shamili Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 უკრაინელებზე წამიხდა სთაბეჭდილება . მაგარი კაცი იყო იუშჩენკო , ეროვნული და ეს ნეოკომუნისტი იანუკოვიჩი და ხაზარი ტიმოშჩენკო არჩიეს ეროვნულ პრეზიდენტს რომ იანუკოვიჩს და ხაზარ ტიმოშჩენკოს ამჯობინებს იმ ერზე რაღაა სალაპარაკო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 shamili ნეოკომუნისტი იანუკოვიჩიეგ რომ იყოს კიდე არაუშავს - უგოლოვნიკი როგორ უნდა აირჩიონ მე არ ვიცი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 ვიქტორ იანუკოვიჩი – ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში საქართველოსთან 07 / 02, 2010 14:28 "რეგიონების პარტიის" ლიდერის ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა დაბალანსებული იქნება. ამის შესახებ ~რია ნოვოსტი~ იუწყება. აღნიშნული განცხადება იანუკოვიჩმა მე-20 საარჩევნო უბანზე გააკეთა, სადაც დღეს, 09:57 საათზე საკუთარი არჩევანი გააკეთა. პრეზიდნტობის კანდიდატმა ხმის მიცემის შემდეგ ქართველი ჟურნალისტები დაარწმუნა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში საქართველოსთან ურთიერთობა დაბალანსებული იქნება. იანუკოვიჩმა ჟურნალისტებთან საუბარში ასევე განაცახდა, რომ უკრაინელი ხალხი უკეთეს ცხოვრებას იმსახურებს და მან ხმა სტაბილურ და ძლიერ უკრაინას მისცა. იგი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მესამე ტური არ გაიმართება. უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. პრეზიდენტობის კანდიდატები მოქმედი პრემიერი იულია ტიმოშენკო და ~რეგიონების პარტიის~ ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი არიან. 17 იანვარს გამართულ პირველ ტურზე იანუკოვიჩმა ხმათა 35,32%, ტიმოშენკომ კი 25,05% მიიღო. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 http://news.rambler.ru/Russia/head/5249223/ ინციდენტი კიევში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 კიევში საარჩევნო უბანზე გაშიშვლებულ გოგონებზე ადმინისტრაციული პროტოკოლი შეადგინეს07 / 02, 2010 16:16 ხუთ გოგონაზე, რომლებიც დღეს უკრაინის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე პროტესტის ნიშნად გაშიშვლდნენ, მილიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული პროტოკოლი შეადგინეს. ამის შესახებ უკრაინული სააგენტო ~უნიანი~ იუწყება. 1984-1991 წლებში დაბადებული გოგონები ობოლონის მილიციის რაიონულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო პროტოლოკი შედგა. დარღვევა ჯარიმას და 15 დღე-ღამის განმავლობაში ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. კიევში, #20 უბანზე, სადაც ხმა პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მისცა, რადიკალური ფემინისტური 5 აქტივისტი 09:00 საათზე შეიჭრა და წელამდე გაშიშვლდა. ისინი საკუთარ მოთხოვნებს ყვიროდნენ, რომელიც შემდეგი შინაარსის იყო - ~პოლიტიკოსებმა ქვეყანა არ უნდა გააუპატიურონ~. გოგონები საარჩევნო უბნიდან მილიციის თანამშრომლებმა გაიყვანეს.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 ტიმოშენკოს ბლოკიდან საუბნო კომისიის მდივანი გარდაცვლილი იპოვეს07 / 02, 2010 16:29 ივანო-ფრანკოვსკის ოლქში, იულია ტიმოშენკოს ბლოკიდან, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი გარდაცვლილი იპოვეს, რომელიც ხმის მიცემის წინა ღამით საარჩევნო უბაზე იმყოფებოდა. ამის შესახებ, უკრაინული საინფორმაციო საშუალებები იულია ტიმოშენკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით იტყობინებიან. უკრაინის ვიცე-პრემიერის, ტიმოშენკოს შტაბის ხელმძღვანელის ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით, გარდაცვლილი მამაკაცი #26 საუბნო საარჩევნო კომისიაში აღმოაჩინეს. „ბიულეტენები იმ სეიფში აღარ იყო, სადაც ღამით ინახებოდა“, - აღნიშნა ტურჩინოვმა.მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 აუუუუ იანუკოვიჩი მაგრად არ გვაწყობს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 ხუთ გოგონაზე, რომლებიც დღეს უკრაინის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე პროტესტის ნიშნად გაშიშვლდნენსურათები დაიდოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 (edited) იულია ტიმოშენკოს ბლოკის საიტი დაიბლოკა07 / 02, 2010 16:34 იულია ტიმოშენკოს ბლოკის საიტი ჰაკერების შეტევის გამო დაბლოკილია. როგორც უკრაინული საინფორმაციო სააგენტო ~უნიანი~ იუწყება, ამის შესახებ ბლოკის პრესსამსახურში განაცხადეს. ~საიტი ჰაკერების შეტევის გამო დაიბლოკა. ეს შემთხვევითი არ არის, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენს საიტზე ოპერატიულად ვათავსებდით ინფორმაციას იმის თაობაზე, როგორ ემზადებიან ჩვენი ოპონენტები მეორე ტურის გაყალბებისთვის. დღეს კი მასობრივი დარღვევბის შესახებ ვიუწყებოდით~, - განაცხადა ბლოკის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სოჩკამ. ამჟამად ტექნიკური ჯგუფი საიტის მუშაობის აღდგენას ცდილობს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 მგონი ხვდება, რომ აგებს და საპროტესტო სარჩულს კერავს Edited February 7, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 ეგზიტ-პოლების მონაცემებით ვიქტორ იანუკოვიჩი ლიდერობს07 / 02, 2010 17:28 ეგზიტ-პოლების 12:00 საათის მონაცემებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვიქტორ იანუკოვიჩი ლიდეროს. ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი ~NEWSLAND~ იტყობინება. არსებული მონაცემების თანახმად, ვიქტორ იანუკოვიჩი ამომრჩეველთა ხმების 55 პროცენტზე მეტს მოიპოვებს, ხოლო იულია ტიმოშენკო თითქმის 41 პროცენტს. რაც შეეხება რეგიონებს, კიევში გამოკითხულთა უმეტესობა მხარს იულია ტიმოშენკოს უჭერს, ხოლო ოდესაში ვიქტორ იანუკოვიჩი ლიდერობს. აღნიშნული მონაცემები, ეგზიტ-პოლების პირველადი მონაცემებია, რაც უბნიდან გამოსული ამომრჩევლების პასუხებს ეყრდნობა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 ციტატა(licemer @ 7th February 2010 - 04:45 PM) ხუთ გოგონაზე, რომლებიც დღეს უკრაინის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე პროტესტის ნიშნად გაშიშვლდნენსურათები დაიდოსSaturn http://i057.radikal.ru/1002/ad/570d8a48b22d.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 გარეკეს უკრაინაშიც ლიც? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 shamili იანუკოვიჩი და ხაზარი ტიმოშჩენკო არჩიესხაზარი ტიმოშენკო რაღაა ბატონო შამილ. აქამდე ვიცოდი რომ სომხური სისხლი ქონდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 ეეეეეე... წააგო იულიამ და ეგააააა..რა იქნება ამის მერეეეე,.ნეტავიიი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 ეეეეეე... წააგო იულიამ და ეგააააა..რა იქნება ამის მერეეეე,.ნეტავიიიmachkatela მაღალი ალბათობით "მაიდანი" გამეორდება გარეკეს უკრაინაშიც ლიც?lasha1997 სამაგიეროდ რა "გარეკილი" წიწკვები არიან, ჩემო დიტო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.