Jump to content
Planeta.Ge

საქართველო - რუსეთის ურთიერთობები


Recommended Posts

არ ვიცი, რამე აზრი აქვს თუ არა, ამ თემას რომ ვხსნი, მაგრამ მაინც იყოს, ისტორიისთვის. :)):

 

ამ ბოლო დროს, ე.წ. მეზობელ ფორუმს რომ ვკითხულობ, უკვე გაღიზიანებაც კი აღარ მეუფლება, მხოლოდ სიცილი მინდება. იქაური კარდუები და ნაცები რო ტრაბახობენ - საქართველო დამოუკიდებელიაო, რუსეთის დროშა არ ფრიალებსო თბილისში, ნატო ჩვენთანაა, რუსეთი დაიშლება და ა.შ. :D

 

ალბათ აქაც არის 1-2 ასეთი იუზერი, მართლა რომ ჰგონია, რომ რუსეთი დავაჩოქეთ, მალე სულ დავშლით, ამერიკა ჯარს შემოიყვანს, გადაგვარჩენს და მთელი ამბები...

 

რა მაინტერესებს იცი, ამდენი ხანი გავიდა ამ ერგანმოს დაწყებიდან (ერგანმო ანუ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა), უკვე 17 წელია საქართველო დამოუკიდებელია და კიდევ ვერ მიხვდით, რომ რუსეთს საქართველო არ სჭირდება? თქვენ გგონიათ, რომ კახური ღვინის იქით რუსებს გზა არ აქვთ, იმერული მწვანილის, აჭარული მანდარინის და ბორჯომის გარეშე ვერ გაძლებენ? ხომ არიან მშვენივრად? :rolleyes:

 

გაიგეთ, რომ ჩვენ გვჭირდება რუსეთი, იმათ კი არ სჭირდებათ საქართველო. წაიღეს საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი - აფხაზეთი და დანარჩენი მიაგდეს. ახია კიდეც ჩვენზე, რომ უჭკუო იდიოტებივით ვიქცევით ამდენი წელია.

 

რაში სჭირდება რუსეთს საქართველო? სამეგრელოს ჭაობებში ბაყაყებს დაიჭერს თუ ელარჯზე გიჟდებიან და მაგისთვის მოდიან? ან თბილისი რაში სჭირდება. ის სირი რომ იდორბლება, რუსეთის დროშა არ ფრიალებს პარლამენტზეო, "ხუთჯვრიანი" რო ფრიალებს, ხო ავშენდით არა. :D ან ვის უნდა მაგის ძღინკიანი ჯიბის პარლამენტი, თავისი არ ეყოფა პუტინს? :D

 

ზედმეტი ხარჯი და თავის ტკივილია საქართველო და მსგავსი დოტაციური ქვეყნები. რუსები უკვე იძულებული არიან ფულის ხარჯი ისწავლონ და ამ კაპიტალიზმის პირობებში ზედმეტ სარჩენს არავინ აიკიდებს, მით უმეტეს, რომ დიდი არაფერი წიაღისეული საქართველოში არ მოიპოვება, არც ნავთობი, არც გაზი, ურანის საბადოები, ოქრო და ა.შ. ეს ამერიკა არაა, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია დოლარი ფაქტიურად ბეჭდოს და თავისი სახელმწიფო ვალი ზარდოს, რათა საქართველოსნაირი სატელიტი ქვეყნები ხალიავაზე ჰყავდეს.

 

ერთადერთი, რაც რუსეთს საქართველოში რეალურად აინტერესებს, არის ის, რომ აქ, ჩვენთან არ განლაგდეს ნატოს ან ამერიკის ბაზები. მორჩა.

ამას კი რუსეთი არაფრის დიდებით არ დაუშვებს და ომსაც კი დაიწყებს, თუ ამის საფრთხე როდესმე შეიქმნა.

ვისაც უნდა სანაძლეოს დავუდებ, რომ განჭვრეტად მომავალში საქართველოში ამერიკის ბაზები ან ჯარები არ განლაგდება. სატურნას უყვარს მგონი ნიძლავები და შემიძლია დავდო. ყოველ გასულ წელზე თავისი დარიცხული პროცენტებით. :))

 

ჩვენ გვჭირდება, ჩვენ, რუსეთის ბაზარი, რუსეთის სიმდიდრეები, ურთიერთობა, სატრანსპორტო გასასვლელები, რუსული ენა, თუნდაც რუსი ქალები ))), და არა იმათ. ნუთუ ასე ძნელია ამის გაანალიზება 20 წლის განმავლობაში?

 

ვის რად უნდა შენი ღვინო ევროპაში, ვგიჟდები რა. ))) თავისი ღვინო სად წაიღონ არ იციან, ამის გარდა ავსტრალიური, ჩილეს, აფრიკის და ათასი სხვა შედის. ქართული ღვინის სახელს ვერ ამბობს და ვერ იმახსოვრებს ევროპელი ელემენტარულად. ))) რუსი მიჩვეული გვყავდა, სტალინმა მიაჩვია ჯერ კიდევ როდის. როგორ შეიძლებოდა ამის დაკარგვა. მართლა გიჟი არ უნდა იყო კაცი ან შენი ქვეყნის მტერი, რომ იძახოდე, რა კარგია, რუსეთის ბაზარი რომ დავკარგეთო? ))) მთელ მსოფლიოში ყველა ცდილობს ათასგვარი ხერხით ბაზრებზე შესვლას, ერთადერთი საქართველოა, რომელსაც უხარია, ამხელა ბაზარი, უკვე ათვისებული, ნაცნობი, მეზობელი, დავკარგეთო. ამაზე ამბობდნენ სომხები - გიჟ ვრაცუა.

 

იგივე ეს კიკაბიძე ავიღოთ. იმის მაგივრად, რომ საქართველოს და ქართული ბრენდების რეკლამირებას ეწეოდეს კაცი რუსეთში, რომელიც მართლა უყვარდათ იქ და პატივს სცემდნენ, ამ ჩვენმა გიჟმა იმდენი ჰქნა, რომ რუსებს ლანძღავს. ამაზე მეტი სიგიჟე რა უნდა იყოს, მე ვერ წარმომიდგენია. მაგალითად, ჩილელებს შეაქვთ ღვინო ევროპაში. ამისთვის აკეთებენ რეკლამას, სწავლობენ ბაზარს, თავის პროდუქციას ფუთავენ, სახელს არქმევენ და ა.შ. ისე, რომ გაიყიდოს. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ჩილელებმა დაიწყონ ევროპელების გინება - თქვენი დედა, თქვენი კარგი, თქვე პიდარასტებო, თქვე ბაყაყიჭამიებო, მადლობა უნდა გვითხრათ, რომ ღვინო მოგვაქვს თქვენთვის და ფეკალურ მასას არ გასმევთ. ))) ჩემი აზრით, ეს იქნება რეკლამის სფეროში უახლესი ნოუ-ჰაუ ა-ლა სააკაშვილი, ოქრუაშვილი, დარჩიაშვილი, მინაშვილი. :))

 

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, არის მარტივი რეალობა: საქართველოს ბევრად უფრო სჭირდება რუსეთი, ვიდრე რუსეთს საქართველო. ამას წყალი არ გაუვა.

არა მხოლოდ ეკონომიკურად სჭირდება. რუსეთის გარეშე საქართველო ვერასოდეს გახდება სახელმწიფო თუნდაც საქართველოს სსრ საზღვრებში.

 

ამერიკას საქართველო სჭირდება იმისთვის, რომ აყეფოს და დაძაბულობის კერა ჰქონდეს რუსეთის საზღვართან. ამავე დროს, არც ამერიკა არ გადავა ზღვარს, რადგან კარგად იცის, რომ ამას რუსეთის საპასუხო დარტყმა მოჰყვება და ამერიკის გოშია - საქართველო დათვის მიერ გაიჭყლიტება. იმაზეც მეცინება, "მეზობელი" ფორუმის ტვინიკოსები რომ იგინებიან - ამერიკამ მიგვატოვა, ჯარი არ შემოიყვანა და რუსეთთან არ გვაბრძოლაო. ფინია ძაღლს რომ ნადირობაზე წაიყვანენ და თავში აუვარდება, ეგაა რა. ))) არადა, დათვის ტორის ერთი მოქნევა და ფინია გაფხრეწილია, ვერც მონადირე უშველის მერე ვერანაირად, მთლად ვირტუოზი ქირურგი რომც იყოს.

 

რომ ვუკვირდები, რითი დაკერეს ამერიკელებმა ქართველები? გარდა იმისა, რომ ხალიავაზე გვაცხოვრებენ (ასე თუ ისე, თორემ ეს რა ცხოვრებაა), ხალიავა კი ქართველისთვის საკმაოდ მიმზიდველია, ისევე როგორც ახალი ბატონის ძიების სურვილი.

ეს არის ჩვენი გიჟვრაცუობა, ამპარტავნობა. რუსეთი ქართველებისთვის დაბალი ღობე გახდა თავიანთ წარმოდგენაში. ქართველები ორასი წელი იყვნენ რუსეთის იმპერიაში და ახლა გაუჩნდათ სურვილი ზემოდან გადმოეხედათ ყოფილი "ბატონისთვის". ამ ფსიქოლოგიურ ფაქტორზე მშვენივრად ითამაშა ამერიკამ. ამიტომაც ამდენი წელი შუბლით ვეხეთქებით კედელს და გაჩეხილი თავით დავდივართ, რომელსაც ამერიკელი "ნეიროქირურგები" პერიოდულად "გვიპაჩინკებენ". )))

სწორედ ასე აღწერა სიტუაცია პატრიარქმა ერთ-ერთ ქადაგებაში, რასაც მიშმაკაკთა რისხვა მოჰყვა, რაც სრულიად გასაგებია, რადგან ამ მეტაფორით სრულად იხსნება ჩვენი პოლიტიკის იდიოტიზმი ბოლო 10-15, განსაკუთრებით კი ბოლო 5 წლის განმავლობაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

 

 

შენ შეიძლება იცოდე,რესტორანი პეკინი რა ქუჩაზეა მოსკოვში? მე ახალ არბატზე მახსოვს. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

შენ შეიძლება იცოდე,რესტორანი პეკინი რა ქუჩაზეა მოსკოვში? მე ახალ არბატზე მახსოვს. :D

 

არ მახსოვს, მოსკოვში ჩადიხარ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

რუსეთი რომ მაინც საბანძეთია ხომ იცი არა? :D

აშშ რომ ნაგავია ქე ვიცით...

მაგრამ რუსეთი რაცაა ეგ ხომ უფრო კარგად ვიცით?

შოვინიზმი, ეკონომიკური ჩამორჩენილობა, ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა, პოლიტიკური ჩამორცენილობა, მორალური დეგრადაცია...

და უმთავრესი! ჩვენი ტერიტორიები!

 

რით უნდა მიმიზიდოს?

უბრალოდ არ მესმის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

არ ვიცი, რამე აზრი აქვს თუ არა, ამ თემას რომ ვხსნი

აქვს

მთელი საღამოა ვაწვალებ ფორუმებს არსათ არაფრის დაწერა არ მინდება-ეს მომეწონა-კარგი ანალიზია.მარა მე მგონია ცალსახათ მიშას ბრალი არაა ეს რაც მოხთა ამაში-იგივეა პუტინის დანაშაული-რაღაც დიდი ზაგოვორის მსხვერპლი შეიქმნა საქარტველო რა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება შენს თემას,ბევრი სიმართლე გიწერია რუსეთის ბაზარზე,მაგრამ ამ ბაზრის ხარჯზე წაკუზვა არ ღირს.გაწონასწორებული პოლიტიკაა საჭირო,რაც ამ ხელისუფლებას არ ძალუძს.არ იყო მართალი რუსეთის გინება ყოველ წუთს.ამ ყვარყვარეს ამერიკის და ევროპის იმედი ჰქონდა და დაიკიდეს.დაკიდებული ისევ ქვეყანა და უბრალო ხალხი დარჩა,თორემ ესენი თავებს უშველიან. Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

:maladec: სიმართლე გითხრა, იშვიათად, უფრო სწორად აქამდე ჯერ არ ყოფილა, რომ გამჩენოდა სურვილი მე დამეწერე ის, რაც უკვე შენი დაწერილია :)

 

ჩვენ გვჭირდება, ჩვენ, თუნდაც რუსი ქალები ))),

 

ერთადერთი, რასაც დავამატებდი, დრომ მოიტანა და ახლა უკვე რუსი კაცებიც საკმაოდ მოთხოვნადია, ნაომი კემპბელმაც კი ვერ გაუძლო ცდუნებას :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთადერთი, რასაც დავამატებდი, დრომ მოიტანა და ახლა უკვე რუსი კაცებიც საკმაოდ მოთხოვნადია, ნაომი კემპბელმაც კი ვერ გაუძლო ცდუნებას

აი, ეს უკვე ზედმეტია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალბათ აქაც არის 1-2 ასეთი იუზერი, მართლა რომ ჰგონია, რომ რუსეთი დავაჩოქეთ,

zen

რუსეთს თავად რუსეთის მოქალაქეები დაშლიან და თანაც ძალიან მალე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

ეს შედარებისთვის, ამერიკის გავლენის ქვეშ მყოფი სამხრეთ კორეა და სსრკ ჩინეთის შვილობილი ჩრდილოეთ კორეა ღამით (ღამე)http://doctorbulldog.files.wordpress.com/2006/10/northkorea-at-night.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთს საქართველო სჭირდება კავკასიის გასაკონტროლებლად. საქართველოს რუსეთი სჭირდება როგორც თავისი პროდუქციის გასაღების ბაზარი. ვთქვათ მივიღეთ აქსიომად რუსეთუმეების მტკიცებები იმის შესახებ, რომ გამსახურდიამ დაძაბა რუსებთან ურთიერთობა, შეცდომები დაუშვა და ა.შ. ამიტომაც გაუჩალიჩეს სეპარატისტული მოძრაობები, კარგი დავიჯერეთ ეს. მაგრამ

რუსეთს შეეძლო საქართველოს გაკონტროლება თუნდაც შევარდნაძის რეჟიმთან ნაყოფიერი თანამშრომლობით, მას შეეძლო კონფლიქტების მოგვარებაში აქტიური, გადამწყვეტი როლი ეთამაშა, მაგრამ ამის მაგივრად დაპირისპირების არარაციონალური და ბრიყვული პოლიტიკა აირჩია. შედეგიც დადგა: საქართველოში, პატარა ქვეყანაში რომელსაც არ შეეძლო რუსეთის წინააღმდეგ ერთი ერთზე ბრძოლა პრო ამერიკულმა განწყობილებამ იმძლავრა. პრო ამერიკულმა იმიტომ, რომ აშშ განიხილება დღეს რუსეთის რეალურ საპირწონედ. საქართველოში მოვიდა პრო ამერიკული ხელისუფლება და ეს პირველ რიგში რუსეთის ბრიყვული პოლიტიკის შედეგია. ასე რომ შენს პატრონებს დააბრალე ეგ ყველაფერი. ახლა როგორც რუსები ამბობენ "ჟრებიი ბროშენ". უკან დასახევი გზა პრაქტიკულად აღარ არსებობს.

 

P.S. თემის სათაური ჩასწორებულია ჩემს მიერ.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

თუნდაც რუსი ქალები

 

 

ჩვენი კი მაგრამ ქართველ ქალებს სჭირდებათ რუსი კაცები? :spy: ჩვენ ქალებზეც ხო უნდა ვიფიქროთ კაცო ვაააააა :) :)) :)) :)) :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთს საქართველო სჭირდება კავკასიის გასაკონტროლებლად. საქართველოს რუსეთი სჭირდება როგორც თავისი პროდუქციის გასაღების ბაზარი. ვთქვათ მივიღეთ აქსიომად რუსეთუმეების მტკიცებები იმის შესახებ, რომ გამსახურდიამ დაძაბა რუსებთან ურთიერთობა, შეცდომები დაუშვა და ა.შ. ამიტომაც გაუჩალიჩეს სეპარატისტული მოძრაობები, კარგი დავიჯერეთ ეს. მაგრამ

რუსეთს შეეძლო საქართველოს გაკონტროლება თუნდაც შევარდნაძის რეჟიმთან ნაყოფიერი თანამშრომლობით, მას შეეძლო კონფლიქტების მოგვარებაში აქტიური, გადამწყვეტი როლი ეთამაშა, მაგრამ ამის მაგივრად დაპირისპირების არარაციონალური და ბრიყვული პოლიტიკა აირჩია. შედეგიც დადგა: საქართველოში, პატარა ქვეყანაში რომელსაც არ შეეძლო რუსეთის წინააღმდეგ ერთი ერთზე ბრძოლა პრო ამერიკულმა განწყობილებამ იმძლავრა. პრო ამერიკულმა იმიტომ, რომ აშშ განიხილება დღეს რუსეთის რეალურ საპირწონედ. საქართველოში მოვიდა პრო ამერიკული ხელისუფლება და ეს პირველ რიგში რუსეთის ბრიყვული პოლიტიკის შედეგია. ასე რომ შენს პატრონებს დააბრალე ეგ ყველაფერი. ახლა როგორც რუსები ამბობენ "ჟრებიი ბროშენ". უკან დასახევი გზა პრაქტიკულად აღარ არსებობს.

 

P.S. თემის სათაური ჩასწორებულია ჩემს მიერ.

 

შენ ალბათ გგონია, რომ რუსეთი კავკასიას ახლა ვერ აკონტროლებს, რახან მიშა პარლამენტზე "ხუთჯვრიანი" დროშა ფრიალებს და კავკასიურმა არხმა დაიწყო მაუწყებლობა? :)

რაც სჭირდება, მშვენოვრად აკონტროლებს, მათ შორის საქართველოშიც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

რაც სჭირდება, მშვენოვრად აკონტროლებს, მათ შორის საქართველოშიც.

ბევრ რამეს აკონტროლებს, არის ეგ სამწუხარო რეალობაც...და ეს მაწუხებს ზუსტადაც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...