Jump to content
Planeta.Ge

იესო ქრისტეს დამოკიდებულება ღვთის სახლ(ებ)ისადმი


Recommended Posts

Guest ჭანო

ძალიან მაინტერესბს იესოს დასმოკიდებულება ეკლესიებისადმი თავის დროს.

თუ ვინმეს ინფორმაცია გაქვთ დადეტ, მე ვეცდები მოგიანებით შევაგროვო ინფორმაცია ამ თემაზე.

Edited by ჭანო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 48
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ძალიან მაინტერესბს იესოს დასმოკიდებულება ეკლესიებისადმი თავის დროს.

თუ ვინმეს ინფორმაცია გაქვთ დადეტ, მე ვეცდები მოგიანებით შევაგროვო ინფორმაცია ამ თემაზე.

 

 

ჭანო

 

ცოტა ვერ გავიგე რა გაინტერესებს. იესომ დაარსა ქრისტიანული რელიგია. ანუ მისი დაარსებულია "ეკლესია" (ქრისტიაული შესაკრებელი).

 

რას გულისხმობ სიტყვებში: "მაინტერესბს იესოს დასმოკიდებულება ეკლესიებისადმი". რომლეი ეკლესიისადმი?

 

იესოს დროს როგორც ასეთი "ქრისტიანული ეკლესიები" არ არსებობდა. :pupuza: მის დროს არსებობდა იუდაიზმი და სხვა, არაქრისტიანული რელიგიური მრწამსის მიმდევრები: ზევსის, ჰერმესის, უცნობი ღვთაებების და სე შემდეგ. ქრისტიანები მათგან განსხვავებული რელიგიური შეხედულებების და მრწამსის ადამიანებს, "უცხო ღმერთების" და "უცნობი ღვთაებების" თაყვანისმცემლებს ეძახდნენ.

 

დააკონკრეტე შენ რა გაინტერესებს და ალბათ დაწერენ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ცოტა ვერ გავიგე რა გაინტერესებს. იესომ დაარსა ქრისტიანული რელიგია. ანუ მისი დაარსებულია "ეკლესია" (ქრისტიაული შესაკრებელი).

ქრისტიანული ეკლესიები რომ არ იყო ეგ ნათელია.

მაგრამ 12 წლის რომ იყო ხომ შევიდა ეკლესიაში და იქ საინტერესო რამ თქვა(თუ არ მეშლება)

 

მოკლედ საუბარია მასინდელ არსებულ (არაქრისტიანულ) ტაძრებსზე თუ სამლოცველობზე თუ რაც გინდა ის დაარქვით, ანუ ზოგადად (ფსევდო)ღვთის სახლებისადმი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იესოს დროს ეკლესია არ არსებობდა

არსებობდა, ერქვა სინაღოღა სადაც იესოც დადიოდა და სხვათა შორის ბიბლიასაც (თორას) კითხულობდა,

პირველი ქრისტიანებიც დადიოდნენ სინაღოღაში

 

ქრისტიანული ეკლესიები რომ არ იყო ეგ ნათელია.

მაგრამ 12 წლის რომ იყო ხომ შევიდა ეკლესიაში და იქ საინტერესო რამ თქვა(თუ არ მეშლება)

 

მოკლედ საუბარია მასინდელ არსებულ (არაქრისტიანულ) ტაძრებსზე თუ სამლოცველობზე თუ რაც გინდა ის დაარქვით, ანუ ზოგადად (ფსევდო)ღვთის სახლებისადმი

არ იქნება ურიგო, სანამ თემას გახსნი მანამდე თავად გაეცნო შენთვის საინტერესო მასალას,

ფორუმის საშულებით თუკი ცდილობ განათლების მიღებას, გეტყვი რომ აქ ვერ შეძლებ :pupuza:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქრისტიანული ეკლესიები რომ არ იყო ეგ ნათელია.

მაგრამ 12 წლის რომ იყო ხომ შევიდა ეკლესიაში და იქ საინტერესო რამ თქვა(თუ არ მეშლება)

 

მოკლედ საუბარია მასინდელ არსებულ (არაქრისტიანულ) ტაძრებსზე თუ სამლოცველობზე თუ რაც გინდა ის დაარქვით, ანუ ზოგადად (ფსევდო)ღვთის სახლებისადმი

 

ჭანო

 

იესოს დროს "ეკლესია" არ იყო. ქართული სიტყვა "ეკლესია" ეტიმოლოგიურად მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან: "ეკკლესია" (ἐκκλησία) და ნიშნავს ადამიანების შესაკრებელს, "კრებულს". "კრებულის" შესატყვისი ეს ბერძნული სიტყვაა "ეკკლესია", რომელიც ორი სიტყვისგან შედგება და სიტყვასიტყვით ნიშნავს "გარეთ მოხმობას". ის გამოიყენებოდა არარელიგიური მიზნით თავმოყრილი ხალხის მიმართაც.

ამის მაგალითია ის შემთხვევა, როცა ეფესოში "შეკრებილი ხალხი" დემეტრიოსმა პავლეს წინააღმდეგ წააქეზა (წაიკითხე მოციქულთა საქმეები 19:32, 39, 41). მაგრამ ბიბლიაში ეს სიტყვა, ძირითადად, ქრისტიანულ კრებასთან გამოიყენება. ანუ ქრისტეს მიმდევართა შესაკრებელთან. ქრისტეს მიმდევრები ხან შენობაში (ებრაულ ტაძრებში, სინაგოგებში იკრიბებოდნენ, ხან სახლებში და ასეთ ესაკრებელ ადგილებს კრებას ანუ ბერძნულად "ეკკლესიას" უწოდებდნენ.)

ბიბლიის ზოგ თარგმანში ეს ბერძნული სიტყვა (ეკკლესია) პირდაპირ გადმოიტანეს ქართულ ენაში როგორც "ეკლესია" და შენობაზე მიუთითებს, მაგრამ ერთი ბიბლიური ლექსიკონის თანახმად, "[ახალ აღთქმაში] ის არასდროს მიუთითებდა შენობაზე, სადაც ქრისტიანები თაყვანისმცემლობისთვის იკრიბებოდნენ". ნათქვამია (The Imperial Bible-Dictionary)-ში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბერძნულ წერილებში სიტყვა "კრება" სულ მცირე ოთხი გაგებით გამოიყენება. მოკლედ ამ საკითხზე აღარ დავწვრილმანდები. პირდაპირ მოკლედ დავწერ იმაზე, რაც შენ გაინტერესებდა.

 

იესო (ებრაულად "იეჰოშუა", ან შემოკლებით "იეშუა") დაიბადა ებრაულ ოჯახში. ებრაელი მარიამის და იოსების ოჯახში. დაბადებიდანვე ის იზრდებოდა ებრაული ტრადიციებით როგორც სხვა ებრაელები. ის ებრაული წესით წინადაცვითეს. ასწავლიდნენ წმინდა წერილებს - "ძველ აღთქმას". მშობლებს ის დაყავდათ ებრაულ დღესასწაულებზე. იესო, როგორც ებრაელი, პატივს სცემდა, ემორჩილებოდა და ასრულებდა იუდაური რელიგიის ადათწესებს, რელიგიურ მცნებებს და კანონებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესო, როგორც ებრაელი, პატივს სცემდა, ემორჩილებოდა და ასრულებდა იუდაური რელიგიის ადათწესებს, რელიგიურ მცნებებს და კანონებს.

რა? სად? როდის ?

:blink: :auf:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არსებობდა, ერქვა სინაღოღა სადაც იესოც დადიოდა და სხვათა შორის ბიბლიასაც (თორას) კითხულობდა,

პირველი ქრისტიანებიც დადიოდნენ სინაღოღაში

ეგ ვიცი, მაშინ ყველაფერს ტავისი სახელი უნდა ერქვას, სინაგოგა სხვაა, ეკლესია სხვა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა?

დავწერე უკვე რაც.

 

სად?

ისრაელში.

როდის ?

I საუკუნეში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

აზრი

კარგი იქნება თუ თემას დავუბრუნდებით.

ზემოთ განვმარტე რასაც ვგულისხმობ, ასე რომ მე ამ თემაში არ მაინტერსებს სხვა საკითხები,მხოლოდ ინფორმაციები, თუნდაც აღთალი არტქმიდან მისი დამოკიდებულება ღვთის სახლებზე.

არ იქნება ურიგო, სანამ თემას გახსნი მანამდე თავად გაეცნო შენთვის საინტერესო მასალას,

ფორუმის საშულებით თუკი ცდილობ განათლების მიღებას, გეტყვი რომ აქ ვერ შეძლებ 001.gif

არც ის იქნება ურიგო თუ სხვის საქმეებში ცხვირს თუ არ ჩაყოფ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
იესო ქრისტეს დამოკიდებულება ღვთის სახლ(ებ)ისადმი

იმედია ეხლა მაინც შევძლებთ თემაზე საუბარს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ვერ გამიგე ;)

მშობლებს ის დაყავდათ ებრაულ დღესასწაულებზე. იესო, როგორც ებრაელი, პატივს სცემდა, ემორჩილებოდა და ასრულებდა იუდაური რელიგიის ადათწესებს, რელიგიურ მცნებებს და კანონებს.

საიდან ასკვნი ამას ?

მოიტანე მტკიცებულებ იმისა რომ ის ემორჩილებოდა იუდაურ რელიგიას ადათწესებს. :D

 

რაც შეეხემა თემას.

ჭანო

ჩემთვის შენი კითხვა გასაგებია, მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს, რატომ გაგიჩნდა ეგ კითხვა ? (თუ გინდა ნუ მიპასუხებ :) )

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

კარგი იქნება თუ თემას დავუბრუნდებით.

ზემოთ განვმარტე რასაც ვგულისხმობ, ასე რომ მე ამ თემაში არ მაინტერსებს სხვა საკითხები,მხოლოდ ინფორმაციები, თუნდაც აღთალი არტქმიდან მისი დამოკიდებულება ღვთის სახლებზე.

 

ჭანო

 

მისი დამოკიდებულება ღვთის სახლებზე საკმაოდ დიდი ერთგულებით გამოირჩეოდა. ანუ მისთვის მიუღებელი იყო, როცა ღვთის სახლებში (ანუ შენობებში, ტაძრებში, რომელსაც სინაგოგა ერქვა) ისეთი რამ ხდებოდა, რაც არ შეეფერებოდა რელიგიურ ტაძარს, ანუ ღვთის სახლს. ის შოლტის გამოყენებით შენობიდან, ანუ ტაძრიდან გარეთ ყრიდა იმ ადამიანებს, რომლებიც ამა თუ იმ საგნებს, ნივთებს და სხვა რამერუმეებს ყიდიდნენ. როგორც ღვთის ერთგულ, ღვთის მოშურნე მორწმუნეს, იესოს სურდა რომ "ღვთის სახლში" ყველაფერი ღვთიური ყოფილიყო და ყველაფერი ღვთიურად გაკეთებულიყო. როგორც გსურდა, "ახალი აღთქმიდან" მოვიყვან ერთერთ მონაკვეთს:

 

"13 მოახლოებული იყო იუდეველთა პასექი და იესო იერუსალიმში ავიდა.

14 ტაძარში ნახა საქონლის, ცხვრებისა და მტრედების გამყიდველები, იქვე ისხდნენ ფულის გადამხურდავებლებიც.

15 თოკებისგან შოლტი გააკეთა და ტაძრიდან გამორეკა ყველა, ცხვარსა და საქონელთან ერთად, ფულის გადამცვლელებს კი ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა.

16 მტრედების გამყიდველებს უთხრა: მოაშორეთ ესენი აქედან! გეყოთ მამაჩემის სახლის სავაჭრო სახლად ქცევა!

17 გაახსენდათ მის მოწაფეებს დაწერილი: შენი სახლის მოშურნეობა შემჭამს მე". - ეს მონაკვეთი დავაციტირე იოანეს სახარებიდან. თავი მეორე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ჩემთვის შენი კითხვა გასაგებია, მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს, რატომ გაგიჩნდა ეგ კითხვა ? (თუ გინდა ნუ მიპასუხებ 001.gif )

იმედია თემა მიგვიყვანს კითხვამდეც და პასუხამდეს ;)

 

ეს მონაკვეთი დავაციტირე იოანეს სახარებიდან. თავი მეორე.

:maladec:

მადლობა

 

თუ არ დაგეზარება და დრო გექნება, იქნებ კიდევ დადო ამონარიდები.

Edited by ჭანო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ვერ გამიგე ;)

ხდება ხოლმე. :D

 

საიდან ასკვნი ამას ?

წმინდა წერილიდან, ანუ ბიბლიიდან. აბა საიდან დავასკვნი? :) იქ არ ვყოფილვარ. :D

 

მოიტანე მტკიცებულებ იმისა რომ ის ემორჩილებოდა იუდაურ რელიგიას ადათწესებს. :)

სიამოვნებით.

 

აი რას ამბობდა თვითონ იესო:

 

"არ იფიქროთ, რომ კანონის ან წინასწარმეტყველთა წიგნების გასაუქმებლად მოვედი, გასაუქმებლად კი არა, შესასრულებლად მოვედი".

 

უფრო მეტიც. თუ ბიბლიას გადახედავ, ნახავ რომ ის იცავდა იუდაური რელიგიის კანონებს, ღვთისთვის მისაღებ ადათ-წესებს და წინასწარმეტყველების წიგნებსა და კანონებში დაწერილ მცნებებს ასრულებდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...