bimo Posted January 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 bimo შე კაი ადამიანო დღევანდელ საქართველოზე დიდი და თვალსაჩინო ფაქტი რაღა გინდა???"როცა ერს ამდენი მოღალატე ჰყავს თვით მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას"-ეს აქსიომატური დებულებაა... სერგო ორჯონიკიძემ და ედუარდ შევარდნაძემ 20-20 ათასი კვ.კმ. ტერიტორია გააჩუქეს...ახლა მოისმინეს ამ ყორღანაშვილებმა ,რომ მათი დაფინანსება 1991-92 წწ. გადატრიალებისას რუსეთმა დუმის დეპუტატის ცნობით 65 მილიონი დოლარი გაიღო...მანამდე ელცინის ვიცე-პრემიერმა ბურბულისმა აღიარა,რომ ის თბილისში გადატრიალების კოორდინატორი იყო...ბეპაევმა აღიარა რუსეთის სამხედრო ოლქის მონაწილეობა ცოცხალი ძალითა და ტექნიკით გადატრიალებაში...სწორედ ამ გადატრიალების პროგრამა-მინიმუმი იყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია-ანექსია(რაც შევარდნაძემ და მოღალატე ყორღანაშვილებმა შეუსრულეს რუსეთს),პროგრამა მაქსიმუმი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობა და რუსეთის ერთ-ერთ რესპუბლიკად მისი გადაქცევა...ვინც გადატრიალებაში მონაწილეობდით ,ყველა ათობით ათასი ადამიანის მკვლელი,ტერიტორიების გამსხვისებელი,ქვეყნის კატასტროფამდე მიმყვანებელი ხართ ...გეშინოდეთ ღვთის რისხვის! ზვიად გამსახურდიას მკვლელობისთვისაც წავიდა ამ მილიონებიდან თანხები...ძალინ საცოდავები ხართ მოღალატეები ,რადგან არ იცით რა გელით თქვე უბადრუკებო!!!თქვენთვის ....ზვიად გამსახურდია ქართველმა ერმა უკვე აღიარა გმირად!1.საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 35 წლიანი ბრძოლის შემდეგ;2.საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი იმპერიის-რუსეთის კლანჭებიდან უსისხლოდ დემოკრატიული არასაბჭოური არჩევნებით,საქარტველოს დახსნა;3.საქართველოს დე იურე ცნობა 1992წლამდე 28 სახელმწიფოს მიერ;4.არც საშინაო და არც საგარეო ვალების აღება;6.უკანონო ე.წ.სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება :7. 1991წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია -ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარება რუსეთის მიერ და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობა;8..აფხაზეთში 28-26-11 სისტემით არჩევნების ჩატარებით კონფლიქტის პროვოცირების ჩაშლა,რაც ქართულ-აფხაზური დიპლომატიის გამარჯვება იყო კრემლზე, ვინაიდან თავიდან იქნა აცილებული ქართველთა და სხვათა ფიზიკური განადგურება;9.აფხაზეთში სიტუაციის კონტროლი საქართ.ხელისუფლების მიერ(მთავრობის თავ-რე,პროკურორი,შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ, გვარდია ქართული იყო,პრეზიდენტს და პარლამენტს უფლება ჰქონდათ გაეუქმებინა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები);10.არცერთი გოჯი მიწა არ დაუთმია;11.საქართველოს თავი შესწირა(მას რუსებმა გალში შესთავაზეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა და პრეზიდენტად დააბრუნებდნენ?! ) უარით მან ხელი" მოაწერა" სიკვდილზე,რაც რუსებმა და ედიკას ძალოვნებმა განახორციელეს!...წმ.შალვა ახალციხელმაც-შავლეგომ არ ითანამშრომლა დამპყრობელთან ჯალალ-ედინთან და ეწამა სამშობლოსათვის! ეს თუ გმირობა და პოლიტიკოსობა არაა მაშინ ტერიტორიების გაყიდვა სკამის შენარჩუნებისთვის ყოფილა პოლიტიკოსობა(სერგო შევარდნაძე,ვარაზ-ბაკური))?! გმირობას და პოლიტიკოსობას რას ეძახი ? ტერიტორიებს რომ გაყიდის,30 000 ადამიანს აფხაზეთში და სამაჩაბლოში რომ მოკლავს, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას რომ მოკლავს,20 მილიარდი დოლარის ანაბრებს ხალხს ,რომ წაართმევს,1,5 მილიონ ადამიანს მამლუქებად ,რომ გაყიდის, საკუთარ დედას,რომ გულიანად შეიგინებს?ძლიერი პლიტიკოსობა არაა დამოუკიდებლობის მოპოვება,სამაჩაბლოს ისტორიული სტატუსის დაბრუნება,ამ ე.წ.ოლქის გაუქმების რუსეთის მიერ აღიარება,აფხაზეთში სიტუაცის სრული გაკონტროლება,არცერთი გოჯი მიწის არ დათმობა,არც საშინაო და არც საგარეო ვალის არაღება, რეფერენდუმით 1921 წლიდან დაკარგული ტერიტორიების დე-იურე საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება... თქვენთვის დიდი პოლიტიკოსია შევარდნაძე-აფხაზეთის და სამაჩაბლოს გამსხვისებელი 1992წ.24 ივნისის დაგომისის,1992წლის 3 სექტემბრის მოსკოვის,1993 წლის 27 ივლისის სოჭის გარიგებებით,30 ათასი ქართველის გენოციდით აფხაზეთში,2,5 მილიარდი დოლარის კრედიტის,20 მილიარდი დოლარის ანაბრების მითვისებით...მოსკოვში 1994 წლის მაისში აფხაზეთის დამოუკიდებლობის ხელმოწერით,11,9 მილიარდი დოლარის სამხედრო ტექნიკის რუსებისთვის გატანებით,შავი ზღვის სამხედრო ფლოტის ქართულ წილზე უარისთქმით...ჩამოვთვალო?,მოღალატეებს სძულთ გმირები,ვინაიდან საკუთარ არარაობას მათში ,როგორც სარკეში ხედავენ! "თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა,მაკედონელიც ვერ უშველის..., რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშრებსა და მსტოვრებს..."კონსტანტინე ...200 ქართველი დიდგორზე ტყუილად შეეწირა თქვენი-ყორღანაშვილების ლოგიკით?! ისტორის დამახინჯება,გმირების დაკნინება,ყველაფრის გაბაიბურება...ამას დამპყრობნი აკეთებდნენ,რუსები,ირანელები..."დავიწყება ისტორიისა არის.. ერის Gათახსირება...მოშლა.."_ილია ...."ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს...მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია,მას ისე დავკორტნით,როგორც დაკოდილ ძერას ყვავები"-კონსტანტინე. თქვენი არგუმენტები "ორი მერსედესის" ყბადაღებულ ბრალდებების დონეზეც არ არის... :rolleyes: ..ზვიად გამსახურდიას მთავარი შეცდომა ...ზოგირთებისათვის თავისუფლების მინიჭებაა,რადგან თქვენ რუსების მონობა დაგმშვენდებოდათ და მერე როგორ...?! დღესაც პუტინ-ედუარდ ჯაბაევიჩის უ......ი შეძრომას ცდილობენთ ღმერთმა გიშველოთ! :rolleyes: შევარდნაძემ ბ-ნ ზვიადის და 9 აპრილის გმირების(მათ დახვრეტას ის ხელმძღვანელობდა,თბილისში იყო-დამბრევი გენერალი ლებედის წიგნიდან ) გამო 9 აპრილი არ გამოაცხადა დამოუკიდებლობის დღედ! 70 წელი არ დავკარგოთო...ჯობდა 3000 წელი არ დაგვეკარგა ამ ლოგიკით...დავიწყოთ ან აიეტიდან ან ფარნავაზიდან ან აღმაშენებელიდან?!...დღევანდელი დამოუკიდებელი საქართველო 1991 წლის 9 აპრილს დაიბადა და თქვენ "ბაბუის დაბადების " დღეს აღნიშნავთ? იარეთ ბარაბას -შევარდნაძე-ორჯონიკიძის გზით 40 წელი მოსეს უდაბნოში... ღმერთო დაიცავი საქართველო " დაიცავი საქართველოსაგან"! Siknadmo ხო? აბა გვერდებში დუბინკები რატომ გიკვირს? Nukriko ზვიადი რა კავშირშია ამ თემასთან? არ გეჩვენება რომ არაადექვატური ხარ ამ შემთხვევაში? chegesto ეს ფორუმელის შეურაცხყოფაა. იმის გამო რომ შენ არ ხარ შენიშნული სხვა დროს მსგავს ქმედებებში, პირველ ჯერზე სიტყვიერი გაფრთხილებით დავკმაყოფილდეთ.მომისმინეთ ეს არაა შეურაცხყოფაციტატა(chegesto @ Jan 14 2010, 06:41 PM) *bimoამხელა ნაშრომი აბსოლუტურად უანგაროდ დაწერე?სულ დაგიშრათ ტვინი ხალხო ? 011.....მიპასუხე ,სანამ 'განაჩენს " გამოიტან აწონ-დაწონეთ ყველაფერი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 (edited) bimo მომისმინეთ ეს არაა შეურაცხყოფამიპასუხე ,სანამ 'განაჩენს " გამოიტან აწონ-დაწონეთ ყველაფერივერ გავიგე რისი თქმა გინდა. Edited January 15, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bimo Posted January 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 (edited) იმის თქმა მინდა,რომ ადამიანი მაყენებს შეურაცხყოფას და ჩემს პასუხს კონტექსტიდან ნამოგლეჯილს განიხილავ... Edited January 15, 2010 by bimo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 (edited) bimo ააა... ჰოოოოო!!! Edited January 15, 2010 by Jonathan Livingston Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bimo Posted January 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 Nukriko აი ზვიადიზმი ხომ მარაზმია... მაგრამ აი ეს... საერთოდ არ ვიცი რა...დანგრეული სტრეოტიპების ხიბლს ( 99% ტყუილზე აგებულს ) გადაყოლებული თაობა და ქვეყანა... ეს ვამე რა განშხვავებული ვარ მამააა... და რესპუბლიკელების და თავისუფლების ინსტიტუტის ერთდროული სიყვარულის ფენომენი... მარაზმო... ოპოზიციონრებისა და ცილისმწამებელთა პორტრეტები აქ გამოჩნდა ჩემი აზრით ...კარგად წაიკითხე და მიხვდები ამ ტექსტის აზრს :rolleyes: ზვიად გამსახურდი 1992 წლის ივლისში ჰელსინკში ეუთოს კონფერენციაზე იყო მიწვეული კრემლმა შევარდნაძეს მოსთხოვა ჩაეშალა ეს.სერგო შევარდნაძემ 1992 წლის 24 ივნისს მოაწყო პროვოკაცია ტელევიზიის აღების სპექტაკლით,რაშიც ბევრი პატრიოტი გაება,დაიჭირეს და შემდეგ იმავე დღეს დახვრიტეს რეზო ბროძელი,ლიმა გიორგაძე,მერაბ სულაძე,დააპატიმრეს მრავალი პატრიოტი( ამაში დღევანდელი ოპოებიდან ბევრი მონაწილეობდა...უახლეს ხანში ეს ისტორია გამოქვეყნდება!)..კრემლის პროპაგანდამ დასავლეთს დააჯერა,რომ ეს მოაწყო ზვიად გამსახურდიამ,მისი ,როგორც ტერორისტიის ამ კონფერენციაზე წასვლა ამით ჩაშალეს...9-10 ივლისს ამ კონფერენციას ზვიადი არ დაასწრეს და ეს ვიზიტი შემდეგ შედგა ევროპაში,სადაც მის რუსებისათვის გადაცემას ცდილობდნენ...შევარდნაძემ ეს პროვოკაცია დაამთხვია იმავე დღეს დაგომისში ელცინთან გარიგებას,რის შედეგად მან,როგორც ორჯონიკიძემ სამაჩაბლოში" მშვიდობისმყოფელთა" სტატუსით 500 რუსი,500 ჩრდილო ოსი,500 სამხ.ოსი ოკუპანტი შემოიყვანა(საქართველოს ისტორიის 9კლასი,ავტორი ზურა კიკნაძე ,როგორც შევარდნაძის ადამიანის უფლებების დამცველი-არბევინებდა მიტინგებს,მის შეფ სანდრო კავსაძესთან ერთად,წიგნშიც ტყვიას ესვრის სინამდვილეს!!!)...სასტიკი რეპრესიების ფონზე ეს ღალატი მან "წარმატებით" განახორციელა! სერგო შევარდნაძემ რუსების დავალებით ორი კურდღელი მოკლა,ერთი ბ-ნი ზვიადი არ დაასწრო ჰელსინკის თათბირს(როგორც ადამიანის უფლებების დამცველს,ჰელსინკის ჯგუფის 1976 წ.ჩამომყალიბებელს ყველაზე მეტი უფლება ჰქონდა მასზე დასწრების და არა კგბ-ს გენერალს-ედიკას,საერთოდ ამ ინკვიზიტორს რა უნდოდა ჰელსინკში?) მისი ტერორისტად გამოცხადების მცდელობით,მეორე დაგომისის ღალატს არ მოყვა პროტესტი,სასტიკი რეპრესიების გამო...ჩემი მეგობრების ნაწილი დაიჭირეს,ზოგი დილიდან გავედით (მე ფეხით) ქალაქიდან! სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი (ნაწილი 1) ,,საქართველოს მწერალთა კავშირი... საქართველოს სსრ ლხცს არქივი... ფონდი # 8... აღწ. 1, საქ. 2913... საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის 1977 წლის სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში... 01.04.77“. სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი,თავმჯდომარეობს გრიგოლ აბაშიძე. თავმჯდომარე: - ამხანაგებო, დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ერთი ისეთი საკითხის განსახილველად, რომელზედაც, ალბათ, ეს დღეები ყველა თქვენთაგანი ფიქრობს. თქვენ ყველა გაეცანით თქვენს პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს ჩვენი კავშირის წევრის ზვიად გამსახურდიას გარშემო. ჩვენ, ყველანი, ბევრის მომსწრე ვართ, ბევრის შემთხვევა არა გვქონია. მას შემდეგ, რაც სოციალიზმმა გაიმარჯვა ჩვენს ქვეეანაში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა ხალხმა სამამულო ომში ასეთი ძლევამოსილი გამარჯვება მოიპოვა და ასეთი წარმატება აქვს საბჭოთა ქვეყანას, მთელი საბჭოთა მწერლობა დარაზმულია ჩვენი პარტიის ირგვლივ და არ ეოთილა რაიმე ფაქტი რომელიმე ქართველი მწერლის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის შესახებ. უფრო მეტი კიდევ, ისეთი დიდი მწერალი ჩვენი დროისა, როგორიც კონსტანტინე გამსახურდია გახლდათ, რომელმაც ასეთი რთული გზა გაიარა, სრულიად დადგა საბჭოთა პლატფორმაზე, დაწერა ჩვენი დროისათვის სრულიად მოსაწონი ნაწარმოებები, დაწერა რომანი "მთვარის მოტაცება", მისი პუბლიცისტური ნაწარმოებები, რომლებიც იდგა საბჭოთა პოზიციებზე და ის მთელი თავისი შემოქმედებით ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საქმეს, მოგეხსენებათ, ბოლოს კონსტანტინე გამსახურდია ლენინური ორდენის კავალერიც გახლდათ და მრავალი ჯილდოსა და სახელმწიფო პრემიის მფლობელი. ეს იმიტომ გავიხსენეთ, რომ დღევანდელი ჩვენი სხდომა ეხება ზვიად გამსახურდიას, ჩვენი კავშირის წევრს თქვენ იცნობთ გაზეთის მასალას. დღესაც ბლომად არის გამოქვეყნებული მასალა. ეს დღეები პრესა უთმობდა ადგილს იმ მასალებს, რომელიც ეხებოდა ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობას. ჩვენ მოგვმართა რესპუბლიკის პროკურატურამ ,,სათანადო რეაგირებისათვის გეგზავნებათ... (კითხულობს)" ... ეს მასალა მივიღეთ. პრეზიდიუმის წევრებმა გაიცნეს. როგორც თქვენ ნახეთ და როგორც გაზეთები ადასტურებენ, ეს არის ანტისაბჭოთა პროპაგანდა. თქვენ მოგეხსენებათ მწერალთა კავშირის წესდება, რომლის მიხედვითაც მწერალთა კავშირის წევრად ითვლებიან ისინი, ვინც მთლიანად დგანან საბჭოთა პოზიციებზე და ღებულობენ აქტიურ მონაწილეობას კომუნიზმის მშენებლობაში. თუ კაცი ეწევა ანტისაბჭოთა პროპაგანდას, ანტისაბჭოთა მოდვაწეობას, ის თავის თავს აყენებს ამ ორგანიზაციის გარეშე თუ ჩვენ გვაერთიანებს კომუნიზმის მშენებლობა და მისი აქტიური მშენებლები ვართ, ეს არის ჩვენ სულის, ჩვენი მოწოდების ნაკარნახევი, და თუ კაცი იბრძვის მის წინააღმდეგ, ის თვითონ აყენებს თავის თავს ამ ორგანიზაციის გარეშე, ალბათ, ის თვითონ არ სთვლის თავს ჩვენი კავშირის წევრად. აქ ბევრი მასალაა, მაგრამ მარტო ორს დავასახელებ ამ მასალიდან, ერთი გახლავთ ,,საქართველოს მოამბეში" გამოქვეყნებული პროკლამაცია, ანტისაბჭოთა პროკლამაცია, რომელიც მოსკოვში გაავრცელეს ფრანგმა და ნორვეგიელმა ტურისტებმა, რომლებიც ამის გამო დაპატიმრებული იყვნენ. ეს პროკლამაცია გადმობეჭდილია ამ "მოამბეში". მეორე, რამაც გული ატკინა ჩვენ ხალხს, ეს გახლავთ ფაშისტი გენერლის მაღლაკელიძის გარდაცვალების გაძო გაძოქვეყნებული მასალა, სადაც ქება-დიდებაა იმ კაცისა, რომელიც მოუძღოდა ფაშისტურ ლეგიონს და რომელიც ვითომ საქართველოს სრული განთავისუფლებისათვის იბრძოდა. აი, მოკლედ რაც მინდოდა მეთქვა. ამხანაგები გამოთქვამენ თავიანთ აზრს და შემდეგ მოვუსმინოთ ზვიადს. როგორ გაიმართლებს თავს . ძალიან სამწუხაროა ეს შემთხვევა, რადგან ჩვენ ასეთი შემთხვევა არასოდეს არ გვქონია. განსაკუთრებით ახლა, როცა რესპუბლიკას წარმატებები აქვს და როდესაც ედუარდი მოვიდა ხელმძდვანელობაში, კონსტანტინე ერთი პირველთაგანი მიესალმა მას, და კიდევ უფრო გასაკვირი და სამწუხაროა ეს შემთხვევა. ზვიად გამსახურდია - რა იურიდიული საფუძველი აქვს ყველაფერ ამას, რით მტკიცდება? თავმჯდომარე - პრესისა და პროკურატურის მასალით. ზვიად გამსახურდია - იმ პროკურატურას რა იურიდიული საფუძველი აქვს? თქვენ საბუთებს არ გაცნობდნენ? თავმჯდომარე - გამოიგზავნა ეს მასალა, პროკურატურა სთვლის, რომ მასალა არის საკმარისი. აი რას იწერება... „რომლებიც დაბეჭდილია და გავრცელებულია მწერალთა კავშირის წევრის ზვიად გამსახურდიას მიერ არაოფიციალურ ჟურნალში „საქართველოს მოამბეში". ზვიად გამსახურდია - ის მთვლის მე რედაქტორად? მე ხომ ხელს არ ვაწერ. მე არა ვარ რედაქტორი. თავმჯდომარე - მაგაზე თქვენ მიმართეთ პროკურატურას, ჩვენ უნდა დავეერდნოთ იმ მასალას, რომელიც გაზეთშია. ზვიად გამსახურდია - გაზეთში ყველაფერი სიმართლეა? თავმჯდომარე - ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიმართლეა, ზვიად! - არავის არ აინტერესებდა თქვენი გალანძღვა. გთხოვთ ამხანაგებო, გამოთქვით აზრი. თავმჯდომარე - ნოდარ, ხომ არ დაიწყებთ?! ნოდარ დუმბაძე - ჩვენ გავეცანით მასალას, რომელიც დაბეჭდილია არალეგალურ ჟურნალ „ქართველოს მოამბეში". კიდევ გავეცანით ჟურნალების წეებას, რომელსაც "ოქროს საწმისი“ ჰქვია პირადად მე, როდესაც წავიკითხე ,,ოქროს საწმისი", ის არ მომეჩვენა სერიოზულ ჟურნალად, რადგან მასში ფრიად სუსტი და დაბალი გემოვნების ნაწარმოებები ქვეყნდება და როდესაც გავეცანი იმ მასალას, რომელიც მოგვაწოდა ჩვენ პროკურატურამ, სადაც გამოქვეყნებულია ანტისაბჭოთა პროკლამაცია, რომელიც მოუწოდებს ჩვენს ხალხს საბჭოთა ხელისუფლების დამხობისაკენ, როდესაც წავიკითხე გენერალ მაღლაკელიძის ბიოგრაფია, რომელიც თურმე თანამშრომლობდა ჰიტლერთან, რომლის შთამომავალმა, რომლის შვილიშვილმა ისახელა თავი ვიეტნამის ომში იმით, რომ ჟლეტდა ვიეტნამში ხალხს და ამ ბიოგრათიაში სწერია, ქართველი ხალხის სახელით ვიღაც პირდება, რომ დიდი სამსახურისათვის ქართველი ხალხი მას არ დაივიწყებს, - მე მიმაჩნია, რომ ამ ჟურნალის ხელმძღვანელი ან ავტორი ამ მასალისა არ არის ღირსი მწერალთა კავშირის წევრობისა და პირადად ჩემთვის, როგორც მწერლისათვის და კომუნისტისათვის მიუღებელია. თავმჯდომარე - გიორგი! გიორგი ციციშვილი - მე ჩემი მეგობრებისათვის არ მითქვამს, საერთოდ არ ვლაპარაკობდი, რომ ძალიან მძიმე წლები გავიარე ომში და არა იმიტომ, რომ დაჭრილი ვიყავი და ბრმა, არამედ ვნახე საშინელებანი, რომლებიც ჩემს თვალწინ ტრიალებდა. ჩვენი პროპაგანდა თავის დროზე კი არ აჭარბებდა, არამედ სუსტი იყო, რომ არ აჩვენა მთელი ის საშინელება, რაც ფაშიზმს მოჰყვებოდა. მე ვნახე ხალხი დახოცილი "დუშეგუბებში“ მანქანებით დატვირთული რომ გამოყავდათ, მე ვნახე ორი შერყეული კაცი ნარვასთან, რომელთაც ტვინში რაღაცას უშხაპუნებდნენ და რამდენი საშინელება. და მე ეს საშინელებანი რომ ვნახე და გავიცანი ფაშიზმის არსი, ჩემთვის შეურაცხმყოფელია ყველაფერი ის, რასაც შეუძლია ფაშიზმის რეაბილიტირება. მე საშინლად ამაღელვა იმან, მაღლაკელიძე აქციეთ ეროვნულ გმირად, მე არა ერთი პროკლამაცია ჩამვარდნია ხელში, მე შტაბში ვმუშაობდი და ბევრი მო^ქონდათ ასეთი პროკლამაციები, ის პროკლამაციები ბევრი მინახავს შტაბში, მაგრამ ამ პროკლამაციამ, რომელიც ამ არალეგალურ ჟურნალშია დაბეჭდილი, საშინლად ამაღელვა იმიტომ, რომ ქართველ ახალგაზრდობაში აღძრავს ეჭვს, ქართველ ახალგაზრდებს ეჭვს უღვივებს და ამ პროკლამაციამ შეიძლება მოწამლოს ქართველი ახალგაზრდობა. ზვიადმა ბრძანა, რომ ამისი რედაქტორი არა ვარო და ჩვენ ყველამ ვიცით, და ისეთი ავტორიტეტული ორგანო წერს, როგორიც არის პროკურატურა. ჩვენ წავიკითხეთ ეს მასალა, თმები ყალყზე დაგვიდგა, განსაკუთრებით ეს პროკლამაცია. წარმოუდგენელია 1977 წელს ასეთი პროკლამაცია ვინმემ შეთხზას ან გადმობეჭდოს. მან ამრიგად შეურაცხყო ქართველი მწერლის სახელი, რამდენადაც ის დაკავშირებულია ამ დოკუმენტთან, ყველამ ვიცით, რომ, ეს ამასთან არის დაკავშირებული, მე მიმაჩნია, რომ, რა თქმა უნდა, ზვიადი არ შეიძლება იყოს კავშირის წევრი. თავმჯდომარე - იოსებ! იოსებ ნონეშვილი - მე სამამულო ომის მონაწილე გახლავართ, იმ თაობას ვეკუთვნი და არა მარტო ჩემი თაობისათვის, არამედ ყველა თაობისათვის ცნობილია რა საშინელებაა ფაშიზმი. კაცობრიობის ყველა გონიერ ადამიანს ფაშიზმი ძაგს და ახლა ფაშიზმზე ლაპარაკი, ფაშისტი გენერლის ეროვნულ გმირად გამოყვანა ჩემთვის წარმოუდგენელია. მე მიჭირს როცა ამას ვლაპარაკობ, როცა ამ საკითხზე ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ვამაყობ კონსტანტინე გამსახურდიათი, მაგრამ მე ვხედავ, რომ ფაქტია ეს პროკლამაცია, ამ ფაშისტი გენერლის ასე ეროვნულ გმირად გამოცხადება. მაგრამ, რაც მთავარია, ზვიადი ბრძანებს, რომ ჩემი დაწერილი არ არისო და ჩვენი პრეზიდიუმის წევრებს სხვა წყარო არ გაგვაჩნია გარდა იმისა, რასაც პროკურატურა გვწერს, რაც პრესაშია, ის, რაც დდეს "ლიტერატურულ საქართველოშია" დაბეჭდილი. მე ამაღელვა საქართველოს პატრიარქის წერილმა, რომელიც ,,ლიტერატურულ საქართველოშია“ დაბეჭდილი. ეკლესიასაც უნდა ვერწმუნოთ და პროკურატურასაც, რომ მათ შეისწავლეს და გვწერენ და თუ კი ის შემდეგ დაადასტურებს, დაარწმუნებს პროკურატურას, ჩვენ ყველანი გახარებული ვიქნებით და ამოვისუნთქავთ, რომ ამ საქმეში მას მონაწილეობა არ მიუღია - არც ფაშისტი გენერლის ქებასა და არც ამ პროკლამაციის შედგენაში. მაგრამ ჯერჯერობით ეკლესია, პროკურატურა გვიმტკიცებს და როგორც წესდებაშია მწერალთა კავშირის წევრი არ შეიძლება იყოს ის, ვინც არ დგას ჩვენს, საბჭოთა პოზიციაზე. ამიტომ, მე, როგორც სხვებმა ბრძანეს, მიმაჩნია, რომ მწერალთა კავშირის წევრი არ უნდა იყოს ის, ვინც პროკლამაციას ავრცელებს და ფაშისტ გენერალს აქებს. თავმჯდომარე - მორის! მორის ფოცხიშვილი - შეიძლება გამეორება მომიხდეს იმისა, რაც უკვე ითქვა. ვერ წარმომედგინა, რომ ჩვენს წრეში, მწერალთა რიგებში და საერთოდ ჩვენს ქვეყანაში აღმოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ასეთ მიმართულებას მოუნახავდა ფაშისტი გენერლის მოქმედებას. ამიტომ შეშფოთებული ვარ, და თუკი ეს დადასტურდება, რომ როგორმე ვინმე მხარს უჭერდა ამ წერილებს, - ასეთი კაცი არ შეიძლება იყოს მწერალთა კავშირის წევრი, თუ ეს მისი ხელიდან არის გამოსული, ის არ შეიძლება იყოს მწერალთა კავშირის წევრი. თავმჯდომარე - კარლო! კარლო კალაძე - მინდა განვაცხადო, რომ სხვებთან ერთად უახლოესი, უერთგულესი და უსაყვარლესი ადამიანი იყო ჩემთვის კონსტანტინე გამსახურდია და არის. ახლა, დღეს მე ძალიან ძნელ მდგომარეობაში ვარ მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენა ჩვენ ზვიადმა. არა მარტო თავისი თავი ჩააყენა მძიმე მდგომარეობაში, უპირველეს ყოვლისა თავისი თავი, მაგრამ უკიდურესად ძნელ მდგომარეობაში ჩამაყენა მე და ყველა მწერალი, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში, თითქმის 40 წლის განმავლობაში როგორც კონსტანტინესთან, ისე ამ ოჯახთან ახლოს ვიდექით. რასაკვირველია, მე ვეკუთვნი იმ ამხანაგებს, რომლებმაც (ჩვენ) კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟიშვილი მივიდეთ მწერალთა კავშირში. მეც მივეცი ხმა. ახლა, ვინაიდან მწერალთა კავშირში ყოფნა ეს ნიშნავს, რომ იზიარებდე შენ იმ შეხედულებას, იმ მდგომარეობას, იდეურად იდგე იმათ გვერდით, ვინც ამ მწერალთა კავშირშია გაერთიანებული, და როცა ადამიანი თავისი საქციელით უპირისპირდება მწერალთა კავშირს, მწერლობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი დამოკიდებულება გამოვხატოთ, გარდა იმისა, რაც ჩვენ ამ დღეებში პრესაში წავიკითხეთ, მე მეტი არაფერი ვიცი. თუ კიდევ არის რამე, უნდა ვიცოდე ისიც. რაც პრეზიდიუმშია, ისიც უნდა ვიცოდე, მაგრამ რაც ოფიციალურად რაც ჩვენს თვალწინ არის, მე ამისიც მჯერა. რასაკვირველია, ჩვენ ბედნიერი ვიქნებოდით... ჩვენ იმიტომ, რომ მწერალთა კავშირის ხმა - ეს არის ისტორიული სიტყვა ადამიანზე და მით უფრო ისეთ ადამიანზე, რომელიც შვილია კონსტანტინე გამსახურდიასი. - და, რასაკვირველია, ჩვენ ვიქნებოდით ბედნიერები, რომ ამ ამბავში დასაწეისშივე მიგვეღო მონაწილეობა. ეს მოხდა ჩვენს გარეშე. ჩვენ ახლა ვიხილავთ. მე წავიკითხე, რაც ზვიადს უთქვამს, დაუწერია, თუ მანქანაზე დაუბეჭდია, ამისი წინააღმდეგი ვარ და არასოდეს არ გვქონია ამის შესახებ ჩვენ საუბარი. მე ათასჯერ შევხვედრივარ და ჩვენ არ გვქონია ამის შესახებ საუბარი, მაგრამ ეს მისი თვისებაა - აფეთქებული ხასიათის კაცია. ამიტომ მწერალთა კავშირის უმრავლესობის აზრს ვიზიარებ, რომ ჩვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება, ის სცილდება ყოველგვარ საკითხს, ეს არის სამშობლოს საკითხი, ეს არის პატრიოტული სინდისის საკითხი, ეს არის თვით კონსტანტინესთან დამოკიდებულების საკითხი, რაც არ უნდა მძიმე იყოს, პასუხი უნდა აგოს ზვიადმა თავისთავის მაგივრად, ზვიადმა პასუხი უნდა აგოს კონსტანტინეს მაგივრადაც. ის უნდა ყოფილიყო ჩვენს გვერდით და რადგან არ ისურვა, მან უნდა მკაცრი პასუხი აგოს, და ის ამას შეურიგდა. მე მგონია, ჩვენთან ერთად მისი ყოფნა ძნელია და წარმოუდგენელი. თავმჯდომარე - კიდევ ვის სურს გამოთქვას აზრი? ალექსი გომიაშვილი - ვიდრე ჩემს მოსაზრებას გამოვთქვამდე, მინდა შევეკითხო ზვიადს. ზვიადმა რეპლიკა ისროლა, ის არის მწერალთა კავშირის წევრი. თქვენ განაცხადეთ - ამისი არც რედაქტორი ვარ და არც ავტორიო. თუ თქვენ რედაქტორი არახართ და არც ავტორი, როგორც მწერალთა კავშირის წევრი როგორ უყურებთ ამ ორგანოს პოზიციას? რა პოზიცია გაქვთ ამ ორგანოსთან? - და თუ თქვენ მონაწილე ხართ ამ ყველაფრისა, და იმის შესახებ, რაც გაზეთში იყო გამოქვეყნებული, იმ სიტყვების შემდეგ, რაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომის პროცესში მოისმინეთ - რა აზრი დაგებადათ და რა მოსაზრება გაქვთ? ზვიად გამსახურდია - მოკლედ მოგახსენებთ. სოლჟენიცინი რომ გარიცხეს კავშირიდან, საკუთარი ნაწარმოებებისათვის გარიცხეს. თქვენ მაგდებთ იმისთვის, რაც ჩემი არ არის, უმთავრესად ანტიფაშისტური პროკლამაციის და მაღლაკელიძის ბიოგრაფიისათვის, რომლებიც ჩემი არ არის, ჩემი დაწერილი არ არის. მე არ ვაწერ ხელს. მე ვაგებ პასუხს მხოლოდ იმაზე, რასაც მე ვწერ და ხელს ვაწერ. ეს რომ იყოს ჩემი ჟურნალი, მაშინ მოვაწერდი ხელს. შეიძლება ბევრ რამეს მე არ ვიზიარებ, ის პროკლამაცია ჩემთვის უცხოა. თუ არის იმ ჟურნალში რაიმე დოკუმენტური მასალა, ამას ვიზიარებ. აქ ცდილობენ გაცილებით მეტი დამაბრალონ მე, ვიდრე ეს სინამდვილეშია. პრესაც ამას ცდილობს. პოზიცია? ამაზე მე თავს ვიკავებ, ამას ბოლოს ვიტყვი. ალექსი გომიაშვილი - მე მგონია ბევრი ლაპარაკი ზედმეტია. ჩვენი წესდება, რასაც გვეუბნება, ჩვენი ვალდებულებაა, მწერალთა კავშირის წევრები უნდა ვიყოთ საბჭოთა პოზიციაზე და ვამართლებდეთ წესდებას, ვინც ამ წესდებას არ იზიარებს, ვინც ამ პოზიციაზე არ არის ის მწერალთა კავშირის წევრი არ უნდა იყოს. თავმჯდომარე - ვის სურს გამოთქვას აზრი? ვანო თარბა - უხერხულ მდგომარეობაში ვარ, როგორც ყველა. მინდა დავიწყო კარლო კალაძის სიტყვით. კონსტანტინე გამსახურდია ჩემთვის იყო ღმერთი, უდიდესი ქართველი კაცი და ჩვენი ხალხის დიდი მეგობარი და ძმა. როცა მამაჩემი მოკვდა, სპეციალურად ჩამოვიდა ოჩამჩირეში, ჩემს სახლში იყო და ძალიან ახლობელი კაცი იყო ჩემთვის და დღეს ჩემთვის ეს საკითხი ძალიან მძიმეა, მძიმე მდგომარეობაში ვარ, ისე როგორც ყველა თქვენ, სადღაც მე უფრო მეტადაც. არ ვიცი, თუ ზვიადი დაამტკიცებს, რომ არაფერ შუაშია... ხდება განა, რომ ჩვენს პრესაში ასეთი მასალა იყოს მოთავსებული და არ იყოს სწორი? იმ მასალების მიხედვით ზვიადს გაუჭირდება ჩვენს რიგებში, მწერალთა კავშირის რიგებში დარჩენა. თავმჯდომარე - გიორგი! გიორგი ნატროშვილი - ვანომ თქვა, რაც ყველა ჩვენგანის საწუხარია. გარდა ამისა, ჩვენი პრესა, ეს უცხოური გადმოცემები, ეს მასალა, ესენი ყველაფერი - როგორ შეიძლება?! ვუერთდები აქ გამოსულ ამხანაგებს. თავმჯდომარე - ელგუჯა! ელგუჯა მაღრაძე - ამხანაგებმა თქვეს უკვე გარკვევით, ჩემთვისაც ბატონი კონსტანტინე იყო ვაჟკაცობის, დიდი მწერლობის და ყველაფრის იდეალი, ყველა იმის, რომელმაც ქართველ ერს შეუქმნა სიტყვაკაზმული მწერლობა, შეაყვარა სამშობლო, თავისი ხალხი, - ვისაც მისი წიგნები წაკითხული აქვს და სხვა ერის შვილებსაც კი შეაყვარა საქართველო. ჩემთვის დღევანდელი გამოსვლაც, ეს ლაპარაკიც ძალიან ძნელია, ეს კაცი ჩვენს ხელში გაიზარდა. მე მიმაჩნია, რომ ზვიად გამსახურდია არის მსხვერპლი იმ განუკითხავობისა, რაც 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ჩვენს რესპუბლიკაში, რასაც 20 წლის განმავლობაში ვერ ვებრძოდით და როცა მან პირველი ნაბიჯი გადადგა ამ მხრივ, ჩვენ პასუხისმგებლები ვართ და დამნაშავე ვართ, რომ თავის დროზე არ მივუთითეთ და არ ვუთხარით, რომ ეს მცდარი გზაა. ამ ორგანიზაციას რომ უფრო მეტი ფხა, უფრო მეტი ვაჟკაცობა, შორსმჭვრეტელობა გამოეჩინა, მიეთითებინა მისთვის (თითქმის ყველას შვილეულ ასაკად გვეკუთვნის), ჩვენ შეგვეძლო მისი მობრუნება, აღზრდა, გვეთქვა, რომ ის არის მცდარი გზა, მაგრამ ჩვენს მწერალთა კავშირში იმ 20 წლის მანძილზე იყო დანერგილი ის, რომ ექსცესებითა და ჩხუბით ვინც გადიოდა, ჩვენ ამას ვუწყობდით ხელს, ვაქეზებდით ამანაც თავისი დაღი დაასვა. ჩვენ რომ თავის დროზე აგველაგმა ის, ვინც ექსცესებით იკაფავდა გზას, საქმე აქამდე არ მივიდოდა. ახლა ის დაპირისპირებული აღმოჩნდა ჩვენთან, ყველა ჩვენთაგანთან და წესდებასთან. მისი საქციელი და მოქმედება დასაგმობია და ამდენად მწერალთა კავშირის რიგებში რომ დარჩეს, ძნელია. თავმჯდომარე - ხუტა! ხუტა ბერულავა - მწერალთა კავშირი - ეს არის თანამოაზრეთა კავშირი, როგორც ამას ჩვენი წესდება ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ეს მოქმედებაც შეუთავსებელია საბჭოთა მწერლების სახელთან. მე მინდა დავეთანხმო ზოგიერთი ამხანაგის წინადადებას. რადგან ზვიად გამსახურდია აცხადებს, რომ ეს მას არ ეკუთვნის, რომ ეს მისი ხელმძღვანელობით, თუ მონაწილეობით არ გაკეთებულა (გვითხრას ვისია) და თუ ეს ასეა, ერთხელ კიდევ შევეცადოთ იქნებ აღმოვაჩინოთ... თავმჯდომარე - ამაზე რომ არ იყოს ლაპარაკი, მოგახსენებთ: ის, რაც პრესაშია დაბეჭდილი და რაც აქ მოტანილია, ეს დადასტურებულია და არავის არ უნდოდა ამის გამოგონება და შეთხზვა. ეს არის დადასტურებული და დამტკიცებული და იმიტომ არის გამოტანილი. ვიდრე ბოლომდე არ იყო დამტკიცებული, არ გამოუტანიათ. ზვიადს შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი. ის, რაც არის - დამტკიცებულია და ამას არ გავხდით სადავოდ. ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ფაქტიური მასალაა. ხომ არ შეიძლება გაზეთი „კომუნისტი“ , „თბილისი“, „ახალგაზრდა კომუნისტი“, „ლიტერატურული გაზეთი“ ტყუილს სწერდეს?! ხუტა ბერულავა - ყველაზეე მთავარი ის არის, რომ ჩვენ არავის არ უნდა მივცეთ უფლება სული აუმღვრიოს ჩვენს ახალგაზრდობას, რომელიც ჩვენ, შემოქმედებითმა მუშაკებმა უნდა აღვზარდოთ კომუნისტურ იდეალებზე და კომუნისტური სულისკვეთებით და ამ შემთხვევაში, როდესაც ლაპარაკია ძალიან მაღალ და წმინდა საქმეებზე, აქ დათმობა არ შეიძლება. მე ვუერთდები ამხანაგების აზრს - საქართველოს მწერალთა კავშირის რიგებში არ შეიძლება, რომ ასეთი კაცი იყოს. თავმჯდომარე - კიდევ? ვახტანგ ჭელიძე - ჩემთვის ცოტა ძნელია ლაპარაკი იმიტომ, რომ თვითონ ზვიადთან არ მქონდა კეთილი ურთიერთობა, მაგრამ უნდა გამოვთქვა აზრი, იმის შემდეგ რა საბუთებსაც ჩვენ გავეცანით - იმ პროკლამაციას, ფაშიზმის რეაბილიტაციის ცდას, - წესდება არ გვაძლევს უფლებას, რომ ჩვენს რიგებში იყოს და ვუერთდები საერთო აზრს - ასეთი ადამიანი არ უნდა იყოს მწერალთა კავშირის რიგებში. თავმჯდომარე - სერგი! სერგი ჭილაძე - მე სხვა მასალას არ ვიცნობ, რაც გაზეთშია, იმას ვიცნობ და მე მიმაჩნია - საბჭოთა პრესაში მოყვანილი ფაქტები და მასალა ისეთ შეუვალ სურათს ქმნის, რომ აქ ორი აზრი არსებობდეს, შეუძლებელია. ჩემთვის ყველაზე უფრო სამძიმოა ეს იმიტომ, რომ თვითონ კონსტანტინე გამსახურდიას აქვს - „თუ არა საბჭოთა ხელისუფლება, ჩემთვის დიდ მწერლობასთან წილნაყრობა არ შეიძლებოდა“. ესა აქვს ნათქვამი მას და ასე არის ნამდვილად დიდ ოსტატად ის ჩვენმა სინამდვილემ აქცია და ამიტომაც ჩვენი სინამდვილის გულწრფელი მომღერალი იყო. მით უფრო სამწუხაროა ამ დიდი ქართველი კაცის, ამ დიდი ოსტატის, ჩვენი ამ დიდ ლიტერატურულ ბრძოლებში ჩვენი მეგობრის შვილის საკითხს რომ ვიხილავთ - იყოს თუ არა ის ჩვენს რიგებში. დიდად გული მტკივა მიმძიმს ამის წარმოდგენა იმიტომ, რომ თვითონ კონსტანტინე გამსახურდიამ რაღაც საოცრად რთული გზა გაიარა და ეს განაცხადა. ამის დამადასტურებელია მისი ნათელი შემოქმედება, რომელიც მისი ხელიდან არის გამოსული. ამიტომ მე ვიმეორებ და ვეთანხმები ამხანაგების აზრს, მაგრამ აქ ჩვენმა პარტორგანიზაციის მდივანმა განაცხადა „,თუ ეს ასეა“ და როგორღაც ეჭვქვეშ დააყენა საკითხი, მე ვფიქრობ, საკითხი ისე უნდა გამოგეტანათ, რომ არ ყოფილიყო ეს „თუ ეს, ასეა“. ეს იმ ტკივილებს კიდევ ერთ ტკივილს უმატებს. მე მომეწონა ბატონმა ალექსიმ რომ პირდაპირ მიმართა კითხვით. ზვიადმა არ უპასუხა; უპასუხეთ ბოლომდე, რომ ჩვენ შეგვეძლოს ნათელი დამოკიდებულება გვქონდეს საკითხთან. ვიმეორებ, მე მხოლოდ იმ მასალას ვიცნობ, რაც პრესაშია და აქ ისეთი ფაქტებია, რომ ამიტომ ამხანაგების იმ წინადადებას ვუერთდები, მაგრამ მაინც მოვითხოვ „თუ ეს ასეა“ და სხვა - ამ კითხვებზე პასუხი იყოს. მორის ფოცხიშვილი - ბატონო სერგი, ზვიადმა რომ სთქვა მე ხელს არ ვაწერ, მე არ ვარ ავტორი, ამან დაბადა ეს აზრი. ისე, თქვენ თუ არ წაგიკითხავთ მასალა, აქ არის და წაიკითხეთ. თავმჯდომარე - კიდევ? რევაზ მარგიანი - ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ქართული მწერლობა. მე გავეცანი ამ მასალებს. თავისთავად ზვიადის საქციელი მეტყველებს, რომ ის არ იზიარებს ქართული საბჭოთა მწერლობის პოზიციებს და თვითონ ლაპარაკობს - არ არის საჭირო იყოს წევრი ამ კავშირისა. თავმჯდომარე - ირაკლი, ხომ არ იტყოდით რამეს? ირაკლი აბაშიძე - რამდენი ხანია, რაც მივიღეთ ზვიადი მწერალთა კავშირში? ზვიად გამსახურდია - 1966 წლიდან. თავმჯდომარე - 1968 წლიდან. აქ არის მასალა, ზვიად! ირაკლი აბაშიძე - 1968 წლიდან მე არ მახსოვს რომელიმე კაცის შესახებ გველაპარაკა და მათ შორის პირველ რიგში, რასაკვირველია, უმძიმესია ვილაპარაკო კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახის წევრების შესახებ. თავმჯდომარე - უკაცრავად, 1965 წელს მიგვიღია წევრად. ირაკლი აბაშიძე - რა მძიმეც არ უნდა იყოს ამის თქმა, ამხანაგებო, უნდა ვთქვათ - საბჭოთა მწერალს არ შეიძლება სხვა რაიმე აზრი ჰქონდეს. საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის წევრი ჩვენს წესდებას იცნობს, მათ შორის რასაკვირველია, ზვიადიც იცნობს. რასაკვირველია, არ შეიძლება, თუ ეს ყველაფერი ვიცით, რაც ვიცით ჩვენ... (მე ახლა ავად ვიყავი და ყველაფერი ვერ წავიკითხე). თქვენ აქ დაგიძახეს იმიტომ, რომ სთქვათ... ზვიად გამსახურდია - ბოლოს ვიტყვი ირაკლი აბაშიძე - სხვათა შორის, ბოლოს ჩვენ უნდა ვთქვათ. ჩვენ რას ვლაპარაკობთ? ზვიად გამსახურდია - სასამართლოზე ჯერ ეკითხებიან ბრალდებულს და შემდეგ გამოაქვთ განაჩენი. ირაკლი აბაშიძე - თუ საჭიროა კენჭი ვუყაროთ, კენჭი იმიტომ, რომ თქვენთვის გადაწყვეტილია, საკითხი ნათელია და მე მომხრე ვარ საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირიდან ზვიად გამსახურდია გაირიცხოს, მაგრამ ჩვენ ალბათ, იმიტომ დავუძახეთ, რომ მას მოვუსმინოთ. ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ და მერე მოვუსმენთ? 11 წელია მწერალთა კავშირში გვყავს კაცი, ჩვენი დიდებისა და სიამაყის შვილი, ჩვენი ყველა ოჯახის შვილი. რა ვქენით, რა გავაკეთეთ?! ჩვენს თავზეც უნდა ვთქვათ და პირადად ჩემს თავზედაც - ვუთხარით მას რაიმე, გავაფრთხილეთ, დავუძახეთ? აი, მე რომ ირაკლი აბაშიძე ვარ - რა გავაკეთე. 1966 წელს მიგვიღია წევრად. ეგ დაჭერილი იყო ერთხელ, მეც მოვეხმარე. ჩემს თვალწინ უთხრა კონსტანტინე გამსახურდიამ, მოგკლავო, თუ კი გაიმეორებო. მერე რა მოხდა, დავუძახეთ, ველაპარაკეთ, თუ რა ვქენით?! ასე არ არის სულ, ჩვენ ხომ გვთხოვენ პასუხს და მოგვკითხავენ და სავსებით მართალი იქნება. ასე კი არ არის - აუწევთ ხელს. იმხელა დიდი მოვლენაა, რომ არც ერთ რესპუბლიკაში არ მომხდარა. თქვენ ამას ანგარიში უნდა გაუწიოთ. ეს კაცი ამბობს - მე არა ვარ რედაქტორი, ჩემი ხელმოწერა არ არის. ვკითხოთ რაშია საქმე რა არის, დაგვეძახებინა, ერთხელ გაგვეფრთხილებინა, მეორედაც, უნდა გვემუშავა. მე ცოტა მკაცრად გამოვდივარ, ავად ვარ - მე ჩემს შესახებაც ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ძმად მიმაჩნდა კონსტანტინე და მეგობრად მისი ოჯახი. ამ ბოლო ხანებში ხუთჯერ ვიყავით და დღე არ იყო, რომ არ დაერეკა ჩემთვის და გიორგი ნატროშვილისათვის. ჩვენ დამნაშავეები ვართ და ჩვენ მოგვთხოვენ პასუხს. ხმები - სთქვას. ზვიად გამსახურდია - საერთოდ რა უნდა მოგახსენოთ. სასამართლო რომ სასამართლოა, მას თავისი წესი აქვს - საბჭოთა კავშირსა თუ უცხოეთში, არსებობს იურისპრუდენცია, არსებობს კანონი. თუ ყველაფერი მოთავებულია, უნდა გავჩუმდე და თქვენ რაც გინდათ ის გამოიტანეთ, ის დაადგინეთ. არ შეიძლება, სანამ სასამართლო არ დაადგენს დანაშაულს, კაცი დაისაჯოს და იმის თქმა, რომ ეს სიმართლეა იმიტომ რომ პრესაშია. პრესას შეიძლება შეეშალოს. ვერც პრესა გასწევს სასამართლოობას და ვერც პროკურატურა. ეს რომ ასე იყოს, მაშინ სასამართლო აღარ იქნებოდა. პროკურატურა გამოთქვამს თავის აზრს და მას რომ შეეძლოს გადაწყვეტა, მაშინ სასამართლოც არ იქნებოდა საჭირო. მარტო პროკურატურის აზრი რომ იყოს კომპეტენტური, სასამართლო აღარ იარსებებდა. სასამართლო იმიტომ არსებობს, რომ დაადგინოს სიმართლე, ის სიმართლე, რომელსაც ვერ ადგენს პროკურატურა. რატომ არსებობს სასამართლო და შეიძლება თუ არა ასე სროლა ადამიანის მიმართ ინსინუაციების და ყველაფერი ის, რასაც პრესა აკეთებს? ყველაფერი, რაც ენაზე მოადგება „სოვეტსკაია კულტურის“ კორესპონდენტს, გადმოიგზავნება აქ და იბეჭდება ან თუნდაც ის, რომ მე რადიო „სვობოდას“ ვუგზანი მასალებს. როგორ შეიძლება ასე დაბრალება? და რამდენი უნდა ჩამოვთვალო? აი, თვით აქ რაც წამძღვარებულია. მე არ ვიცი, სად გამოდის ეს ჟურნალი, ვის მიერ. მე ვწერ და ვაძლევ მეგობრებს. მე ვწერ და რასაც ხელს ვაწერ, სამწუხაროდ არ იბეჭდება, ცენზურა მკაცრია, ამიტომ გადავცემ ნაცნობ-მეგობრებს. მაგალითად, ძეგლთა დაცვის მდგომარეობაზე დავწერე, პრესის ყველა ორგანოს მივმართე. არ დამიბეჭდეს და შემდეგ გადავწყვიტე მიმეწოდებინა ხალხისათვის. რაც შეეხება პროკლამაციას, არ მინახია, არც მითარგმნია და საერთოდ მე არ ვარ საბჭოთა წყობილების მტერი, არც მისი დამხობის მომხრე და არც არავის მოვუწოდებ ამისკენ, თუ მე რაიმეს ვწერ, ვაკრიტიკებ რომელიმე დაწესებულებას, ეს არ ნიშნავს, რომ მე ვარ მტერი. ნუ აიღებთ თქვენს თავზე სასამართლოს ფუნქციას. მე ვიცი თქვენ ეს დაგეგმილი გაქვთ და, რაც არ უნდა ვთქვა, თქვენ ვერაფერს შესცვლით. ეს გადაწყვეტილია, მაგრამ თქვენ სასამართლო არ ბრძანდებით, თქვენა ხართ მწერალთა წრე. არავითარი მაღლაკელიძის შესახებ წერილის ავტორი მე არა ვარ. გადახედეთ და ნახავთ - არც ერთი სიტყვა ჩემი არ არის. და სხვათა შორის, მაღლაკელიძის შესახებ უნდა მოგახსენოთ, - ის თქვენი „მერნის“ კონსულტანტი იყო, თუ ის ფაშისტი გახლდათ, რატომ არ მოხვდა ნიურნბერგის პროცესში? იმიტომ, რომ სწორედ ის იყო ანტიჰიტლერელი, ანტიფაშისტი, უბრალო სამხედრო. ის გახლდათ შულენბერგის დაჯგუფების წევრი, ანტიფაშისტი და არც ვიცნობდი და არც ვმეგობრობდი მაღლაკელიძეს, ის თქვენი გამომცემლობა „მერნის“ თანამშრომელი იყო წლების განმავლობაში და ყველა თქვენთაგანს მასთან პური უჭამია და კარგი სიტყვა უთქვამს. გიორგი ჟორჟოლიანი - მე არ ვარ მაგ წერილის ავტორიო... ზვიად გამხახურდია - თუ სასამართლო დაამტკიცებს, რომ მე ვარ მაგ წერილის ავტორი, ან ეს პროკლამაციაც ჩემი თარგმნილია... მე არ ვაწერ ხელს ჟურნალს, იმიტომ კი არა, რომ მეშინია, არა, მე არა ვარ მშიშარა. მე არ ვიცი სად გამოდის ეს ჟურნალი. ამ ჟურნალში ყველაფერი - რაც ფაქტიური მასალაა - სიმართლეა და მე ამაზე ვაწერ ხელს. გიორგი ციციშვილი - თქვენ ამბობთ, რომ არ იცით, სად გამოდის, ვინ არის რედაქტორი და ხელმძღვანელი. გაქვთ თუ არა უფლება მწერალთა კავშირის წევრს ბეჭდოთ, გაუშვათ თუნდაც უწყინარი კორესპონდენცია იმ ჟურნალში, რომლის არც რედაქტორი იცით, არც შემდგენელი, არც ინიციატორი, არც ფასი აწერია და ის კი ნამდვილად იცით, რომ არალეგალური ჟურნალია. მე პირადად არც მინახია ეს ჟურნალი. ეს რომ ყოფილიყო დაბეჭდილი „ცისკარში“, „მნათობში“, გამოვიდოდი, შევათასებდი. რანაირად შეფასდება ეს თქვენი საქციელი ამ შემთხვევაში, როცა თქვენ ბეჭდავთ იმ ჟურნალში? ზვიად გამსახურდია - ბატონო გიორგი, ეს ისეთი ჟურნალია, სადაც შეიძლება ხვალ თქვენი ნაწარმოებიც მოხვდეს. მე ჩემს ნაწარმოებებს ვუშვებ ჩემს ნაცნობ-მეგობრებში, ისეთებს, რომლებსაც არ მიბეჭდავს პრესა. იქ რედაქციაა და კანტორა კი არ არის, როგორც წერენ, არავითარი კანტორა არ არის. ეს გეშლებათ. ეს ყველაფერი დასადგენია და რაც განზრახული გაქვთ უკვე, შეგიძლიათ გადაწყვიტოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 ზვიად გამსახურდიას გამოსვლა ყვარლის რაიონის სოფ. ახალსოფელში 1 ივნისი, 1990 წ. ”მთავარი მიზეზი ჩვენი აქ ჩამოსვლისა ის არის, რომ აი, ამ გამყიდველი კომუნისტების წყალობით, ამ მოღალატეების წყალობით აქ ლეკიანობა დაიწყო კახეთში, კახეთის შუაგულში. კახეთი ყოველთვის იყო დემოგრაფიულად ყველაზე სუფთა რეგიონი, სადაც ქართული ელემენტი მუდამ სჭარბობდა, მუდამ მძლავრობდა. ახლა ისე მოგვიწყვეს საქმე ამ კომუნისტებმა, რომ საგონებელში ვართ ჩავარდნილნი, როგორ გადავარჩინოთ კახეთი. აქეთ თათრობა ეძალება, იქით ლეკობა ეძალება, აქეთ სომხობა ეძალება, აქეთ ოსობა ეძალება და სადაცაა კახეთს გადაყლაპავენ. ეს გაგვიკეთეს ამ კომუნისტებმა, ამ მოღალატეებმა. გაყიდეს, ფულზე გაყიდეს ეს ჩვენი საყვარელი, ეს წმინდა კუთხე. კახეთი, ჩვენი გმირების სამშობლო, ეს წმინდანების სამშობლო გაყიდეს, მიჰყიდეს უცხო თესლს და დღეს კატასტროფის წინაშე ვართ. და აი, ასეთ დროს გამოიღვიძა ხალხმა და აიძულა უცხეთესლი დაეტოვებინა აქაურობა და თანდათანობით სტოვებენ კიდევაც. ახლა ეროვნული მოძრაობა წამოვიდა, ვითომცდა ეროვნული მოძრაობა, ცრუეროვნული მოძრაობა და იძახის, როგორ გეკადრებათ ხალხნო, ჩვენ ინტერნაციონალისტები ვართო, ჩვენ ხალხთა მეგობრობა უნდა ვიქადაგოთო, ჩვენ არჩევნებში ყველას უნდა მივაღებინოთ მონაწილეობაო: ლეკსაც, თათარსაც, სომეხსაცო. ქართველი ერი არ უჭერთ მხარს, გესმით? ახლა ამათი მხარდაჭერა უნდათ და ეუბნებიან, რას ბრძანებთ, სად მიდიხართ, ეს ხომ თქვენი მამულია, თქვენი მიწააო, როგორ გეკადრებათ, ვინ გიშვებთო. აგერ, თათრებს ეფერებიან შუა ქართლში. აი, ეს იყო ეროვნული მოძრაობა, ცრუ ჯგუფები, ცრუ პარტიები, ეროვნულ-დემოკრატიული ჰქვია ჭანტურიას პარტიას და ყოველნაირად ეხვეწება თათრებს, დარჩით, სად მიბრძანდებით, თქვენი მიწააო. იქით სომხებს ეხვეწება, დარჩით კაცო, სად მიბრძანდებით, საქართველო თქვენი სამშობლოა. არ გაგიკვირდეთ, რომ ლეკებსაც უთხრას. აქ ცრუ პარტიები ბევრია. აქ ცრუ საზოგადოებაც არის, ვითომ ჭავჭავაძის, ისინიც ამ გზაზე დგანან. ილიას წმინდა სახელი დაირქვეს ამ მოღალატეებმა და მერე თურქების ნახევარმილიონინ არმიას მოეზიდებიან საქართველოში. ახლა ესენიც გულმოცემულები არიან, ლეკებიც. ამბობენ, კაცო, არ ყოფილა ისე ჩვენი საქმე, ეს ჩვენი სამშობლო ყოფილაო. ამას ეროვნული მოძრაობა ამბობს, არაფორმალები ამბობენო, კაცო, გესმით? აი, რას აკეთებს მთავრობა. დაინახა, გაუტყდა ავტორიტეტი, ხალხი მას აღარ უჯერებს და ახლა შექმნა თაავისი აგანეტები ჩვენს მოძრაობაში, გესმით? თავისი აგენტების ჯგუფები, რომ ეს არაქართული მოსახლეობა აქ გაამრავლოს, რომ მერე გადაგვყლაპონ კარგად, გესმით? გესმით, რა შეთქმულებაა ჩვენი ერის წინააღმდეგ? .... ეს ვითომც ეროვმული ფორუმი, ეს ცრუფორუმი, სადაც შეიყარა მოღალატეები, გამყიდველები, საქართველოს მოღალატეები შეერთდნენ და დაგვიპირისპირდნენ ჩვენ, ეროვნულ მოძრაობას. თქვენ ნაციონალისტები ხართ, თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ სხვა ერებს, თქვენ ეთნოკრიზისებს იწვევთო. ეთნოკრიზისს უძახიან, ქართველებს რომ ვიცავთ, ქართველი ერის ინტერესებს ვიცავთ და სამაჩაბლოში ქართველებს რომ ჟლეტენ და ჩვენ რომ ხმას ვიმაღლებთ, რომ არიქა, დავიცვათ ოსებისგან ქართველები, თურმე, ეს ეთნოკრიზისში ჩარევა არის. თურმე ეს ნაციონალიზმია, გესმით? აი, რა ენით გველაპარაკებიან და შექმენს ვითომ ფორუმი, გაერთიანდნენ ცრუ პარტიებში და ყველანაირად ცდილობენ, ხელი შეგვიშალონ, ყველანაირად შეეკრენ არაქართველებს, აქეთ ოსების ორგანიზაციებს გაუკავშირდნენ, იქით აფხაზების ორგანიზაციები ჩამოიყვანეს, აგერ ყრილობა მოაწყვეს შუა თბილისში და აფხაზი გამოვიდა, ”გაუმარჯოს დამოუკიდებელ აფხაზეთშო” მქუხარე ტაშით შეეგება მთელი ყრილობა, აი, ამ მოღალატეების ყრილობა. აი, რა ხდება მეგობრებო. გაახილეთ თვალი, რამეთუ მოვიდა მტერი უკვე შენიღბული სხვა ფორმით, სხვა სახით და უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი. .... არავის აქ ფეხი არ მოადგმევინოთ, შეიძლება ისინი მოვიდნენ და თქვან: კაცო, ლეკები ჩვენი ძმები არიან, რასა ბრძანებთ, მოდით, ჩავეხუტოთ, კარგად ვიყოთ მათთანო. აი, ნახავთ, რა იქნება უახლეს ხანში. ამაზე უპასუხეთ სტვენით და გააძევეთ აქედან, აი, ამას გირჩევთ მე. ძალა ჩვენსკენ არის და ყველა მოღალატეს გავუსწორდებით, ყველა ბოროტ მტერს, აქ შემოხიზნულ არაქართველსაც გავაძევებთ საქართველოდან..." გაზეთი ”ივერია” 236.06. 1990 დაკოპირებულია ფორუმ.გე-დან :DD Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bimo Posted January 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი (ნაწილი 2)თავმჯდომარე - ბატონო გიორგი! გიორგი მერკვილაძე - ზვიადის გამოსვლამ ჩვენ მაინც ვერ დაგვარწმუნა, რომ მას არავითარი კავშირი არა აქვს. მაინც ფაქტებს თავისი ლოგიკა აქვს და არა მგონია, რომ თქვენ არ იცოდეთ ამ ჟურნალის ასავალ-დასავალი. ბოლოსა და ბოლოს თქვენი ნების გარეშე როგორ იბეჭდება? თქვენ სრული უფლება გქონდათ პროტესტი გაგეცხადებინათ ოფიციალურად, როგორც ეს მოხდა მოსკოვის გაზეთებში და რაკი ეს ასე არ არის, თქვენ თანამშრომლობთ ამ ჟურნალში და თანაუგრძნობთ ამ ჟურნალის პოზიციას. კავშირის წევრად ყოფნა იმას ნიშნავს, რაც ევალება, უნდა დაიცვას, თქვენი პოზიცია ამას ეწინაადმდეგება ბუნებრივად ისმება საკითხი, - თქვენი საქმიანობის შეფასება იმ მოვლენების გარეშე არ შეიძლება. თქვენ თქვენი ნიჭით, თქვენი ოჯახის ტრადიციებით, რასაკვირველია, კავშირში უნდა იყოთ ჩვენთან და თქვენი პრაქტიკული საქმიანობა საწინააღმდეგოა ამისა, ამიტომ მეც მხარს ვუჭერ წინადადებას, რომ თქვენი კავშირში ყოფნა შეუთავსებელია კავშირის წევრის მოვალეობასთან. თავმჯდომარე - გურამ! გურამ ფანჯიკიძე - მე ვარ ძალიან ცუდ დღეში და ძალიან მიჭირს დღეს გამოსვლა, ვინაიდან ორი წელია მე და ზვიადი ერთმანეთს არ ველაპარაკებით, რადგან გვქონდა ძალიან დიდი ჩხუბი - ახლა არ მინდა ამ გაჭირვებულ დროს ბრალმდებელი გამოვიდე, ვინაიდან არ დავემსგავსო ჩასაფრებულ მტერს. მიუხედავად ამისა მე ვიზიარებ პრეზიდიუმის აზრს ისე კი არსებობს წესდება. მაგალითად, პარტიიდან რიცხავენ კაცს, თუ სამი თვის საწევრო არ გადაიხადა, ვინაიდან ზვიადი არ ემორჩილება მწერალთა კავშირის წესდებას, არ იზიარებს მის პროგრამას, თვითონვე უნდა გასულიყო ამ კავშირიდან. რასაკვირველია, მე ვიზიარებ პრეზიდიუმის აზრს, მაგრამ ძალიან ცუდ დღეში ვარ თავმჯდომარე - ხომ არ სურს ვინმეს კიდევ გამოთქვას აზრი? ხმები - ყველამ გამოთქვას თავისი აზრი, ყველამ! თავჯდომარე - არჩილ! არჩილ სულაკაური - მეც იგივე მინდა ვთქვა, რაც გურამმა. მე და ზვიადს არა გვაქვს კარგი ურთიერთობა დიდი ხანია. მე, როგორც თქვენ, პირველად გავიგე პრესიდან ეს ამბები. მე პრინციპულად არ ვკითხულობდი რასაც ეგ წერდა, მაგრამ ახლა რაღაცნაირად, ბატონი ირაკლის გამოსვლის შემდეგ, არ შეიძლება ანგარიში არ გაუწიო იმას, რომ პიროვნება უარყოფს, იმას ამბობს, რომ არავითარი კავშირი არ ჰქონია... ზვიად გამსახურდია - კავშირი კი მქონდა, ჩემი მასალა დაბეჭდილია, ამას ყველა ხედავს, სად და როდის გამოდის, მე არ ვიცი. არჩილ სულაკაური - ისიც მართალია, რომ სასამართლომ უნდა დაადგინოს. ზვიადი ისე უნდა მოსულიყო, რომ სასამართლოს დაემტკიცებინა ეს. ისე ვიზიარებ საერთო აზრს. თამაზ ჭილაძე - ვიზიარებ პრეზიდიუმის აზრს. თავმჯდომარე - გურამ! გურამ ასათიანი - ყველამ თქვა და მეც უნდა ვთქვა - ძალიან მტკივნეული საკითხია. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. მე არა მგონია, რომ დარბაზში იყოს მწერალი, რომელიც პირად მტრად თვლიდეს ზვიად გამსახურდიას. მე ესეც მაწუხებს, მე მინდა ზვიადს მივმართო და თუ ის ობიექტურად შეაფასებს, ძნელია ასე დასცილდეს პირად განცდას. მე მგონია ყველა, ვინც აქ არის, აბსოლუტური უმრავლესობა ისაა,რომელთაც ყველაზემეტად იციან კონსტანტინე გამსახურდიას ფასი. უფრო მეტი, ეს ის ადამიანები არიან, არამარტო უფროსები არამედ შუა თაობა, რომლებიც ზვიადის ოჯახს იცნობენ, მის ღვთისნიერ დედას, შესანიშნავ დას და გასაგები უნდა იყოს ჩვენი გრძნობები. აქვე ითქვა და კიდევ მინდა გავიმეორო, რომ, რასაკვირველია, ჩვენი დდევანდელი საუბარი ნაგვიანევია. უნდა გვეცადა ყოველ ჩვენგანს (ჩემგან დავიწყებ), რომ ეს დღე არ დამდგარიყო. იმის მიხედვით, რაც მე მსმენია, რასაც გავეცანი გუშინ, მე შემექმნა ასეთი შთაბეჭდილება - მე ვფიქრობ, ის გზა რომელიც ზვიადმა აირჩია, მცდარია და სარისკო. ეს ის საქმიანობაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მწარე შედეგები, ისეთი სავალალო შედეგები, რომელსაც ერთი ადამიანის ცხოვრებაც კი ვერ გამოისყიდის. მე ასე მჯერა, ამის თქმის უფლებას მაძლევს გამოცდილება, რომელიც შეუძენია უფროსი თაობის მწერლებს, კონსტანტინე გამსახურდიასა და მისი თაობის მწერლებს. საბოლოოდ გავიმეორებ, ის, რაც აქ ითქვა, - ყველა ორგანიზაციას აქვს თავისი პრინციპები, თავისი წესდება და თუ რომელიმე უპირისპირდება ამ პრინციპებს, ის აყენებს თავს ამ ორგანიზაციის გარეშე. ზვიად გამსახურდიას ადგილზე მე პირადად უფრო ადრე დავწერდი განცხადებას იმის შესახებ, რომ გამოგვეყვანა კავშირიდან. თავმჯდომარე - შემდეგ კიდევ ვის სურს გამოსთქვას აზრი? კოსტა მარგიევი - მე მასალებს არ ვიცნობ. ვიცნობ მხოლოდ გაზეთებში დაბეჭდილ მასალას. დღეს ვხედავ პირადად ამ შესანიშნავ ახალგაზრდას, მაგრამ მე თანახმა ვარ პრეზიდიუმის აზრისა. თავმჯდომარე - ფრიდონ! ფრიდონ ხალვაში - ამხანაგები გამოვიდნენ. მე ვეთანხმები ამხანაგების აზრს. სხვა მხრივ საქმის კურსში მე არ ვარ, გარდა იმისა, რაც პრესაში იყო და უმრავლესობის აზრს ვუჭერ მხარს. თავმჯდომარე - რომან, თქვენ თქვენ ხომ არ გნებავთ რამე? რომან მიმინოშვილი - ძალიან ძნელია ლაპარაკი. გვიან შემოვედი. აქ რაზე იყო საუბარი, მე არ ვიცი, მაგრამ რამდენადაც ვატყობ პატივცემული ზვიადი უარყოფს იმას, რომ ეს გამოცემები მისი ინიციატივით ხდებოდა. პრესაში რაც გამოქვეყნდა მასალა, ეს მხოლოდ ნაწილია, რის საქმის კურსში შეიძლება იყოს განყოფილება. აქ რომ მოვდიოდი, მე ზოგიერთი რამ მოვიტანე (გადასცემს გრიგოლ აბაშიძეს) და ზოგი რამ გამგეს აქვს. ეს არის „თავისუფლების ტრიბუნა“, სადაც დაბეჭდილია ზვიად გამსახურდიას სიტყვა და აგრეთვე კონსტანტინე გამსახურდიას გამოუქვეყნებელი ნოველა და რამდენადაც მე ვიცი კონსტანტინე გამსახურდიას არქივზე არავის არ მიუწვდება ხელი. თავმჯდომარე - ეს არის ემიგრანტული ჟურნალი? რომან მიმინოშვილი - დიახ, ეს არის ემიგრანტული ჟურნალი, რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიან გ. წერეთელი, მ. ნოზაძე და... ზვიად გამსახურდიას ღია წერილი პროფესორ ლენგს. ზვიად გამხახურდია - ეს ჩემია, მე ვაწერ ამას ხელს. ეს წერილი მე გავუგგავნე დევიდ ლენგს. ასევე ხვდება „თავისუფალ ხმაში“ ყველაფერი. ვის მიაქვს, მე არ ვიცი. რომან მიმინოშვილი - აი ეს ერთგვერდიანი ამონაწერი „საქართველოს მოამბიდან“. აქ არის ჩამოთვლილი ის პირები, რომლებიც მოსკოვში ხელმძღვანელობენ ე. წ. ადამიანთა უფლებათა დაცვას და მათი წერილია, რომელსაც ხელს აწერენ აკადემიკოსი სახაროვი, ტვერდოკრედოვი და ჭელიძე და იტყობინებიან „საბჭოთა კავშირში ადამიანთა უფლებათა დაცვის ჯგუფი...“ (კითხულობს)... შემდეგ ამას მოსდევს ადამიანთა უფლებათა დაცვის საინფორმაციო ჯგუფი საქართველოში - „ადამიანის უფლებათა ჯგუფი ჩამოყალიბდა საქართველოში 1974 წელს - ჯგუფი მიზნად ისახავს შეისწავლოს... (კითხულობს)... ჯგუფის წევრები: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ვიქტორ რცხილაძე და სხვანი. „ოქროს საწმისის“ შესახებაც იგივე მდგომარეობაა. ზვიად გამსახურდია - რასაც მე ვაწერ ხელს, ის არის ჩემი, რაც შეეხება მაგ ჯგუფს, საბჭოთა კავშირმა მოაწერა პირველმა ხელი. რომან მიმინოშვილი - ამ „ოქროს საწმისთან“ დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, „ოქროს საწმისში“ არის კონსტანტინე გამსახურდიას გამოუქვეყნებელი ნაწარმოები. საიდან ღებულობს რედაქცია? ზვიად გამსახურდია - მთელს ქალაქში დადის ეს. რომან მიმინოშვილი - აი ეს არის ჩემი ინფორმაცია. თავმჯდომარე - რეზო! რევაზ ჯაფარიძე - მეგობრებო, ალბათ თვითეული ჩვენგანი დათმობდა თავისი სიცოცხლის რამდენიმე წელს, რომ ეს ამბავი არ მოსწრებოდა. მე დავთმობდი რამდენიმე წელს, რომ არ მჭირდებოდეს აქ გამოსვლა. მე არ ვიტყვი რატომ, რა ურთიერთობა მქონდა კონსტანტინე გამსახურდიასთან, როგორ მიყვარს ზვიადი, მაგრამ აქ რომ ბრძანდებოდეს, ჩვენს პრეზიდიუმზე, ბატონი კონსტანტინე ისიც ასე იტყოდა. არსებობს წესდება და ფორმალური ლოგიკა მოითხოვს, როცა არ ეთანხმები ამ წესდებას, შენ თვითონ დასწერო განცხადება და არ ჩაგვაყენო ჩვენ უხერხულ მდგომარეობაში. კარგი იყო, რომ ზვიადს ასე გაეკეთებინა და ძალიან ვწუხვარ, და იძულებული ვარ ყველა იმის გამო, რაც ჩვენთან არის აქ, მხარი დავუჭირო ამ წინადადებას. თავმჯდომარე - მურმან! მურმან ლებანიძე - გაოცებული ვარ იმ მდგომარეობით და გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გარკვეული და სამტკიცებელი ხდება ჩვენს სხდომაზე, როგორც ბატონი ზვიადი აცხადებს, არის თუ არა ის ყველა ამ მასალის ორგანიზატორი, რედაქტორი და რედაქტორ-გამომცემელი. თავმჯდომარე - ამხანაგებო, მე ოფიციალურად ვაცხადებ - როცა ეს საკითხი დაისვა, ჩვენ გვითხრეს, რომ ყველაფერი დოკუმენტირებულია და ნუ გავხდით სადაოს, და თუ კი ზვიადი დაამტკიცებს, ჩვენ არ გაგვიჭირდება სხვანაირად ვიმსჯელოთ. მურმან ლებანიძე - მაინც ნუთუ ზვიადს არ დაუძახეს და დღეს სალაპარაკო ხდება - არის თუ არა რედაქტორი. დღეს ზვიადი აქ უნდა მოსულიყო აბსოლუტურად განიარაღებული, აბსოლუტურად შემზადებული, რომ ეთქვა - კი ბატონო! ამის შემდეგ უნდა მოხდეს ზვიადის აღსარება და სად? - სხვაგან, ისე რომ ჩვენ არ გვეცოდინება. თუ ის მარტო გურამ რჩეულიშვილის კეთილი მოსაგონარის ავტორია, მაშინ ულოგიკოა მისი გარიცხვა. მაგრამ თუ ის იმ ჟურნალის რედაქტორია, სადაც პროკლამაცია და მაღლაკელიძის მოსაგონარია დაბეჭდილი, მაშინ მისთვისაც და ჩვენთვისაც ნათელია, რომ ის გაირიცხება. თავმჯდომარე - კიდევ თუ დარჩა ვინმე? შოთა ნიშნიანიძე - ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს იმის შესახებ, რაც აქ ითქვა, თუ ეს ბრალდებები დოკუმენტირებულია, კარგია, თუ კი ზვიადი მოახერხებს თავის მართლებას, მაგრამ თუ ეს ვერ მოახერხა, მაშინ საჯაროდ, პრესაში აღიაროს შეცდომები, ეს ბევრ რამეს ნიშნავს. მას ისეთი აღზრდა აქვს, ისეთ გარემოშია აღზრდილი, რომ არ შეიძლება ერისათვის სასარგებლო არ იყოს განათლების გამო, წიგნიერების გამო, ხომ შეუძლია ისე ითანამშრომლოს, რომ ერისათვის სასარგებლო იყოს. მე მგონია მთელი ქართველი მწერლობისა თვის ეს კარგი იქნება, თუ გამართლება და თავის თავის რეაბილიტაცია ვერ მოახერხა, ამ შეცდომის აღიარება ნიშნავს მისი სინდისის წინაშე ერთგვარ გამარჯვებას და პერსპექტივაში ჩვენთან იქნება ეს კაცი. თავმჯდომარე - ვინ დარჩა კიდევ? ანა კალანდაძე - ბატონი მურმანისა არ იყოს, რა უნდა ვილაპარაკო, პირველი განცდა ის არის, რომ ბატონი კონსტანტინეს აჩრდილის წინაშე ვართ ყველანი უმძიმეს მდგომარეობაში და განსაკუთრებით მე. ზვიადი ნათლიმამაა ჩემი, ნათელმირონი მაკავშირებს. და რაც აქ ითქვა, იმან მე ცოტა იმედი მომცა. პირველი სამსჯავრო - ეს არის მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი. ნუთუ არავინ დაიბარა, მარტო ჩვენ ვართ პირველები?... შეიძლება მოხდეს სასწაული და ზვიადმა თავი გაიმართლოს და ამოვისუნთქოთ. შეიძლება მოხდეს ასეთი სასწაული და მე ამ სასწაულისა მჯერა. თავმჯდომარე - ბატონო დემნა! დემნა შენგელაია - ამხანაგებო, ძნელია იმ ყმაწვილის მდგომარეობა და მისი გათვალისწინება ჩემთვის, რომლის ხელშიც ის გაიზარდა. სულ პატარა იყო, როდესაც კონსტანტინე მას თავს ევლებოდა და დღეს სულ სხვანაირად წარმოსდგა. საკმარისია ჩემთვის ის, რაც პრესაშია, არ შეიძლება ასე, პირადი მორალის საკითხი საეჭვოა ძალიან, ანონიმურ წერილებს რომ კაცი წერს სამღვდელოებაზე, 170 წერილი გაუგზავნია ანონიმური, და ზვიადმა ამაზე ნაკლები წერილები კი არ გაგზავნაო. გაუფრთხილდეთ ქართულ ენასო, ეს ისეთ ეჭვებს აღძრავს, აქ არავითარი სასამართლო დადასტურება არ გვჭირდება, ყველაფერი ნათელია. ეს ყველაფერი ახდენს ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას, როგორც მოქალაქის და აქ ინტელექტის მდგომარეობაა კიდევ საფიქრებელი. ჭკუათმყოფელი კაცი ამას არ იზამს და მით უმეტეს შენ, სამშობლოს შვილი ხარ და ამღვრევ წყალს. მე ვწუხვარ ჩვენი ოჯახის წევრი აქამდე რომ მივიდა და თუ ზვიადი მოახერხებს იმას, რომ გაიმართლებს თავს, არ ვიცი, ეს არის ცილისწამება. თუ ის გაიმართლებს თავს, ეს იქნება ბედნიერება, ეს იქნება მისი გადარჩენა და კონსტანტინეს გადარჩენა და გადარჩენა ჩვენი პრეზიდიუმის სახელის გატეხისა, ეს საკითხი ძალიან რთულია. რთულია ჩემთვის პირადად ბიოგრაფიულად მისი წარმოდგენა, ეს „სამიზდატი“, ეს ყველაფერი, არაფერი სისაძაგლე რომ არ აკლია ამ საქმეს. ეს სამწუხარო მდგომარეობაა. არ აკლია არც ანტიპატრიოტიზმი, არც ამხანაგების დასმენა და გაწირვა. აბა რა არის ანონიმური წერილები. მე ძალიან მენიშნა ერთი სიტყვა, რომელსაც ამბობს სამდვდელოება „პარანოიკები“. მე ვფიქრობ, ეს საქმე გარკვეული იქნება და, თუ თქვენ გაიმართლებთ თავს, ამაზე ბედნიერება რა იქნება, მაგრამ არა მგონია აქედან გამოსავალი იყოს თავმჯდომარე - ამხანაგებო, ყველამ გამოთქვა აზრი და ყველამ აღნიშნა ეს მძიმე ამბავი და, თუ ვინმე არის მძიმე მდგომარეობაში, ჩემთვის ეს არის ყველაზე მძიმე, რადგან ჩემს დროს ხდება. რა თქმა უნდა, თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენს ქვეყანას იმდენი მტერი ჰყავს, რომ მტრის გამოგონება კიდევ არავის არ სჭირდება და ვიდრე ამ საკითხს აქ მოვიტანდით, გვითხრეს, რომ ეს ფიქსირებულია. მაგრამ რაკი ზვიადმა ეს განაცხადა, ბევრი სიკეთე გვაკავშირებს მასთან, თუ კი ის იმ აზრისაა, რომ არ იზიარებს, რაც აქ არის და გაიმართლებს თავს ან დასწერს ეხლავე, რომ გმობს ყველაფერს... ზვიად გამსახურდია - ყველაფერს არ ვგმობ. რაც მე დამიწერია, იმას არ ვგმობ. არავითარი ანტისაბჭოთა მე არ დამიწერია, მთავრობის წინაადმდეგ მე არაფერი დამიწერია. რაც შეეხება პროკლამაციას, ის მე არ მეხებოდა, არ ვიცი. თავმჯდომარე - თუ თქვენ ცნობთ, რომ ეს არის ანტისაბჭოთა მოღვაწეობა, გმობთ და არ იზიარებთ; არ იზიარებთ იმ რადიოადაცემებს და წინააღმდეგი ხართ ამ მოქმედების... ზვიად გამსახურდია - ყველაფერს როგორ ვგმობ, ჩემი თავის წინააღმდეგი ხომ არ ვიქნები? დამიწერია დავით გარეჯის ძეგლის მდგომარეობის შესახებ და სხვა ძეგლების შესახებაც და ამას ყველაფერს მე არ ვგმობ. ვგმობ იმ პროკლამაციას, რაც არის ანტისაბჭოთა, ანტისაბჭოთა მე არაფერი დამიწერია. გიორგი ჟორჟოლიანი - თქვენ განაცხადეთ, - არ იცით ამ ჟურნალის გამოცემა, სად იცემა და ვინ განაგებს და არც მოგწონთ. მაშ როგორ ბეჭდავთ? შოთა ნიშნიანიძე - დაწეროს ახსნა-განმარტებითი ბარათი, აი ის, რაც მოგვახსენა. ეს კარგი იქნება. თავმჯდომარე - ზვიად, როცა თქვენ იყავით სირაძესთან, განა არ იყო ამაზე ლაპარაკი? ზვიად გამსახურდია - სირაძესთან მე ვიყავი მკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებით და ეს ვუთხარი. გიორგი ჟორჟოლიანი - „ოქროს საწმისი“ იხსნება თქვენი წეილით და ლექსით. ზვიად გამსახურდია - ლექსი ჩემია, წერილი კი არა გიორგი ჟორჟოლიანი - ხელმოწერა არის ბატონი ზვიადის. სერგი ჭილაია - ბევრ რამეზე ამბობს უარს და ეგებ დაწეროს. თავმჯდომარე - მე ნუ ჩამაყენებთ ბრალმდებლისა და მოსამართლის როლში. ჩვენ მოვუსმინეთ აქ გამოთქმულ აზრებს. თუ მართლა ზვიადი დაამტკიცებს, რომ არავითარი ურთიერთობა არა აქვს, ჩვენ გვეტყვიან და აღვადგენთ ისე, რომ წასული არ იქ მისი გარიცხვა, ეს იქნება ჩვენთვის დიდად სასახელო და ჩვენი ყველას რეაბილიტაცია. განა მარტო ზვიადი, არამედ მთელი ორგანიზაციაა უხერხულ მდგომარეობაში. ვის გაეხარდება ეს. ხვალვე დავარღვევთ ამდადგენილებას, ოღონდ დაამტკიცეთ. როგორ გეკადრებათ?! ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი კავშირის წევრისათვის ეს შეუთავსებელია და შენ თვითონ უნდა დაასაბუთო შენი სიმართლე. შენ არაფერი სთქვი. კენჭისყრა მაინც უნდა მოხდეს, ფორმალურად ხომ უნდა ვუყაროთ კენჭი იმას, რაც აქ ითქვა. რევაზ ჯაფარიძე - არ უნდა კენჭისყრა. თავჯდომარე - ვინ არის მომხრე იმ აზრისა, რომელიც თქვენ სთქვით?.. არ არის კენჭისყრა საჭირო?! ვინ არის მომხრე იმ წინადადებისა, რომელსაც ყველა აწერს ხელს? ირაკლი აბაშიძე - რომ გაირიცხოს?! თავმჯდომარე - ვინ არის მომხრე გაირიცხოს, გთხოვთ ასწიოთ ხელი, გთხოვთ დაუშვათ, ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. თავი ვინ შეიკავა? არავინ. მაშასადამე წინადადება მიღებულია ერთხმად. მე კიდევ ვიმეორებ, თუ ზვიადი დღესვე დაამტკიცებს იმას, რაც მან განაცხადა - არა აქვს კავშირი ამ საქმიანობასთან, ჩვენ პირველები ვიშუამდგომლებთ, რომ გააუქმონ დადგენილება. ალექსი გომიაშვილი - მოდით ორშაბათამდე მივცეთ ვადა, ორშაბათს თუ წარმოადგენს, ხელახლა შევიკრიბოთ და გადავხედოთ. თავმჯდომარე - ჩვენ კენჭი ვუყარეთ და გავათავეთ და მე ვამბობ - თუ კი ზვიადი გამართლდება, რომ მას არავითარი დამოკიდებულება არა აქვს და არ იზიარებს იმ პროკლამაციის დაბეჭდვას და ანტისაბჭოთა პროპაგანდას, ჩვენ ყველანი დავუჭერთ მხარს მის კავშირში დაბრუნებას.ამით ჩვენი ეს დღევანდელი სხდომა დამთავრებულია... სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი - რომელზეც ბატონი ზვიად გამსახურდიას ობსტრუქცია მოეწყო და იგი „ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის“ გაირიცხა საქართველოს მწერალთა კავშირიდან. საბჭოთა ინტელიგენციის საძაგელი სახის მაჩვენებელი და დამადასტურებელი დოკუმენტი: ალექსი გომიაშვილი, ანა კალანდაძე, არჩილ სულაკაური, გიორგი მერკვილაძე, გიორგი ნატროშვილი, გიორგი ჟორჟოლიანი, გიორგი ციციშვილი, გრიგოლ აბაშიძე, გურამ ასათიანი, გურამ ფანჯიკიძე, დემნა შენგელაია, ელგუჯა მაღრაძე, ვანო თარბა, ვახტანგ ჭელიძე, თამაზ ჭილაძე, იოსებ ნონეშვილი, ირაკლი აბაშიძე, კარლო კალაძე, კოსტა მარგიევი, მორის ფოცხიშვილი, მურმან ლებანიძე, ნოდარ დუმბაძე, რევაზ მარგიანი, რომან მიმინოშვილი, სერგი ჭილაია, სერგი ჭილაძე, ფრიდონ ხალვაში, შოთა ნიშნიანიძე, შოთა ნიშნიანიძე, ხუტა ბერულავა. ამათი შვილები მიტინგებზე,ისტორიის სახელმძღვანელოებში ლექციებზე(ჭილაია, გ.ჟორჟოლიანი, დათო მაღრაძე... დიდი ათეულის წარდგენისას,მათი მხარდამჭერი სტინგი და სახვა კაენის მოდგმა) ებრძოდნენ მათ მიერ მოკლულ მამულიშვილს...ღმერთო შეუნდე კაენური ცოდვა ყველას!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bimo Posted January 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 (edited) "...მომავალში არ გვეყოლება ზვიადისნაირი პრეზიდენტი"-ედუარდ კოკოითი ,ვალოდია პუტინი,დიტო მედვედევი,სერგო შევარდნაძე... ამაზე აგრეთვე ხელს მოაწერდა ჟირინოვსკი,ძერჟინსკი,როდიონოვი,ბაღაFში,არძინბა....?????????? :rolleyes: Edited January 15, 2010 by bimo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 შავყურა თეთრო ბიმო, რაო რა მინდაო?აბა, გააღე და თქვი: ააააააააააააამ მთავ-რო-ბის დე-და მოვ-ტყაააააააააან!ნაციონალური მოძრაობის, მიშას და შსს-ს თა-მა-დო-ბიიიიიით! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bimo Posted January 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 შავყურა თეთრო ბიმო, რაო რა მინდაო?აბა, გააღე და თქვი: ააააააააააააამ მთავ-რო-ბის დე-და მოვ-ტყაააააააააან!ნაციონალური მოძრაობის, მიშას და შსს-ს თა-მა-დო-ბიიიიიით!მომისმინე შე ფინიავ, პმ-ზე მომწერე და შავყურა ვინ იქნება გაიგებ, უსიოკ ედუარდ ჯაბაევიჩის ცუგა? ველოდები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 (edited) bimo რას ელოდები?ირაკლი ვარ ჯაფარიძე.დავიბადე და გავიზარდე ვაკეში, რაზმაძის 53-ში, მერე ვცხოვრობდი ისევ ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე, ამჟამად დროებით ვცხოვრობ ვარკეთილში, ზემო პლატო 3-ე კორპუსი ბინა 58.ტელეფონი სახლის: 45 55 75ტელეფონები მობილურის: 891 27 20 20; 871 25 01 01.ჩასხედით ზოლიან პასატებში, გაითხარეთ გლოკები და მაკაროვები ("ნარუჩნიკები" და "დუბინკები" არ დაგავიწყდეთ!) მსდიეთ მერე კუდში, ანდა ჯობია ყველა ერთად ფუნიკულიორზე შეიკრიბოთ და იქიდან გამოექანოთ, ოღონდ ჯობია სათითაოდ. ასაკში თუ ხარ, სულელი ხარ შენ ბიძია და პატარა თუ ხარ, მითუმეტეს. შენნაირების კი არა და დაჟე მიშასნაირების და ვანოსნაირების შეშინებულების დედას შესცეს ყველამ, ვისაც უდგება! გაატრაკეს მართლა საქმე?! Edited January 15, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bimo Posted January 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 bimo რას ელოდები?ირაკლი ვარ ჯაფარიძე.დავიბადე და გავიზარდე ვაკეში, რაზმაძის 53-ში, მერე ვცხოვრობდი ისევ ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე, ამჟამად დროებით ვცხოვრობ ვარკეთილში, ზემო პლატო 3-ე კორპუსი ბინა 58.ტელეფონი სახლის: 45 55 75ტელეფონები მობილურის: 891 27 20 20; 871 25 01 01.ჩასხედით ზოლიან პასატებში, გაითხარეთ გლოკები და მაკაროვები ("ნარუჩნიკები" და "დუბინკები" არ დაგავიწყდეთ!) მსდიეთ მერე კუდში, ანდა ჯობია ყველა ერთად ფუნიკულიორზე შეიკრიბოთ და იქიდან გამოექანოთ, ოღონდ ჯობია სათითაოდ. ასაკში თუ ხარ, სულელი ხარ შენ ბიძია და პატარა თუ ხარ, მითუმეტეს. შენნაირების კი არა და დაჟე მიშასნაირების და ვანოსნაირების შეშინებულების დედას შესცეს ყველამ, ვისაც უდგება! გაატრაკეს მართლა საქმე?!როცა გნახავ მაშინ გაიფხორე ასე ჯობია...მალე გნახავ ედუარდ ჯაბაევიჩის ძუკნა! :rolleyes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 bimo 44 ზომა მაქვს ფეხი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 bimo იმის თქმა მინდა,რომ ადამიანი მაყენებს შეურაცხყოფას და ჩემს პასუხს კონტექსტიდან ნამოგლეჯილს განიხილავ...შეურაცხყოფას რომ გაყენებს, იმიტომ გავაფრთხილე სიტყვიერად, რომ მეორედ არ მოგაყენოს. შენი პასუხი საერთოდ არ განმიხილავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bimo Posted January 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 რას გადაეკიდეთ ზვიად გამსახურდიას? მისი მკვლელობისთვის სინანულის მაგივრად კიდევ ჰკლავთ,კაენის ცოდვა,ყორღანაშვილების სული არ გასვენებთ?!ზვიად გამსახურდიას ებრძოდა რუსეთის 100 000 ჯარისკაციანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი,როსტოვის სპეცნაზი, ძერჟინსკის დივიზია(9 აპრილის შემომქმედი) ედუარდ ბალტინის შავი ზღვის ფლოტი(აფხაზეთის ოკუპაციაში მთავარი როლის შემსრულებელი!), ეს ყველაფერი რუსების მიერ საქვეყნოდაა აღიარებული!რუსეთის აგენტურა-იოსელიანი,კიტოვანი,სიგუა,ყარყარაშვილი(აფხაზეთში რუსებთან ომის შემდეგ მოსკოვის სამხედრო აკადემიაში სწავლობდა დათუაშვილთან ერთად),ხაინდრავები,ბერძენიშვილები,არველაძე, პრეს-კლუბი,გია ჭანტურიას ედპ, ზურაბ ჟვანიას მწვანეები,იმედი,ავაზა,თეთრი არწივი,ბათიაშვილი... მის მიერ მოცემული დამოუკიდებლობის პასპორტით ბლატაობთ საზღვარგარე !მადლობის მაგიერია?თუ გინდოდათ ელცინის და პუტინის უკანალში დარჩენა ,მაშინ გასაგებია თქვენი აგრესია ზვიადის და მერაბის მიმართ..."ზვიად გამსახურდიას ემუქრება არა მხოლოდ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა,არამედ-ქვეყნიდან გაძევებაც.მერაბ კოსტავასთან შეთანხმებით,გამსახურდია საჯაროდ "ინანიებს დანაშაულს".( პარიზი,ჟურნალი გუშაგი,1994წ.N1).ამის შემდეგ საბჟოთა დისიდენტური მოძრაობის ერთერთი ლიდერი პეტრე გრიგორენკო წერს:"მჯერა, დადგება დრო,როდესაც ქართველი ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავის უდიდეს ეროვნულ გმირებად შერაცხავს"("თავისუფლების ტრიბუნა", პარიზი, 1978წელი,N1). 1978 წელს აშშ-ს კონგრესმა ზვიად გამსახურდია წარადგინა ოფიციალურად ნობელის პრემიაზე! 1991 წელს აშშ-ს კონგრესმენების მიერ, დემოკრატიასა და თავისუფლებაში შეტანილი წვლილისათვის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საპატივცემლოდ კაპიტოლიუმის შენობის თავზე აღიმართა ამერიკის დროშა!..."რა შვებაა რა ზარია, აღსდგა ღმერთი სულმნათი დედამიწა ტაძარია ზეცა მისი გუმბათი!"-ზვიად გამსახურდია...არსებობს ორი გზა, ერთი ბარაბასი-ორჯონიკიძის,შევარდნაძის,,ჯაბას,ბერბიჭაშვილის...მეორე გზა ქრისტეს-წმ.ილია მართლის,ზვიად გამსახურდიას,მერაბ კოსტავას გზა! აირჩიე ქართველო ერო ქრისტეს გზა ჯვარცმის აღდგინებისა და ამაღლების!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.