩნევდი, მხოლოდ თავისი კოჭლობა გამოარჩევდა სხვებისაგან. -ბაზალთ ქალი რა გონჯი რაიმე გამოდგაო - იტყოდნენ ხოლმე ერობაში შეკრებილი ჭორითა და ხელსაქმით გართული ქალები. თავადაც გრძნობდა თავის ნაკლს და მუდამ ჩუმად დაიარებოდა. ცდილობდა თვალში არავის მოხვედროდა. იყო ჩუმად და სულ რაღაცაზე ფიქრობდა. ძალიან ბეჩავი ბედის პატრონი კი იყო. მამა არც ახსოვდა. სამი წლისa ყოფილიყო, როცა ფშანთ ჩხერი გამოვარდა და მათი სათიბი მთიბველიანად წაიღო . დედა ჯუთელ ხევსურს გაჰყვა ცოლად. ობლად დარჩენილი მარი ბებომ გაზარდა. ერთ ზაფხულს მარიმ ფეხი მოიტეხა. ცხელი დღე იყო, მარი და ბებო სახვეტზე იყვნენ გასულები. მოხუცი ქვემოდან აწვდიდა თივას, მარი კი თივის ზვინზე დაიარებოდა, რათა ბალახი კარგად დატკეპნილიყო. უცბად ფეხი გაუსრიალდა პრიალა, მზით გაცხელებულ ბალახზე და დაბლა ჩამოვარდა. სოფლის ექიმმა არტაშანი დაადო, მთელი შემოდგომა რაღაც მალამოებსაც ისმევდა, ძვალი გაუმთელდა, მაგრამ კოჭლობა კი დაუტოვა. იმ ზამთარს ბებოც წავიდა საიქიოს და დარჩა ბეჩავი ქალი მარტოდმარტო. თავი ძლივს-ძლივობით გაჰქონდა. ხან სახლებს ალაგებდა, ხან ნახირს ჩამორჩენილ ძროხას მოუძებნიდა , ხან სახვეტზე ან საკარტოფილეზე გაჰყვებოდა ვინმეს... როცა წამოიზარდა თავისი ნაკლი უფრო კარგად გაითავისა და თანდათან ჩაიკეტა საკუთარ თავში. მეგობრები არ ჰყავდა, ხალხმრავლობას ერიდებოდა, მხოლოდ რომელიმე დღეობაზე თუ ავიდოდა სამების მინდორზე, ისიც სხვის დასახმარებლად. პირველად გურიეთ გიორგი სწორედ სამების მინდორზე ნახა. მარიამობა დღე იყო. გიორგი თავის ცხენს "რიჟას" დააჭენებდა, ისედაც მაღალი და ტანადი ამ ვეებერთელა ცხენზე კიდევ უფრო დიდი და წარმოსადეგი ჩანდა. უდარდელად გადი-გამოდიოდა "გურიეთ ბალღი" და თითქოს ყურადღებას არ აქცევდა გოგოების აღტაცებულ მზერას. იმ საღამოს მარი ცდილობდა სულ გიორგის გვერდით ეტრიალა, მერე გაახსენდა, რომ "დაფეხვილი გონჯი" იყო და ამან ისეთი ტკივილი მოჰგვარა, რომ შეეშინდა... ტკივილის შეეშინდა და სახლში გაიქცა... პირველად მაშინ ილოცა... მეორე დილით სულ სხვანაირი გამოვიდა სახლიდან.უფრო უფერული, ფერმკრთალი და სევდიანი იყო. მალე სოფელში ხმა დაიყარა -ბაზალთ მარის გურიეთ ბალღი შაჰყორებიაო! კარგა ხანს იცინა ამაზე ხალხმა, მერე თანდათან დავიწყებას მიეცა ეს ამბავი. ამის გამო მარიმ კიდევ უფრო მოუკლო გარეთ გამოსვლას. ძაღლმა ისევ დაიყეფა... მარი წამოხტა და უკვე ნერვიული ნაბიჯებით გარეთ გავიდა. არავინ იყო. მურია სოფლის ძაღლობას ეხმიანებოდა მხოლოდ. - როგორ უყორს-კე ამ კაცსა ღამეჩი სიარული, გული უნდა გამიხეთქას? ასე გაბრაზებული ბურტყუნებდა ცოტა ხანს. მერე ისევ სახლში შებრუნდა. ცოცხს მოჰკიდა ხელი და იატაკს გამალებით დაუწყო ხვეტა. მერე გადააგდო და ცოტა ხანს იდგა გარინდებული. ბოლოს ხელსაქმე აიღო და ისა და ფიქრი ერთად ჩამოჯდნენ საბაასოდ. ერთ საღამოს ჩვეულებისამებრ სახლში იჯდა და წიგნს კითხულობდა. ძალიან უყვარდა წიგნი. ამ დროს ყველაფერი ავიწყდებოდა, წარმოიდგენდა, რომ თავად იყო ამ წიგნის გმირი და ყველაფერი რაც იქ ეწერა სინამდვილეში მის თავს ხდებოდა. წიგნი იყო მისი მესაიდუმლე, ერთადერთი ტოლ-ამხანაგი. უცბად ნაბიჯების ხმა შემოესმა. ეზოში აშკარად ვიღაც შემოვიდა, კართან მოვიდა და გაჩერდა. შეკრთა ქალი, წამოდგა. კარი რომ გააღო და გიორგი დაინახა სუნთქვა შეეკრა, თავბრუ დაეხვა და რომ არ წაქცეულიყო კედელს მიეყრდნო. გიორგიმ არაფერი უთხრა, ცოტა ხანს უყურა, უყურა უძირო თვალებით ისე, რომ მისი ხელი ხელში ეჭირა. მერე გატრიალდა და წავიდა. იმ ღამეს არც მარის სძინებია და არც გიორგის. ამ დღის მერე ყოველ დღე დაბარებულივით მოდიოდა გიორგი. ეზოში ისხდნენ და ლაპარაკობდნენ ბევრს, ძალიან ბევრს. დადნა, დაილია ქალი, ცალკე გაურკვეველი ბედნიერებით და ცალკე კიდევ სოფელში დაყრილი ცუდი ხმებით. ვერც ვერაფერს ლამობდა. თან სოფლისა რცხვენოდა და თან კიდევ იმის წარმოდგენაც კი არ შეეძლო, რომ შეიძლება გიორგი ერთ დღესაც აღარ მოსულიყო მასთან. ყოველ დღე დილიდან გიორგის მოსვლამდე თითებს იჭამდა ფარდის უკან დამალული. სოფლის ჭორი კიდევ უფრო გაიზარდა, იბარტყა და ეხლა უკვე ყველა ერობაზე ფუთფუთებდნენ მისი ბარტყები. ერთ დღეს გიორგი არ მოვიდა, დილიდან იდგა ფანჯარასთან მარი და ჭიშკარს უყურებდა. გარეთ გასვლა ძალიან უნდოდა, მაგრამ ისედაც აჭორებული ხალხის რიდით თავს იკავებდა. მხოლოდ დაბინდებულზე შევიდა მის ეზოში გიორგი, გარეთ გავარდნილ, სიხარულისაგან გულამოვარდნილ ქალს ხელი მოჰკიდა და გარეთ გაიყვანა. მთელი სოფელი შეკრებილიყო. ჩუმად იდგნენ, თითქოს რაღაცას ელოდნენ. გიორგიმ მარი სოფლის უხუცესთან მიიყვანა და ხმამაღლა, ყველას გასაგონად უთხრა: -ამ ქალასა გთხოვთ, ამის გარდა ცოლად ცხო არც ვინ არ მინდა! მარიმ ვერ გაარკვია მოესმა ეს, თუ მართლაც თქვა გიორგიმ. გაოცებისაგან აყაყანებული ხალხი დაიშალა და კვამლადენილ სახლებში დანაწილდა. ჯვარი გაზაფხულზე, გახსნილებისას მამა იოსებმა დასწერა. მთელი საღამო ბედნიერებისაგან ტიროდა მარი, ოღონდ ისე, რომ არავის გაეგო. უხმოდ, უცრემლოდ ტიროდა. ამ დღის შემდეგ მიიღო სოფელმა მარი... თითქოს აქამდე არც იცნობდა... თუკი მანამდე სალამსაც ამადლიდნენ, შეხვედრისას უკვე ყველა ეუბნებოდა გამარჯობას... "დაფეხვილი გონჯი" სადღაც გაქრა... მაგრამ მარი არ დაუბრუნდა სოფელს. სულ შინ იჯდა, იმ დღის მერე არც ერობაზე გამოსულა და არც ხატობებზე... თითში ნემსის ჩხვლეტამ გამოაფხიზლა. ჯერ ბავშვს გადახედა მერე კი წამოდგა, დიდი თავშალი მოიხვია და გარეთ გავიდა... შიში თანდათან ერეოდა. -ხომ არაფერი მოუვიდაო - ფიქრობდა. იდგა აივანზე და კარგა ხანს ზემოდან დაჰყურებდა გზას. მთვარეს ყუროს წვერები მიეტოვებინა და ეხლა სოფლის ზეცას დროებით შემოხიზვნოდა. ცოტა ხანში ცხენის ფლოქვების სუსტი თქარა-თქური მოესმა, რომელიც თანდათან ახლოვდებოდა. იცნო "რიჟაის" ახალდაჭედილი ნალების ხმა. გული სიხარულით აევსო. გაბრაზებული კი იყო -მოიდეს, რაი დღე ვაყარა, ასე რომ შამაშინაო! უკვე მოფიქრებულიც ჰქონდა როგორ უნდა გაელანძღა დაგვიანებული ქმარი. ეზოში შემოსული გიორგის დანახვაზე გამზადებული ქოქოლა პირზე შეადნა, უნებლიედ თვითონაც გაეღიმა, სიხარულისაგან ალეწილი სახით შეეგება. გუნებაში თავის თავს უბრაზდებოდა, რადა ვარ ასეთ გულჩვილიო. უნდოდა უკმეხად შეხვედროდა ქმარს, ხუთი თვის ორსული უძილო რომ დასტოვა და ანერვიულა, მაგრამ კრინტსაც ვერ ძრავდა. ის კი არადა ბედნიერი კუდში დასდევდა, ხომ არ გშია, ხომ არ დაიღალეო. გიორგიმ ჯერ ცხენი დააბინავა, წყალი და თივა მიუტანა. მერე კი მარის მხარზე მოხვია ხელი, სიხარულით ატაცებული ქალი მკერდზე მიიკრა და შინ შეიყვანა. კარი მიიხურა და ეზოც დადუმდა. სოფლის თავზე აბრიალებული მთვარე გაინაბა, წყვილს დაუწყო ძებნა, მაგრამ იმდენ ვარსკვლავებში ტოლი რომ ვერ იპოვა დაღონებულმა ღრუბელი მოიხვია თავზე. :siriko: :nekro: : :malina: Edited February 20, 2010 by dariala Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted March 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2010 დღეს ვიქექებოდი ძველ ალბომებში და აი ესენი ვიპოვე http://s14.radikal.ru/i187/1003/c7/11dd40c630a6.jpghttp://s60.radikal.ru/i170/1003/c6/5e1967914133.jpghttp://s40.radikal.ru/i090/1003/3d/ad155c2fcc25.jpghttp://s52.radikal.ru/i135/1003/1f/92e2c65a9f44.jpghttp://s52.radikal.ru/i135/1003/30/2f20d010b1f5.jpghttp://s39.radikal.ru/i085/1003/f2/9fa80a7c4b48.jpghttp://s46.radikal.ru/i112/1003/3a/3243485ebac8.jpghttp://s54.radikal.ru/i143/1003/5d/bc78b6a73d6e.jpghttp://s50.radikal.ru/i129/1003/5c/c8af9740ff2e.jpghttp://s001.radikal.ru/i193/1003/95/767adde6d95f.jpghttp://i076.radikal.ru/1003/9f/5a182e4c1659.jpghttp://i064.radikal.ru/1003/24/1870b66c2a17.jpghttp://s41.radikal.ru/i094/1003/06/ccc8a09f8a3e.jpghttp://i021.radikal.ru/1003/8d/ad2031084254.jpghttp://s005.radikal.ru/i210/1003/9f/f0387d5cda50.jpghttp://s60.radikal.ru/i169/1003/fb/832888c62180.jpghttp://s45.radikal.ru/i110/1003/7a/163ab7d67ad4.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2010 (edited) ჭიათურის დედათა მონასტერი, მღვიმის ფოტო დაიდოსდა კიდო კიბეებით რომ შედიხარ გამოქვაბულში Edited March 9, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted March 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2010 აუ ეგ მქონდა და ვეღარ ვიპოვე ისე ძალიან მიყვარს ეგ მონასტერი, მანდ მოვინათლე და პირველი ზიარებაც მანდ მივიღე აი კდიევhttp://i033.radikal.ru/1003/c7/f7c24df0c81f.jpg http://s61.radikal.ru/i171/1003/87/a7aef3f4fa6d.jpg http://i068.radikal.ru/1003/53/23050965bfbb.jpg http://s004.radikal.ru/i207/1003/7f/e4235023f6a3.jpg http://s60.radikal.ru/i168/1003/b2/c55266b6ecb6.jpg http://s60.radikal.ru/i168/1003/f8/4c6dc6b84abb.jpg http://s52.radikal.ru/i135/1003/c5/c0e060622762.jpg http://s60.radikal.ru/i169/1003/f0/74161cef607f.jpg http://s11.radikal.ru/i183/1003/db/9c317a1260e5.jpg http://i020.radikal.ru/1003/9d/a544e42b7ce8.jpg http://s46.radikal.ru/i113/1003/e2/67f6c82b52e4.jpg http://s11.radikal.ru/i183/1003/3e/fba45c56d9d2.jpg http://s16.radikal.ru/i191/1003/f7/06f700d46cd6.jpg http://i055.radikal.ru/1003/45/4041c2ccd77c.jpg http://i057.radikal.ru/1003/69/d7de9332284a.jpg http://s006.radikal.ru/i215/1003/1d/ccab862ed892.jpg http://s11.radikal.ru/i183/1003/e8/abf9ee984463.jpg http://s60.radikal.ru/i170/1003/c3/497773ce41a6.jpg http://s44.radikal.ru/i106/1003/70/b5fcdf28c743.jpg http://s40.radikal.ru/i087/1003/f0/87540c8ee5cc.jpg http://s57.radikal.ru/i155/1003/56/f2854d47d09e.jpg http://s003.radikal.ru/i204/1003/66/96314b52147d.jpg http://s13.radikal.ru/i186/1003/1b/eedbc099fa69.jpg http://s15.radikal.ru/i188/1003/4e/4561397b78a0.jpg http://i009.radikal.ru/1003/8d/77020e9657e0.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
wanderer Posted March 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2010 dariala გოგოჭურებიიიი, რა კარგები არიან.)))სიბოროტემდე კარგი ფოტოები გაქვს... :sorry:რამე საიტზე ხოარ გაქვს ატვირთული? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted March 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2010 საოცარი სურათებია!არ ვარ იქ ნამყოფი - მოვიხიბლე :sorry: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted March 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2010 wandererგოგოჭურები მართლაც კარგები არიან, მოხიბლული ვარ მაგ ბავშვებით. ჩემო ფოტოების სიკარგის რა მოგახსენო, ისე, ჩემს ჭიას ვახარებ თან არც აპარატი მიწყობს ხელს ფოტოებს გრაფზე და ბოკეზე ვტვირთავდი ადრე, ეხლაც დავდე ერთი-ორი ფოტო. kisaგმადლობ ყაზბეგში თU წახვალ არ ინანებ, მთელი ცხოვრება გემახსოვრება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
wanderer Posted March 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 12, 2010 მაგარი ფოტოები გაქვს ძაან...)) მეც ვახარებ ეგეთ ჭიას, მარა ყაზბეგში არ ვყოფილვარ, საცოდაობაა რა.((( Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 12, 2010 (edited) http://s40.radikal.ru/i089/1003/4f/88773fea90de.jpgგადასარევი ფოტოა, ცოცხალი, დაჭერა უნდა ასეთ მომენტებს, არადა იტყვი შემთხვევით გამოვიდაო Edited March 12, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted July 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2010 (edited) ეს ნათესავთან მივდიოდი სოფელში და შთაგონებულმა სახლში მერე ეს დავწერე სოფლის ავტობუსშისადგური ძალიან გავდა ფუტკრის სკას. ის დუღდა და გადმოდიოდა, ფუთფუთებდა და ბზუოდა, ათასგვარი ფერი, ფორმა და ხმა ერთად აღებული ქმნიდა ქაოსს, რომელიც სადგურისათვის უკვე ყოველდღიურ და ჩვეულ სანახაობად ქცეულიყო. ბილეთს კარგად დავაკვირდი, ზედ გარკვევით ეწერა ავტობუსის და არა ჩემი ადგილის ნომერი- DAL 458. გამიკვირდა, რადგან ველოდი, რომ ჩვეულებისამებრ ჩემი ადგილის ნომერი ეწერებოდა. უამრავ ყვითელ ავტობუსში ძლივს მოვძებნე ზემოთხსენებული DAL 458 და გაჭირვებით ავედი, რადგან ასასვლელში ვიღაც მაღალი, შუაზეგაყოფილჩოლკიანი სიგარეტს ეწეოდა და არც უფიქრია გზა დაეთმო. ავტობუსში ასვლისთანავე მივხვდი რატომ ჰქონდათ შიგნით მსხდომებს აჭარხლებული სახეები. ასევე მივხვდი იმასაც, თუ რატომ არ ეწერა ბილეთზე ჩემი ადგილის ნომერი. დავჯექი. მაშინვე დამებადა ლოგიკური კითხვა, რომლითაც გვერდით მჯდომ ქალბატონს მივმართე – უკაცრავად, რომელ საათზე გადის? მან “არმანის” სათვალის ზემოდან გადმომხედა და მითხრა-ვისი ხარ შვილო შენ?-სტუმრად მივდივარ ქალბატონო!-ვისთან? -ლალი ბრეგვაძესთან!-აააა, ლალისთან? რა ხარ მისი?-ნათესავი ვარ!-როგორი?-დისშვილი ვარ!-ააა, უი შენ რუსიკოს გოგო ხარ? კი ვიფიქრე, მეთქი რუსიკოს გოგო ხომ არ არის ეს თქო.-და ავტობუსი...-როგორ არის დედაშენი? ეეჰ, რაც მე და მაგას შალიკოს ბჟოლა გვიჭამია ერთად?!სანამ თავისი ბავშობის ისტორიას სრულად მომიყვებოდა მოვასწარი და ჩავურთე-ისა და ავტობუსი რომელ საათზე გადის?-არ აქვს შვილო ამას დრო და საათი, როცა გეივსება გავა აპა რას იზავს. დრო გადიოდა და მზე უფროდაუფრო მწველი ხდებოდა, რასაც ავტობუსში მსხდომები განსაკუთრებით მძაფრად განვიცდიდით. თავი მზეზე დაგდებულ კონსერვის თავდახურულ ქილაში მეგონა. დრო რომ გამეყვანა ჩემი ძველი მეგობარი ფოტოაპარატი ვიშიშვლე, ავტობუსიდან ჩავედი და ფოტოების გადაღება დავიწყე. -თან საქმე – ვფიქრობდი გულში. სადგურზე, ხალხში ყოველთვის საინტერესო ფოტოები გამოდის. ავტობუსში რომ დავბრუნდი, ჩემს წინ მჯდომმა მოხუცმა კაცმა მკითხა – რომელი გაზეთიდან ხარ შვილო? ის ის იყო პასუხი უნდა გამეცა, რომ ავტობუსში მეტად საინტერესო ობიექტი გამოჩნდა და ყველას მასზე გადაერთო. ეს იყო ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თუ კი ბუნებაში რამე ფერი არსებობს – აბსოლუტურად ყველა გამოეყენებინა მაკიაჟის გაკეთებისას. ტანთ ემოსა ივ სენ ლორანის შავი ბლუზი და ვიწრო, წითელი ქვედაკაბა. თმათა ტევრი ყვავილებიანი სამაგრების ქვეშ გამოემწყვდია. მთლიან კომპოზიციას აგვირგვინებდა მაღალქუსლიანი კედები.-ეს ნაილის გოგო არ არიი?-ხო, მისია, დედა-დედა რავარი კაი გამხდარა!-არა კაცო, თფილისი ცვლის მაინც ადამიანს, სხვანაირად აპეწიანებს.-აპა, აპა სად აქვთ ამ ბიჭებს თვალები, აგერ აა ჩემს ბოვშვს დოუღია პირი ჩვენი მეურნეობის ჭიშკარივით და დეიჭვანგება გლახათ. სუ ვეუნები- ბიჭო გაახილე თვალები, ვინცხა შემეიყვანე ჩვენს ეზო-კარეში, ერთი ბრუხუნა შვილიშვილი ჩამიგორეთ კალთაში-თქვა. მარა სულ ტყვილად ვლაპარიკობ ამდენს. დადის მაინც ისე ნაჩუქარი ჭუკივით და ისხავს მუცელში ვალოდიას მჟავე ღვინოს!-კი მარა, სად წევიდა ეს შოფერი, რო დაგვყარა აქანა ამ სიცხეში, ავდუღდით, მაგას ოუდუღდა გულ-მუცელი. ეხლა თვითონ ალბათ ჩეროში ზია და ნაყინს ხეთქავს.-ე, ბიჭო წადი და დოუძახე, იმ ოჯახაშენებულს.-ეეე, მოის, მოის.-ხოო, მეიბუძგება ექანა! გავხედე საბრალო მძღოლს, რომელსაც ხალხის რისხვა ელოდა. ის მშვიდად მოდიოდა და თან სიგარეტს ეწეოდა. წინა კარებთან დადგა და მშვიდად მოწია სიგარეტი ბოლომდე, ყურადღებასაც არ აქცევდა ხალხის ქოთ-ქოთს. სად იყო და სად არა ავტობუსისაკენ აუარება ხალხი გამოემართა. ზოგი მძიმე ჩანთებს მოათრევდა, ზოგი გოჭებსა და ქათმებს, ზოგი კიდე ერთმანეთს. სიყვარულითა და სიამოვნებით ვუყურებდი მათ ნამზეურ სახეებსა და ნაჯაფ, იმერეთის მადლიანი მიწით გაშავებულ ხელებს. მე ძალიან მიყვარდა ისინი, ყველა, სუუულ ყველა ეტეოდა ჩემს გაზარმაცებულ, მიწა-წყალდავიწყებულ გულში. ავტობუსმა ერთი დაითუხთუხა და მშვიდობიანად აიღო სტარტი. ჩვენ ყველანი მძღოლის და ღვთის ნებას მინდობილები ტაატით გავუყევით მტვრიან და ოღროჩოღრო გზას. Edited July 10, 2010 by dariala Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
hamurabi Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 dariala და რითი დაასკანერე ასეთი კარგი ხარისხით?მე მინდა ჩემი ოჯახის არქივების დიგიტალიზირება და მოგვიანებით ნელნელა დამუშავება. მე canon eos 450d სტადნდარტული ობიექტივით მოგესალმები ჭანო! მაინტერესებს ზემორე აღნიშნულის საბაზისო ცოდნის ეტაპობრივი საფეხურები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted July 23, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2010 ხამურაბი მაგარი ნიკია ფირები გაქვს შენ ხო ე.ი.მაგას მიიტან ან ფუჯიში "ვაგზალზე" რომ "პანდაა" იქ, ან ფოტო სამყაროში. 10 თეთრი ღირს ერთი კადრი + სიდის 50 თეთრი, თუ შენ სიდის მიიტან მაშინ ეგეც არა. მერე მაგას ჩაგიწერენ დისკზე, რომელსაც მიიტან სახლში და გადაყრი კომპიუტერში. დამუშავება თუ გინდა შეაგდებ ფოტოშოპში ან ოფისსაც აქვს თავისი სურათების რედაქტორი. ეს გაინტერესებდა მარტო თუ კიდევ რამე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
hamurabi Posted July 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 23, 2010 ხამურაბი მაგარი ნიკია ფირები გაქვს შენ ხო ე.ი.მაგას მიიტან ან ფუჯიში "ვაგზალზე" რომ "პანდაა" იქ, ან ფოტო სამყაროში. 10 თეთრი ღირს ერთი კადრი + სიდის 50 თეთრი, თუ შენ სიდის მიიტან მაშინ ეგეც არა. მერე მაგას ჩაგიწერენ დისკზე, რომელსაც მიიტან სახლში და გადაყრი კომპიუტერში. დამუშავება თუ გინდა შეაგდებ ფოტოშოპში ან ოფისსაც აქვს თავისი სურათების რედაქტორი. ეს გაინტერესებდა მარტო თუ კიდევ რამე? ერთგვარად ნასიამოვნები,კმაყოფილი და გულგაკეთებული ვარ ჩემი შესაძლებლობების შენსმიერ აღმატებულ ხარისხში შეფასებით სამწუხაროდ დილეტანტი ვარ ამ სფეროში დამწყებთათვის რეკომენდირებული ლიტერატურის შერჩევას ვითხოვდი. მადლობა გულისხმიერებისთვის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gvanci_gvanci Posted November 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2010 გენაცვაქლე დარიელა გულში.. თუ რამე გაწყენინე ბოდიში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.