Pariz Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 მოკლედ რა აზრის ხართ საქორწილო ხელშეკრულებაზე? საქორწინო ხელშეკრულება განსაზღვრავს მეუღლეთა ქონებრივი ხასიათის ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები. კანონი იძლევა შესაძლებლობას, მეუღლეებმა ან დასაქორწინებელმა პირებმა დადონ საქორწინო კონტრაქტი, განსაზღვრონ მისი პირობები და ვადები. მისი დადებისას მხარეები ვალდებული არიან, დაიცვან ყველა ის წესი და პირობა, რაც აუცილებელია საერთოდ ხელშეკრულების დადებისას. იგი არ წარმოადგენს სავალდებულო ხასიათის აქტს. მისი დადება მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. აღნიშნული კონტრაქტით არ შეიძლება განისაზღვროს ოჯახის სხვა წევრთა ქონებრივი ხასიათის უფლებები და მოვალეობები. საქორწინო ხელშეკრულება სოციალისტური სამართლისათვის ამორალურ გარიგებად მიიჩნეოდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იგი ჩვეულებრივი მოვლენაა და დამკვიდრებულია პრაქტიკაში, სხვადასხვა ქვეყანაში საოჯახო კანონმდებლობისათვის წარმოადგენს ჩვეულ ინსტიტუტს და ფართოდ გამოიყენება მეუღლეთა ქონებრივი უფლებებისა და მოვალეობების მოსაწესრიგებლად. რადგან აღნიშნული ხელშეკრულება ქართულ კანონმდებლობაში სიახლეა, მას ჯერ კიდევ არა აქვს მყარი ნიადაგი რეალურ ცხოვრებაში, რადგან არაა სტატისტიკური მონაცემები ამ ხელშეკრულების შესახებ, ვერ ვიმსჯელებთ მის პრაგმატულობაზე. თუმცა ერთი კი ცხადია, რომ საქართველოში გაჩნდნენ მდიდარი ადამიანები, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის სტაბილურობა მათთვის მეტად მნიშვნელოვანია. მათ სურთ, შეინარჩუნონ ქონებრივი უფლებები მემკვიდრეობით ან სხვა კანონიერი გზით მიღებულ ქონებაზე, მეწარმეები, რომელთაც აქვთ მსხვილი ბიზნესი, ან პირები, რომელთაც წინა ქორწინებიდან განიცადეს ქონებრივი დანაკარგები და ცდილობენ, დაიცვან თავი ქონებრივი კრახისაგან ხელახალი დაქორწინებისას. ასეთ შემთხვევაში, საქორწინო კონტრაქტი წარმოადგენს ქონებრივი სტაბილურობის გარანტს მეუღლეთათვის. მათი ქონებრივი ურთიერთობები რეგულირდება საქორწინო კონტრაქტით, პირადი ხასიათის ურთიერთობის რეგულირებას იგი არ ითვალისწინებს. ეს უკანასკნელი ზნეობისა და მორალის სფეროს განეკუთვნება და არ შეიძლება მისი სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა. რადგან საქორწინო კონტრაქტი არის სამოქალაქო გარიგება, იგი წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას იმისათვის, რომ მხარეებმა გამოავლინონ თავიანთი ნება – განსაზღვრონ თავიანთი ქონებრივი მდგომარეობა. მეუღლეთა ქონებრივი ხასიათის უფლება-მოვალეობის მოწესრიგებული ნორმები ატარებს დისპოზიციურ ხასიათს, რაც მათ ფართო არჩევანის საშუალებას აძლევს, კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, განსაზღვრონ საერთო და ინდივიდუალურ რეჟიმთან დაკავშირებული ქონებრივი საკითხები. საქორწინო ხელშეკრულების თავისებურებას წარმოადგენს მისი დადების და ძალაში შესვლის საკითხი. იგი შეიძლება დაიდოს როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე, ისე ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ. ნებისმიერ დროს (სამოქ. კოდ. 1173 მ) ქორწინების რეგისტრაციამდე დადებული ხელშეკრულება ძალაში შედის შესაბამის სახელმწიფო ორგანოში ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ქორწინება არ შედგა, ქორწინებამდე წყვილთა მიერ დადებული საქორწინო კონტრაქტი უნდა გაუქმდეს. იურიდიულ ძალას აღნიშნული ხელშეკრულება იძენს ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ. საქორწინო ხელშეკრულების დადება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წყვილს ევალება მისი დადება, თუ არ ისარგებლებენ ამ შესაძლებლობებით, მაშინ ქონებრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და დასტურდება სანოტარო წესით. მითითებული ფორმის დაუცველობა იწვევს ხელშეკრულების ბათილობას. საქორწინო ხელშეკრულება მოიცავს მეუღლეთა შორის სამი სახის საკუთრების ფორმას: საერთოს, ინდივიდუალურსა და წილობრივს. შესაძლებელია, რომელიმე საკუთრების რეჟიმმა განიცადოს ტრანსფორმაცია, გადავიდეს ერთი ფორმიდან მეორეში, შესაძლებელია, ასევე ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნეს, როგორც ამჟამინდელი, ისე მომავალი ქონებაც. საქორწინო ხელშეკრულებას უნდა გააჩნდეს ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი აუცილებელი რეკვიზიტები: ხელშეკრულების დადების ადგილი, ვინ დადო ხელშეკრულება, ხელშეკრულების შინაარსი და მხარეთა ხელმოწერები. სანოტარო დადასტურების შემდეგ ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი რჩება სანოტარო ბიუროში, მეორე გადაეცემა მხარეებს. საქორწინო კონტრაქტი, როგორც გარიგების ერთ-ერთი სახე, მჭიდროდაა დაკავშირებული პირის სამართალსუბიექტურობის საკითხთან. ასეთი ხელშეკრულების დადების უფლება აქვთ სრულწლოვან ქმედუნარიან პირებს, მაგრამ, რადგან სამოქალაქო კანონმდებლობით ქორწინება დაიშვება 16 წლის ასაკიდან, როცა სახეზეა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება ქორწინების ნებართვის გაცემის შესახებ, შესაძლებელია ასეთმა პირებმა დადონ კონტრაქტი ქორწინებამდე, თუ ასეთი თანხმობა არ არსებობს, არასრულწლოვანის მიერ დადებული ხელშეკრულება ბათილია. საქორწინო კონტრაქტი ფართოდ არის დანერგილი უცხოეთის ქვეყნების პრაქტიკაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 Pariz მოკლედ რა აზრის ხართ საქორწილო ხელშეკრულებაზე?ცივილიზებული ფორმაა...არაფერ დასაძრახს ამაშI ვერ ვხედავ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 როგორც ვხვდები აქ იმაზეა ლაპარაკი ერთი მეორეს თუ უღალატებს გაშორების დროს ქონების უმეტესი ნაწილი დაზარალებულს გადაეცეს ხო? ამერიკაში ისტერიკებში რომ არის ხალხი მაგ კანონის გამო ... მოკლედ მე ეგეთი კონტრაქტით ცოლს არ მოვიყვან! უარყოფითად ვარ განწყობილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
uran Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 არც დამიდია და არც მიფიქრია მაგაზე. შესაძლოა ზოგ ქვეყნებში გარკვეული დატვირთვა ქონდეს, მაგრამ ჩვენს რეალობაში უადგილოა. საქართველოა მაინც, რა ხელშეკრულება, რის ხელშეკრულება :papa: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irene Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 პრაგმატული ადამიანებისთვისაა .. თუ ოჯახს ანგარებით შევქმნი, მაგ შემთხვევაში დავდებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
uran Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 irene თუ ოჯახს ანგარებით შევქმნი, მაგ შემთხვევაში დავდებ ზიზღი შენს ახალგაზრდობას :fiodataube: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irene Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 irene ზიზღი შენს ახალგაზრდობას :fiodataube: ახალგაზრდობას რატომ ? არ შემიქნია ოჯახი ახალგაზრდობაში ):D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
uran Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 irene კაი ეხლა, ღიმილი არ გამარტყა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irene Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 irene კაი ეხლა, ღიმილი არ გამარტყა :vini::vini: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
uran Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 irene მოდი დავდოთ ხელშეკრულება, თუ მიღალატებ თავს მოგჭრი, სააშკარაოე გამოგაჭენებ. თუ გიღალატებ და გამომიჭერ, მაინც შენ მოგჭრი თავს (აბა მე ხო არ მოვიჭრი) : აი, ასეთია ქართული ხელშეკრულება :fio: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irene Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 irene მოდი დავდოთ ხელშეკრულება, თუ მიღალატებ თავს მოგჭრი, სააშკარაოე გამოგაჭენებ. თუ გიღალატებ და გამომიჭერ, მაინც შენ მოგჭრი თავს (აბა მე ხო არ მოვიჭრი) : აი, ასეთია ქართული ხელშეკრულება :fio:ჯერ მითხარი როგორ გამომაჭენებ სააშკარაოზე - იქნებ უსირცხვილო ვარ :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
uran Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 irene როგორ გამომაჭენებ სააშკარაოზე - იქნებ უსირცხვილო ვარ როგორ გამოგაჭენებ და წითელი ტანგისა და თეთრი აზღუდის ამარა შეგსვავ ვირზე უკუღმა. ავჭალის ტყლაპოებში გატარებ ზაჰესამდე, იქ კი მტკვარში გადაგაგდებ. თან ფეხზე გირებს მოგაბავ, რო ემანდ შემთხვევით არ ამოყვინთო :help: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pariz Posted January 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 irene როგორ გამოგაჭენებ და წითელი ტანგისა და თეთრი აზღუდის ამარა შეგსვავ ვირზე უკუღმა. ავჭალის ტყლაპოებში გატარებ ზაჰესამდე, იქ კი მტკვარში გადაგაგდებ. თან ფეხზე გირებს მოგაბავ, რო ემანდ შემთხვევით არ ამოყვინთო :help: წითელი ტანგაააა irene ზესკვი გამახსენდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
uran Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 Pariz შენ ნუ ერევი ჩვენს ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pariz Posted January 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 uran ჯერ ხელშეკრულება დადეთ!! და ნუ აოფებთ ახლა თემას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.