Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

  • Replies 574
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

machkatela

ეეეეეე... წააგო იულიამ და ეგააააა..რა იქნება ამის მერეეეე,.ნეტავიიი

არც არაფერი განსაკუთრებული არ იქნება ქალბატონო მაჭყატელა. ალბათ იანუკოვიჩი მოიგებს და ის არ იქნება აშკარად პრორუსული როგორც ჩვენ მიშისტებს გონიათ და მაგრამ არც საქართველოს გადაკლული მეგობარი არ იქნება. ასევე არც მტერი, თუ ჩვენ პირველი ტურის ნაირ მორიგ სისულელეს არ ჩავიდენთ.

ისე გივიკოს და მისნაირების ბიზნესს უკრაინაში ალბათ დაერხევა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაფერი განსაკუთრებული არ იქნება ქალბატონო მაჭყატელა.

ძუკუ

ჩემი აზრით, მაგრად ცდები , ჩემო მიშა. იულია რევოლუციის გზით წავა

 

 

 

 

 

იანუკოვიჩი მოიგებს და ის არ იქნება აშკარად პრორუსული როგორც ჩვენ მიშისტებს გონიათ

ჩემი აზრით, აქაც ცდები . პრორუსული ვექტორი მისი ფლეშ-როიალია

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ჩემი აზრით, აქაც ცდები . პრორუსული ვექტორი მისი ფლეშ-როიალია

 

 

არ სცდება ლიც და იანუკოვიჩი პრორუსული არ იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ სცდება ლიც და იანუკოვიჩი პრორუსული არ იქნება.

lasha1997

"აღდგომა და ხვალეო", ჩემო დიტო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ძუკუ

 

 

 

„რეგიონების პარტია“ კიევში 50 ათასკაციანი მიტინგის გამართვას გეგმავს

07 / 02, 2010 19:04

 

ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტია“ ხვალ კიევში 50 ათასკაციანი მიტინგის გამართვას გეგმავს.

ამის შესახებ საზოგადოებრივი წესრიგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვლადიმერ რაევსკიმ დღეს, კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 3 თებერვალს, დეპარტამენტს ცსკ-ს წინ აქციის გამართვის უფლებაზე განცხადებით მიმართა იანუკოვიჩის საარჩევენო შტაბის უფროსმა ნიკოლაი აზაროვმა.

რაევსკის ინფორმაციით, 8 თებერვალს კიევში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისთვის რეგიონებიდან მოქალაქეები ავტობუსებით ჩამოვლენ. მისივე მტკიცებით, ამავე მიზნებისთვის კიევისა და კიევის ოლქის სანატორიუმებსა და დასვენების ბაზებში ამჟამად 3 ათასამდე მოქალაქე უკვე იმყოფება.

რაევსკის თქმით, უკვე დღეს კიევში პრეზიდენტის სამდივნოსთან, მინისტრთა კაბინეტთან, ცსკ-სთან, უმაღლესი რადას შენობებთან „რეგიონების პარტიის“ 160 კარავია გაშლილი, რომელთაგან 12 სამხედრო ტიპისაა. დღისით ამ კარვებში 400-მდე, ხოლო ღამით 20-150 მოქალაქე იმყოფება.

საზოგადოებრივი წესრიგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, აქციის მონაწილეების რიცხვის ზრდის შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინიტრო საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მოქალაქეთა თავშეყრის ადგილებში მილიციელთა რაოდენობას გაზრდის.

დამარცხების შემთხვევაში კიევში აქციების დაწყების შესახებ განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა იულია ტომოშენკომ 6 თებერვალს გააკეთა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანდრეი ერმოლაევი - დამარცხებული მხარე იძულებული იქნება არჩევნების შედეგები აღიაროს

07 / 02, 2010 19:42

 

სოციალური კვლევების ცენტრ "სოფიას" პრეზიდენტის ანდრეი ერმოლაევის პროგნოზით, უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატების მიღებულ ხმებს შორის სხვაობა სავარაუდოდ 5-7% იანუკოვიჩის სასარგებლოდ იქნება.

ერმოლაევის თქმით, არ გამართლდა ექსპერტთა ვარაუდი იმის შესახებ, რომ მეორე ტურში საზოგადოების აქტივობა დაბალი იქნებოდა, მეტიც, მეორე ტურში საზოგადოების აქტივობა შესაძლოა პირველ ტურზე მაღალიც აღმოჩნდეს. მისივე აზრით, ეს შესაძლოა იმის საფუძველი გახდეს, რომ პირველ ტურში იანუკოვიჩის 10%-ანი უპირატესობა, სავარაუდოდ, 5-7%-ზე მეტი არ იყოს, მაგრამ არჩევნები მაინც მისი გამარჯვებით დასრულდება.

ერმოლაევის აზრით, უკრაინაში უკვე ვერავის გააკვირვებ არჩევნების გამარჯვების აღნიშვნის ან გაპროტესტების შემთხვევებით. მხარეთა წარმომადგენლები შეეცდებიან ცსკ-ზე საზოგადოებრივი ზეწოლის ორგანიზებას, მაგრამ ფაქტია, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს საზოგადოების აქტივობა ორგანიზებული, იმის გამო, რომ ნარინჯისფერი რევოლუციით იმედგაცრუება იმდენად დიდია, 2004 წლის მაიდნის განმეორება აღარ იქნება და მხარეებს ურთიერთობების გარკვევა სასამართლოებში მოუწევთ.

"ჩემი აზრით, ტიმოშენკოს მცდელობა, არჩევნებში უპირატესობის მისაღწევად სასამართლო იქნას გამოყენებული, უშედეგოდ დასრულდება. იმის გამო, რომ მეორე მაიდნის პერსპექტივა არარეალურია, დამარცხებული მხარე იძულებული იქნება არჩევნების შედეგები აღიაროს", _ აღნიშნავს ანდრეი ერმოლაევი.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

„რეგიონების პარტია“ კიევში 50 ათასკაციანი მიტინგის გამართვას გეგმავს

 

 

მერე გამართოს და იულია რასაც ატრაკებს ვერ გააკეთებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Exit-polls показали радикальное сокращение отрыва Януковича

 

Радиостанция "Эхо Москвы" представила новые результаты exit-polls, которые свидетельствуют о резком сокращении отрыва Виктора Януковича от Юлии Тимошенко на выборах президента Украины.

Лидер Партии регионов набирает 49,4 процента голосов, украинский премьер - 45,3 процента. Против всех кандидатов проголосовали около 5 процентов избирателей.

http://lenta.ru/news/2010/02/07/exit1/

 

ლ ი ც ი

ციტატა(licemer @ 7th February 2010 - 12:36 PM)

„რეგიონების პარტია“ კიევში 50 ათასკაციანი მიტინგის გამართვას გეგმავს

 

 

მერე გამართოს და იულია რასაც ატრაკებს ვერ გააკეთებს.

lasha1997

არ დაგავიწყდეს ის, რომ იულია კიევს იგებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ჩემი აზრით, მაგრად ცდები , ჩემო მიშა. იულია რევოლუციის გზით წავა

როგორც გრეჩიხამ ვერ მოაწყო რევოლუცია ისე იულიაც ვერ მოაწყობს. არ იქნება მეორე მაიდანი, არ გაყვება მაგას ხალხი, იმიტომ რომ მართლა წააგებს, მიუხედავად იმისა მოგვწონს ეს მე და შენ თუ არა.

ჩემი აზრით, აქაც ცდები . პრორუსული ვექტორი მისი ფლეშ-როიალია

როგორც ბატია არ არის პრორუსი, ისე იანუკოვიჩი არ იქნება აშკარა პრორუსი. ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი აუცილებლად პრო თავის ქვეყნის იქნება აპრიორად, გინდა იანუკოვიჩი იყოს გინდა სხვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

არ დაგავიწყდეს ის, რომ იულია კიევს იგებს

 

 

45 მილიონი კაცი ცხოვრობს უკრაინაში.მოიგოს.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ციტატა(licemer @ 7th February 2010 - 07:25 PM)

ჩემი აზრით, მაგრად ცდები , ჩემო მიშა. იულია რევოლუციის გზით წავა

როგორც გრეჩიხამ ვერ მოაწყო რევოლუცია ისე იულიაც ვერ მოაწყობს. არ იქნება მეორე მაიდანი, არ გაყვება მაგას ხალხი, იმიტომ რომ მართლა წააგებს, მიუხედავად იმისა მოგვწონს ეს მე და შენ თუ არა.ციტატა(licemer @ 7th February 2010 - 07:25 PM)

ჩემი აზრით, აქაც ცდები . პრორუსული ვექტორი მისი ფლეშ-როიალია

როგორც ბატია არ არის პრორუსი, ისე იანუკოვიჩი არ იქნება აშკარა პრორუსი. ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი აუცილებლად პრო თავის ქვეყნის იქნება აპრიორად, გინდა იანუკოვიჩი იყოს გინდა სხვა.

ძუკუ

შენც იგივეს გეტყვი:- "აღდგომა და ხვალეო"

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

შენც იგივეს გეტყვი:- "აღდგომა და ხვალეო"

ნიძლავი ხინკალზე მოსულა და დიტოც დავპატიჟოთ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...