newstudio Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 რას დავაკვირდი ბევრი რაღაცა რაც უნდა გაკეტდეს, მართლაც აკეტებენ, მაგრამ ეს უნიჭოდ გამოსდით (ხან უტვინობის გამო, ხან მერკანტელური ინტერესებით), შემდეგ კი, როცა მიუტითებ, აი ეს ასე არ უნდა გაკეთებულიყოო. ეგრევე იწყებენ, შენ ჩასარეცხი ხარ, პროგრესს ხელს უშლი და ა.შ. ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ დროს იბნევა და პირდაღებული რჩება. არადა სწორი პოზიცია იქნებოდა, რეფორმები აუცილებელია, მარა არა ასე უნიჭოდ გაკეთებული!ანუ რასაც აკეთებენ ცუდად აკეთებენ, თორემ გასაკეთებელი რომაა, ვინ დაობს...განათლების ეფორმისა არ იყოს ვტყუივარ?!?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 newstudio კი. იქ, სადაც ამბობ, რომ ბევრი კეთდება. რაც კეთდება ცოტაა და უხარისხო, პლუს ჩვენი კისრიდან ამოწოვილი სისხლით, ტო ესტ ფულით კეთდება და იმის დიდი ნაწილიც მიშას სექსუალურ მასაჟებს, ღრანჭიანი გივის ცოლის ინფინიტს და განათლების მისნისტრების საზღვარგარეთ სწავლას ხმარდება... გზებზე მილიარდები დაიხარჯა და არცერთი არ ვარგა, სიღნაღში მილიონების საღებავი და ნათურა დაიხარჯა და კაპიკად არ ვარგა, სასამართლოს მილიონები დაახარჯეს და ყველაზე უარესია რაც კი ოდესმე არსებობდა (ამაზე უარესი ფიზიკურად ვერ იარსებებს), განათლების რეფორმაზე მილიონები დაიხარჯა და ყველაზე გაუნათლებელი თაობა იზრდება ბოლო 70-80 წლის განმავლობაში, ჯარზე მილიარდები დაიხარჯა და აქედან 60-70% ვიღაცეების ჯიბეში წავიდა, რაც დარჩა 3 დღეში გაიფლანგა, პოლიციაზე მილიარდები დაიხარჯა და 3 კაცის პირად დაცვად გადააქციეს. კარგი ძალიან ცოტა გაკეთდა: თბილისში ძალიან მაგარი სისუფთავეა და ნაგავი არ ყრია.ბათუმი ძალიან სერიოზულად გალამაზდა და განვითარდა.ლიცენზირების და სერტიფიცირების სისტემები ძალიან მაგრად მოწესრიგდა.რუსებისგან მთლიანად ენერგოდამოუკიდებლები გავხდით. გეხვეწები ცუდები არ ჩამომათვლევინო...მოკლედ ვიტყვი, რომ თვითეულ კარგში გაცილებით მეტი გადავიხადეთ რაც რეალურად ღირს და გაცილებით მეტი ცუდი ხდება, ვიდრე კარგი. ოღონდ ცუდი ძალიან რბილად ნათქვამია. თუ არ დაგეზარება ჩაუჯექი და ამოაარქივე ყოველდღიურად რამდენ კატასტროფას ვგებულობთ, აი ისეთებს, "ვიღაც სადღაც რომ ზის და სპეციალურად იგონებს" და მიხვდები. ოპოზიციის ნაკლი ისაა, რომ ძალიან შორს იხედებიან და ამასობაში კონკრეტულ ამოცანებს ვერ ართმევენ თავს. ეხლა ვიძინებ და მერე ვილაპარაკოთ ამ ყველაფერზე, თუ წინააღმდეგი არ იქნები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 analgin ლიცენზირების და სერტიფიცირების სისტემები ძალიან მაგრად მოწესრიგდა.რუსებისგან მთლიანად ენერგოდამოუკიდებლები გავხდით.ეს ორი პუნქტი შეგიძლია თამამად ამოიღო ) დენი ისევ მოგვეწოდება რუსეთისგან. გარკვეულ პერიოდებში კი მათ გარეშე ჩვენი სიმძავრე დაახლოებით 60 პროცენტს ყოფნის... ლიცენზირებაზე კი ისეთი საშინელებები შემიძლია გითრათ... მაგალითად როგორ გაყიდა ბენდუმ 100 მილიონად პრივატგრუპზე მთელი ჭიათურმანგანუმი თავის ფეროთი და უდიდესი მარაგებით. როდესაც მხოლოდ მარაგები 300-400 მილიონის იყო.და რაც მთვარია მეტალურგიის დარგი ფაქტობრივად დაღუპა საქართველოში ვინაიდან მადანს "პრივატი" იყენებს მხოლოდ, სხვებს არ აძლევს, თან ხსნის მხოლოდ ნაღებ მადანს და ანადგურებს საბადოს... ამასთან ერთად მილიონობით ტონა გქონდეს მარაგი და გარედან შემოიტანო მადანი კიდევ რას ნიშნავს ხვდებით? ) ანუ ალევებენ მოშნად. ამასთან ერთად არავის არ აქვს უფლება ქვიშაც კი მოიპოვოს ნახევარ იმერეთში თუ "პრივატმა" ლიცენზია არ მისცა. ხვდებით ვინ რა ცემს სამში გრძელს მისცემს ალბათ ხო? ) უშუალოდ ბენდუს კუთვნილ ლიზენზიაზე რა ხდება ამაზე საერთოდ გავჩუმდები... მოკლედ რა... ეგ ლეგენდები ბენდუ რომ მაგარია, ლიბერალი და ქვეყანაზე მოფიქრალი, ლიცენზირება რომ გამარტივდა და მოგვარდა და ასე შემდეგ... თამამად შეგიძლიათ ჩარეცხოთ... ნაგავია ეს ყველაფერი. newstudio იმიტომ ჩუმდებიან დეპრეს, რომ ინტელექტი არ ყოფნით და ცოდნა საგნის... უბრალოდ ყვირიან ყვირილისთვის, და ხშირად ისეთ რარაცეებზე დიშოვდებიან რომ მე მეშლება ნერვები და გინება მინდება... ნაცებს რა მოუვათ წარმომიდგენია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 მართალი ხარ ბევრი რამის გაკეთება უკეთესადაც შეიძლებოდა და მაგასისთვის უმაღლესი მათემატიკის ცოდნა არაა საჭირო.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 dire ლიცენზირებაზე კი ისეთი საშინელებები შემიძლია გითრათ... მაგალითად როგორ გაყიდა ბენდუმ 100 მილიონად პრივატგრუპზე მთელი ჭიათურმანგანუმი თავის ფეროთი და უდიდესი მარაგებით. როდესაც მხოლოდ მარაგები 300-400 მილიონის იყო.მასეც რომ იყოს პრივატიზაცია და ლიცენზირება არანაირ კავშირში არაა ერთმანეთთან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 Saturn მასე არის. და თუ გააგრძელებ კითხვას, აღმოაჩენ რომ პირდაპირ მიბმულია. ლიცენზია მისცეს "პრივატს" და შედეგად საქართველოში ვეღარავინ ვეღარ მოიპოვებს მადანს მათ გარდა. შესაბამისად უამრავაი პატარა ქარხანა რომელიც მუშაობდა იძულებულია ან კანონდარღვევით მოიპოვეოს მადანი ან წიდა, ან საზღვარგარეთიდან შემოიტანოს ( რაც გაცილებით ძვირი უჯდება და ხარსიხიც ძალიან დაბალია ) და ამავდროულად ამ მონოპოლისტს მიეცა საშუალება არსებული ლიცენზიის წყალობით ფაქტობრივად ნაღები მოეხსნა საბადოზე და დაეტოვებინა ნაგავი... თქვენ კი ( პოლიცია ) ზიხართ და ბოდიში და ერთ ადგილს იფხანთ... ამასობაში კი არ დაინტერესბულა მაინც ვინმე "ანალიტიკოსი" რაში სჭირდებოდა "პრივატს" ამხელა საბადოს პატრონს საზღვარგარეთიდან ამდენი მადნის შემოტანა... მოკლედ რა...ჰკიდიათ ქვეყანა და ქვეყნის ინტერესები, ქვეყნის ეკონომიკაც და ყველაფერი... მთავარია ბელადის უსაფრთხოება იქნას დაცული... ნუ იქაც თუ წილში არაა ვინმე თქვენიანი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 ლიცენზირების და სერტიფიცირების სისტემები ძალიან მაგრად მოწესრიგდა.აზრზე არ ხარ მეგობარო რას წერ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 ანუ რომ განვმარტო:ალბათ ერთ ერთი უიშიათესი, თუ არა ერთადერთი დარგი, რომელიც არის მსოფლიო მსშტაბის, ღირებულების, და გაქანების, რომლისთვისაც გვქონდა ყველაფერი, ნედლეულიდან დაწყებული, სპეციალისტებით და სკოლით დამთავრებული... ფაქტიურად დაიღუპა, სწორედ რომ ლიცენზირების კანონის და არა პრივატიზაციის მცირე თანხის გამო... ესეც თქვენ პროფესიონალიზმი, ბენდუ მაგადია და მიშა შენი დედა რატომ პინოჩეტი არ ხარ დოღრიალობის შედეგი... იდიოტების ხროვა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 პინოჩეტის დროს ჩილეში ეკონომიკური აღმასვლა იყო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 maliari ის სხვა ქვეყანა, სხვა დრო, სხვა რეალიები იყო.ჩვენ კი გვინდა მაქსიმალური სამართლებრივი თანასწორობა. სხვანაირად არაფერი არ გამოვა ამ ქვეყანაში.... სპეციფიკაა ასეთი რა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 direჩვენთან რაც ხდება მაოს დროინდელს მაგონებს-ერტი კვირა ექიმი რო იყო კაცი მერე კვირა ბრინჯს კრეფავდა, მესამე კვირას პოლიციელი. საქმეც მაქვს და სარჩოც ( ჩარეცხილის პოზიცია არ დამაბრალოს ვინმემ)მარა ჩემი პირდაპირი პროფესიით-სამშენებლო მაქ დამთავრებული, პრაქტიკები რუსეთში გავლილი-2004 მდე ვმუშაობდი ობიექტებზე. აბა რუსთავი 2-ის შენობა რო ჩამოინგრა-ისინი მშენებლობაში ერკვეოდენ? თუ დირემ რო თემა გახსნა რეესტრის შენობაზე-კომუნისტებს კი არა ედიკას დროს მაგაზე ციხე იქნებოდა! კაროჩე ვბრაზდები რა პრაფანების დოღი რო მახსენდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 რა შუაშია ლიცენზირება და პრივატიზაცია? რომ არ ვიცოდე და დარწმუნებული არ ვიყო, არ დავწერდი, თვარა რა მრჯის ამ ხელისუფლების საქებრად? აგიღიათ როდესმე რამის ლიცენზია (მთლად მართვის მოწმობას ნუ მეტყვით ეხლა)? უამრავი დროის, ფულის და ბიუროკრატიის პრობლემა სჭირდებოდა. ეხლა მარტივად, ერთ დღეში, ცივილურად აიღებ ნებისმიერ ლიცენზიას, საბუტებსაც კი თვითონ მოგიგროვებენ. სხვა საკითხია რამდენად მოგესემა ამ ლიცენზიის გამოყენების საშუალება. dire შენ რასაც წერ ეგ სხვა პრობლემაა და სისხლის სამართლის დანაშაულია (კორუფცია, თანამდებობის ბოროტად გამოყენება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა და ა.შ. იურისტები უკეთ მისცემენ ზუსტ შეფასებას). მაგ შემთხვევაში მოხდა დანაშაული:გაუმჭვირვალე, დახურული ტენდერით სახელმწიფო ქონება, კორუფციული გარიგებით, რეალურ ღირებულებაზე ბევრად ნაკლებ ფასში დაითრია ვიღაცამ. ლიცენზირების სისტემა კონკრეტული საქმიანობისთვის ნებართვის მიღებას არეგულირებს და არა იმას, რას წარმოადგენს ნებართვის ამღები და როგორ გამოიყენებს ამ უფლებას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 აგიღიათ როდესმე რამის ლიცენზია (მთლად მართვის მოწმობას ნუ მეტყვით ეხლა)? უამრავი დროის, ფულის და ბიუროკრატიის პრობლემა სჭირდებოდა. ეხლა მარტივად, ერთ დღეში, ცივილურად აიღებ ნებისმიერ ლიცენზიას, საბუტებსაც კი თვითონ მოგიგროვებენ. სხვა საკითხია რამდენად მოგესემა ამ ლიცენზიის გამოყენების საშუალება.პრავაში და რეეესტრის ამბებში გეთანხმები მეგობარო-გაკეთებულია 5ანზე საქმე. ლიცენზირება სხვა ვიგულისხმე მე და მგონი სხვა სახელით უნდა გეხსენებია პრავის აღება-არ ვიცი როგორ ქვია მაგას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 maliari ზუსტადაც პრავა არ მიგულისხმია ბიზნესის წარმოება ვიგულისხმე და ამ რეესტრს რომ წამოარტყავთ ხოლმე თავში კაცო, მანდ მარტო ბინების გადაფორმება კი არ ხდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SALEshop.ge Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 ვტყუივარ?!?! არა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.