Jump to content
Planeta.Ge

კობალაძე სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლეს


Recommended Posts

კობა კობალაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში

11 / 01, 2010 11:46

Print

Font size:

 

 

მუხროვანის სამხედრო ამბოხებაში ბრალდებული კობა კობალაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და კობალაძე ამბოხებაში უდანაშაულოდ სცნო. ამასთან, კობალაძე იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ნაწილში გაამტყუნა და რვა თვე მიუსაჯა, რომელიც კობალაძეს უკვე მოხდილი ჰქონდა. შესაბამისად, იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

დანარჩენი განსასჯელების მიმართ მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებულებს, კობა ოთანაძეს 29-წლიანი, ლევან ამირიძეს 28-წლიანი, შოთა გორგიაშვილს 19-წლიანი, სამოქალაქო პირებს კი 11 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

ამბოხება მუხროვანის ბაზაზე 2009 წლის 5 მაისს მოხდა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 30
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Top Posters In This Topic

თბილისის საქალაქო სასამართლომ მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებულ კობა კობალაძეს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა

თბილისი 11:27 - 11.01.10 "ჯი-ეიჩ-ენი"

ამობეჭდვა138 ზომა:

კობა კობალაძის მიმართ საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

 

მუხროვანის ამბოხებაში ერთ-ერთი ბრალდებულის კობა კობალაძის მიმართ საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

 

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კობა კობალაძის ადცვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, ბრალბების მხარე კობალაძისათვის 13 ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

 

"პროკურატურა კობალაძისათვის 13 წელიწად ნახევრით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. აქედან 12 წელს ამბოხებისათვის, წელიწადნახევარს კი იარაღის უკანონოდ ტარებისათვის. მოსამართლემ კობალაძე ამბოხების ნაწილში გაამართლა, რაც შეეხება იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებას, ეს ბრალდება კობალაძეს დაუტოვეს, თუმცა მან უკვე მოიხადა ეს ვადა და შესაბამისად, ის დარბაზიდან გათავისუფლდა", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გელა ნიკოლაიშვილმა.

http://ghn.ge/news-6005.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოიცა, არც საპროცესო შეთანხმება, არც შეწყალება?

მოსამართლე თავის სიმაღლეზე დადგა და პროკურორის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა?

რაიო?!

ალილუია!!!!!

აქ ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია მოუხდებოდა.

ვააა, არმ ჯერა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

vitaminC

სამაგიეროთ სხვა ბრალდებულებს მიუსაჯეს - 29-28 და 11 წელი ციხე.

ერთი ხომ საერთოდ მოკლეს :))

არ ვიცი მოკლედ რა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგია ეგ მაინც რომ გამოუშვეს, თუმცა გულზე ხელს რომ დავიდებ უნდა ვაღიარო რომ არასასიამოვნო ტიპი არის.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

არასასიამოვნო ტიპი არის.

მეც ესე აღვიქვამ ამ პიროვნებას, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს იმ ბრალდების ფონზე რაც მიუყენეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

კარგია ეგ მაინც რომ გამოუშვეს, თუმცა გულზე ხელს რომ დავიდებ უნდა ვაღიარო რომ არასასიამოვნო ტიპი არის.

სასიამოვნო და ალალმართალი ნაკლებად არის, მაგრამ როგორც სამხედრო ურიგო კადრი არ არის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არასასიამოვნო ტიპი არის.

 

მეც ესე აღვიქვამ ამ პიროვნებას, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს იმ ბრალდების ფონზე რაც მიუყენეს

 

რა თქმა უნდა, არავიტარ შეთქმილებასთან კავშირი არ ქონდა.

 

სასიამოვნო და ალალმართალი ნაკლებად არის, მაგრამ როგორც სამხედრო ურიგო კადრი არ არის

ალბათ.მაგრამ ბაჩო ახალაიას ჯარში ნორმალური სამხედრო კადრები არავის ჭირდება. იმიტომაც გაყარეს 200 პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი, ეხლა მაიორების რიგიაო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალბათ.მაგრამ ბაჩო ახალაიას ჯარში ნორმალური სამხედრო კადრები არავის ჭირდება. იმიტომაც გაყარეს 200 პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი, ეხლა მაიორების რიგიაო.

იყვნენ ჩუმად, ერთადერთი მგონი ვინც აქტიურობს სამოაქალაქო კუთხით

გიორგი თავდგირიძეა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალბათ.მაგრამ ბაჩო ახალაიას ჯარში ნორმალური სამხედრო კადრები არავის ჭირდება.

ეგენი იყვნენ მერე კადრები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მუხროვანის სამხედრო ამბოხებაში ბრალდებული კობა კობალაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

 

 

მე კი მგონია,რომ არავითარი ბუნტი და შეთქმულება არ ყოფილა.იმ კრიალაშვილს ვიცნობდი ახალგაზრდობაში.ერთად გვაქვს მთელი საქართველო ცხენით შემოვლილი და მაგარი ვაჟკაცი ბიჭი იყო.თითქმის ყველა ომში იბრძოდა და სასწავლებლათაც გაუშვეს მე მგონი გერმანიაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Private Nodari

ეგენი იყვნენ მერე კადრები?

ნუ ხო! ბაჩოსთან შედარებით უვიცების ჯოგი არიან :love:)

lasha1997

მე კი მგონია,რომ არავითარი ბუნტი და შეთქმულება არ ყოფილა

სუფთა წყლის სპექტაკლი - მშვენივრად ჩანდა ყველაფერი - დებილი არავინაა ამ ქვეყანაში ეს პიარი, რომ ყლაპოს

Edited by kisa
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

მე თუ უფრო საჭირო კაცი არ ვიყო ნანა, მომაჩერი თავი თუ გინდა. :)) :))

 

 

მე ჩემი ქვეყანა მაინც მიყვარს ამ ეტაპზე, ჯერ სხვა ვერაფერი.

მათ არც ქვეყანა უყვართ და არც ხალხი, მხოლოდ საკუთარი მუცლები.

 

 

(ხო მაგრად ვბლატაობ? :love:)) )

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...