Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

kisa

Кроме ордена находящейся в Грузии с делегацией сенаторов Маккейн получил от грузинского лидера пистолет. Как утверждает Саакашвили, этот пистолет продал в ходе августовских событий 2008 года "один российский генерал одному из местных бизнесменов".

:sicili: :sicili: :sicili: ძააან მაგარია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 71
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჯონ მაკკეინმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

11 / 01, 2010 13:40

 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჯონ მაკკეინმა ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.

მაკკეინმა განცხადებაში რამდენჯერმე ახსენა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და აღნიშნა, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია.

ჯონ მაკკეინს მიაჩნია, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, სადაც რუსეთია გაწევრიანებული, უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რათა შესრულდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთი არღვევს.

გარდა ამისა, ამერიკელი სენატორის განცხადებით, მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, საქართველო აგრძელებს ეკონომიკურ განვითარებას. ამის მაგალითად მან ბათუმი დაასახელა.

მისივე თქმით, ბათუმი მალე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კურორტი გახდება.

მაკკეინმა ისაუბრა ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრაზე. იგი მიესალმება, რომ საქართველოში არის ბევრი ოპოზიციური პარტია.

მაკკეინის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მედიის თავისუფლების აუცილებლობაზე გაამახვილეს.

ჯონ მაკკეინი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი სენატორი ზუგდიდში გამეგზავრნენ, სადაც დევნილებსა და ევროკავშირის სადამკვირვბელო მისიის ხელმძღვანელს ჰანსიორგ ჰაბერს შეხვდებიან. ზუგდიდიდან ისინი კვლავ ბათუმში დაბრუნდებიან და საქართველოს დატოვებენ.

ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი სენატორები შეხვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს. კერძოდ, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, გიორგი თარგამაძეს, “ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელს დავით უსუფაშვილს და “დაიცავი საქართველოს” ლიდერს ლევან გაჩეჩილაძეს, მაკკეინმა შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

:user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლიახვის ხეობის სოფლები, კოდორი და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის

დაბრუნების პერსპექტივა მაკკეინის საპრეზიდენტო მარათონს შეეწირა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დასაცინები ვართ და დაგვცინიან. ჩემთვის მწარე ის არაა, რო დაგვცინიან, დასაცინები რო ვართ ეგ მკლავს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ეროვნული გმირის ორდენი არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის წოდებასთან ერთად ენიჭება პირს საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული ქმედებისათვის. დაწესდა 2004 წ. 24 ივნისს.

 

 

ორი გზის გმირია მაქქეინი უკვე და ვაი ჩვენს პატრონს ამ იდიოტს ესე რომ ვაგულავებთ? მიშაზე ვამბობ. :love:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს როგორ მოგწონთ?

 

Кроме ордена находящейся в Грузии с делегацией сенаторов Маккейн получил от грузинского лидера пистолет. Как утверждает Саакашвили, этот пистолет продал в ходе августовских событий 2008 года "один российский генерал одному из местных бизнесменов".

მაგ იარაღს სხვა ისტორია აქვს, შენს მიერ მოყვანილი ციტატა კი კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

სენატორ მაკკეინს პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა და როგორც თავად განაცხადა, სუვენირის სახით ცივი ომის სომბოლო გადასცა. კერძოდ, ვიეტნამში რუსი სამხედროების მიერ დატყვევებული ამერიკელი მფრინავის პისტოლეტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2008 წლის აგვისტოში ერთ-ერთმა რუსმა გენერალმა მიჰყიდა გორელ ბიზნესმენს, მან კი - თავის მხრივ, იარაღი ხელისუფლებას გადასცა. სენატორის დაჯილდოების ცერემონიისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯონ მაკკეინი არა მხოლოდ ამერიკის, არამედ საქართველოს გმირიცაა.

http://www.tavisupleba.org/archive/geo-new...html?id=1926286

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მან კი - თავის მხრივ, იარაღი ხელისუფლებას გადასცა.

 

 

:love:

 

 

საწყალი რუსი გენერალი,ალბათ ვერ ერკვეოდა ანტიკვარ იარაღში. :)): ისე მაქქეინიც ტყვედ ჰყავდათ ვიეტნამელებს და თვითონ მაგისი ხომ არ იყო ეგ ფიშტო? :)):

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესააა სატანიზმი

ხალხს ჯერ წაგებული ომი აზეიმეს რუსთაველზე,

მერე კი ამ ომის მთავარი ინსპირატორი, მაკკეინი,

რომლის წყალობითაც დავკარგეთ ტერიტორიები და ტერიტორიების დაბრუენბის პერსპექტივა,

ეროვნულ გმირად გამოგვიცხადეს :resent:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კერძოდ, ვიეტნამში რუსი სამხედროების მიერ დატყვევებული ამერიკელი მფრინავის პისტოლეტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2008 წლის აგვისტოში ერთ-ერთმა რუსმა გენერალმა მიჰყიდა გორელ ბიზნესმენს, მან კი - თავის მხრივ, იარაღი ხელისუფლებას გადასცა. სენატორის დაჯილდოების ცერემონიისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯონ მაკკეინი არა მხოლოდ ამერიკის, არამედ საქართველოს გმირიცაა.

ვააა ნაღდი ისტორიაა?

ცრემლი არ წამოუვიდა მაკკეინს?

მე ალბათ ავიცრემლებოდი, სტარიე დობრიე ვრიმენა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...