Jump to content
Planeta.Ge

ლოტოტრონმა არ გაამართლა საყვარელო პრეზიდენტო?


Recommended Posts

პრეზიდენტმა განათლების სისტემაში დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა

 

პრეზიდენტმა დღეს ბათუმში პედაგოგებთან შეხვედრაზე განათლების სისტემაში დაშვებული რამდენიმე შეცდომის შესახებ ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილმა უმეცარი უწოდა მას, ვინც საგნების ე.წ. სეზონური სწავლება შემოიღო, ასევე, გააკრიტიკა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება, სპეცსკოლების გაუქმება და სკოლების სახელმძღვანელოების ყოველწლიური ცვლა.

სააკაშვილის თქმით, ბევრი ოჯახი ბავშვებისთვის ყოველ წელს ახალი სახელმძღვანელოების ყიდვას ვერ ახერხებს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა შედგეს სახელმძღვანელოების სტანდარტი, რომელიც კლასიდან კლასში გადავა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, სკოლებში უნდა მოხდეს ასევე ბავშვების სპორტით დაიტერესება. ამ მიზნით, საშუალო სკოლები ითანამშრომლებენ სხვადასხვა სპორტსკოლებთან და ბავშვები, მათი ინტერესის მიხედვით, ამა თუ იმ სპორტსკოლაში ივლიან.

პრეზიდენტმა სკოლებში უსაფრთხოებისა და კვების საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცახდა, რომ კვების საკითხი დღეს ძირითადად ნაცნობობით წყდება. მისი თქმით, აუცილებელია სკოლებში შევიდეს დიდი კომპანიები, რომლებიც ხარისხიან კვებაზე იქნებიან პასუხისმგებელი და ბავშვები საჭმლის ყიდვას საკრედიტო ბარათებით შეძლებენ. რაც შეეხება უსაფრთხოებას, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სწავლის პროცესში უფროსკლასელებისა და უმცროსკლასელების დაცალკევება და უფროსკლასელებზე მეტი კონტროლის დაწესება.

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

უმაღლესში მოხვედრა დამამთავრებელ კლასში მიღებულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული

 

 

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა 2011 წლიდან დამამთავრებელ კლასში მიღებული შეფასებების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

ეს აღარ არის შენი დაუნი თავით შეცდომა? ეს ხომ სკოლებში კორუფციას გამოიწვევს და თუ ადრე საჭირო იყო მისაღებ გამოცდებზე კონტროლი,ეხლა ყველა სკოლაში გახდება საჭირო.

 

 

დანიშნე ძალოვნები მინისტრებათ და რა განათლების რეფორმას გაატარებ მაგას ვნახავთ.ვინ არიან ეს დაუნები ამის დედა ვატირე არ უსწავლიათ არსად,რომ სპეციალისტებმაუნდა აკეთონ საქმე და არა ვიღაც პოლიციელებმა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 73
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

უმაღლესში მოხვედრა დამამთავრებელ კლასში მიღებულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული

იმედი მაქვს ეროვნულ გამოცდებთან ერთად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხეილ სააკაშვილმა უმეცარი უწოდა მას, ვინც საგნების ე.წ. სეზონური სწავლება შემოიღო,

ანუ სიკო ჯანაშია :()

გააკრიტიკა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება,

საკუთარ ტავს და ლომაიას მოკითხოს

სპეცსკოლების გაუქმება

ნეტა რას გულისხმობდა - ვერ მესმის

სკოლების სახელმძღვანელოების ყოველწლიური ცვლა.

სტანდარტი თავიდა არის დასაწერი და საერთოდ მთელი სისტემა გადასაკეტებლი

სააკაშვილის თქმით, ბევრი ოჯახი ბავშვებისთვის ყოველ წელს ახალი სახელმძღვანელოების ყიდვას ვერ ახერხებს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა შედგეს სახელმძღვანელოების სტანდარტი,

არსებობს ქაღალდეზე, მაგრამ ძაღლი პატრონს ვერ ცნობს მანდ :))

სკოლებში უნდა მოხდეს ასევე ბავშვების სპორტით დაიტერესება.

ელემენტარული ფიზკულტურა არარ არსებობს და ეს რაზე ბაასობს? :D)

საშუალო სკოლები ითანამშრომლებენ სხვადასხვა სპორტსკოლებთან და ბავშვები, მათი ინტერესის მიხედვით, ამა თუ იმ სპორტსკოლაში ივლიან.

სპორტსკოლა ფასიანია - ფეხსაცმელს ვერ ყიდულობენ მშობლები და წიგნებს - იქ როგორ ატარონ?

სკოლებში შევიდეს დიდი კომპანიები, რომლებიც ხარისხიან კვებაზე იქნებიან პასუხისმგებელი და ბავშვები საჭმლის ყიდვას საკრედიტო ბარათებით

დიდი კომპანიები ძვირს დაადებენ და ბავშვები საერთოდ ვერ იყიდიან ვერაფერს, საკრედიტო ბარათზე ვინ დაუდებთ ფულს - მშობლები?? მუა-ჰა-ჰა!

რაც შეეხება უსაფრთხოებას, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სწავლის პროცესში უფროსკლასელებისა და უმცროსკლასელების დაცალკევება და უფროსკლასელებზე მეტი კონტროლის დაწესება.

როგორ წარმოუდგენია ეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმედი მაქვს ეროვნულ გამოცდებთან ერთად

 

 

რა გინდა სთქვა,რომ ნორმალურია ეს რაც ჩაიფიქრა ამ ყვარყვარემ? ან კი ან არა. :( მე ვამბობ,რომ საშინლად სცდებიან და ეს უნარ ჩვევების ჩაბარებაზე უარესი მარაზმია.

 

 

მე მგონია დამეთანხმები,რომ ბავშვების განათლებიდან იწყება ქვეყნის სიძლიერე და რას აკეთებენ ეს დაუნები კაიფობ?

 

 

დაილია საქართველოში განათლებული და რაც მთავარია ამ საქმის მცოდნე ხალხი,ეს ძალოვნები რომ არ დანიშნოს მინისტრებათ? რა უნდა გააკეთოს შაშკინმა თუ ვიღაცამ მაგ სისტემაში?

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სანამ ყველას მინისტრობა და პარლამენტარობა უნდა არ გამოვა არაფერი.

 

არ შეიძლება რომ მე-10-11 კლასელ ბავშვს გეოლოგია აინტერესებდეს? არ შეიძლება რომ მანქანათმშენებლობა აინტერესებდეს? არ შეიძლება რომ სხვა რამ აინტერესებდეს ეკონომიკის, იურისპრუდენციის და საერთაშორისო ურთიერთობების გარდა?

 

აღარც ჩაწყობა ინება მერე და არც არაფერი.... ვისაც ენდომება ის ისწავლის უმაღლესში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისა და მართალია,რომ თუთბერიძე კურირებს განათლების სისტემაში რეფორმებს? მართლა მაინტერესებს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბავშვების განათლებიდან იწყება ქვეყნის სიძლიერე და რას აკეთებენ ეს დაუნები კაიფობ?

რასაც გავდა ჩვენი განათლების სისტემა ბოლო 18 წელი ის პროდუქტი გვაქ ეხლა - გამონაკლისებზე არ ვსაუბრობ :(

Saturn

ტატა(lasha1997 @ 12th January 2010 - 10:55 PM) *

უმაღლესში მოხვედრა დამამთავრებელ კლასში მიღებულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული

 

იმედი მაქვს ეროვნულ გამოცდებთან ერთად

შენ წარმოიდგინე და ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს გამოცდა სკოლაში ტარდება და შედეგი კრებსითია - ყველაფერი შედის მანდ, დასწრებაც, სწავლაც და ყოფაქცევაც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

საკრედიტო ბარათზე ვინ დაუდებთ ფულს - მშობლები??

აბა ვინ უნდა დაუდოს შენი აზრით? ეგ კარგი სისტემაა, ამცირებს ბავშვზე სხვა ბავშვის მიერ ფულის გამოძალვის რისკს.

 

შენ წარმოიდგინე და ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს გამოცდა სკოლაში ტარდება და შედეგი კრებსითია - ყველაფერი შედის მანდ, დასწრებაც, სწავლაც და ყოფაქცევაც

ჩვენთან არ შეიძლება ამ ეტაპზე გამოცდების სრულად სკოლაზე გადაბარება. ეს გამოიწვევს სკოლებში კორუფციას.

 

lasha1997

მე ვამბობ,რომ საშინლად სცდებიან და ეს უნარ ჩვევების ჩაბარებაზე უარესი მარაზმია.

უნარ-ჩვევების ჩაბარება სწორია. მხოლოდ ეს საგანი არ უნდა იყოს გადამწყვეტი.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უნარ-ჩვევების ჩაბარება სწორია. მხოლოდ ეს საგანი არ უნდა იყოს გადამწყვეტი.

 

 

რათა რათა რათა,ამერიკაში რომ აბარებენ თუ..........? :):

 

აი ეს ახალი მარაზმი გამოიწვევს სკოლებში კორუფციას და ბავშვები ისევ ისეთი გაუნათლებლები დარჩებიან.დაიმახსოვრე რასაც ეხლა ვწერ. :(

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ისა და მართალია,რომ თუთბერიძე კურირებს განათლების სისტემაში რეფორმებს? მართლა მაინტერესებს.

მთლად რეფორმას არა - მენეჯმენტს კი, ანუ დირეკტორებს

რეფორმას კურირებდა სიკო ჯანაშია "ირმის ნახტომი" იყო ესეთი საპილოტო პროექტი სკოლებისთვის.

ჩემი ზედა პოსტი წაიკითხე და ნახავ, რომ აი ეს სეზონური სწავლა - 3 თვე ფიზიკა, 3 თვე ქიმი და 3 თვე ბიოლოგია სიკოს "ტვინის პროდუქტია"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი ზედა პოსტი წაიკითხე და ნახავ, რომ აი ეს სეზონური სწავლა - 3 თვე ფიზიკა, 3 თვე ქიმი და 3 თვე ბიოლოგია სიკოს "ტვინის პროდუქტია"

 

 

აი რა უნდა ვთქვა ამაზე?

 

თურმე კომპიუტერის ცოდნაშიც იქნება გამოცდა და მიშა უყიდის ვისაც არა აქვს კოპი?

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

რათა რათა რათა,ამერიკაში რომ აბარებენ თუ..........?

თუ

 

kisa

აი ეს სეზონური სწავლა - 3 თვე ფიზიკა, 3 თვე ქიმი და 3 თვე ბიოლოგია სიკოს "ტვინის პროდუქტია"

ცდები. სიკოს არ მოუფიქრებია ეგ მეთოდი. ვალდორფის მეთოდითაც ხდება მასე სწავლება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

აბა ვინ უნდა დაუდოს შენი აზრით? ეგ კარგი სისტემაა, ამცირებს ბავშვზე სხვა ბავშვის მიერ ფულის გამოძალვის რისკს.

კი, რისკს ამცირებს - მაგრამ ამ რეალობაში ეს არის შეუძლებელი, სატურნ და მოდი რა მე მაინც ამაზე ნუ მეკამათები

ჩვენთან არ შეიძლება ამ ეტაპზე გამოცდების სრულად სკოლაზე გადაბარება. ეს გამოიწვევს სკოლებში კორუფციას.

თვითონ გამოცდა, როგორც ესეთი ჩაატაროს საგამოცდო ცენტრმა, არ არის პრობლემა და ნაკლები ტავის ტკივილია, მაგრამ შედეგი უნდა გასცეს სკოლამ ატესტატის სახით

უნარ-ჩვევების ჩაბარება სწორია. მხოლოდ ეს საგანი არ უნდა იყოს გადამწყვეტი.

ჯერ ასწავლონ ეს "უნარ-ჩვევები" და მერე მოსთხოვონ - ოკ?

თორემ იცი რა გამოვიდა? ვიღაცეების ცოლებმა დახსნეს მოსამზადებელი კურსები და ცენტრები და იქ ახევენ ფულებს მოსახლეობას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ ასწავლონ ეს "უნარ-ჩვევები" და მერე მოსთხოვონ - ოკ?

 

 

მე რომ წავიკითხე,ვერაფერი ვერ გავიგე.კითხვებზე ვამბობ. :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ცდები. სიკოს არ მოუფიქრებია ეგ მეთოდი. ვალდორფის მეთოდითაც ხდება მასე სწავლება.

მერედა მე სადმე მიწერია რომ ეს მისი "ნოუ-ჰაუა"?

ვალდორფის მეთოდიკის დანერგვა საყოველთაოდ და ყველასთვის განურჩევლად არ შეიძლება - სატურნ და ეხლა მართლა მეთოდიკაში და სწავლა-სწავლების თეორიაში ნუ წამაკითხებ ლექციებს რა!

ვალდორფი ვინ მიგდია პიაჟესთან, უზნაძესთან და ბიგოდსკისთან შედარებით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...