Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ე.ი. ცესკოს თავმჯდომარედ თურმე ოთარ სიჭინავას დანიშვნას აპირებენ.

 

ამისი CV აგერაა:

 

ოთარ სიჭინავა - დაიბადა 1972 წელს ქ. თბილისში.

 

1989-1994 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტზე.

 

2001- 2002 წლებში სწავლობდა პარიზის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, თემპუს_ის პროგრამის ფარგლებში.

 

1988-1989 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახელობის სახელმწიფო ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მეხანძრე.

 

1993-1996 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის პროკურატურის კანცელარიაში მდივანად.

 

1996-1998 წლებში იყო ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის პროკურატურის სტაჟიორი.

 

1999-2000 წლებში იყო საქართველოს საინვესტიციო ცენტრის იურისტი.

 

2000-2005 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ისტორიის კათედრაზე ლაბორანტად.

 

2005 წლის თებერვლიდან 2006 წლის ოქტომბრამდე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

 

2006 წლის ოქტომბერში არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ.

 

ე.ი. ადამიანი, რომლის კარიერაც დაიწყო მეხანძრეობით, გაგრძელდა კანცელარიის სეკრეტარ(შ)ობით და მაქსიმუმი რაც გაუკეთებია ეს იყო სტაჟიორობა და ლაბორანტობა, ჯერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (!) წევრად აურჩევიათ, მერე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ (!!!) და ბოლოს ცესკო-ს თავმჯდომარეობას უპირებენ და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ მიშას კორპუსში უცხოვრია ადრე და ეტრფის... http://www.ghn.ge/news-6222.html

 

თავდაცვის მინისტრად ბოლო ორჯერ 28-28 წლის ბრძენი გვეჯდა (კეზერაშვილიც და ახალაიაც ამ პოსტზე დანიშვნის დროს 28 წლისები იყვნენ), 33 წლის განათლების მინისტრი გვყავდა, რომელიც სასწავლებლად გაუშვეს და რომლის გულწრფელი აღიარების თანახმად, მისთვის განათლების მინისტრად დანიშვნა ძალიან მოულოდნელი იყო, წინა განათლების მინისტრი სანტეხნიკი გვყავდა, სოფლის მეურნეობის მინისტრი, კვეზერელი 26 წლის იყო დანიშვნის დროს, გილაური 29 წლის იყო ენერგეტიკის მინისტრად რო დანიშნეს, ფინანსთა მინისტრი 30 წლის გვყავს, გარემოს დაცვის მინისტრი სოულის პაპსავიკი, ბლანჟეიანი ტიპია, კულტურის მინისტრი მხედრიონელი, "ბოროტების საძმოს" წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მოქალაქე, შსს მინისტრს სამთო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული...

 

განათლებით ფილოლოგი-ხელოვნებათმცოდნე ვარ, უმეტესად ბიზნესით ვიყავი დაკავებული, მიმუშავია მიმუშავია სპორტულ ჟურნალისტად, თარჯიმან-გიდად, ტელემარკეტინგის კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილედ, ასკით 27-ს ვუკაკუნებ. მიყვარს ფეხბურთი, დალევა და ლამაზი ქალები...ე.ი მიხოს მეზობელი რო ვყოფილიყავი "ნაციონალური" ლოგიკით ერთი კაი ნობელის პრემია მეკუტვნის კვანტურ ფიზიკაში თუ არა, მიკროქიმიაში მაინც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:D

2000-2005 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ისტორიის კათედრაზე ლაბორანტად.

სამართლის ისტორიის კათედრაზე ლაბორანტები რითი არიან დაკავებულები? :(

ლაბორატორია

1.учреждение или подразделение, занимающееся опытами, анализами, экспериментальными исследованиями

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საკონსტიტუციოს მოსამართლედ რომ დანიშნეს მოსამართლეობის სტაჟი საერთოდ არ ქონდა. რა მოხდა მერე, ეს ნაცების საყვარელი გამართლებაა.

ისე საინტერესოა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს რატომ უნდა მოუვიდეს თავში აზრად საარჩევნო მოხელეს სერტიფიკატი აიღოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

 

"ფეოლა" გექნება ნანახი და გახსოვს? - "გაგიჭირდებოდათ..." :(:

 

არა, ჯერ არ დაუნიშნიათ, მარა აპირებენო. ლინკი ხო დავდე. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საკონსტიტუციოს მოსამართლედ რომ დანიშნეს მოსამართლეობის სტაჟი საერთოდ არ ქონდა. რა მოხდა მერე, ეს ნაცების საყვარელი გამართლებაა.

ისე საინტერესოა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს რატომ უნდა მოუვიდეს თავში აზრად საარჩევნო მოხელეს სერტიფიკატი აიღოს.

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა, ჯერ არ დაუნიშნიათ, მარა აპირებენო. ლინკი ხო დავდე.

ხო თAრიღს არ შევხედე.

ვოვო -გაუჭირდებოდათ-სადაც ავალიანი მყავს უფროსად არაფერი ზოგადად არ მიკივირს ამ დაუნლენდში:(

 

და იგივე ფეოლასი არ იყოს..შევერკინოთ ფეოლა?!-ანუ რაო ოპოზიციამ?

თუ ისევ ვაი შენ პატრონს?@ფეოლა:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...