ლ ი ც ი Posted January 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2010 ზურაბ ნოღაიდელი - “თუ არჩევნები მაინც თავხედურად გააყალბეს, ამას შედეგად მოჰყვება აჯანყება და რევოლუცია” “მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯები წარმატებულია. საინტერესოა, რომ ხელისუფლებისგან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა მოსკოვში ჩემს მეოთხე ვიზიტს, როდესაც პუტინს შევხვდი. რატომ მოხვდათ გულზე მაინცდამაინც ეს შეხვედრა, ჩემთვის გაუგებარია. ჩემი და ჩვენი პოლიტიკური ძალის მიზანია რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება”, - აცხადებს “მოძრაობა სამართლიანი საქართველოს” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი გაზეთ “ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვინც არჩევნების გაყალბებას შეეცდება, ხელებს მოვატეხთ”.“ეს აუცილებელია ორი მიზეზით: ჯერ ერთი, ამ გზით შეგვიძლია საქართველოს გაერთიანების შანსი შევინარჩუნოთ. ომი, როგორც გაერთიანების მექანიზმი, დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნილია, ცხინვალთან და სოხუმთან კი მოლაპარაკებები წარმატებით ვერ დასრულდება, თუ რუსეთთან კონფრონტაციას განვაგრძობთ. შესაბამისად, ის კონფრონტაციული პოლიტიკა, რომელსაც სააკაშვილი რუსეთთან ატარებს, საქართველოს ტერიტორიების საბოლოოდ დაკარგვის გზაა. ზღაპრების მოყოლის დრო დასრულდა, საქმეა გასაკეთებელი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ნოღაიდელი.“გაოგნებული ვარ იმით, რაც სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ მაკკეინთან შეხვედრისას განაცხადა, - ომის დროს ვიღაცები ჩირგვებში იმალებოდნენო. წარმოგიდგენიათ, რას ბედავს სააკაშვილი, კაცი, რომელიც თვითონ იმალებოდა ჩირგვებში და მუხლებზე ხოხავდა?! ასეთი ვერაგი და მატყუარა, ქვეყნის დამანგრეველი ადამიანები ჩვენ შენიშვნებს ვერ მოგვცემენ. ხელისუფლებიდან მაგათი წასვლისა და გასამართლების დრო მოდის. ჩვენი მეორე ამოცანაა რუსული ბაზრის დაბრუნება, რათა ჩვენმა მეწარმემ და გლეხმა იხეირონ. ჩვენი გეგმა არის ძალიან კონკრეტული: ეს არის საქართველოს გაერთიანების შანსის შენარჩუნება და ჩვენი ეკონომიკური განვითარება. ეს, სხვათა შორის, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული საკითხებია.”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.“...ლევან ბერძენიშვილმა თქვა ასეთი სისულელე? თურმე ლევან ბერძენიშვილს შეუძლია ელაპარაკოს რუსეთის საელჩოს მესამე თუ მეოთხე რანგის თანამშრომელს ლამის მუხლზე დაჩოქილმა - ეს სატელეფონო საუბრები კარგად გვახსოვს - და მე არ შემიძლია თავისუფლად ველაპარაკო ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს? არადა, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც გზავნის რუსეთში თავის ემისრებს, მე მათი გვარ-სახელებიც ვიცი, მოვა დრო და დავასახელებ. ბევრს აქვს რუსეთთან ურთიერთობის დაწყების სურვილი, მაგრამ არ შეუძლია. ამისთვის საჭიროა ცხოვრებისეული და პოლიტიკური გამოცდილება, ჭკუა და გონება. ამ ყველაფერთან ერთად ვაჟკაცობა და ავტორიტეტი. მადლობა ღმერთს, სხვებისგან განსხვავებით ფული არავისი, არც რუსეთის მჭირდება!”, - დასძენს ზურაბ ნოღაიდელი. “სააკაშვილის რეჟიმს კი დავამთავრებთ, რადგან ეს ჩვენს ხალხს უნდა, რომელსაც მოჰბეზრდა რუსეთთან სრულიად უაზრო კონფრონტაცია. ამან საქართველოს ნგრევისა და დაშლის გარდა არაფერი მოუტანა. ცხადია, რომ დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის არის მტრობა, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და იქ რუსეთის ჯარი დგას, მაგრამ სხვა ალტერნატივა გვაქვს ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად? ჩვენ უფრო სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. სააკაშვილის წასვლის შემდეგ, ქართველი საზოგადოების მალულად და მოტყუებით საქართველოს მომავალზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა. ამ საკითხზე იმსჯელებს საქართველოს მოსახლეობა და ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტები”, - ამბობს ზურაბ ნოღაიდელი.“დღეს ჩემი გეგმა არის უფრო კონკრეტული და ნაკლებად ამბიციური. ვცდილობთ, შეწყდეს რუსეთთან მტრობა. ეს ცხადია, დამოკიდებულია რუსეთის საპასუხო ნაბიჯებზეც, ნოსტრადამუსი არა ვარ და არ ვიცი, საბოლოოდ რაზეა წამომსვლელი კრემლი და რა ნაბიჯებს გადმოდგამენ. საქართველო უკვე არის დაშლილი და დანაწევრებული, რაც სააკაშვილის ბრალია და ის ამაზე აუცილებლად აგებს პასუხს. პასუხს აგებს მიწის ყველა სანტიმეტრზე, რომელიც დაკარგა შარშანწინ, აგვისტოში. მკვდარი უნდა ვიყო, მან რომ პასუხი არ აგოს. 2010 წელი მისი ხელისუფლების დასასრული თუ არა, დასასრულის დასაწყისი მაინც იქნება. აგერ ადგილობრივი არჩევნები მოდის, უკვე ყველასთვის ცხადია, რომ ეს კაცი აპირებს ამ არჩევნების გაყალბებასაც. ეს პირდაპირ თქვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელებით, განსაკუთრებით - თარხნიშვილის, თუმცა დანარჩენებიც ჯიბეში უზის”, - მიიჩნევს გამოცემის რესპონდენტი“იმ დილით, როცა პუტინს უნდა შევხვედროდი, სააკაშვილმა მისცა ინტერვიუ “ეხო მასკვის” და თქვა, რომ მზად არის რუსეთთან დიალოგის აღდგენისთვის. მე რომ შევხვდი პუტინს, ეს დიალოგი არ იყო? თუ, მისთვის შეიძლება და ჩემთვის - არა. სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი ვერ მასწავლიან, რა არის საქართველოსთვის მართებული და რა არა. საქართველო მაგათი საკუთრება არ არის, თუმცა ცდილობენ, მიითვისონ, მაგრამ არ დავანებებთ. ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაში და ვინც არჩევნების გაყალბებას შეეცდება, ხელებს მოვატეხთ. იდეოლოგიურ გაერთიანებას არავისთან ვაპირებთ. საჭიროა, საარჩევნოდ კანდიდატებზე შევთანხმდეთ. მე ამის იმედი კიდევ მაქვს. კონსულტაციები კვლავაც გრძელდება” - აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი და შეკითხვას - “და თუ მაინც ვერ მოახერხეთ არჩევნების მოგება...” - პასუხობს:“მე ამ ხელისუფლებას ყველაზე უკეთ ვიცნობ, ზუსტად ვიცი, რომ მოიქცევიან ვერაგულად და ყველანაირად ეცდებიან, რომ საარჩევნო სისტემა და პროცესი თავის ინტერესებს მოარგონ. მაგრამ ვპირდები, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თითოეული ხმის დასაცავად! თუ მაინც თავხედურად გააყალბეს, ამას შედეგად მოჰყვება აჯანყება და რევოლუცია, ეს მინდა ყველას კარგად ესმოდეს”. “ყოფილი პრემიერი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია სააკაშვილს დაამარცხებს. ნოღაიდელი ამაში, მართალია, ღრმად არის დარწმუნებული, მაგრამ ხელისუფლებას მაინც აფრთხილებს და ურჩევს არჩევნები არ გააყალბოს: მინდა გავაფრთხილო სააკაშვილი და მისი გარემოცვა, არ დაუშვან არჩევნების გაყალბების არც ერთი ხერხი. წინააღმდეგ შემხთვევაში ამას სათანადო რეაგირება მოჰყვება ოპოზიციიდან, ყველას უნდა ესმოდეს, რომ კიდევ ერთი გაყალბებული არჩევნები საქართველოში აჯანყებითა და რევოლუციით დამთავრდება, - იმუქრება ნოღაიდელი” - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ხელისუფლებას არჩევნებს აღარ გავაყალბებინებთ!http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/122539.html ლიცემერი: რამდენჯერ მსმენია: მშიერი ტაში, მაძღარი ტაში, მორიდებული ტაში, პატრიოტული ტაში, ლაქუცა ტაში, იმედიანი ტაში, მონის ტაში, ზრდილობიანი ტაში, უზრდელი ტაში, დედას ##### ტაში. ჰოდა, თქვენი აზრით, ნოღაიდელს რა სახის ტაში ეკუთვნის "მადლიერი" ქართველი ერისგან? :ena: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kontr-agent 007 Posted January 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2010 ლიცემერი: რამდენჯერ მსმენია: მშიერი ტაში, მაძღარი ტაში, მორიდებული ტაში, პატრიოტული ტაში, ლაქუცა ტაში, იმედიანი ტაში, მონის ტაში, ზრდილობიანი ტაში, უზრდელი ტაში, დედას ##### ტაში. ჰოდა, თქვენი აზრით, ნოღაიდელს რა სახის ტაში ეკუთვნის "მადლიერი" ქართველი ერისგან? 094.gif ჩემგან პირადად სილა (ტაში) და პანღური ტრაკში ამ ნაძირალა ქვემძრომს ყველა თავის დამქაშებიანა ლ ი ც ი !!!! :puke: :yes2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted January 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2010 მოვიწლიოთ ნოღაიდელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2010 მოვიწლიოთ ნოღაიდელიMalina ჩინებული აზრია :yes2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2010 “მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯები წარმატებულიარაც უფრო დირკა ბეზ ბუბლიკაა პოლიტიკაში სუბიექტი-მით უფრო წარმატებული როგორ გონია თAვი ა? რომ კიდევ ერთი გაყალბებული არჩევნები საქართველოში აჯანყებითა და რევოლუციით დამთავრდება,ჩოხას ვთAვაზობ ოპოგზამკვლევის დაწყებას ამ დებულებით: ერტხელ მაინც უნდა დაემუქროს ხელისუფლებას აჯანყებით და რევოლუციით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted January 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2010 ლ ი ც ი ჰოდა, თქვენი აზრით, ნოღაიდელს რა სახის ტაში ეკუთვნის "მადლიერი" ქართველი ერისგან? .......................ნოღაიდელზე, როგორც პოლიტიკოსზე ნამეტანი დიდი აზრის არ ვარ, მარა განსხვავებით სხვა პოლიტიკოს მარაზმატიკებისგან, მას უფრო მეტი ჟილკა აქვს, თუ რამეს მოინდომებს. ასე რომ, მაგი გამკეთებელია ბევრი რამის, ოღონდ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის პირადად ჩემგან აღტაცებულ ტაშს იმსახურებს. ქართველი ხალხისგან რასაც დაიმსახურებს, ეს მაშინ გამოჩნდება, თუ თAვის სიტყვას შეასრულებს და შედეგს დადებს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2010 ლ ი ც ი მე ამ ხელისუფლებას ყველაზე უკეთ ვიცნობ, ზუსტად ვიცი, რომ მოიქცევიან ვერაგულად და ყველანაირად ეცდებიან, რომ საარჩევნო სისტემა და პროცესი თავის ინტერესებს მოარგონ. მაგრამ ვპირდები, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თითოეული ხმის დასაცავად! თუ მაინც თავხედურად გააყალბეს, ამას შედეგად მოჰყვება აჯანყება და რევოლუცია, ეს მინდა ყველას კარგად ესმოდეს”.ერთი რამე მაინტერესებს რამაზ. ეს კაცი 192 წლიდან თანამდებობებზეა,როგორც შევარდნაძის ასევე სააკაშვილის ხელისუფლებაში. ვინმეს მისგან არჩევნების გაყალბებაზე ამოღებული ხმა გაგიგიათ.თუ მაშინ არჩევნები არ ყალბდებოდა? ბოლოს და ბოლოს პრემიერიც იყო.თურმე ლევან ბერძენიშვილს შეუძლია ელაპარაკოს რუსეთის საელჩოს მესამე თუ მეოთხე რანგის თანამშრომელს ლამის მუხლზე დაჩოქილმაამის უნამუსო დედა ვატირე, ყველამ მოისმინა თუ რაზე ელაპარაკებოდა ლევანი იმ რუსს(სხვათა შორის არა მეოთხეხარისხოვანი თანამშრომელი არამედ პირველი მდივანი იყო). რაც მთავარია ლევანი ეუნებოდა, რომ ტყუილად ნერვიულობენ რუსები, არ აპირებს ეს ხელისუფლება ესენგედან გამოსვლასო.არავითარი დასამალი ინფორმაცია ეს არ იყო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2010 ერთი რამე მაინტერესებს რამაზ. ეს კაცი 192 წლიდან თანამდებობებზეა,როგორც შევარდნაძის ასევე სააკაშვილის ხელისუფლებაში. ვინმეს მისგან არჩევნების გაყალბებაზე ამოღებული ხმა გაგიგიათ.თუ მაშინ არჩევნები არ ყალბდებოდა? ბოლოს და ბოლოს პრემიერიც იყო.ძუკუ ფაიზაღს უბნობ, ჩემო მიშა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2010 თუ არჩევნები მაინც თავხედურად გააყალბესმოწიწებით თუ გააყალბეს? :rolleyes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2010 თუ არჩევნები მაინც თავხედურად გააყალბესმოწიწებით თუ გააყალბეს?))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2010 Saturn მოწიწებით თუ გააყალბეს?მაშინ რაღაცას წამოიკნავლებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2010 წამოიკნავლებს.ვირები რო არ კნავიან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2010 T_A_T ვირები რო არ კნავიან? მაგი ისეთი ნიჭიერია, მოახერხებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted January 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2010 ძუკუ ბოლოს და ბოლოს პრემიერიც იყო...................მასე მიშა იყო თუ იყო თAვის დროზე შევარდნაძის სამსახურში, მარა რესპებმა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ რა ხვითოც იყო მიშA, ბოლოს გვერდში დაუდგნენ და სერიოზულად დაეხმარნენ გაპრეზიდენტებაში, ასე რომ ქართული პოლიტიკა არის ზოგადად უზნეო, რადგან ძირითადად უზნეო და უპრინციპო ე.წ. პოლიტიკოსები ყავს. ახლა არ დამბრალდეს რესპების უპატივცემულობა, უმეტესობა ლიდერებისა ჩემი ან მეგობარი ან კაი ნაცნობია არ გამოვრიცხავ, რომ თუ მოახერხებს ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, ისე რომ არავის აქცევს ყურადღებას, თAვისი უხიაგობით ნიოღAიდელი რაღაც ძალად მაინც ჩამოყალიბდეს, და მერე აშკარად წარუმატებელი და თAვისუფალ ცურვაში მყოფი ე.წ. პოლიტიკოსები ნელ-ნელა დაიწყებენ მის ირგვლივ თAვმოყრას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2010 liliko ლილიკო მე კარგად მახსოვს მაშინ მიშამ განაცხადა, რომ მე არ ვიყავი მართალი და დათო ბერძენიშვილი და ზვიად ძიძიგური იყვნენო მართლები. 2003 წლის ნოენბრის შემდეგ კაცი 180 გრადუსით შეიცვალა.თუმცა მე მიმაჩნია, ჩვენგან ვინც ახლო ურთიერთობაში იყო მიშასთან წინასწარ უნდა მიხვედრილიყო რასაც წარმოადგენდა ის.მოკლედ შევარდნაძის ან ასლანას სამსახური ისეთი რამეა, რის მოშორება ძალიან ძნელია. დღეს იგივე ითქმის მიშაზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.