Jump to content
Planeta.Ge

გუბაზ სანიკიძე: ქართველებო, გამოუტყდით საკუთარ თავს, ღმერთის უფრო გეშინიათ თუ მერაბიშვილის?


Recommended Posts

გუბაზ სანიკიძე - “სააკაშვილი არ არის მიზეზი, სააკაშვილი არის შედეგი! მიზეზი ვართ თითოეული ჩვენგანი, სუყველა!”

 

“ხმები ოპოზიციის გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია, მაგრამ ხმებს ოპოზიციის მძიმე ავადმყოფობის შესახებ გიდასტურებთ. პრობლემა სააკაშვილში არ არის. პრობლემა არის ოპოზიციაში. მე ვლაპარაკობ ყველაზე და მათ შორის “ეროვნულ ფორუმზეც”. რაც უნდა ვიმართლოთ თავი, ამას აზრი არ აქვს”, - აცხადებს “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გუბაზ სანიკიძე: ქართველებო, გამოუტყდით საკუთარ თავს, ღმერთის უფრო გეშინიათ თუ მერაბიშვილის? თუ მერაბიშვილის გეშინიათ - მაშინ ნუღარ ქართველობთ, მაპატიეთ და ნუღარ იბრიქებით.

“გააჩნია, რა იგულისხმება ამ მესამე ტალღაში და როგორ შევხვდებით ამ მესამე ტალღას - ისევ ისე უაზროდ, დაქსაქსულად თუ უფრო სერიოზულად დავგეგმავთ ამ საქმეს. მე გარწმუნებთ, რომ რამდენიმე სერიოზულ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ჩვენ ძალიან სერიოზულ საკითხებს დავგეგმავთ და განვახორციელებთ. ხაზს ვუსვამ, სერიოზულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად! სულ რამდენიმე დღეში საზოგადოება დაინახავს ამ კონსულტაციების შედეგს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გუბაზ სანიკიძე.

“ბოლო ოცი წლის განმავლობაში ქართველობა როგორ ცხოვრობს? სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი! მთელ ქვეყანაში ასი ოჯახი თუ არის ფინანსურად წარმატებული და ისიც იმიტომ, რომ გაძარცვეს ეს ქვეყანა, მაგრამ არ შერჩებათ არაფერი. ეს არ არის ფეოდალიზმი, რომ საგვარეულოებად იყოს დაყოფილი ქვეყანა. მერაბიშვილები არ არიან ჯაყელები, რომ მესხეთი მათ ეკუთვნოდეთ, გოროზია არ არის დადიანი, რომ მის შვილზე გადავიდეს სამეგრელოს გუბერნატორობა! დადგება დრო და ძალიან შეგვეცოდება ჩვენ ეს ხალხი, ეს ხელისუფლება. საცოდავები იქნებიან, რადგან ძალიან მძიმე დღეში ჩააგდებს მათ ცხოვრება. უნდა შეგვეცოდოს კიდეც”, - განაგძობს გამოცემის რესპონდენტი.

“ისტორიაში, სააკაშვილი, რა თქმა უნდა დარჩება. ყველა ისტორიის ლუკმაა, ოღონდა გააჩნია როგორი - ტკბილი თუ შხამიანი? მე ჩემი ქვეყნის გაშვებულ შანსებს დავტირი პირველ რიგში! მე ძალიან ვწუხვარ, რომ სააკაშვილმა ვერ ივარგა. მას ჰქონდა მონაცემები, რომ საქართველო მართლა ექცია სანიმუშო ქვეყნად კავკასიის რეგიონში თუ აღმოსავლეთ ევროპაში! კარგად დავფიქრდეთ ამ ფორმულაზე: სააკაშვილი არ არის მიზეზი, სააკაშვილი არის შედეგი! მიზეზი ვართ თითოეული ჩვენგანი, სუყველა! გაივლის დრო და დაიწერება, რომ ის თაობა, რომელიც XX საუკუნისა და XXI საუკუნის მიჯნაზე ცხოვრობდა აღმოჩნდა სუსტი, უსუსური, უპრინციპო, უზნეო, მშიშარა, ნაცარქექია. აღარ გამოარჩევენ იქ გუბაზ სანიკიძესა და ჯაბა ხუბუას, ჩვენ მიგვაყოლებენ ზედ - დაუნდობელია ისტორია!” - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გუბაზ სანიკიძე.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/122271.html

 

ლიცემერი:მაგრად არ მევასება გუბაზი და ეროვნული ფორუმი, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ ინტერვიუში რასაც ბაზრობს ფაიზაღს ბაზრობს

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 67
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ლ ი ც ი

ლიცემერი:მაგრად არ მევასება გუბაზი და ეროვნული ფორუმი, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ინტერვიუში რასაც ბაზრობს ფაიზაღს ბაზრობს

 

............................

შენ ამ ბოლო დროს აშკარად გუბაზიადა დაგემართა, რაღაც საეჭვოდ ხშირად ეთანხმები მის ფაიზაღი ბაზრობას :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ლიცემერი:მაგრად არ მევასება გუბაზი და ეროვნული ფორუმი, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ინტერვიუში რასაც ბაზრობს ფაიზაღს ბაზრობს

 

............................

შენ ამ ბოლო დროს აშკარად გუბაზიადა დაგემართა, რაღაც საეჭვოდ ხშირად ეთანხმები მის ფაიზაღი ბაზრობას :D

არადა პირველად დავეთანხმე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

არადა პირველად დავეთანხმე

 

...............

ნუნ იტყუები, შარშAნაც მახსოვს შენი რომელიღAც თემის მუზა რომ გახდა და ზუსტად მაშინაც ასე აღნიშნე, რომ ზოგადად არა, მარა ამ შემთხვევაში მგონი ვეთAნხმებიო :sorry:

ციტირებას ვერ ვახდენ, აზრი კი ნამდვილად ასეთი იყო :D :kaila:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლიცემერი:მაგრად არ მევასება გუბაზი და ეროვნული ფორუმი, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ ინტერვიუში რასაც ბაზრობს ფაიზაღს ბაზრობს

და ვინ გევასება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არადა პირველად დავეთანხმე

"ბაზარი" არა მთავარი..მთავარი საქმეა, გადახედეთ საქმეებს და ისე შეაფასეთ! :rolleyes:

Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გუბაზ სანიკიძე: ქართველებო, გამოუტყდით საკუთარ თავს, ღმერთის უფრო გეშინიათ თუ მერაბიშვილის?

არც ერთის, მუჰაჰაჰაჰა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ბაზარი" არა მთავარი..მთავარი საქმეა, გადახედეთ საქმეებს და ისე შეაფასეთ! :rolleyes:

ზვიადის არ იყოს, არა? პრინციპში მართალი ხარ, ჩემო ბატონო shavlego. ისიც კარგად ბაზრობდა, მაგრამ საქართველოს დედა უტირა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიზეზი ვართ თითოეული ჩვენგანი, სუყველა! გაივლის დრო და დაიწერება, რომ ის თაობა, რომელიც XX საუკუნისა და XXI საუკუნის მიჯნაზე ცხოვრობდა აღმოჩნდა სუსტი, უსუსური, უპრინციპო, უზნეო, მშიშარა, ნაცარქექია

:resent: მსუქანი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ზვიადის არ იყოს, არა? პრინციპში მართალი ხარ, ჩემო ბატონო shavlego. ისიც კარგად ბაზრობდა, მაგრამ საქართველოს დედა უტირა

 

........................

:maladec:

და მაინც ვიყოთ ობიექტურები, მთლა გუბაზივით კარგად ვერ ბაზრობდა :D

 

პ.ს. ისე მარტო მე რატომ მაღიზიანებს ეს სიტყვა "ბაზრობა"?

და თანაც არც უნდა მაღიზიანებდეს, რადგან მართლა ბაზრობენ-ხოლმე :sorry:

 

Siknadmo

მსუქანი

:no2:

უმსუქანესი :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე თუ მკითხავთ, ზვიადის საუბარში პოზიტიური არაფერი მახსოვს,

არც მის ეგრეთ წოდებულ ნაშრომებში,

 

მაგარი უნიჭო იყო ყვალანაირ სიკეთესთან ერთად,

 

გუბაზი ნიჭიერია და კაცურადაც ბაზრობს,

ჩემებრ გრუზინული მენტალიტეტისთვის გასაღებ-მისაღებ ემოციურ-ინტელეხტუალურად,

 

იგრძნობა კაცობა, თითქოს სუფრაზე ერთ-დარბაისელ ბიძას ებაზრები,

რაც ზვიადას რეჩებში არ იგრძნობოდა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მაგარი უნიჭო იყო ყვალანაირ სიკეთესთან ერთად

 

 

იგრძნობა კაცობა, თითქოს სუფრაზე ერთ-დარბაისელ ბიძას ებაზრები

 

 

.........................

ერთშიც და მეორეშიც სრულად გეთანხმებით, მარა არც ის დავივიწყოთ, რომ საქართველო თამადას ან დარბაისელ სუფრის მშვენება კაცურ კაცს კი არა, პოლიტიკოსს საჭიროებს, ამაში კი გუბაზი საკმაოდ მოიკოჭლებს, ზვიადზე, როგორც პოლიტიკოსზე ლაპარაკიც კი არ არის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მაგარი უნიჭო იყო ყვალანაირ სიკეთესთან ერთად

იგრძნობა კაცობა, თითქოს სუფრაზე ერთ-დარბაისელ ბიძას ებაზრები

.........................

ერთშიც და მეორეშიც სრულად გეთანხმებით, მარა არც ის დავივიწყოთ, რომ საქართველო თამადას ან დარბაისელ სუფრის მშვენება კაცურ კაცს კი არა, პოლიტიკოსს საჭიროებს, ამაში კი გუბაზი საკმაოდ მოიკოჭლებს, ზვიადზე, როგორც პოლიტიკოსზე ლაპარაკიც კი არ არის

ასე მგონია კონფლიქტების მოგვარებაში ივარგებდა,

მაგი ისეთი ტიპია ოსებსაც და აფხაზებსაც დაევასებოდათ,

მამენტ რუსებსაც,

ეკონომიკასაც მიხედავდა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ასე მგონია კონფლიქტების მოგვარებაში ივარგებდა,

მაგი ისეთი ტიპია ოსებსაც და აფხაზებსაც დაევასებოდათ,

მამენტ რუსებსაც

......................

ამაშიც არ შეგედავებით :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასე მგონია კონფლიქტების მოგვარებაში ივარგებდა,

მაგი ისეთი ტიპია ოსებსაც და აფხაზებსაც დაევასებოდათ,

მამენტ რუსებსაც,

ეკონომიკასაც მიხედავდა

საქმენმა შენმა გამოგაჩინონო" და რა საქმეებით შეუძლიათ მაგათ გამოჩენა? იპოდრომით, სტადიონით, "თბილისის განთავისუფლებით" და რეგიონებში წასვლით? მაგათი დასაძრახი ქართველებს რა გვჭირს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...