Siknadmo Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 საქმენმა შენმა გამოგაჩინონო" და რა საქმეებით შეუძლიათ მაგათ გამოჩენა? იპოდრომით, სტადიონით, "თბილისის განთავისუფლებით" და რეგიონებში წასვლით? მაგათი დასაძრახი ქართველებს რა გვჭირს?ბატონო ბადრი,თქვენ ახალგაზრდობაში სპორტით იყავით დაკავებული? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 ნუნ იტყუები, შარშAნაც მახსოვს შენი რომელიღAც თემის მუზა რომ გახდა და ზუსტად მაშინაც ასე აღნიშნე, რომ ზოგადად არა, მარა ამ შემთხვევაში მგონი ვეთAნხმებიოliliko ნამდვილად არ მახსოვს ნუნ იტყუები, შარშAნაც მახსოვს შენი რომელიღAც თემის მუზა რომ გახდა და ზუსტად მაშინაც ასე აღნიშნე, რომ ზოგადად არა, მარა ამ შემთხვევაში მგონი ვეთAნხმებიოliliko ნამდვილად არ მახსოვს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 სწორია გუბაზიკო სწორი... უნდა დაინახონ საკუთარი შეცდომები და აზრზე მოვიდნენ.. პროსტა ეხლა გვიანია ალასანიას გარდა ყველა ოპოზიციონერის შანსი მიზერულია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 ბატონო ბადრი,თქვენ ახალგაზრდობაში სპორტით იყავით დაკავებული?გაქცევა არ შემიძლია, რაო ცხენი შევკაზმო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
murTazi Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 მშვენიერი ფორმულირებააუნიჭო კაცი არაა გუბაზი, საღად რომ აფასებდეს საკუთარ თავს და ადგილს და პოლიტიკისკენ არ ისწრაფვოდეს და ასეთი ბოღმიანი გულის პატრონი არ იყოს, ერთი კარგი კაცი და კარგი ანალიტიკოსი იქნებოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 უნიჭო კაცი არაა გუბაზი, საღად რომ აფასებდეს საკუთარ თავს და ადგილს და პოლიტიკისკენ არ ისწრაფვოდეს და ასეთი ბოღმიანი გულის პატრონი არ იყოს, ერთი კარგი კაცი და კარგი ანალიტიკოსი იქნებოდა. აბა ასეთ კაცთან ვის ექნებოდა პრეტენზია? მაგრამ როდესაც ჩემს ხალხს საქონელს ეძახის და ახლა თურმე გვამუნათებს, თვითონ დასმულ კითხვებზე რატომ ვერ პასუხობს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 ზვიადის არ იყოს, არა? პრინციპში მართალი ხარ, ჩემო ბატონო shavlego. ისიც კარგად ბაზრობდა, მაგრამ საქართველოს დედა უტირამამულიშვილ ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის მთავარი გვირგვინი 9 არილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასაქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო მრავალშემადგენლობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადეგენლობითი ორგანოებითა და წესდებით. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული თავდასხმის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს დაპყრობა, რასაც შემდგომში მოჰყვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაუქმება. საქართველო რუსეთის იმპერიის (ე.წ. "საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობა და წესდება დღესაც სამართლებრივი ძალის მქონეა, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას დამარცხება არ უღიარებია, ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას დევნილობაში.რუსეთის იმპერიის ("საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი დრო აღინიშნა სისხლიანი ძალადობითა და დასჯებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი კალო. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისაკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალშემადგენლობითი, თავისუფალი გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის გამოკითხვით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის დადგენილების საფუძველზე. საქართველო დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელია. მის მიწაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს წესდება და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან სახელმწიფო მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და თავდასხმად, საერთაშორისო სამართლის წესების უხეშ დარღვევად. საერთაშორისო სამართლის "პრიმატი" საქართველოს წესების მიმართ და მისი მუხლების პირდაპირი მოქმედება საქართველოში ცხადდება საქართველოს ერთ-ერთ ძირითად საწესდებო მიდგომად. საქართველოს ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, სარწმუნოებრივი და ენობრივი ჯგუფების ყველა უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო წესდება, საერთაშორისო დადგენილებები და შეთანხმებები. საქართველოს უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას, სამეურნეო-სავაჭრო და სულიერი თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ წესებს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდებას, ჰელსინკისა და ვენის შეთანხმებებს, რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის ბედი. საქართველოს უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობაში არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის უფლების და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე საფუძველი იქნება. თბილისი, მთავრობის სასახლე1991 წლის 9 აპრილი, 12 საათი და 30 წუთი ლ ი ც ი, გამაგებინე ამას ქვია დედა უტირა, თუ არცერთი გოჯი მიწა,რომ არ დაუთმია იმას, სამშობლოს ,რომ თავი შესწირა იმას,არც საშინა და არც საგარეო ვალი არ ჰქონია იმას.....სერგო შევარდნაძის მიერ ტერიტორიების გასხვისებს, ერის გენოციდსა და ეთნოწმედას,1,5 მილიონის მამლუქებად გაყიდვას, მოსახლეობის კომპლექსურ ძარცვას აღმაშენებლობა ჰქვია ,ხომ?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 მამულიშვილ ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის მთავარი გვირგვინი 9 არილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა საქართველო დამოუკიდებლობა ზვიადის კი არა, არამედ გორბაჩოვის დამსახურებაა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irene Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 გუბაზ სანიკიძე: ქართველებო, გამოუტყდით საკუთარ თავს, ღმერთის უფრო გეშინიათ თუ მერაბიშვილის? გუბაზ სანიკიძის მეშინია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 Siknadmo გუბაზი ნიჭიერიამაგრამ ზარმაცი :rolleyes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 Siknadmo მაგრამ ზარმაცი :rolleyes:ჩაგეთვალა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted January 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 (edited) საქართველო დამოუკიდებლობა ზვიადის კი არა, არამედ გორბაჩოვის დამსახურებაა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია! თქვენი ლოგიკით წმ. მეფე დავით აღმაშენებელმა დიდგორზე უაზროდ დაღვარა სისხლი ,რადგან ევროპიდან ჯვაროსნები დაიძრნენ და როგორც ბიზანტიის ტერიტორიები გაანთავისუფლეს ,ისე გაანთავისუფლებდნენ საქართველოსაც : ვაცლავ ჰაველის აზრი, ლანდსბერგისის აზრი... თქვენთვის არაფერს ნიშნავს! . ................................................... ზვიად გამსახურდიას კავკასიის ხალხები -ჩეჩნები,ინგუშები, ლეკები,ყარაჩაელები,ყაბარდოელები...მთელი კავკასიის პრეზიდენტად აღიარებდნენ ...............ვაცლავ ჰაველმა -ჩეხეთის პ რ ე ზ ი დ ე ნ ტ მა ზ ვ ი ა დ გ ა მ ს ა ხ უ რ დ ი ა აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა რესპუბლიკების გამანთავისუფლებელად აღიარა?!... :rolleyes: საბჟოთა დისიდენტური მოძრაობის ერთერთი ლიდერი პეტრე გრიგორენკო წერს:"მჯერა, დადგება დრო,როდესაც ქართველი ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავის უდიდეს ეროვნულ გმირებად შერაცხავს"("თავისუფლების ტრიბუნა", პარიზი, 1978წელი,N1). 1978 წელს აშშ-ს კონგრესმა ზვიად გამსახურდია წარადგინა ოფიციალურად ნობელის პრემიაზე! 1991 წელს აშშ-ს კონგრესმენების მიერ, დემოკრატიასა და თავისუფლებაში შეტანილი წვლილისათვის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საპატივცემლოდ კაპიტოლიუმის შენობის თავზე აღიმართა ამერიკის დროშა! Edited January 12, 2010 by shavlego91 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted January 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 1991 წელს აშშ-ს კონგრესმენების მიერ, დემოკრატიასა და თავისუფლებაში შეტანილი წვლილისათვის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საპატივცემლოდ კაპიტოლიუმის შენობის თავზე აღიმართა ამერიკის დროშა! როგორც მე ვიცი ამერიკის კი არა, საქართველოს დროშა. ზვიადი დიდი ქართველი პატრიოტი იყო, მაგრამ როგორც მისმა ხელისუფლებაში ყოფნამ დაამტკიცა, პრეზიდენტად ვერ ივარგა. ეს მედლის ორი მხარეა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted January 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 როგორც მე ვიცი ამერიკის კი არა, საქართველოს დროშა. ზვიადი დიდი ქართველი პატრიოტი იყო, მაგრამ როგორც მისმა ხელისუფლებაში ყოფნამ დაამტკიცა, პრეზიდენტად ვერ ივარგა. ეს მედლის ორი მხარეა.სამართლებრივი მდგომარეობასამხრეთ ოსეთის აო იყო ეროვნული ტერიტორიული ერთეული, რომელიც შედიოდა საქართველოს სსრ შემადგენლობაში ადმინისტრაციული ავტონომიის უფლებით. ოლქის სამართლებლივი მდგომარეობის განმსაზღვრელი სპეციალური იურიდიული აქტი იყო კანონი სამხრ. ოსეთის აო-ის შესახებ, რომელიც მიიღო საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს წარდგინებით (1980). ავტონომიური ოლქის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო სამხრეთ ოსეთის აო სახალხო დეპუტატთა საბჭო იყო, რომელიც 140 დეპუტატისგან შედგებოდა და ირჩევდა თავის აღმასრულებელ კომიტეტს. ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, ისევე როგორც სახელმწიფო ხელისუფლების რაიონილი, საქალაქო, სადაბო და სასოფლო ორგანოები შესაბამისი სახალხო დეპუტატთა საბჭოების სახით სამხრ. ოსეთის აო-ში იქმნებოდა და მოქმედებდა საქართველოს სსრ კონსტიტუციის მე-7 კარის საფუძველზე („სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები საქართველოს საბჭოთა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში“). სამხრეთ ოსეთის აო სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უფლებამოსილების ვადა ორნახევარი წელი იყო. არჩევნების ჩატარებას არეგულირებდა საქართველოს სსრ 1979 წ. 15 ივნისის კანონი „საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ“. მართლმსაჯულების ორგანოები იყო სამხრ. ოსეთის აო საოლქო სასამართლო და რაიონული (საქალაქო) სახელმწიფო სასამართლოები. სამხრეთ ოსეთის აო პროკურორს ნიშნავდა სსრკ გენერალური პროკურორი 5 წლის ვადით. აო სსრკ უმაღლეს საბჭოს ეროვნებათა საბჭოში წარმოდგენილი იყო 5 დეპუტატით საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საბჭოთა კავშირის მხრივ დაიწყო პროვოკაციებისა და შანტაჟის კამპანია, რომლის კულმინაციაც გახდა გორბაჩევის მუქარა პრეზიდენტ ზ.გამსახურდიასადმი: „საქართველოს საბჭოთა კავშირიდან შეუძლია გავიდეს, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“-ო. საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა ასეთი რადიკალური ზომების მიღებას რასაც ოლქის გაუქმება ქვია, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით ყველა ნორმატიული აქტის დაცვით, ხელისუფლებამ სამართლიანად გააუქმა "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი" უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ცდილობდა მშვიდობიანი, სამართლებრივი ფორმების გამოყენებით მოეგვარებინა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ინსპირირებული კონფლიქტები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს. ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება: „გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფრთხილე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება საერთო დესტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად“. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსკოვის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა იძულებითი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი - „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ და დადგენილება - „ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“ (1990 წლის 11 დეკემბერი). კრემლის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედების პასუხად გაისმა ზვიად გამსახურდიას მოწოდება ოსი მოსახლეობისადმი, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო: “... ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით. ვინაიდან ეს ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიულ ამბიციების დასაყრდენია, სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და თანხმობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღების, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული ჯგუფები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფილობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება... ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ. ის უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით... ქართველები და ოსები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ. გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე... მოვუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლის ღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს“ (1991 წლის 4 მარტი). ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიოტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრის და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა: 1. 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ:2. რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთბლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით.3. რუსეთი სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე.4. სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები.5. რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა.6. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად.7. შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა.8. შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად გამსახურდია რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ბორის ელცინი დაბა ყაზბეგი, 1991 წ. 23 მარტი დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან ნახმარია "ყოფილი სამხრეთ ოსეთი"! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი ...ასევე წერია-"გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები."----- ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted January 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 როგორც მე ვიცი ამერიკის კი არა, საქართველოს დროშა. ზვიადი დიდი ქართველი პატრიოტი იყო, მაგრამ როგორც მისმა ხელისუფლებაში ყოფნამ დაამტკიცა, პრეზიდენტად ვერ ივარგა. ეს მედლის ორი მხარეა.1.საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 35 წლიანი ბრძოლის შემდეგ;2.საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი იმპერიის-რუსეთის კლანჭებიდან უსისხლოდ დემოკრატიული არასაბჭოური არჩევნებით,საქარტველოს დახსნა;3.საქართველოს დე იურე ცნობა 1992წლამდე 28 სახელმწიფოს მიერ;4.არც საშინაო და არც საგარეო ვალების აღება;6.უკანონო ე.წ.სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება :7. 1991წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია -ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარება რუსეთის მიერ და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობა;8..აფხაზეთში 28-26-11 სისტემით არჩევნების ჩატარებით კონფლიქტის პროვოცირების ჩაშლა,რაც ქართულ-აფხაზური დიპლ :D ომატიის გამარჯვება იყო კრემლზე, ვინაიდან თავიდან იქნა აცილებული ქართველთა და სხვათა ფიზიკური განადგურება;9.აფხაზეთში სიტუაციის კონტროლი საქართ.ხელისუფლების მიერ(მთავრობის თავ-რე,პროკურორი,შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ, გვარდია ქართული იყო,პრეზიდენტს და პარლამენტს უფლება ჰქონდათ გაეუქმებინა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები);10.არცერთი გოჯი მიწა არ დაუთმია;11.საქართველოს თავი შესწირა(მას რუსებმა გალში შესთავაზეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა და პრეზიდენტად დააბრუნებდნენ?! ) უარით მან ხელი" მოაწერა" სიკვდილზე,რაც რუსებმა და ედიკას ძალოვნებმა განახორციელეს!...წმ.შალვა ახალციხელმაც-შავლეგომ არ ითანამშრომლა დამპყრობელთან ჯალალ-ედინთან და ეწამა სამშობლოსათვის! ზვიად გამსახურდია აფხაზეთის გადასარჩენად დაბრუნდა! მან ოჩამჩირეში შეკრიბა კანონიერი და ხუნტის ჯარის მეთაურები(ვიკიპედიაში დევს ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი)ერთად ბრძოლაზე ,აფხაზეთის გადარჩენაზე შეთახმდნენ,მაგრამ მეორე დღეს შევარდნაძე-იოსელიანი აგზავნიან მსტოვარს,ჯარის მეთაურებს ოჯახების დაწიოკებით დაემუქრნენ და ამით ჩაშალეს აფხაზეთის გადარჩენ ის გეგმა! ედიკა თბილისში ჩამოყვანის სამაგიეროდ აფხაზეთის და სამაჩაბლოს რუსეთისათვის გადაცემაზე დათანხმდა,ამის შემდეგ აძლევენ მას სკამს! აფხაზეთზე კარგი მასალები ჰქონდა ცხონებულ მიბჩუანს,ისე მეც მაქვს საკმარისი დოკუმენტები..უახლოეს ისტორიაში მთლიანად დავდებ ყველა ფაქტს მათ შორის1992წ 24ივნისს ,როგორ შეთანხმდნენ აფხაზეთში ე.წ.სამშვიდობოების ანუ საოკუპაციო რუსის ჯარების შემოყვანაზე-აფხაზეთის ჩაბარებაზე! ე.ი.დაგომისში როცა გადაეცა სამაჩაბლო რუსეთის მოქალაქე შევარდნაძის მიერ რუსეთისათვის ,მაშინ გადაწყდა(ერთი წლით ადრე)აფხაზეთის ჩაბარება.ეს საიდუმლო მასალა დუდაევმა მოიპოვა გადასცა ბ-ნ ზვიადს და ამიტომ ჩამობრძანდა ბატონი პრეზიდენტი! ყარყარაშვილი წერდა,რომ ეშერაში გუდაუთას ზემოდან ვადექითო და ედიკამ და ჯაბამ გვიბრძანეს გამოდითო..დაგვემუქრნენო...ასევე ყურაშვილი ტყვარჩელამდე მივიდა და შემდეგ უკან დამაბრუნესო,როცა მართლა ომია ზურგში მტერს არ ტოვებენ, მოხდა პირიქით-ტყვარჩელში შეუშვეს ელცინის ბრძანებით მანქანების კოლონები ტყვია-წამლით დატვირთული?! "ტყვარჩელში და გუდაუთაში შესვლა ელცინმა ამიკრძალა, დიდი მსხვერპლი იქნებაო'" -შევარდნაძის სატელევიზიო გამოსვლა.რუსეთ-საქართველოს ომში ორივე მხარი მთავარსარდალი ელცინი იყოო!!! მსგავსი პრეცედენტი ისტორიაში არ არსებობს?! საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ხელისუფლების მოღვაწების შტრიხები-1990 წლის 11 დეკემბერს უკანონო ე.წ.სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება ;1991წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია -ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარება რუსეთის მიერ და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობაზე ხელმოწერა,;აფხაზეთში 28-26-11 სისტემით არჩევნების ჩატარებით კონფლიქტის პროვოცირების ჩაშლა,რაც ქართულ-აფხაზური დიპლომატიის გამარჯვება იყო კრემლზე, ვინაიდან თავიდან იქნა აცილებული ქართველთა და სხვათა ფიზიკური განადგურება;აფხაზეთში სიტუაციის კონტროლი საქართ.ხელისუფლების მიერ(მთავრობის თავ-რე,პროკურორი,შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ, გვარდია ქართული იყო,პრეზიდენტს და პარლამენტს უფლება ჰქონდათ გაეუქმებინა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები);......................................................ახლა დაასკვენით ვინ ივარგა ნდა ვინ ვერ ივარგა ან ვინ რისთვის ვარგოდა,ვინაა დიდი პოლიტიკოსი! : : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.