Jump to content
Planeta.Ge

კვირას ორ საათზე ია ანთაძეა პლანეტას სტუმარი


Recommended Posts

ქალბატონო ია- მე და ერთ აქაურ ფორუმელს( ტატ) გვისაუბრია და მისი სახელითაც შეგეკითხებით--მიგაჩნიათ თუ არა საჭირო აუცილებლობათ ჟურნალისტიკაში ლიცენზირებას, დაე.წ. "მონა" ჟურნალისტებისთვინ ვთქვათ ლიცენზიის ჩამორთმევის პრაქტიკას საქმიანობის შეწყვეტის გათვალისწინებით?

ჩვენ მაგალითათ სამშენებლო ბიზნესში ამას კატეგორიულათ მოვითხოვთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 41
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ია ანთაძე

 

და რა ხალხი ახორციელებს ამ პროექტს?

 

ნდობსი ფაქტორი არსებობს?

 

ან რა მექანიზმებით მოხდება ზეწოლა ვთქვათ საშუალოსტატისტიკურ მონა ჟურნალისტზე?

 

პროექტს ახორციელებენ ის ადამიანები, რომლებისთვისაც ეთიკური ჟურნალიზმი ძვირფასია. არჩეულია ქარტიის საბჭო, რომლის ექვსი წევრი რეგიონული ჟურნალისტია, სამი კი – თბილისიდანაა. ცხრავე მათგანი მეტად კეთილსინდისიერი ადამიანი და შესანიშნავი პროფესიონალია. დარწმუნებული ვარ, საბჭო შესანიშნავად იმუშავებს. ცოტა დრო სჭრიდებათ.

 

ქალბატონო ია- მე და ერთ აქაურ ფორუმელს( ტატ) გვისაუბრია და მისი სახელითაც შეგეკითხებით--მიგაჩნიათ თუ არა საჭირო აუცილებლობათ ჟურნალისტიკაში ლიცენზირებას, დაე.წ. "მონა" ჟურნალისტებისთვინ ვთქვათ ლიცენზიის ჩამორთმევის პრაქტიკას საქმიანობის შეწყვეტის გათვალისწინებით?

ჩვენ მაგალითათ სამშენებლო ბიზნესში ამას კატეგორიულათ მოვითხოვთ

 

ჟურნალისტების ლიცენზირება გამორიცხულია ამ ეტაპზე (თუმცა, საფრანგეთში რაღაც მსგავსი არსებობს). უნდა გამოირიცხოს ამ მექანიზმის ცენზურად გამოყენების შესაძლებლობა. ეს კი დღეს არავის შეუძლია.

 

ია ანთაძეს ბლოგი

http://internet.ge/v2/news_images/200905153044.jpg

 

მინდა გამოვხატო სიმპათია თქვენდამი და წარმატეტები გისურვოთ.

კითხვა -

გაქვთ თუ არა როგორც ჟურნალისტს ინფორმაცია რეალ ტივის დამფუძბნებლების შესახებ და საერთოდ ხომ არ დადგა დრო ამ იაფფასიან პროპაგანდისტების მიმართ უშუალოდ ჟურნალისტებმა ამოიღონ ხმა?!

ვგულისხმობ არამარტო ამ საბჭოთა ტელევიზიას, არამედ ელექტრონულ მედიაში თქვენი პროფესიის ხალხის აშკარა მერკანტილურობას თუ მიკერძოებას,რაზეც განგაშის ზარი აუცილებელია.

 

დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის. რამდენადაც ვიცი, რეალ ტვ გურამ დონაძეს ეკუთვნის. არის თუ არა ეს კუთვნილება დოკუმენტურად გაფორმებული, არ ვიცი. საქართველოში, ზოგადად, ტვ მფლობელების საკითხი გაუმჭვირვალეა და ეს ქართული მედიის ერთ–ერთი გადაუჭრელი პრობლემაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ურნალისტების ლიცენზირება გამორიცხულია ამ ეტაპზე (
-ამ რეჟიმის პირობებში ხო -მარა მერე( თU გევღირსა ეგ პერიოდი)?--ანუ ვთქვათ დონაძე ერორების ჟურნალისტები დადგებიან და ვიტომ არაფერი გააგრძელებენ საქმიანობას?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ია ანთაძე

თქვენი აზრით, ქართულ პრესას თავისუფალია რელიგიურ ავტორიტეტებისგან?

 

არსებობს თუ არა რელიგიური იდეოლოგიის ძალადობა პრესაზე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო მეორე კითხვაც დამებადა სანამ გავედი -მოვედი:givi:

მიტნიკი.იმედი. ანუ როგორ ფიქრობს-რა აზრი ქონდა იმ კაცის ჩამოსვლას . რა აზრი ქონდა არხის შესახებ პროტესტს-მაშინ ყველა "დაფიქსირდა" დასავლეთის თვალში და დავიშალეთ მომავალ ექშენ-პიარ -გამოსვლებამდე? ანუ რეალურად ჟურნალისტები, პირადად თქვენ რაღAც პროცესში რომ ხართ ჩართული, მონაწილეობა მიგიღიათ, პოზიცია დაგიფიქსირებიათ-უკან მოგიხედავთ? შედეგი მოგიკითხავთ? თუ ერტჯერადი მოხმარებისაა ნებისმიერი საჯარო პირის ქმედება?

 

მიხნიკის ჩამოსვლის მიზანი იყო "იმედის" გახსნა. სხვა არაფერი. და მან შეძლო, რომ დახურული ტელევიზია გაახსნევინა. მერე რაც მოხდა, ეს უკვე ქართველი ჟურნალისტების პასუხისმგებლობაა. ამ თემაზე მიჭირს საუბარი, რადგან ჩემი კოლეგების ისეთ ქცევას ეხება, რასაც ვერც დავადასტურებ და ვერც გავამართლებ.

 

ჟ-ამ რეჟიმის პირობებში ხო -მარა მერე( თU გევღირსა ეგ პერიოდი)?--ანუ ვთქვათ დონაძე ერორების ჟურნალისტები დადგებიან და ვიტომ არაფერი გააგრძელებენ საქმიანობას?

 

 

მთავარი ის არ არის, რას აკეთებს დონაძე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი აზრით, მთავარია, რას აკეთებს საზოგადოებრივი მაუწყებელი. აი, აქეთ უნდა მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა. კარგი პირველი არხი სრულიად დაუკარგავს აზრს დონაძის ტელევიზიაში ფულის ჩადებას.

 

ია ანთაძე

თქვენი აზრით, ქართულ პრესას თავისუფალია რელიგიურ ავტორიტეტებისგან?

 

არსებობს თუ არა რელიგიური იდეოლოგიის ძალადობა პრესაზე?

 

 

"დიდი ათეულის" ცნობილ გადაცემასთან დაკავშირებითაც გამოვხატე ჩემი პოზიცია – პატრიარქს ჰქონდა უფლება, ეთქვა საკუთარი მოსაზრება. მაგრამ ტელევიზია წყვეტდა, გაითვალისწინებდა თუ არა ამ მოსაზრებას. დიქტატი და ძალადობა შესაძლებელია მათი მხრიდან, ვისაც ხელში დასჯის მექანიზმი აქვს. ასეთი კი ხელისუფლებაა და არა ეკლესია. რაც შეეხება რელიგიურ ავტორიტეტს, ეს ინდივიდუალურია, – ვისზე არსებობს, ვისზე არ არსებობს. ჟურნალისტებს ვგულისხმობ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქ-ნო ია, პირველ რიგში გამოვხატავ ღრმა პატივისცემას თქვენდამი.

 

ახლა კითხვა - სად გადის ზღვარი ჟურნალისტობასა და პროპაგანდისტობას შორის.

 

უფრო დავაკონკრეტებ - თქვენი აზრით, 'ერორების' თანამშრომლები ჟურნალისტები არიან თუ არა, და უნდა იცავდეს თუ არა მათ ის წესები, რაც ჟურნალისტებზე ვრცელდება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთავარი ის არ არის, რას აკეთებს დონაძე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი აზრით, მთავარია, რას აკეთებს საზოგადოებრივი მაუწყებელი. აი, აქეთ უნდა მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა. კარგი პირველი არხი სრულიად დაუკარგავს აზრს დონაძის ტელევიზიაში ფულის ჩადებას.

სხვანაირათ გამიგეთ-იგივე პირველი არხის მაგალითზე გკითხავთ-ხო არიან იქ მიშას რუპორი ჟურნალისტები. ადმინისტრაცია. გადავაგდეთ ეს რეჟიმი-უნდა დარჩნენ პროფესიულ საქმიანობის უფლებითთქო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქ-ნო ია, პირველ რიგში გამოვხატავ ღრმა პატივისცემას თქვენდამი.

 

ახლა კითხვა - სად გადის ზღვარი ჟურნალისტობასა და პროპაგანდისტობას შორის.

 

უფრო დავაკონკრეტებ - თქვენი აზრით, 'ერორების' თანამშრომლები ჟურნალისტები არიან თუ არა, და უნდა იცავდეს თუ არა მათ ის წესები, რაც ჟურნალისტებზე ვრცელდება?

 

ჟურნალისტიკასა და პროპაგანდას შორის ზღვარი გადის ჟურნალისტური სტანდარტის და ეთიკის მიჯნაზე – აქეთ ხარ თუ იქით. სხვა ზღვარი არ არსებობს. რაც შეეხება კანონს – ის ძალიან ლიბერალურია და ეს კარგია. მთავარია, ჩვენ, როგორც მაყურებლები და მკითხველები, ვავლებდეთ ზღვარს პროპაგანდასა და ჟურნალისტიკას შორის. ჩვენი ქარტიაც თავის საქმეს გააკეთებს, ცხადია, საზოგადოების თანადგომით. სხვა მექანიზმები არ არსებობს.

 

 

სხვანაირათ გამიგეთ-იგივე პირველი არხის მაგალითზე გკითხავთ-ხო არიან იქ მიშას რუპორი ჟურნალისტები. ადმინისტრაცია. გადავაგდეთ ეს რეჟიმი-უნდა დარჩნენ პროფესიულ საქმიანობის უფლებითთქო?

 

 

 

 

დიახ, უნდა დარჩეთ. მე რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვყოფილიყავი, ყველას მივცემდი შანსს, ემუშავა ახალ გარემოში, როგორც თავისუფალ ადამიანს. ვინც ვერ შეძლებდა, მხოლოდ ის დატოვბდა ტელევიზიას. თავისუფალ გარემოში საქმის კეთების შანსი ყველას უნდა მიეცეს, ვინც შემსრულებელია და არა იდეოლოგი. მე ასე ვფიქრობ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიდი მადლობა, ძვირფასო პლანეტელებო. საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და იმასაც ვაკვირდებოდი, რა თემებია თქვენთვის საინტერესო. ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის და იმედი მაქვს, კიდევ მომეცემემა თქვენთან გასაუბრების საშუალება.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აშშ–ს მიერ დღევანდელი პოლიტიკური წყობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ის შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკაში მთავარია არა ღირებულებები, არამედ– მიზანშეწონილობის პრინციპი. ამერიკაც ამ პრინციპით მოქმედებს.

არ გეწყინოთ მაგრამ ამ პასუხის შემდეგ, სურვილიც კი გამიქრა რაიმე წამეკითხა შემდგომში :)

ანუ თქვენ გაგებით ეკიდებით აშშ-ს პოზიციას მიუხედავდ იმის რომ ეს პოზიცია საქართველოს როგორც ქვეყნის ინტერესებს ავნებს...

თქვენ აშშ-ს მოქალაქე ხართ თუ საქართველოს? :D

და არ მიგაჩნიათ რომ ნებისმიერი ჟურნალისთის ვალია იმ პრობლემაზე საუბარი რაც ყველას გვაწუხებს? :D

მოკლედ გასაგებია მადლობთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიდი მადლობა, ძვირფასო პლანეტელებო. საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და იმასაც ვაკვირდებოდი, რა თემებია თქვენთვის საინტერესო. ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის და იმედი მაქვს, კიდევ მომეცემემა თქვენთან გასაუბრების საშუალება.

ია ანთაძე

ყოველთვის გაგვეხარდება თქვენი მობრძანება ჩვენ საიტზე. იმედი გვაქვს უფრო ხშირად გვეწვევით.ჩვენ სიამუვნებით გელით :) დიდი მადლობა.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ია ანთაძე

უცნაურია, რომ ამ ფორუმზე ყველას ახსოვს ჩემი მონაწილეობა და არავის ახსოვს ჩემი გამოსვლა. ნეტავ, რატომ?

მე მახსოვს და ვადასტურებ რომ ზუსტად მასე იყო როგორც თქვენც აღწერეთ. იმ წუთებში ჩემტვის ერთ ერთი საუკეთესო არა მარტო ჟურნალისტი არამეტ ადამიანიც იყავით.

სამწუხაროდ ერთმა მცირე დეტალმა ძალიან გააუფეროვნა თქვენი ის საქციელი.

თქვენ შეფასება არ მიგიციათ თქვენი კოლეგების ( ნოდია, იაკობაშვილი და ძმანნი მათნი ) ქმედებებისთვის.

მე არ მახსოვს თქვენი სტატია ან გამოსვლა სადაც იტყოდით რომ ეგზიტ პოლის შედეგი იქნა გაყალბებული. მტკიცება თუ არა, ვარაუდი მაინც. ნახევარზომებით კი საქმე და ავტორიტეტი არ იხვეჭება :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...