Nukriko Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 analgin ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება თავისით ვერასოდეს ჩამოყალიბდება ისეთ ქვეყნებში, რომელთაც რეჟიმი მართავს. ამას დემოკრატია სჭირდება, დემოკრატია შობს სამოქალაქო საზოგადოებას და არა პირიქით, როგორც შენ გგონია, ჩემი აზრით.ხო მე მართლაც მგონია რომ საზოგადოება შობს დემოკრატიას და არა დემოკრატია სამოქალაქო საზოგადოებას.. მაგრამ აქ მეორე მომენტია, თუ საზოგადოებამ არა, ვინ უნდა შექმნას დემოკრატია? ნახე რას უშვებიან მომავალ თაობას, ეს რეჟიმი. ამ რეჟიმის შემყურე ახალი საზოგადოება არ წარმოიქმნება, იქნება მონათა საზოგადოება, თუ ქარიშხალი არ გადაუვლის ამ რეჟიმს და ეს ქარიშხალი არა ქართველი საზოგადოება იქნება, არამედ უცხო ქვეყანა. newstudio არ დაგეთანხმები, შევარდნაძის დროს მიშვებული იყო, ეხლა ლაგამი ამოდეს და ამ წნეხში იბადება ნამდვილი იმუნიტეტიანი საზოგადეობავერ დაგეთანხმები.. რევოლუცია ეს ის იყო რომელმაც ჩვენი განვითარება უკან დაწია. ანუ საზოგადოებას არ ჰქონდა გამომუშავებული მექანიზმი, როგორ მოეხდინა რევოლუციური მთავრობის, ქარიზმატულ ლიდერისგან დაცვა. ესეთი ლიდერი ხალხის ნდობით სარგებლობდა და ცალ-ცალკე მივარდა სხვადასხვა ორგანიზაციებს, პრესას და ა.შ და დაიმორჩილა ან გაანადგურა. რევოლუციას შეუძლია ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაც კი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 Nukriko ფუ, ეგ რა ბოდიში და ####ობაა (ვიდეო)? :TAT:რაღა ეგენი და რაღა პიონერები... არა, ნუკრი, არა! რეჟიმის დამხობა მხოლოდ და მხოლოდ ბრბოს შეუძლია. ბრბოს კი წინამძღოლი სჭირდება.ბრბოს ცუდი გაგებით არ ვამბობ ოღონდ. სამოქალაქო საზოგადოება არის საზოგადოება, რომელიც არასოდეს გამოდის კონსტიტუციის და კანონის ფარგლებიდან, უარს ამბობს ყოველგვარ ძალადობაზე. არ მეთანხმები? და როგორ და რითი გინდა კანონის დაცვით და შიშველი ხელებით აიძულო თოფიანი კაცები, რომ დაგემორჩილონ? თუ დააჰიპნოზებ არ ვიცი და ...გამოვიდა სამოქალქო საზოგადოება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ვისთვისაც ლაფის სროლას დღემდე აგრძელებს ხელისუფლება, შიშველი ხელებით, თეთრებში ჩაცმული, 3 თვე მოუწოდებდა რეჟიმს რომ გონს მოგებულიყო. პროტესტის ფაქტიურად ყველა კონსტიტუციურ და კანონიერ, მშვიდობიან ფორმებს მიმართა. რეჟიმი სამი თვე სცემდა, აგინებდა, იჭერდა, ემუქრებოდა, ავიწროვებდა, აშანტაჟებდა მათ, მაგრამ ის საზოგადოება მაინც არ გადაიქცა ბრბოდ. რაც შეეხება ბრბოს:ბრბო, არის საზოგადოება, რომელიც კანონის ფარგლებიდან გამოდის, მზადაა დაწვას, დაანგრიოს, დალეწოს, თუ საჭიროა მოკლას კიდეც და ამით დაიცხროს უკმაყოფილება. იცი ხალხი ბრბოდ როდის იქცევა? როცა შია! აპრილის აქციების დროს ჯერ კიდევ არ შიოდათ ისე ძალიან...ჩემს სადარბაზოში 18 ოჯახი ცხოვრობს და აქედან 5 ბინას ყიდის წელიწადზე მეტია უკვე, მეექვსემ 3 დღის უკან გაყიდა კაპიკებში. სამოქალაქო საზოგადოების "იარაღი": სასამართლო, მიტინგი და გაფიცვაა. რეჟიმს ერთიც კიდია, მეორეც და მესამეც. რეჟიმს ამარცხებს ბრბო, აი საკითხავი ისაა ბრბოს წინამძღოლი თავადაც რეჟიმად გადაიქცევა თუ დემოკრატიად.როცა კანონი კანონობს, ოღონდ ყველასთვის თანაბრად და კუჭიც სავსეა, მაშინ გარდაიქმნება ბრბო სამოქალაქო საზოგადოებად, ოღონდ ამას წლები უნდა, წლები უნდა იკანონოს კანონმა.შენ რამე გსმენია თურქმენეთის, კუბის, ნიგერიის, რუანდის, ჰაიტის, ჰონდურასის, უგანდის, ლიბიის, ვენესუელის სამოქალაქო საზოგადოების შესახებ? ვერც გაიგებ, სანამ მორიგი რევოლუციის წინამძღოლი დემოკრატიის დამკვიდრებას არ მოისურვებს.იმ ქვეყნებში, სადაც რეჟიმისგან ბრბო ვაცლავ ჰაველისნაირმა წინამძღოლებმა გაათავისუფლეს, მალე ჩამოყალიბდა ბრბოსგან სამოქალაქო საზოგადოება, სადაც ფიდელ კასტროსნაირებმა - ათწლეულებია ბრბოდ დარჩნენ.რა, გგონია იმ ქვეყნებში არ აწუხებთ სამართლიანობის პრობლემები? თუ ნაკლები ხალხი ცხოვრობს ან ნაკლები ფული აქვთ სამოქალაქო საზოგადოების "შესაქმნელად"? არა, მოხდება ოდესმე მორიგი რევოლუცია და თუ ეღირსათ ვაცლავ ჰაველი, იქაც ჩამოყალიბდება. ჩვენც მაგ დღეში ვართ ზსუტად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 analgin მოდი ხვალე გიპასუხებ სრულად, ეხლა დავღლილი ვარ და ამ პოსტის შემდეგ წავალ დასაძინებლად.მაგრამ ნაწილობრივ უნდა გიპასუხო 1) ჰაველის უკან ბრბო არ იდგა, მის უკან სხვათაშორი ორგანიზებული საზოგადოება, პროფკავშირი იდგა.. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის...2) მე საერთოდ სხვანაირად აღვიქვი ის საპტროტესტო აქციები. მე ნამდვილად მჯერა, რომ ოპოს უკან დგას რუსეთის ინტერესები, მაგრამ მიშას წინააღმდეგ კი არ იყენებს, არამედ ამერიკის წინააღმდეგ იყენებს ოპოს რუსეთი. ელოდებოდნენ რომ ამერიკელები დაგმობდნენ მიშას რეჟიმს და მერე მოხდენდნენ რევოლუციას და კვლავ მიშას მეორე აგენტით შეცვლიდნენ, ამერიკა კი დარჩებოდა ხახა მშრალი. ამერიკამ თქვა რომ მიშას არ ვაგდებთო და რუსებმაც დატოვეს თაფვის კაცი.. 3) ფიდელ კასტორს და ჩეგევარას მიერ მოწყობილი რევოლუცია იყო პროგრესული მოვლენა, რეალურად ამ რევოლუციის შედეგად კუბა გადაიქცა დამოუკიდებელ სახელმწიფოთ, აქამდე აშშ-ს კოლონია იყო. კასტრო ასრულებს ამერიკისგან დამცველის ფუნქციას.. საქართველოში კი მიშა აკეთებს რუსების საქმეს, ჯარი დაგიშალა დღენახევარში, მიატოვა, თავისით რომ არ გამოსულიყვნენ ჩახოცავდნენ და ჩახოცავდნენ. ტერიტორიები უბრძოლველად დაუთმო.. რუსული გავლენა გააძლიერა საქართველოზე და მხოლოდ რიტორიკული ომი არის დღეს... დანარჩენს უფრო დალაგებულად ხვალე გიპასუხებ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 (edited) გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა კანონი დაარღვია პირველად მოხდა ეს თუ როგორ?:TAT: Edited January 11, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 რაცხა ნიტოა... სახურავზე ხომ არ ზის ის ჩემის გადანგრეული? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 მიშას არაუგვიანეს 8 იანვრისა უნდა წარედგინა ცესკოს თავჯდომარეობის სამი კანდიდატი. დღეს კი 11 იანვარია.ამაზე დავით დარჩიაშვილმა კომენტარი გააკეთა, რა მოხდა მარსზე ხომ არ ვცხოვრობთ, კაცი უცხოეთშია სამუშაო ვიზიტითო.თანაც მთავარიაოსაკანომდებლო ვადებში იყოს წარდგენილი და არა კონსულტაციები როდის შედგებაო. ურცხვად იტყება.საარჩევნო კოექსი ამბობს:მუხლი129(11)2.საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს თავჯდომარეობის 3 კანდიდატის შერჩევის მიზნით იწყებს კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რის შედეგადაც არა უგვიანეს 2010 წლის 8 იანვრისა საქართველოს პრეზიდენტი შეარჩევს და ცესკოს წარუდგენს თავჯდომარეობის 3 კანდიდატს. ეს ნამდვილად დარღვევა, თუმცა მე პირადად ეს საიმპიჩმენტო საკითხად ნამდვილად არ მიმაჩნია. თუმცა კანონის ფეხებზე დაკიდება ნამდვილად არის.მაგრამ ამაზე არ მთავრედება ყველაფერი. იმავე მუხლის შემდეგი პარაგრაფი გვეუნება: 3.არა უგვიანეს 2010 წლის 11 იანვრისა ცესკოს სხდომას თაჯდომარის ასარჩევად იწვევს და მის არჩევამდე თავჯდომარეობს ცესკოში პარტიების მიერ დაშნინული(გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის დანიშნილი წევრისა) კომისიის უხუცესი წევრი.....4. თუ ამ მუხლის მე3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა მოწვეული სხდომა, ან სხდომაზე კენჭისყრის შედეგად თავჯდომარე ვერ იქნა არჩეული, წარდგენილი 3 კანდიდატისგან საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით 7 დღის ვადაში ირჩევს ცესკოს თავჯდომარეს. რა გამოდის, ცესკოს მხოლოდ დღევანდელი დღე რჩება სხდომის მოსაწვევად და არცევნების ჩასატარებლად. ვთქვათ სია სემოვიდა 18 საათზე. პარტიებს კონსულტაციები ხომ ჭირდებათ და სხდომასაც ხომ უნდა მოწვევა და წევრებს შეკრება? ე.ი დიდი შანსია რომ საკითხი პარლამენტში გადავიდეს.ამ დროს პარლამენტს უმრავლესობისთვის უკვე გარკვეულ საკითხზე 7 დღე აქვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 მიშა კანონზე მაღლა დგას :yes2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 (edited) როგორც გურულები იტყვიან, ა კიდო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურებთან დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრა უკვე მეორედ გადაიდო.შეხვედრა ბათუმში გუშინ საღამოს უნდა გამართულიყო, თუმცა დღეს, 12:00 საათისთვის გადაიდო, ხოლო მოგვიანებით გაირკვა, რომ შეხვედრა 14:00 საათზე შედგება.ამის მიზეზით ჯერ გარკვეული არ არის, რომელ საათზე დაინიშნება ცესკო-ს სხდომა, რომელიც ‘’საარჩევნო კოდექსში” ცვლილების თანახმად, არაუგვიანეს 11 იანვრისთვის უნდა იყოს მოწვეული.როგორც ‘’ინტერპრესნიუსს’’ ცესკო-ში განუმარტეს, სხდომის ზუსტი დრო ბათუმის შეხვედრის დასრულებაზეა დამოკიდებული.ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკო-ს თამჯდომარის პოსტისთვის იურისტების – ეკა სირაძისა და კახა სოფრომაძის კანდიდატურებს უჭერენ მხარს. მესამე კანდიდატურის ვინაობა ჯერ უცნობია. “საარჩევნო კოდექსის” თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას ფარული კენჭისყრით იღებენ ცესკო-ს ის წევრები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების მიერ არიან დანიშნულნი, გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღება, მაგრამ არანაკლებ 4 ხმისა. თუ აღნიშნულ ვადებში არ იქნება სხდომა მოწვეული ან სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ცესკო-ს თავმჯდომარე არ იქნება არჩეული, წარდგენილი 3 კანდიდატიდან ცესკო-ს თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის წარდგინებით, 7 დღის ვადაში ირჩევს. "საარჩევნო კოდექსის" თანახმადვე, პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გზით შერჩეული ცესკოს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი ცესკო-სთვის არა უგვიანეს 8 იანვრისა უნდა წარედგინა. თუმცა, კანდიდატებზე საბოლოო შეთანხმება პრეზიდენტსა და არასამთავრობოებს შორის დღეს შედგება. რაც შეეხება ცესკო-ს ოპოზიციურ წარმომადგენლებს, კომისიში ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულია ექვსი წევრი. ზურაბ მარაქველიძე – “რესპუბლიკური პარტიიდან”, გიორგი ჯავახიშვილი – “მრეწველებიდან”, ნინო გოგუაძე – “კონსერვატორებიდან”, გიორგი მთვარელიძე – “ლეიბორისტული პარტიიდან”, გოჩა ჯოჯუა – “ქრისტიან-დემოკრატებიდან” და ვალერი ჭელიძე – პარტიდან “ჩვენ თვითონ”. ასე თუ გააგრძელეს შეიძლება ღამის 11 საათზე შეხვდეს.ეს შეხვედრა რომ ფორმალურია, სწორედ აქედან ჩანს.რადგან ეს მხოლოდ კონსულტაციებს ითვალისწინებს სამი კანდიდატის ასარჩევად. შემდგომ არჩევას ხომ დრო სჭირდება. ცალსახაა რომ კანდიდატები დიდი ხანია შერჩეული არიან, ან მართლაც ცესკოს სხდომის ჩაშლა უნდათ. Edited January 11, 2010 by ძუკუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 მოკლედ მოვლენები ელვის სისრაფით განვითარდა. მიშა ბოლოს და ბოლოს შეხვდა არასამთავროებებს და "ექსპერტებს" და განუცხადა რომ ეს ყველაფერი ორი კვირით გადავდოთო.იცით რა მომაგონა ამ ყველაფერმა. ვარსიმაშვილის ფილმში რომაა ბოლოს პრეზიდენტი(დუტა) ამბობს : კი მაგრამ ამათ ინდოეთში რა უნდოდათო? ამ შემთხვევაში ესენი აქ ვინ დაიბარაო? მოკლედ კანონიც და ისინიც შორს გაუშვა და ალბათ საგრიალოდ წავიდა, ან მაკკეინთან.ისე კანდიდატების სია ძალიან საინტერესოა: დასახელდა შემდეგ კანდიდატურები - ეკა სირაძე, ოთარ სიჭინავა, ზურაბ ხარატიშვილი, ლევან თარხნიშვილი, დავით აფრასიძე, სერგო რატიანი, დავით პაიჭაძე, ზურა ჭიაბერაშვილი, ირაკლი ყიფშიძე, ლევან ბეჟაშვილი და არჩილ მიქელაძე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 პრეზიდენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაზე ცესკო-ს თავმჯდომარეობის 11 კანდიდატი დასახელდა11 / 01, 2010 15:05 საქართველოს პრეზიდენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელ შეხვედრაზე ცესკო-ს თავმჯდომარეობის 11 კანდიდატი დასახელდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ეკა სირაძემ შეხვედრის შემდეგ განუცხადა. დასახელდა შემდეგ კანდიდატურები - ეკა სირაძე, ოთარ სიჭინავა, ზურაბ ხარატიშვილი, ლევან თარხნიშვილი, დავით აფრასიძე, სერგო რატიანი, დავით პაიჭაძე, ზურა ჭიაბერაშვილი, ირაკლი ყიფშიძე, ლევან ბეჟაშვილი და არჩილ მიქელაძე.როგორც ცნობილია, ბათუმში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატის შერჩევის ვადა კიდევ 2 კვირით გაგრძელდეს. ამ ინიციატივით პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართა. ამასთან, დასახელებული 11 კანდიდატიდან პრეზიდენტთან კონსულტაციების შედეგად სამი უნდა შეირჩეს. კანონის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარე ცესკო-ში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უნდა აირჩიონ. თუ არჩევა ვერ მოხერხდა, მაშინ საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლევან თარხნიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ზურა ჭიაბერაშვილი და დავით პაიჭაძე. ლიცემერი: ეჭვის კლანჭები შიგნეულს მისერავს : ფაიზაღი გვეკაიფება მიშა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 ლ ი ც ი დასახელდა შემდეგ კანდიდატურები - ეკა სირაძე, ოთარ სიჭინავა, ზურაბ ხარატიშვილი, ლევან თარხნიშვილი, დავით აფრასიძე, სერგო რატიანი, დავით პაიჭაძე, ზურა ჭიაბერაშვილი, ირაკლი ყიფშიძე, ლევან ბეჟაშვილი და არჩილ მიქელაძე. ლიცემერი: ეჭვის კლანჭები შიგნეულს მისერავს ფაიზაღი გვეკაიფება მიშა! ........................ლიპარტელიანი და ის ადვოკატი, მუდმივი პრე3ზიდენტობის კანდიდატი რომაა, გვარი დამავიწყდა, აკლია :sorry: ნუ ხარ, ლიც, ეჭვიანი, კი არ გვეკაიფება, ჩვენზე ზრუნვით დამაშვრალმა აღარ იცის თAვი რითი მოგაწონოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 ლ ი ც ი დასახელდა შემდეგ კანდიდატურები - ეკა სირაძე, ოთარ სიჭინავა, ზურაბ ხარატიშვილი, ლევან თარხნიშვილი, დავით აფრასიძე, სერგო რატიანი, დავით პაიჭაძე, ზურა ჭიაბერაშვილი, ირაკლი ყიფშიძე, ლევან ბეჟაშვილი და არჩილ მიქელაძე.ლიცემერი: ეჭვის კლანჭები შიგნეულს მისერავს ფაიზაღი გვეკაიფება მიშა! ........................ლიპარტელიანი და ის ადვოკატი, მუდმივი პრე3ზიდენტობის კანდიდატი რომაა, გვარი დამავიწყდა, აკლია ქართლოსა ღარიბაშვილი :sorry:: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 ლ ი ც ი ქართლოსა ღარიბაშვილი .......................ზუსტადაც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 კაცო ჭიაბერაშვილი ჩვენი ელჩი არაა სადღაც ? თან ეგ ადრე სამართლიან არჩევნებში იყო და ეკა სირაძე სამართლიანი არჩევნების კანდიდატია. თარხნიშვილი და პაიჭაძე :eeh: :eeh: :eeh: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 (edited) ლ ი ც ი რამაზ მე ზუსტად ამაზე დავწერე მეზობელ თემაში "ჩანასახშივე უკანონო არჩევნები". იქნებ გაერთიანო. Edited January 11, 2010 by ძუკუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.