nuaka Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 მოდერატორს ვთხოვ არ გადაიტანოს ეს თემა ხელოვნებაში, რადგან აქ ვიმსჯელებთ სულიერ-შემეცნებით საკითხებზე და არა ხელოვნების თეორიის ასპექტით.გთხოვთ ნუ გააოფებთ თემას და შეძლებისდაგვარად შეიკავეთ თავი ცინიკური თავდასხმებისაგან.აზრის გამოხატვის მრავალფეროვანი საშუალებებიდან ჩვენ ვირჩევთ ჩვენი ადამიანური ბუნების შესაბამისს. წუხელ ვსაუბრობდით ცნობიერების ფორმებზე, რამაც მისცა იმპულსი ამ თემას.ხელოვნება არის ცნობიერების იმაგინაციური (ხატსახოვანი) ფორმა,და როგორც ასეთი, ის არის უშუალო გამოხატვა იმისა, რაც ადამიანის მიერ აღქმული იქნა როგორც სინამდვილე, და სინამდვილესთან ურთიერთობა.ამით და ასე განსხვავდება ხელოვნების ნამდვილი ქმნილება -სუროგატულისაგან. გენიოსი -ხელოსნისაგან..ამ თემაში ვისაუბროთ ხელოვნებაში გადმოცემულ სულიერ იდუმალებებზე, რომლებიც გენიოსების იმაგინაციურ ცნობიერებაში აღობეჭდა თავის დროზე, და შემდგომ გამოვლინდა, როგორც მათი სინამდვილესთან კონტაქტის აღმქმელობა -ხატ სახეებში.ამ აზრით და ამ განწყობიდან შევათვალიეროთ და დავაკვირდეთ მიქელანჯელოს მიერ მოხატულ სიქსტის კაპელის ჭერს, კერძოდ - ადამის შექმნის ფრესკას. ქვემოთ კი გავაგრძელებ საუბარს.http://i055.radikal.ru/1001/18/ab6d57782668.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 ფრესკაში 2 ძირითადი კომპოზიციური ფიგურაა- ადამი და მისი შემოქმედი "ჯგუფი." ჯერ დავაკვირდეთ შემოქმედ ჯგუფს. რა აერთიანებს ამ მრავალფიგურიან კომპოზიციას?ის მთლიანად მოთავსებულია და შეკრულია იმ ფორმაში, რომელიც წარმოადგენს ტვინს. ანუ - ლოგოსს, ანუ ღვტაებრივ ცნობიერებას. ცნობიერება -ლოგოსს. ვნახოთ ახლა ეს ფორმა.სუფტად ვერ შემოვხაზე, მაგრამ მაინც მიხვდებით.http://s001.radikal.ru/i193/1001/92/2fefd5028b03.jpg ანუ, რა ხდება?მიქელანჯელო აღიქვამს და გამოხატავს იმაგინაციურად - ის, რაც წარმოადგენს ადამის შემოქმედებით ჯგუფს ( აქვე გავითვალისწინოთ ის, რომ ადამი არის საერთო საკაცობრიო სხეული, ერთიანი, გაუდიფერენცირებელი კაცობრიობა,ასე ვთქვათ "ინსტანტი"და არა ერთი კონკრეტული კაცი, როგორც ამას რელიგია მიიჩნევს), თავად არის ლოგოსის შიგთავსი. ლოგოს-ცნობიერებაში მყოფი.ანუ - ის ჯგუფი, ვინც ქმნის კაცობრიობის "პროექტ-კონსტიტუციას"-სულაც არ გახლავთ პირადად ის, ვისაც რელიგია "მამას" უწოდებს.მამა ღმერთი არ ქმნის ადამ-კაცობრიობას. და ამას ნათლად აღიქვამს მიქელანჯელო.დანარჩენზე შემდგომ. ამ ფრესკაში არაერთი სულიერი იდუმალებაა განბეჭდილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 სანამ ამ პირველ კომპოზიციაზე შევჩერდებით დეტალურად და აღქმით გავიაზრებთ მის შიგთავსს, მანამ ასევე ზოგადად მოვხაზოთ მეორე -ადამის (ადამ-კაცობრიობის) კომპოზიცია:http://s41.radikal.ru/i093/1001/4e/436bf858d792.jpg ჩვენ აქ აშკარად ვხედავთ (ისევ მოვიბოდიშებ ჩემი არასუფთა შემოხაზულის გამო) ქალის გამოსახულების კონტურებს.ის "ჩახატულია" ადამის მარცხენა (გულის) მკერდისა და ფერდის მოცულობაში. თავსდება ადამის ტორსში.მიქელანჯეოს იმაგინაციური ცნობიერება აბსულოუტურად ადექვატურად სწვდება სულიერ ჭეშმარიტებას- ქალური "ელემენტი"-არის ადამიანის სამშვინველი (დუშა). სულიერ წყაროებში, სახარებში, ყველა გენიალურ ქმნილებაში -ქალის ხატსახით მუდამ არის საუბარი ადამისნის სამშვინველზე. ასეა რუსთაველთანაც, დანტესთანაც და გოეტესთანაც (და ყველგან, საერთოდ).ამდენად მიქელანჯელო თვალნათლივ გვაძლევს კაცობრიობის კონსტიტუციის 2 "შემადგენელ" ელემენტს- ფიზიკურ სხეულს, და სამშვინველს. ეს კონსტიტუცია ნახატზე იმყოფება უმთავრესის - ღვთაებრივი სულის მოლოდინში. მაგრამ, მანამდე კიდევ ერთხელ უნდა მივუბრუნდეთ ადამის კომპოზიციას. პრადალჟენიე სლედუეტ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცნაური Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 ვნახოთ ახლა ეს ფორმა.სუფტად ვერ შემოვხაზე, მაგრამ მაინც მიხვდებით.ამ სურათზე უფრო ნათლად დაინახავთ თუ რაზეა საუბარი http://s002.radikal.ru/i200/1001/fa/ad5d97f2bdc1.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცნაური Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 nuaka სანამ ადამის კომპოზიციას მიუბრუნდებით იქნებ ის, რაც წარმოადგენს ადამის შემოქმედებით ჯგუფს ( აქვე გავითვალისწინოთ ის, რომ ადამი არის საერთო საკაცობრიო სხეული, ერთიანი, გაუდიფერენცირებელი კაცობრიობა,ასე ვთქვათ "ინსტანტი"და არა ერთი კონკრეტული კაცი, როგორც ამას რელიგია მიიჩნევს), თავად არის ლოგოსის შიგთავსი. ლოგოს-ცნობიერებაში მყოფი.ანუ - ის ჯგუფი, ვინც ქმნის კაცობრიობის "პროექტ-კონსტიტუციას"-სულაც არ გახლავთ პირადად ის, ვისაც რელიგია "მამას" უწოდებს.მამა ღმერთი არ ქმნის ადამ-კაცობრიობას. და ამას ნათლად აღიქვამს მიქელანჯელო.დანარჩენზე შემდგომ. ამ ფრესკაში არაერთი სულიერი იდუმალებაა განბეჭდილი.რას ნიშნავს გაშავებული ადგილები თქვენს პოსტში ? იქნებ უფრო ვრცლად დაწეროთ . მადლობა წინასწარ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 უცნაური მაგარია ძაანრას ნიშნავს გაშავებული ადგილები თქვენს პოსტში ?გამუქებული ადგილები რასაც ნიშნავს საერთოდ - რაზეც მეტად უნდა გაამახვილოს ადამიანმა ყურადღება.მივყვეთ ამ ფრესკას სადამდეც შევძლებთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nefertiti Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 nuaka Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MR:RAZIEL Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 სანამ ამ პირველ კომპოზიციაზე შევჩერდებით დეტალურად და აღქმით გავიაზრებთ მის შიგთავსს, მანამ ასევე ზოგადად მოვხაზოთ მეორე -ადამის (ადამ-კაცობრიობის) კომპოზიცია:http://s41.radikal.ru/i093/1001/4e/436bf858d792.jpgჩვენ აქ აშკარად ვხედავთ (ისევ მოვიბოდიშებ ჩემი არასუფთა შემოხაზულის გამო) ქალის გამოსახულების კონტურებს.ის "ჩახატულია" ადამის მარცხენა (გულის) მკერდისა და ფერდის მოცულობაში. თავსდება ადამის ტორსში.მიქელანჯეოს იმაგინაციური ცნობიერება აბსულოუტურად ადექვატურად სწვდება სულიერ ჭეშმარიტებას- ქალური "ელემენტი"-არის ადამიანის სამშვინველი (დუშა). სულიერ წყაროებში, სახარებში, ყველა გენიალურ ქმნილებაში -ქალის ხატსახით მუდამ არის საუბარი ადამისნის სამშვინველზე. ასეა რუსთაველთანაც, დანტესთანაც და გოეტესთანაც (და ყველგან, საერთოდ).ამდენად მიქელანჯელო თვალნათლივ გვაძლევს კაცობრიობის კონსტიტუციის 2 "შემადგენელ" ელემენტს- ფიზიკურ სხეულს, და სამშვინველს. ეს კონსტიტუცია ნახატზე იმყოფება უმთავრესის - ღვთაებრივი სულის მოლოდინში. მაგრამ, მანამდე კიდევ ერთხელ უნდა მივუბრუნდეთ ადამის კომპოზიციას.პრადალჟენიე სლედუეტისევე აშკარად როგორც სპილოსფორმის ღრუბელს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 ჯერჯერობით ისევ ადამის კომპოზიციას დავაკვირდეთდავაკვირდეთ 2 ჩვილი ბავშვის ემბრიონს ადამის წიაღში, პირქვე და გვერდულა მწოლარეებს.რაც შემდგომ გაგვახენდება ადამის 2 ძესთან -აბელთან და კაენთან მიმართებაში, როგორც კაცობრიობის 2 შტო. 2 ხაზი.ფრესკაზე ჩვენ ვხედავთ, რომ ამ 2 ემბრიონიდან ერთი მათგანის კონტურები მეტადაა გრაფიკულად გამოკვეთილი,ხოლო მეორე -ჩამორჩება დასრულებულობის თვალსაზრისით.ამას აქვს თავისი ღრმა მნიშვნელობა.აქ მტავარი ისაა, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტად ნათლად აღვიქვათ ლუკას სახარების იესოს გენეალოგიის ის მონაკვეთი, სადაც ლუკა ამბობს, რომ ის არის ადამის ძე.და შემდგომ უფრო "მაღლაც" მიდის ლუკა. -"ღმერთის ძე"-ასე ასრულებს იესო ქრისტეს გენეალოგიას. მაშინ, როცა მათე იესოს გენეალოგიას იწყებს აბრაამიდან. და ეს სრულიადაც არ არის შემთხვევითი. ახლა ვნახოთ ეს 2 ემბრიონი საკაცობრიო სხეულში -ადამში, ხოლო შემდეგ ვნახოთ შემოხაზვის გარეშე და ისე აღვიქვათ.http://i067.radikal.ru/1001/00/967ee6d0d998.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nefertiti Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 ისევე აშკარად როგორც სპილოსფორმის ღრუბელს ძალიან ბევრ რამეს დაინახავ აქ აშკარად შეიძლება ისიც კი თქვა რა ბრმა ვყოფილვარ აქამდეო როგორც ეს მე დამემართა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 (edited) შემოუხაზავადაც ჩანს ეს ემბრიონებიhttp://s005.radikal.ru/i211/1001/5d/3bb18f4a66aa.jpg ნუ მე ვერ ვხაზავ კარგად ვისაც შეუძლია შემოხაზოს.ანუ ჩვენ მივყვებით აქ მიქელანჯელოს შტრიხებს და შუქ-ჩრდილებს და არაფერს ვიგონებთ, არაფერს ვამატებთ.უბრალოდ ვხედავთ იმას, რაც არის.და რაც არის ის საოცარ თანხმიერებაშია სახარებასთან და სულიერ ხედვასთან, საერთოდ. სულიერ რეალობასთან.პრადალჟენიე სლედუეტ. Edited January 16, 2010 by nuaka Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 (edited) ისევე აშკარად როგორც სპილოსფორმის ღრუბელსეს რას ნიშნავს?დაგვანახე სპილო.და საერთოდ ცინიზმს და უაზრო პოსტებს შეეშვით ამ თემაში მაინც. Edited January 16, 2010 by nuaka Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MR:RAZIEL Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 Nefertiti გამოსახულებების მეც მივამგვანე კი მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს რადგან ყველა სხვადასხვა რაღაცას ხედავს და აღიქვავს ჭეშმარიტება კი მიქელანჯელომ წაიღო თან ღრუბლებს ტყუილად არ შევადარე... დაუკვირდით მარჯვენა მუხლს აშკარად შეამჩნევთ ადამიანის პროფილს: და რას ნიშნავს ეს? არამგონია კამათი ღირდეს რადგან ადამიანის ფანტაზია უსაზღვროა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nefertiti Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 აშკარად შეამჩნევთ ადამიანის პროფილს ყოჩაღ!ასე გააგრძელე უფრო ბევრ საინტერესოს დაინახავ და არა მარტო ადამიანის პროფილს ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MR:RAZIEL Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 nuaka არავითარი ცინიკაღრუბლებთან შედარება მოვიყვანე უბრალოდ...არასოდეს დაკვირვებიხარ ღრუბელს? შეამჩნევდი ათასგვარ გამოსახულებას და ეს ყოველივე შენი ფანტაზიის ნაყოფია როგორც ამ ნახატის შემთხვევაშიროგორც დავინჩის საიდუმლო სერობაზე იყო ერთი ამბები და მანდაც კარგათ ახსნეს რომ ეს ადამიანების ფანტაზიის მეტი არაფერი იყო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.