newstudio Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 გუშინ, ცენტრალური ავტობანის მაგისტრალთან არსებულ ხურვალეთის გადასასვლელზე, სპეცრაზმის თანამშრომლებმა დევნილთა დასახლებებში ჟურნალისტები არ შეუშვეს. სამხედრო ფორმაში და ავტომატიანმა პოლიციის თანამშრომლებმა ბრიგადის უფროსთან დარეკვის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ხურვალეთის კოტეჯებში ჟურნალისტების შესვლა აკრძალულია. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის", სტუდია ,,ჯი-ენესის" გადამღები ჯგუფი, გაზეთ ,,ქართლის ხმის" და ,,პრესა.გე" ჟურნალისტები დასახლებაში არსებული პრობლემების დაფიქსირებას აპირებდნენ. სპეცრაზმის მუშაკებმა განგვიცხადეს, რომ დასახლებაში მდგომარეობა დაძაბულია. სპეცრაზმის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება მას შემდეგ არ მისცეს, რაც ხურვალეთის მაცხოვრებლებმა 11 იანვარს საპროტესტო აქცია მოაწყეს და გზა გადაკეტეს. 11 იანვარს სპეცრაზმის წევრებმა საყვედური მიიღეს იმის გამო, რომ მოსახლეობამ საგუშაგო გადმოლახა და გზის გადაკეტვა მოახერხა. ჟურნალისტების გადაადგილების ხელშეშლის ფაქტი დაფიქსირებულია ვიდეომასალით. http://www.regions.ge/2&newsid=2976&am...ition=news_main პ.ს. ანუ დევნილთა დასახლებები ჩაკეტილ სივრცეთ იქცა, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება?!? წარმოიდგინეთ ჟურნალისტებს თელავში რომ არ უშვებდნენ მაგალითად! სატურნ, როგორ ახსნი ამას?>?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 (edited) სატურნ, როგორ ახსნი ამას?მე რატომ უნდა ავხსნა? ჟურნალისტების გადაადგილების ხელშეშლის ფაქტი დაფიქსირებულია ვიდეომასალითდაგედო ბარემ ეს ვიდეომასალაც Edited January 16, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 მისცენ შუქი და დაწყნარდება ეგ ხალხი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 Saturn დაგედო ბარემ ეს ვიდეომასალაცმე არ მაქვს, გამოაქვეყნებენ ალბათ მალე Siknadmo მისცენ შუქი და დაწყნარდება ეგ ხალხი შიდა ქართლის გუბერნატორი ვარძელაშვილი 16-17 იანვარს მიუზიკლებს დაესწრება. ამ აქციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 600 ლარია გამოყოფილი. ვარძელაშვილის პრესსამსახური ნათია ომაძე ირწმუნება, რომ ვარძელაშვილთან ერთად მიუზიკლ ,,ჩხიკვთა ქორწილში" გორის გამგეობამ 400 დევნილი ბავშვიც დაპატიჟა. ქორწილში სხვა დაუპატიჟებელ სტუმრებს არ ელიან. http://www.regions.ge/2&newsid=2979&am...ition=news_main პ.ს. ამ ხელისუფლებას პრიორიტეტები სერიოზულად არეული აქვს, ასეთი დაუნები ერთად სად შეიკრიბნენ?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 საკუთარ ქვეყანაში, რა მოტივით უნდა გაბედოს პოლიციელმა რომელიმე არასამხედრო და არა საიდუმლო დასახლებულ პუნქტში ვინმეს არ შეშვება? აღარც კი ვიცი პოლიცია კი არა ოხრანკაც აღარაა... რაღაც ზომბების ხროვაა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 newstudio შიდა ქართლის გუბერნატორი ვარძელაშვილი 16-17 იანვარს მიუზიკლებს დაესწრება. ამ აქციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 600 ლარია გამოყოფილი. ვარძელაშვილის პრესსამსახური ნათია ომაძე ირწმუნება, რომ ვარძელაშვილთან ერთად მიუზიკლ ,,ჩხიკვთა ქორწილში" გორის გამგეობამ 400 დევნილი ბავშვიც დაპატიჟა. ქორწილში სხვა დაუპატიჟებელ სტუმრებს არ ელიან. http://www.regions.ge/2&newsid=2979&am...ition=news_main პ.ს. ამ ხელისუფლებას პრიორიტეტები სერიოზულად არეული აქვს, ასეთი დაუნები ერთად სად შეიკრიბნენ?!სააკაშვილის მომხრე მყავს ნაცნობი, მთაწმინდელი და ძალიან ამაყობს ლუსტრებით, უხარია,ჩემს შვილსაც ძალიან მოსწონსო და ვეკითხები, არ ჯობდა მეთქი ამდენი ფულით რაც მაგ განათებაზე დაიხარჯა რამდენიმე მძიმე ავადმყოფისთვის გაეკეთებინათ ოპერაცია და სულაც 30 ადამიანი გადაერჩინათ არ გესმისო შენო, დემაგოგოფო, თანაცო სადო 30 კაციო და სადო მილიონი გახარებული თბილისელი გაჩახჩახებული რუსთაველითო ნაცმოძრაობის წევრი არაა და არც საჯარო დაწესებულებაში არ მუშაობს, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 ეს საპირველაპრილო შუტკებზე ვარჯიშობთ თუ როგორ?ოპოზიცია ჩასარეცხი თუ გამოსარეცხი აღარაა ამ ქვეყანაში უკვე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 ანუ დევნილთა დასახლებები ჩაკეტილ სივრცეთ იქცა, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება?!? წარმოიდგინეთ ჟურნალისტებს თელავში რომ არ უშვებდნენ მაგალითად!ძალიან ვამუქებთ ჩვენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 ძალიან ვამუქებთ ჩვენ.ჩვენ არა, ნიუსტუდიო ამუქებს. უფრო სწორად აბუქებს : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 Saturn ჩვენ არა, ნიუსტუდიო ამუქებს. უფრო სწორად აბუქებსანუ შეუშვეს იქ ჟურნალისტები, და რაც პირველ პოსტში წერია, ტყუილია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 სამხედრო ფორმაში და ავტომატიანმა პოლიციის თანამშრომლებმა ბრიგადის უფროსთან დარეკვის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ხურვალეთის კოტეჯებში ჟურნალისტების შესვლა აკრძალულია.ბარემ მავთულხლართი შემოავლონ ამ "გეტოებს", იმ ხალხს გულზე ნიშნები დაასვან და ზოლიანი ტანსაცმელი დაურიგონ - იქნება ოფიციალური საკონცენტრაციო ბანაკი !და საერთოდ ვინ აგდია ვიღაც "ბრიგადის უფროსი" ესეთ რამეს რომ აკეთებს? ეხლავე გამოეთრენ ტელევიზიით, ბოდიში მოიხადონ და მოცოცხონ იქედან!მართლა ყველაფერს აქ საზღვარი რა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 ანუ შეუშვეს იქ ჟურნალისტები, და რაც პირველ პოსტში წერია, ტყუილია?დაპირებული ვიდეო მასალა რომ დაიდება, შემდეგ მოგახსენებთ ჩემს აზრს მაგ საკითხზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 Private Nodari Saturn იცით რა?აი თქვენ უნდა გაგამწესოს ადამიანმა იმ "გეტოში" საცხოვრებლად და მერე გნახავთ როგორ გაამუქებთ და გააბუქებთ!მართლა ყველაფერს აქ საზღვარი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 პროტესტი რატომ გამოთქვეს იმ ხალხმა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 kisa თქვენ უნდა გაგამწესოს ადამიანმა იმ "გეტოში" საცხოვრებლადიქ ცხოვრებას ჩვენს ნათქვამთან რომ არანაირი კავშირი არ აქვს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.