Nukriko Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 არ მესმოდა არასდროს, რატომ არ კმაყოფილდებოდნენ ადამიანები, როდესაც მეკითხებოდნენ: "სადაური ხარო?" და პასუხად იღებდნენ: "თბილისელი ვარ". ბაბუაჩემი, მამაჩემი და მეც თბილისში-დავიბადეთ გავიზარდეთ, მარა რატომღაც უნდა ვთქვა რომ ქართლელი ვარ. ეს არის ფეოდალური ნაციონალიზმის დამახასიათებელი, რომ შენ იქაური კი არ ხარ, სადაც დაიბადე, სადაც გაიზარდე, ვისთანაც ახდენ შენს იდენტიფიკაციას, არამედ შენ იქაური ხარ, საიდანაც შენი შორეული და შეიძლება არც ისე შორეული წინაპრები ცხოვრობდნენ. რატომ აქვს ამ ფესვებს ესეთი დიდი მნიშვნელობა და რატომ არის ესეთი ძნელი, მაგალითად კახელი გახდეს მეგრელი თუ კი სამეგრელოში დაიბადება და გაიზრდება და პირიქით? რა მნიშვნელობა აქვს ამ რაღაც ფესვების ქექვას? ფეოდალურ სამყაროში, ადამიანი მიწაზე იყო მიბმული, თაობები ისე იცვლებოდა, რომ იმ მიწას არც ერთი თაობა არ ცილდებოდა. შესაბამისად ერთი ადგილისადმი კუთვნილებას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, ჩამოსული სხვა კუთხიდან, მაინც გარკევულწილად ჩამოსულად ითვლებოდა, რამოდენიმე თაობა რომ ეცხოვრა მაგალითად გორში, ის მაინც იტყოდა რომ იმერელია. ჩამოყალიბებულ ერისთვის მნიშვნელობას არ წარმოადგენს თუ შენი საგავრეულო ფესვები, რომელ კუთხიდან არის. თუ ერი შემდგარია, ქართველი მუდამ ქართველი რჩება და არავინ იძიებს მის ფესვებს. მარა რამდენად ჩამოყალიბებულნი ვართ? ვიღაცას დიდი ბებო ჰყავდა ოსი, მერე მიდის ჭორაობა ის ქართველი არ არის, ბებო ჰყავს ოსიო. ამ მხირვ რამხელა დაპრკიოლებაა, იმ ადამიანის ვისაც ქართველობა უნდა, მაგრამ მის ფესვებში იქექებიან და არ აძLევენ საშვალებას უბრალოდ იყოს ქართველი. ამიტომაც თავად საქართველოში, ესეთი მძიმეა გაქართველების პროცესი და ამაში ჩვენი ეს ფეოდალური კულტურაა დამნაშავე. ჩვენ არ ვაძლევთ არაქართველებს იმის საშვალებას, რომ გახდნენ ქართველები, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება, რაღაც "სუფთა სისხლის" ადამიანი რომელიც იქნება ქართველი, სხვანაირი ქართველი კი არ არსებობს. რამოდენიმე ხნის წინ ვიყავი ბორჯომში და იქ ერთი ადგილობრივი მეუბნება და მიმტკიცებდა, რომ კახელები ნამდვილი ქართველები არ არიანო, იმათ ვისი სისხლი აქვთ კაცმა არ იცისო, სპარსელების და მონღოლებისო, აი აქ მონღოლები არ ყოფილანო და ამიტომაც ჩვენო ყველაზე ნაღიდი ქართველები ვართო. ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი ადამიანის აზრი, მსგავსი აზრები ბევრ ადამიანსიგან მსმენია. ეს არა იმდენად ფაშიზმი არამედ ფეოდალური რაღაც "სუფთა სისხლის" იდეაა. ამიტომ მაინტერესებს, ვართ კი შემდგარი ერი? თუ ვართ მაშინ რაღაზე გვჭირდება, რაღაც ფეოდალური "წმინდა სისხლის" ინსტიტუტი? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 მეგრელების და სვანების ქართიზაცია ხომ მოხერხდა?ტანაც ისე რომ მათი ასიმილაცია ანუ გაქრობა არ მომხდარა, ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 რატომ აქვს ამ ფესვებს ესეთი დიდი მნიშვნელობა იმიტომ, რომ ეს ფესვები იყო და არის იმის მაჩვენებელი, ვინაა ჩვენი მეზობელი თუ მოკეთე. ამით იცავდა ქართველი კაცი თავის თავს, რომ საკუთარ მიწაზე უცხო ტომელებს (რომლებიც მრავლად იყვნენ მტრების თუ "მეგობრების" სახით) არ შერეოდნენ და პირიქით ქართველთა ასიმილირება არ მომხდრიყო.მადლობა ჩვენს წინაპარ ქალბატონებს, რომლებიც მიუღებლად თვლიდნენ, რომ უცხო ტომის მამაკაცებს გაჰყოლოდნენ ცოლად, უცხო რწმენისაზედ ზედმეტი იყო ფიქრიც კი. ამიტომ იყო და იქნება ნამდვილი ქართველისათვის დედა წმინდა. ქართველ დედებს გაუმარჯოთ! ვინც საკუთარ ოჯახს კი არა სამშობლოს უზრდიდნენ შვილებს. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 მეგრელების და სვანების ქართიზაცია ხომ მოხერხდა?ტანაც ისე რომ მათი ასიმილაცია ანუ გაქრობა არ მომხდარა,არანაირი ასიმილაცია არ იყო საჭირო.ბუნებრივმა მდგომარეობა + პოლიტიკურმა მდგომარობამ, განაპირობა დროებითი დაყოფა, რომელიც გადალახული იქნა. არანაირი ქართიზაცია არ მომხდარა, იმიტომ რომ აქამდენც ერთნი იყვნენ.. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 ბადრი_წიქორაძე იმიტომ, რომ ეს ფესვები იყო და არის იმის მაჩვენებელი, ვინაა ჩვენი მეზობელი თუ მოკეთერანაირად არის ეს მაჩვენებელი? ჩემთან რეზერვში რამოდენიმე გაქართველებული აზერბაიჯანელი იყო, სხვათაშორის კონფლიქტი რომ იყო, ისინიც გაიწვიეს და იყვნენ რეზერვში.. არანაირად არ არის ეს არაფრის მაჩვენებელი.ამით იცავდა ქართველი კაცი თავის თავს, რომ საკუთარ მიწაზე უცხო ტომელებს (რომლებიც მრავლად იყვნენ მტრების თუ "მეგობრების" სახით) არ შერეოდნენ და პირიქით ქართველთა ასიმილირება არ მომხდრიყო.ყივჩაღები, ოსების ჩასახლებები დღეს უამრავი ოსი არის გაქართველებული და სხვადასხვა ეროვნებები რომლებიც ჩამოასახლეს ან ჩამოსახლდნენ და გაქართველდენნ, თუმცა ეს გაქართველება ძალიან ხანგრძლივი პროცესი იყო..მადლობა ჩვენს წინაპარ ქალბატონებს, რომლებიც მიუღებლად თვლიდნენ, რომ უცხო ტომის მამაკაცებს გაჰყოლოდნენ ცოლადრა წყაროდან ასკვნი ამას? საკმაოდ ბევრი შემტხვევაა დაფიქსირებული უცხოელებს რომ მიჰყვებოდნენ.. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 (edited) არანაირი ასიმილაცია არ იყო საჭირო.ბუნებრივმა მდგომარეობა + პოლიტიკურმა მდგომარობამ, განაპირობა დროებითი დაყოფა, რომელიც გადალახული იქნა. არანაირი ქართიზაცია არ მომხდარა, იმიტომ რომ აქამდენც ერთნი იყვნენ.. :rolleyes: აქამდე, როდის? დას. საქართველოშI ლიხს იქით ცხოვრობდნენ მეგრულ-ჭანური ტომები,შემდგომში მოხდა ქართიზაცია ამ ტერიტორიების,ანუ ქართებმა მოახდინეს ამ ტომების ნაწილის სრული ასიმილაცია, ნაწილმა კი შეინარჩუნა თვიდმყოფადობა, ერთI პერიოდი, ქართების მიერ მოხდა აფხაზების ქართიზაციაც, მაგრამ შემდგომში საქ. დაქსაქსულობამ და ჩრდ. კავკასიიდან ჩრდ. კავკასიური ტომების ექსპანსიებამ აფხაზური ეთნოსი დააშორა ქართულს, მე ლიჩნას არც სოფელი მაქვს რაჭაში და პირველად მე-8 კლასში ვიყავიდა სულაც არ მიმაჩნია პროვინციალიზმად ან ცუდ ტონად რომ ვიცოდე ჩემი წარმომავლობა, თუ საიდან ვარ,საქ, კუთხეები ეს ჩვენი სიმდიდრეა, რაა ამაში ცუდი Edited January 15, 2010 by Siknadmo ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 აქამდე, როდის? დას. საქართველოშI ლიხს იქით ცხოვრობდნენ მეგრულ-ჭანური ტომები,შემდგომში მოხდა ქართიზაცია ამ ტერიტორიების,ანუ ქართებმა მოახდინეს ამ ტომების ნაწილის სრული ასიმილაცია, ნაწილმა კი შეინარჩუნა თვიდმყოფადობაეს ნიკო ბერძენიშვილის თეორიაა. მეგრულ-ქართული ენა აქვს საერტო ქართული ფესვები, როგორც ცნობილია, კარჩაკეტილობამ, გამოიწვია მათი განსხვავებული გზით განვიტარება, თორე არანაირი ქართიზაცია არ მომხდარა, იყო ერთიანი და მერე მოხდა სხვა გზით განვითარება ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 ეს ნიკო ბერძენიშვილის თეორიაა. მეგრულ-ქართული ენა აქვს საერტო ქართული ფესვები, როგორც ცნობილია, კარჩაკეტილობამ, გამოიწვია მათი განსხვავებული გზით განვიტარება, თორე არანაირი ქართიზაცია არ მომხდარა, იყო ერთიანი და მერე მოხდა სხვა გზით განვითარებაროდის ვიყავით კარგახსნილები? :rolleyes: არსებობდა კოლხეთის და იბერიის სახელმწიფოები, თუ რაც იყო,კი, ჩვენ მონათესავე ეთნოსები ვართ ასე ვთქვათ, დღეს ერთი ერის წარმომადგენლები,თითქმის ყველა ეთნოსს ჩამოყალიბების ურთულესი პროცესი აქვს გავლილი,ვინ არიან იმერლები, გურულები, აჭარლები, რაჭველები?ქართების და ლაზურ-მეგრული ტომების ნაჯვარი ხალხი,ლეჩხუმელები ქართების და სვანების ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 არ მესმოდა არასდროს, რატომ არ კმაყოფილდებოდნენ ადამიანები, როდესაც მეკითხებოდნენ: "სადაური ხარო?" და პასუხად იღებდნენ: "თბილისელი ვარ". ბაბუაჩემი, მამაჩემი და მეც თბილისში-დავიბადეთ გავიზარდეთ, მარა რატომღაც უნდა ვთქვა რომ ქართლელი ვარ. ჩემს ახალგაზრდობაში ანეგდოტივით დადიოდა დიდი კონსტანტინეს შეკითხვა ამნაირ პასუხზე: გარაჟში რომ დაბადებულიყავი, ავტობუსი იქნებოდიო? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 არ მესმოდა არასდროს, რატომ არ კმაყოფილდებოდნენ ადამიანები, როდესაც მეკითხებოდნენ: "სადაური ხარო?" და პასუხად იღებდნენნუკრიკ, კიდევ უფრო გამიმძაფრდა იმის შეგრძნება რომ შენ არ ხარ ქართველი :yes2: ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 Nukriko ეს არა იმდენად ფაშიზმი არამედ ფეოდალური რაღაც "სუფთა სისხლის" იდეაა. ამიტომ მაინტერესებს, ვართ კი შემდგარი ერი? თუ ვართ მაშინ რაღაზე გვჭირდება, რაღაც ფეოდალური "წმინდა სისხლის" ინსტიტუტი? .................................სრულად გეთახნები და იშვიათAდ მინახავს ეთნიკური ქართველი, ვინც ასე სწორად აფასებს შოვინიზმში გადასულ ქართულ ნაციონალიზმს. ვინ ვინ და მე ეს ნამდვილად კარგად ვიცი, რადგან "არაქართველი" ვარ და შესაბამისად ეს განცდა კიდევ უფრო მწვავედ მაქვს განცდილი! Siknadmo ნუკრიკ, კიდევ უფრო გამიმძაფრდა იმის შეგრძნება რომ შენ არ ხარ ქართველი ...................მე ჩაგეკითხები: რას ნიშნავს შენთვის მცნება - ქართველი? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 liliko მე ჩაგეკითხები: რას ნიშნავს შენთვის მცნება - ქართველი?მოქეიფე პარაზიტი : ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 როდის ვიყავით კარგახსნილები? 005.gifარსებობდა კოლხეთის და იბერიის სახელმწიფოები, თუ რაც იყო,კი, ჩვენ მონათესავე ეთნოსები ვართ ასე ვთქვათ, დღეს ერთი ერის წარმომადგენლები,თითქმის ყველა ეთნოსს ჩამოყალიბების ურთულესი პროცესი აქვს გავლილი,ვინ არიან იმერლები, გურულები, აჭარლები, რაჭველები?ქართების და ლაზურ-მეგრული ტომების ნაჯვარი ხალხი,ლეჩხუმელები ქართების და სვანებისსისულელეებს ნუ ბოდიალობ რა... :DDხან ეთნოსიო, ხან ტომიო :DD გაერკვიე ჯერ რაზე საუბრობ..ტომი არის დიდი გაერთიანება. მონათესავე ტომებს შორის ყველაზე დიდი გაერთიანებები იყო ქართები, ლაზურ-მეგრული ტომები. ერთი ოჯახის წევრები იყვნენ, შესაბამისად არანაირი ასიმილაცია არ იყო საჭირო, ენაც ერთი იყო.. ნუკრიკ, კიდევ უფრო გამიმძაფრდა იმის შეგრძნება რომ შენ არ ხარ ქართველი 057.gifსიკნაკ, იცი ეს როგორ მკიდია :DD ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 (edited) Nukriko სისულელეებს ნუ ბოდიალობ რა... ხან ეთნოსიო, ხან ტომიო გაერკვიე ჯერ რაზე საუბრობ..ტომი არის დიდი გაერთიანება. მონათესავე ტომებს შორის ყველაზე დიდი გაერთიანებები იყო ქართები, ლაზურ-მეგრული ტომები. ერთი ოჯახის წევრები იყვნენ, შესაბამისად არანაირი ასიმილაცია არ იყო საჭირო, ენაც ერთი იყო..ოჯახის წევრებიდა უბნელები კიდევ და ერთი კლანის წარმომადგენლები, შტო ზა პროვინციალიზმ,არადა ისტორიკოსი ვარო ამბობ, ცუდად გასწავლიან სიკნაკ, იცი ეს როგორ მკიდიაძალიან ემოციურად Edited January 15, 2010 by Siknadmo ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 Siknadmo მოქეიფე პარაზიტი ........................ :maladec: უდაჩნა დაიძვრინე თავი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts