lasha1997 Posted January 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 (edited) მე რომ ეს არ დამეწერა, მაშინ მე ჩემს აზრს ვერ გამოვხატავდი. მე მიმაჩნია, რომ მთავარია ის თქვა რისიც გჯერა და იმაზე არ უნდა იფიქრო, რომ შენ აზრს ეხლა ვიღაც მოიწონებს თუ არ მოიწონებს, ამაზე თუ იფიქრე, თავისუფალი ვერ იქნები. რავი,ღმერთის რწმენა არ უნდა ზღუდავდეს ადამიანის თავისუფლებას. დანარჩენი შენი საქმეა როგორ ფიქრობ. Edited January 15, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 Nukriko გამგები გაიგებსმე ის უფრო მაინტერესებს რაც დაწერე თუ გესმის თავად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 რავი,ღმერთის რწმენა არ უნდა ზღუდავდეს ადამიანის თავისუფლებას. 001.gif დანარჩენი შენი საქმეა როგორ ფიქრობ.კეპიც, ღმერთიც, პიროვნება-ბელადი, ყველა არის ავტორიტეტი. მათ შორის საკუთარი თავი და საკუთარი აზრია ავტორიტეტული ადამიანისთვის. თავისუფლება სწორედაც ის არის როცა ამ ავტორიტეტებისგან განთავისუფლდები. ღმერთი როგორც ავტორიტეტის ფორმა, არის დიქტატი რომელიც გკარნახობს თუ როგორ უნდა მოიქცე და ზოგჯერ გსჯის კიდეც, შესაბამისად შენ თავისუფალი არ ხარ, ფსიქოლოგიურად, შენ მორჩილი ხარ, გეშინია ღმერთის და ა.შ ღმერთის რწმენა ჩემი აზრით სწორედაც მიუთითებს იმას რომ ადამიანი (ზოგადად ადამიანი ვერ იქნება თავისუფალი, ეს ოფრო იდეალია) უფრო შეზღუდულია ბუნებით, ვიდრე ის ადამიანი ვისაც არ წამს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 (edited) თავისუფალი ვარ მაშინ, როცა მაქვს მორალი, რწმენები, რომლის დაცვაც შემიძლია და გარემოების მიხედვით არ გავუწვები არავის, მუდმივად სიმართლის მხარეს შემიძლია ვიყო.სტოპ სტოპმერედა ვინ გაძლევთ მორალს? რწმენებს? რომელიც რომ ყველა ხალხებს სხვადასხვაგვარი აქვთ?ამის ნიადაგზე მიმდინარეობს ომები და ვაიუშველებელი, რადგან ყველა თავის "სიმართლეს" იცავს.მაგრამ სიმართლე არ შეიძლება იყოს 1000. სიმართლე ხომ ერთია? აქედან-ვინც მორალსა და რწმენებს გაძლევთ,ის გიყალიბებთ გარკვეულ "სიმართლეს" - რომელიც თუ ამ მორალს და რწმენებს შეესაბამება - მაშინაა სიმართლე, თუ არა და -არა. აქედან უკვე ჩანს, რომ თქვენ არ ხართ თავისუფალი. თქვენი თავისუფლება მოჩვენებითია.თქვენ განსაზღვრული იმყოფებით "გარედან". თქვენ განგსაზღვრავენ ადათ-წესები, ტრადიციები, მსოფლმხედველობანი, აღზრდიდან შეწოვილი ჩვევები, მეტალიტეტი, თქვენი სოციუმის გემოვნება...რასაც თქვენ აღწერთ არ არის თავისუფლება.ჯერჯერობით არცერთ პოსტში არ არის დაფიქსირებული თავისუფლების ნამდვილი ბუნებაგააკრტიკეთ. გისმენთ. Edited January 15, 2010 by nuaka Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 ერჯერობით არცერთ პოსტში არ არის დაფიქსირებული თავისუფლების ნამდვილი ბუნებარატომ ძმაო, მე დავწერე, გააკეთო რაც გსურს და ამაზე პასუხი არ გაგებინოს არავინ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 ღმერთის რწმენა ჩემი აზრით სწორედაც მიუთითებს იმას რომ ადამიანი (ზოგადად ადამიანი ვერ იქნება თავისუფალი, ეს ოფრო იდეალია) უფრო შეზღუდულია ბუნებით, ვიდრე ის ადამიანი ვისაც არ წამს.ეს სიტყვები გამოთქმულია ინსტიქტიდან და არა თავისუფლებიდან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 Nukriko ღმერთის რწემნაში მე ის არ ვიგულისხმე,რომ მუხლები უნდა ჰქონდეს მეთქი ადამიანს დატყავებული.საკმარისია ათი მცნება დაიცვა შეძლებისდა გვარად? nuaka სიმართლე ერთია და იმ სიმართლეს როცა ემსახურები ადამიანი,ხარ თავისუფალი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 nuaka ეს სიტყვები გამოთქმულია ინსტიქტიდან და არა თავისუფლებიდან.001.gifათეიზმი სწორედაც რომ არ არის ინსტიქტი, თავის ბუნებიდან გამომდინარე. ათეისტის თავისუფლება გამომდინარეობს იმით, რომ მან საკუთარი თავისუფალ ნებით, ინტელექტით უარი თქვა ეწამა ღმერთი. მოგეხსენება რომ ჯერ საზოგადოებაში გაჩნდა რელიგია და შემდეგ უკვე ათეიზმი, შესაბამისად ათეიზმი არის გააზრებული უარყოფა ღმერთის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 გააკეთო რაც გსურს და ამაზე პასუხი არ გაგებინოს არავინაქ ორი რამეა:1. პასუხს ყველა ვარიანტში აგებ. უბრალოდ დროის ფაქტორია ეგა.და ახლა ამაზე დაფიქრდი - რამდენჯერ ხდება ადამიანის ცხოვრებაში, რომ ვთქვათ, რაღაცა უნდა ძალიან მაგრად. და რომ გააკეთებს, მერე აღმოჩნდება (შედეგებიდან გამომდინარე) რომ თურმე არა სდომნია. აი იმ მომენტში -ეგონა!!! ეგონა რომ უნდოდა. და სწორედ ის, რომ თურმე მარტლა კი არ უნდოდა, არამედ ეგონა რომ უნდოდა, არის ნიშანი იმისა, რომ ის შინაგანად არ არის თავისუფალი. რომც არავიტარი დასჯის საშიშროება არ არსებობდეს,ადამიანი მაინც ვერ აკეთებს იმას, რაც უნდა, იმიტომ, რომ - არ იცის რა უნდა. ამის მაგალითი უკვე ვთქვი.ადამიანი პრინციპში, იმას სწავლობს ცხოვრებაში, თუ რა არ უნდა.აი მაგ: ცოლის მოყვანა უნდოდა. მოიყვანა. გავიდა რაღაც დრო და გაირკვა, რომ თურმე არ უნდოდადა ასეთი უამრავი რამ.ასე, რომ გარე პირობებზე არანაკლებად არის გასათვალისწინებელი ის, რომ ადამიანი არათავისუფალია უპირველესად - შინაგანად. :yes2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 nuaka აქ ორი რამეა:1. პასუხს ყველა ვარიანტში აგებ. უბრალოდ დროის ფაქტორია ეგა.და ახლა ამაზე დაფიქრდი - რამდენჯერ ხდება ადამიანის ცხოვრებაში, რომ ვთქვათ, რაღაცა უნდა ძალიან მაგრად. და რომ გააკეთებს, მერე აღმოჩნდება (შედეგებიდან გამომდინარე) რომ თურმე არა სდომნია. აი იმ მომენტში -ეგონა!!! ეგონა რომ უნდოდა. და სწორედ ის, რომ თურმე მარტლა კი არ უნდოდა, არამედ ეგონა რომ უნდოდა, არის ნიშანი იმისა, რომ ის შინაგანად არ არის თავისუფალი. რომც არავიტარი დასჯის საშიშროება არ არსებობდეს,ადამიანი მაინც ვერ აკეთებს იმას, რაც უნდა, იმიტომ, რომ - არ იცის რა უნდა. ამის მაგალითი უკვე ვთქვი.011.gifადამიანი პრინციპში, იმას სწავლობს ცხოვრებაში, თუ რა არ უნდა.011.gifაი მაგ: ცოლის მოყვანა უნდოდა. მოიყვანა. გავიდა რაღაც დრო და გაირკვა, რომ თურმე არ უნდოდა011.gifდა ასეთი უამრავი რამ.ასე, რომ გარე პირობებზე არანაკლებად არის გასათვალისწინებელი ის, რომ ადამიანი არათავისუფალია უპირველესად - შინაგანად.მერაბ მამარდაშვილი მეცნო შენს ნააზრევში, უფრო სწორედ მის ნააზრევს იყენებ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 აი ეს-ათეიზმი სწორედაც რომ არ არის ინსტიქტი,ლოგიკაში ვერ მოდის ამასთან-ათეისტის თავისუფლება გამომდინარეობს იმით, რომ მან საკუთარი თავისუფალ ნებით, ინტელექტით უარი თქვა ეწამა ღმერთი.ინსტიქტი და ინტელექტი არიან ურთიერთსაპირისპირო მოვლენები და ცნებები.ინსტიქტი არის ის, რაც ადაიანში ცხოველურია. ხოლო ცხოველი არ არის თავისუფალი არსება. ადამიანი კი არ არის ცხოველი. მერაბ მამარდაშვილი მეცნო შენს ნააზრევში, უფრო სწორედ მის ნააზრევს იყენებ.. --------------------ტყუილია ეს. არაფერს და არავის არ ვიყენებ.მამარდაშვილის წაკითხვაზე დროს ნამდვილად ვერ დავკარგავდი.თვითონ ის იყენებდა იმას, რასაც ვერ შეწვდა ბოლომდე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 (edited) nuaka ლოგიკაში ვერ მოდის ამასთან-პირიქით მე ვერ დავინახე შენი ლოგიკაინსტიქტი და ინტელექტი არიან ურთიერთსაპირისპირო მოვლენები და ცნებები.001.gifინსტიქტი არის ის, რაც ადაიანში ცხოველურია. ხოლო ცხოველი არ არის თავისუფალი არსება.ადამიანი კი არ არის ცხოველი.მერე, მე ვთქვი რომ ათეისტი თავის ინტელექტითით და თავისუფალი ნებით ამბობს უარს რწმენაზე.. აქ ინსტიქტი სადაა?ტყუილია ეს. არაფერს და არავის არ ვიყენებ.001.gifმამარდაშვილის წაკითხვაზე დროს ნამდვილად ვერ დავკარგავდი.თვითონ ის იყენებდა იმას, რასაც ვერ შეწვდა ბოლომდე.სიტყვა-სიტყვით კი ჰგავდა მერაბ მამარდაშვილის ნააზრევს და რა ვიცი, რა ვიცი. კაი ამაზე კამათი მაინც და მაინც არ მინდა.. Edited January 15, 2010 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 (edited) აქ ორი რამეა:1. პასუხს ყველა ვარიანტში აგებ. უბრალოდ დროის ფაქტორია ეგა.და ახლა ამაზე დაფიქრდი - რამდენჯერ ხდება ადამიანის ცხოვრებაში, რომ ვთქვათ, რაღაცა უნდა ძალიან მაგრად. და რომ გააკეთებს, მერე აღმოჩნდება (შედეგებიდან გამომდინარე) რომ თურმე არა სდომნია. აი იმ მომენტში -ეგონა!!! ეგონა რომ უნდოდა. და სწორედ ის, რომ თურმე მარტლა კი არ უნდოდა, არამედ ეგონა რომ უნდოდა, არის ნიშანი იმისა, რომ ის შინაგანად არ არის თავისუფალი. რომც არავიტარი დასჯის საშიშროება არ არსებობდეს,ადამიანი მაინც ვერ აკეთებს იმას, რაც უნდა, იმიტომ, რომ - არ იცის რა უნდა. ამის მაგალითი უკვე ვთქვი.ადამიანი პრინციპში, იმას სწავლობს ცხოვრებაში, თუ რა არ უნდა.აი მაგ: ცოლის მოყვანა უნდოდა. მოიყვანა. გავიდა რაღაც დრო და გაირკვა, რომ თურმე არ უნდოდადა ასეთი უამრავი რამ.ასე, რომ გარე პირობებზე არანაკლებად არის გასათვალისწინებელი ის, რომ ადამიანი არათავისუფალია უპირველესად - შინაგანად. :yes2:მარტივი მექანიზმი, მინდა-თავისუფლებაა და აღარ მინდა-ესეც მოვიყვანე ცოლი, მომბეზრდა გავუშვი, დარჩა შვილები, მაგრამ მე ეს არ მაბრკოლებს მე შვილებისადმი მოვალეობა სიყვარულის გრძნობისგანაც თავისუფალი ვარ, ან მაქვს იმის შნო რომ ისინიც უზრუნველჰყო Edited January 15, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
murTazi Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 ოო, ფილოსოფია გვიყვარს ქართველებსამიტომაც დავიწყე მსჯელობა მარტივი ჩამონათვალით, რაც ადამიანს თავისუფლად ასუნთქებს, სიტყვების ბრახაბრუხის გარეშე: სავსე მაცივარი, დაცულობის შეგრძნება, გარემო, სადაც შესაძებელია განვითარება.......................ათეიზმი, თეიზმი, შინაგანი წინააღმდეგობები და კონფლიქტები, აღარავის თავისუფალ გარემოში არ ადარდებს თქვენი ფილოსოფია, ყველას თავისი ქონდეს... რელიგიაც შეიძლება ადამიანმა აქციოს ძალადობად და ატეიზმიც ძალადობაა, აგრესია მორწმუნეტა მიმართ.ნუ გაართულეთ საქმე, ძირს ძალადობა, გაუმარჯოს ნათელ გარემოს, ასპარეზს, სადაც ადამიანის აზრი კოსმოსს მიწვდება, განვიტარების საშუალება ექნება და არა იმაზე დარდის, რას დაუშავებს სააკაშვილი და ასე შემდეგ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 ნუ გაართულეთ საქმე, ძირს ძალადობა, გაუმარჯოს ნათელ გარემოს, ასპარეზს, სადაც ადამიანის აზრი კოსმოსს მიწვდება, განვიტარების საშუალება ექნება და არა იმაზე დარდის, რას დაუშავებს სააკაშვილი და ასე შემდეგესე მართულ ან უფუნქციო მასად იქცევა ადამიანები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.