Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევის ცენტრში მამაკაცი დააკავა, რომელიც ხალხმრავალ ადგილზე აფეთქების მოწყობას აპირებდა.

სააგენტო "ინტერფაქსის" ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვალენტინ ნალივაიჩენკომ ტელეკომპანია "ინტერის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, დაკავებულია 1968 წელს დაბადებული საქართველოს მოქალქე, ვინმე გ.რ.

მას უკრაინის პასპორტი, ელექტროდეტონატორიანი ტროტილი და იარაღი ჰქონდა. დაკავება დამოუკიდებლობის მოედანზე გუშინ მოხდა.

“უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ვამუშავებთ ვერსიას, რომ საქართველოს მოქალაქე დანაშაულის ჩადენას ან მასობრივი აქციების ადგილზე აფეთქებას გეგმავდა", - აღნიშნა ვალენტინ ნალივაიჩენკომ.

ამასთან, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს და კიევის პროკურატურა ადგენენ, როგორ აიღო საქართველოს მოქალაქემ უკრაინის პასპორტი.

პრეზიდენტობის კანდიდატის, იულია ტიმოშენკოს მხარდასაჭერი აქცია გუშინ კიევში, სოფიას მოედანზე გაიმართა, ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერები კი, მიხაილოვის მოედანზე იყვნენ შეკრებილი.

ხვალ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 574
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ჯერ ერთი ტრუხა მგონია ეს ამბავი და მართალიც რომ იყოს რა მერე? მაგ ლოგიკით აშშ-ს ომი უნდა გამოეცხადებინა საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქემ აშშ-ს პრეზიდენტს ხელყუმბარა ესროლა :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა გადავხედე უკრაინულ საიტებს - არც გვარი წერია ამ ტიპის და კომენტარებია ისეთი, რომ საერთოდ არ აქცევს ხალხი ამ ინფოს არავითარ ყურადღებას.

პროვოკაცია და ტყუილიაო - ესე წერენ

:გამონათებისსმაილი:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიგვაჭყლიტეს საპრეზიდენტო პიარს.

ეხლა ვკითხე ჩემ მეგობრას და საერთოდ არაფერი არ იცოდა - სიცილი დამაყარა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი, არ ვიცი, რუსებმა რაAრც არარეალური დებილობის მოტხრა იციან საქ. და მერე

მართლდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

:გამონათებისსმაილი:

არავითარი გამონათება - თავიდანვე არ უნდა მიეცათ ამის საბაბი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთერთ საიტზე ვნახე ასეთი კომენტარი, მაგრა მომეწონა.იულიაზე და იანუკოვიჩზე

Лиса Алиса и кот Базилио. Невелик выбор.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ერთერთ საიტზე ვნახე ასეთი კომენტარი, მაგრა მომეწონა.იულიაზე და იანუკოვიჩზე

Лиса Алиса и кот Базилио. Невелик выбор.

მეც მეცოდება მაი ხალხი. ისევ კუჩმა დააბრუნონ, სჯობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს

07 / 02, 2010 10:41

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ~უნიანი~ იუწყება.

უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. 113 საარჩევნო უბანზე 225 საარჩევნო კომისია მუშაობს. უკრაინაში სულ 36 576 763 ამომრჩეველია.

საპრეზიდენტო არჩევნებზე 3780 ოფიციალური საერთაშორისო დამკვირვებელია რეგისტრირებული. დღეს ქვეყნის მილიციის მთელი პირადი შემადგენლობა იმუშავებს.

ვარაუდობენ, რომ ეგზიტ-პოლების პირველი შედეგები ხმის მიცემის დასრულებისთვის უკვე ცნობილი იქნება. ეუთო-ს დამკვირვებლები კი საკუთარ დასკვნას ხვალ გამოაქვეყნებენ.

პრეზიდენტობის კანდიდატები მოქმედი პრემიერი იულია ტიმოშენკო და ~რეგიონების პარტიის~ ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი არიან. 17 იანვარს გამართულ პირველ ტურზე იანუკოვიჩმა ხმათა 35,32%, ტიმოშენკომ კი 25,05% მიიღო.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

სათაურში ინტრიგა დავამატე. იმედია თემის ავტორი (newstudio) წინააღმდეგი არ იქნება

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იულია ტიმოშენკო - ხმა მივეცი ახალ, ევროპულ უკრაინას

07 / 02, 2010 11:55

უკრაინის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა იულია ტიმოშენკომ საკუთარი არჩევანი დნეპროპეტროვსკის საარჩევნო უბანზე უკვე დააფიქსირა. ამის შესახებ ~ინტერფაქს-უკრაინა~ იტყობინება.

ტიმოშენკო საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ~მე ხმა მივეცი ახალ, ევროპულ, მშვენიერ უკრაინას, სადაც ხალხი ბედნიერად იცხოვრებს~, - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და ~რეგიონების~ პარტიის ლიდერი ვიქტორ იანუკოვჩი მონაწილეობენ.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაღაც უსიამოვნო წინათგრძნობა მაქვს. ახლა დავფიქრდი, და მიშას მიერ დამკვირვებლების არგაშვება იმას ხომ არ უნდა ნიშნავდეს, რომ იქ ყველაფერი გადაწყვეტილია (იანუკოვიჩის სასარგებლოდ) და გაწევ-გამოწევას აზრი არა აქვს?

იმედის სიუჟტიც არ იყო ომახიანი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაღაც უსიამოვნო წინათგრძნობა მაქვს. ახლა დავფიქრდი, და მიშას მიერ დამკვირვებლების არგაშვება იმას ხომ არ უნდა ნიშნავდეს, რომ იქ ყველაფერი გადაწყვეტილია (იანუკოვიჩის სასარგებლოდ) და გაწევ-გამოწევას აზრი არა აქვს?

სავარაუდოდ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...