Nukriko Posted January 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2010 როგორი დახვეწილი არ იყოს პროპაგანდა, მას არ შეუძლია დაარწმუნოს ხალხი იმაში, რისიც ხალხს არ სწამს და რისი დაჯერებაც უბრალოდ არ სურს. ეს რომ შეიცვლალოს, იქმნება ისეთი სისტემა, რომელიც იძულების გზით ცდილობს დააჯეროს ადამიანს ის, რაც მას თავისი ნებით არ სწამს. ისეთი პროპაგანდის ოსტატმა, როგორიც გებელსი იყო, ერთხელ განაცხადა : “პროპაგანდა რომ ეფექტურად მუშაობდეს, საჭიროა მის უკან გალესილი ხმალი იდგას” ის ვინც აიძულებს სხვებს იწამოს ახალი მრწამსი, ასევე ის, ვისაც აიძულებენ რწმენას, უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ის რწმენა, რომელსაც აიძულებენ ან იძულებულნი არიან რომ მიიღონ, არის ერთადერთი ჭეშმარიტი. სწორედ ასეთი მრწამსის გარეშე, ტერორისტი, რომელიც ცდილობს აიძულოს სხვა შეიცვალოს რწმენა, თავს დამნაშავედ იგრძნობს, მას ექნება შინაგანი დისკომფორტი და ეჭვუ საკუთარ სიმართლეში. მეორე მხრივ, ის, ვისაც ცდილობენ თავს მოახვიონ ძალით რაღაც ახალი მრწამსი ან მსოფლმხედველობა, თავს მხოლოდ ლაჩრად იგრძნობს. პროპაგანდა გამოიყენება პირველ რიგში საკუთარი ქმედებების გასამართლებლად, ვიდრე ვინმეს დასარწმუნებლათ. და რაც უფრო დიდია დანაშაულის გრძნობა საკუთარი ქმედებების მიმართ, მით უფრო მძაფრი, აგრესიული და შემტევია პროპაგანდა. ფერერო საფრანგეთის რევოლუციაზე ამბობდა: “რაც უფრო მეტ სისხლს დაღვრიან, მით უფრო ირწმუნებენ თავიანთ პრინციპებს, როგორც აბსოლიტურ ჭეშმარიტებას. მხოლოდ აბსოლიტურ ჭეშმარიტებას შეეძლო გაემართლებინა ისინი საკუთარ თვალში და დახმარებოდა მათ. ისინი სისხლს ღვრიდნენ არა იმიტომ, რომ ჯეროდათ რევოლუციის და ამ რევოლუციის მიზნების და პრინციპების. არა, ისინი ცდილობდნენ ერწმუნათ რევოლუცია – ეს სახალხო საქმე, როგორც რელიგიური ჭეშმარაიტება და იმიტომ პირადმა შიშმა აიძულა ისინი დაეღვარათ ამდენი სისხლი”. ყოველთვის არ ამართლებს ის შეხედულება, რომ თუ ადამიანს ძალის გამოყენებით მოახვიე თავს რაიმე ახალი რწმენა, მაშინ ის ფარულად მაინც დარჩება ძველი რწმენის ერთგული. ისტორია გვასწავლის, რომ ქრისტიანობა, ისევე როგორც ისლამი, გვრცელდა ძალდატანებით. ორთოდოქსი ქრისტიანი ისტორიკოსი, პროფესორი კ.ს.ლატურეტის აზრით, “როგორი შეუთავსებელიც არ უნდა იყოს იესო ქრისტეს სული და შეიარაღებული ძალა, და როგორი არასასიამოვნოც არ უნდა იყოს ამის აღიარებაც, მაგრამ ისტორია გვასწავლის, რომ შეიარაღებული ძალა ხშირად რეალურს ხდიდა ქრისტიანული სულის არსებობას”. იქ, სადაც ქრისტიანობას არ ჰქონდა ხელისუფლების მხარდაჭერა, ის არ იღებდა ფართო გავრცელებას. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ სპარსეთი, სადაც ქრისტიანობას მოუწია შეჯახებოდა ადგილობრივ რელიგიას, რომელსაც ხელისუფლება უჭერდა მხარს. ამის შედეგად ქრისტიანობა დამარცხდა ამ ჭიდილში. ასევე ისლამის ფართოდ გავრცელება ემთხვევა საამიროს ოქროს ხანას. ანუ ისლამი ვრცელდებოდა მხოლოდ იქ, სადაც ამირის ხელისუფლება იყო ძლიერი. ასევე რეფორმაცია გავრცელდა იმ ადგილებში დ აიმ ტეროტორიაზე, სადაც მონარქები ან ადგილობრივი ხელისუფლება უჭერდნენ მას მხარს. მალანკტონი, ლუთერის დამხმარე ამბობდა: “სამოქალაქო ხელისუფლების ჩარევის გარეშე რად იქცეოდა ჩვენი სწავლება? – პლატონურ კანონებად”. იქ სადაც ხელისუფლება წინააღმდეგი იყო რეფორმაციის, იქ რეფორმაცია დამარცხდა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ იდეოლოგიებზეც, რომლებიც მსგავსის ფაქტორების ხელშეწყობით ვრცელდებოდნენ. საფრანგეთის არმიამ და არა მისმა რევოლუციურმა იდეებმა, მოახდინა ევროპაში რევოლუციური იდეების გავრცელება და ნაწილობრივ დამკვიდრებაც კი. ქრისტიანობის გავრცელების მსგავს მაგალითხ წარმოადგენს ასევე საქართველო. კერძოდ, როცა სამეფო კარმა მიიღო ქრისტიანობა, მოხდა ქვეყნის გაქრისტიანება, რომელიც ხშირად “ცეცხლითა და მახვილით” ვრცელდებოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
daxure Posted January 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2010 გებელსი განაცხადა : “პროპაგანდა რომ ეფექტურად მუშაობდეს, საჭიროა მის უკან გალესილი ხმალი იდგას” აბსოლიტურად ვეთანხმები გებელსს და ზუსტად მის მეთოდებს იყენებს კრემლი ჩვენ წინააღმდეგ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2010 ბსოლიტურად ვეთანხმები გებელსს და ზუსტად მის მეთოდებს იყენებს კრემლი ჩვენ წინააღმდეგ...ქართულ პროპაგანდაზე რას იტყვი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2010 Nukriko როგორი დახვეწილი არ იყოს პროპაგანდა, მას არ შეუძლია დაარწმუნოს ხალხი იმაში, რისიც ხალხს არ სწამს და რისი დაჯერებაც უბრალოდ არ სურს. ეს რომ შეიცვლალოს, იქმნება ისეთი სისტემა, რომელიც იძულების გზით ცდილობს დააჯეროს ადამიანს ის, რაც მას თავისი ნებით არ სწამს.იმიტომაც აღარ მუშაობს მიშას პროპაგანდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2010 პირველ აბზაცის გარდა დანარჩენის წაკითხვა დაგეზარათ? :DD Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2010 წავიკითხე (მთლიანად) ჰოდა ვფიქრობ ვფიქრობ ვფიქრობ მართალი ხარ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2010 Jonathan Livingston :ish: :ish: :ish: :ish: :ish: :ish: :ish: :ish: :ish: :ish: :ish: :ish: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2010 Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2010 რაც უფრო დიდია დანაშაულის გრძნობა საკუთარი ქმედებების მიმართ, მით უფრო მძაფრი, აგრესიული და შემტევია პროპაგანდა.====================================ვფირობ, რომ პირიქით, რაც უფრო მძაფრი და აგრესიულია პროპაგანდა, მით უფრო ნაკლებია დანაშაულის გრძნობა. აი შიში კი მატულობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2010 ვფირობ, რომ პირიქით, რაც უფრო მძაფრი და აგრესიულია პროპაგანდა, მით უფრო ნაკლებია დანაშაულის გრძნობა. აი შიში კი მატულობს.პირიქით დანაშაულის გრძნობა რომ არის პროპაგანდით ამარლებენ და იმართლებენ თავს, საკუთარ დანაშაულლს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted January 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2010 ყველანაირ პროპაგანდას გაატარებთუკი ამ პროპაგანდას უკან ფული ან სპეცრაზმელი უდგას ) :mamao: :eshmak: :eshmak: :eshmak: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
murTazi Posted January 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2010 ადრე თუ გვიან ყალბი პროპაგანდის შ.ედეგი იმსხვრევა, როგორც დაიმსხვრა კომუნისტური იდეები.საუკუნეებს მხოლოდ რელიგიებმა გაუძლო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2010 საუკუნეებს მხოლოდ რელიგიებმა გაუძლორელიგიებიც იცვლება, სექტების მეშვეობით... უცვლელი არც რელიგია, არ არსე4ბობს ბუნებაში... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
murTazi Posted January 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2010 რელიგიებიც იცვლება, სექტების მეშვეობით... მართალია, მაგრამ უფრო მყარ საფუძველზეა დაფუძნებული -ადამიანის მოთხოვნილებაზე იწამოს ღმერთი და გახდეს ღმერთი ამიტომ აგერ ქრისტიანობა 2010 წელს ითვლის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2010 ადრე თუ გვიან ყალბი პროპაგანდის შ.ედეგი იმსხვრევა, როგორც დაიმსხვრა კომუნისტური იდეები.ადრე თუ გვიან ყველანაირი პროპაგანდა ინგრევარელიგიებიც იცვლება, სექტების მეშვეობით...მართალია, მაგრამ უფრო მყარ საფუძველზეა დაფუძნებული -ადამიანის მოთხოვნილებაზე იწამოს ღმერთი და გახდეს ღმერთიაგნოსტიკობა, ათეიზმი უკვე მყარად არის ფეხმოკიდებული ევროპაში, იაპონიაში და ჩინეთშიც. ასე რომ რელიგიების შესუსტების პროცესი დაწყებულია 19-ე საუკუნიდან დღემდე. 2 საუკუნე გავიდა და რელიგიებმა 40-საუკუნოვანი მონოპოლიური ბატონობამ პოზიციები საგრძნობლად დაკარგა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.