Jump to content
Planeta.Ge

მლიქვნელობა კრემლის წინაშე


Recommended Posts

მლიქვნელობა კრემლის წინაშე.

გთვაზობთ, ამერიკულ გაზეთ "Foreign Policy"- ში, მოსკოვის კარნეგის ცენტრის წამყვანი მეცნიერთანამშრომლის, პროფესორ ლილია შევცოვას ვრცელ სტატიას სათაურით _ `მლიქვნელობა კრემლის წინაშე~, რომელშიც ავტორი დასავლეთის ლიდერებსა და ინტელექტუალებს რუსეთის თვითმპყრობელური ხელისუფლების წინაშე სისუსტის გამოვლინებას საყვედურობს.

 

ამას წინათ, მოსკოვში, რუსეთის ლიბერალებთან გამართულ შეხვედრაზე, კარგად ცნობილი ევროპელი ინტელექტუალი შეეცადა დაერწმუნებინა შეკრებილები, რომ `რუსეთი დღეს არ არის დიქტატორული ქვეყანა. პრეზიდენტი მედვედევი ცდილობს სისტემის ლიბერალიზაციას და დროთა განმავლობაში რუსეთი დემოკრატიულ ქვეყნად გადაიქცევა~. გასაკვირი არ არის, რომ ამ რჩევამ აუდიტორიაში აღშფოთება გამოიწვია. აუდიტორია ევროპელი ლიბერალებისაგან სულ მცირე, მათი საქმიანობის მოწონებას ელოდა.

 

გასულ თვეში, ბერლინში გამართულ კონფერენციაზე მე რუსეთში მიმდინარე პროცესების ამგვარი გააზრების კიდევ ერთი მაგალითის მოწმე ვიყავი. როცა მე შევეცადე დამესვა დასავლეთსა და რუსეთს შორის დემოკრატიული სტანდარტების საკითხი, კონფერენციის მეორე მონაწილემ სიტყვა გამაწყვეტინა _ `თქვენ, ჩვენ გვაღიზიანებთ~_ თქვა დასავლეთის ამ წარმომადგენელმა. საერთაშორისო ურთიერთობებს კავშირი არა აქვთ ღირებულებებთან, აქ ყველაფერი ძალაზეა დამოკიდებული~. თუ ის მართალია. რუსეთის ლიბერალები იძულებული იქნებიან გადახედონ თავის მოლოდინებს დასავლეთის გავლენიანი პირების მიმართ, რომელთა მორალური მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი ჰქონდათ.

 

როგორც ეტყობა, დასავლელ პოლიტიკოსებსა და ინტელექტუალებს შორის იზრდება კონსენსუსი იმ საკითხში, რომ რუსეთი ლიბერალიზაციისათვის მზად არ არის, და გარკვეულ უპირატესობას ანიჭებენ საქმე იქონიონ არალიბერალურ პოლიტიკურ წესრიგთან, რომელიც პრემიერ-მინიტრმა პუტინმა შექმნა. შესაძლოა, სწორედ ამიტომაა, რომ დასავლეთი რუსეთში მხარს უჭერს იმ ძალებს, რომლებიც ანტიდასავლურ პოლიტიკას ატარებენ. ამგვარი პოლიტიკის შედეგი კატასტროფული აღმოჩნდება არა მარტო იმ აქტივისტებისათვის, რომლებიც ცდილობენ რუსეთი გადააქციონ თავისუფალ ქვეყნად, არამედ იმათთვის, ვინც დასავლეთში მორალურ ავტორიტეტებად მიიჩნევა, მაგრამ თავისუფლების ნაცვლად, რეალურად, რაღაც სხვას ქადაგებს.

 

ამ პარადოქსის შესანიშნავი ილუსტაციაა რუსეთთან მიმართებაში `გადატვირთვის~ ამერიკული სტრატეგია. რა თქმა უნდა, აშშ-მ აუცილებლად უნდა აწარმოოს რუსეთთან დიალოგი უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის შეიარაღების კონტროლზე, მაგრამ ბირთულ შეიარაღებაზე დიალოგის საკვანძო საკითხად გადაქცევა იმაზე მიუთითებს, თუ როგორ არ არის მზად ორივე მხარე იმ ფუნდამენტური საკითხების განსახილველად, რაც მათ საზოგადოებებს პოლიტიკურად განასხვავებს. ამის ნაცვლად, მოსკოვი და ვაშინგტონი წარსულის აჩრდილებს აცოცხლებენ და `ცივი ომის~ დროინდელ მექანიზმებს იყენებენ თანამშრომლობის იმიტაციისათვის. ბოლოს და ბოლოს უსაფრთხოების საკითხებზე ამერიკულ-რუსული დიალოგი არ დაეხმარება პრეზიდენტ ობამას თავისი მიზნების განხორციელებაში, რომელთა შორის აგრესიული ირანის განეიტრალება, ავღანეთში ომის დასრულება და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმის შექმნაა. ამერიკულ-რუსული დიალოგი ხელს აძლევს კრემლს, რომელიც საერთაშორისო არენაზე რუსეთის, როგორც ზესახელმწიფოს როლისა და სტატუსის დამკვიდრებას ცდილობს. ამერიკასთან ამგვარი დიალოგი კრემლს უადვილებს ამოცანას იმისათვის, რომ დასავლეთმა მხარი დაუჭიროს რუსეთში არსებულ ავტორიტარულ სისტემას.

რუსეთის მიმართ ევროკავშირის სტარატეგია ასევე უწყობს ხელს საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთს არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას. რუსეთის ენერგორესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის შესყიდვით ევროკავშირი რუსეთის ოლიგარქიულ კლასს აფინანსებს და პოლიტიკურ ელიტას აძლიერებს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპამ რუსეთი ევროპულ ინსტიტუტებში, განსაკუთრებით ევროპის საბჭოში მიიღო, ევროპელი ლიდერები ცდილობენ არ შეამჩნიონ, რომ რუსული სისტემა არ შეესაბამება იმ პრინციპებს, რომელთა დაცვა და დამკვიდრება ამ ორგანიზაციების ამოცანაა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ თავისი ეკონომიკური ინტერესების განსახორცილებლად ევროპულმა მთავრობებმა გადაწყვიტეს ამ პრინციპების გამო პრობლემები არ შეიქმნან და დაარწმუნეს საკუთარი თავი იმაში, რომ უბრალოდ, რუსეთი ამისათვის მზად არ არის.

ზოგიერთ დასავლელ ლიდერს არ აწუხებს ეჭვი რუსეთის რეჟიმის ღიად დაკანონების გამო. გერჰარდ შრიოდერი, რომელიც დღეს ნავთობსადენ Nორდ შტრეამ -ის პროექტის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს, მხოლოდ ყველაზე უფრო ცნობილი მაგალითია იმისა, მორალური თვალსაზრისით, `კარგ ფასად~, რამდენად არამყარი შეიძლება იყვნენ დასავლელი ლიდერები. ყოფილი კანცლერი კრემლის პოლიტიკას ისეთი ენთუზიაზმით იცავს და ისე იქცევა, თითქოს ის მსოფლიოში რუსეთის ელჩი იყოს. ამის გამო გერმანელები ხუმრობენ _ `თუთიყუში, რომელიც შრიოდერს მხარზე უზის, რუსული აქცენტით საუბრობს.~ პუტინის კიდევ ერთი მეგობარი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ბერლუსკონი კი მთლად კრემლის ადვოკატია, თუმცა, მას ეტყობა უკვე დიდი ხანია არ აღელვებს თავისი რეპუტაცია.

რა თქმა უნდა, არ შეიძლება არ ითქვას საფრანგეთის ლიდერებზე. თავის დროზე საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი ე.წ. ევრპის `პატარა სახელმწიფოებს~ ევროკავშირის სამიტზე პუტინის კრიტიკის საშუალებას არ აძლევდა. შირაკმა პუტინი საფრანგეთის უმაღლესი ორდენით _ საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენით საიდუმლოდ იმის გამო დააჯილდოვა, რომ არ უნდოდა საფრანგეთის საზოგადოების გულისწყრომა გამოეწვია.

შირაკის მემკვიდრე, ნიკოლა სარკოზი არ მარტო კარგ ტონად მიიჩნევს კრემლს გაყალბებული არჩევნები მიულოცოს, არამედ რუსეთს მისით მანიპულირების საშუალებას აძლევს. 2008 წლის აგვისტოში, მაშინ, როცა საფრანგეთი ევროკავშირის პრეზიდენტი იყო, სარკოზიმ არ შეიმჩნია რუსულ-ქართული კონფლიქტის მოსაწერიგებლად რუსეთის მიერ მედვედევ-სარკოზის შორის ხელმოწერილი შეთანხმების ორი საკვანძო მუხლის _ რუსეთის ჯარის გაყვანისა და საქართველოს ორი რეგიონის საბოლოო სატატუსის შესახებ საერთაშორისო მსჯელობის დაწყების შეუსრულებლობა. ამან რუსეთის ელიტას მისცა საშუალება ეფიქრა, რომ რუსეთს შეუძლია ევროკავშირის იგნორირება. კრემლისადმი ევროპული პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი გერმანიაა და მიუხედავად იმისა, რომ შრიოდერი ხელისუფლებაში არ არის, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შრიოდერიზაციის პროცესი დასრულებულია. გერმანიის წინა ლიდერები საბჭოთა კავშირთან საქმეების წარმართვისას ცდილობდნენ საბჭოეთში გარკვეული ცვლილებები მაინც მომხდარიყო. დღეს იქმნება შთაბეჭდილება, რომ გერმანიაში მოქმედი ლიდერები გაურბიან პუტინის რუსეთში რამე ცვლილებების მოხდენას. თუმცა, აღმოსავლეთ გერმანიაში გაზრდილი ანგელა მერკელი ცნობილი იყო იმით, რომ იგი აქტიურად აკრიტიკებდა რუსეთში არადემოკრატიულ ტენდენციებს. მიუხედავად ამისა, მისმა მთავრობამ რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა გააფართოვა მაშინ, როცა გერმანიის ეკონომიკა ვარდნას განიცდიდა და შეეცადა რუსეთთან დაედო ხელშეკრულებები გადაზიდვებისა და ავტომშენებლობის სფეროებში. გერმანიის მიდგომამ, უარი ეთქვა დასავლურ ღირებულებებზე რუსეთთან მიმართებაში, ევროკავშირს უბიძგა არანაკლებ `პრაგმატული~ სტრატეგია შეერჩია, რაც თავის მხრივ, არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას ემსახურება.

როცა ზოგიერთი დასავლელი ლიდერი მოსკოვში ჩამოდის, ისინი თავის მოვალეობად თვლიან უფლებათადამცველებთან, ან ზომიერ ოპოზიციასთან შეხვედრას. `ისინი კითხულობენ, რით შეუძლიათ დახმარება. ჩვენ ვუხსნით, რომ მათ რუსეთის ლიდერებთან შეხვედრაზე უნდა დააყენონ რუსეთში ადამინის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხები~ _ აცხადებს უფლებათადამცველი ორგანიზაცია `მემორიალის~ წარმომადგენელი არსენი როგინსკი, მაგრამ ამის შემდეგ, როგორც წესი, აღარაფერი ხდება.

დასავლელი ინტელექტუალები პოლიტიკოსებზე კიდევ უფრო მეტად იტყუებენ თავს კრემლის პოლიტიკით. ისინი იბრძვიან კიდეც, რათა მონაწილეობა მიიღონ ვალდაის კლუბის სხდომებში, რომელზეც რუსეთის ლიდერებთან შეხვედრა რეგულარულად იმართება. ამ შეხვედრებზე მისი მონაწილეები რუსეთის ლიდერებს კრემლის მიერ ორგანიზებულ შოუში კრემლისვე მოწონებულ კითხვებს უსვამენ. `ბატონო პრემიერ-მინისტრო თქვენ დემოკრატი ხართ! _ განაცხადა საფრანგეთის წამყვანმა ინტელექტუალმა პუტინთან შეხვედარზე, როცა ის ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო. `თქვენ, სინამდვილეში ლიბერალი ბრძანდებით! – განაცხადა ასეთ შეხვედრაზე ცნობილმა გერმანელმა ექსპერტმა.

საერთაშორისო ურთიერთოების საკითხებში ევროსაბჭოს ექსპერტები დასავლეთის აუდიტორიისათვის ორგანიზებულ გადაცემაში `რას ფიქრობს რუსეთი?~, კრემლის იდეებს ახმოვანებდნენ. ამ კოლექციაში ცოტა იყო კრიტიკული შეფასებები, მაგრამ საკმაოდ იყო ავტორიტარიზმისა და მოსკოვის გეოპოლიტიკური ამბიციების გამამართლებელი არგუმენტები. ამავე გადაცემაში კრემლის წამყვანი პოლიტტექნოლოგი გლებ პავლოვსკი ამტკიცებდა, რომ `რუსეთში პუტინის მიერ შექმნილი კონსენსუსი რეალობაა, რომელიც ფასეულობებს ემყარება. იგი უსაფრთხო გარემოში ადამიანის თავისუფალი ცხოვრების ღირებულებაზეა დაფუძნებული, რასაც ამერიკელებისთვის თავისთავად ჩვეულებრივი რამ არის~. სამწუხაროდ, ევროპელ ექსპერტებს ამ მტკიცებულებაზე პასუხი არ გაუციათ. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ისინი ამ მტკიცებულებას ეთანხმებიან? სხვა ევროპელი ინტელექტუალები კრემლის მიერ ორგანიზებულ ფორუმებში იღებენ მონაწლეობას. იაროსლავში პრეზიდენტ მედვედევის მონაწილეობით გამართულ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ევროპელმა ინტელექტუალებმა, როგორებიც არიან ალვინ ტოფლერი, (Aლვინ თოფფლერ) იმანუელ უოლერსტაინი (Iმმანუელ ჭალლერსტეინ) და ფარიდ ზაკარია, (Fარეედ ძაკარია), რომლებიც არ არიან ისეთი უმეცრები, რომ `ათხოვონ~ თავიანთი სახელები ისეთ ღონისძიებებს, რომლებზეც ცნებები - `რუსეთი~ და `დემოკრატია~, დადებით ურთიერთკავშირში მოიხსენიება.

ერთ-ერთი გავლენიანი ევროპელი ლიდერი, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური საქმეების გენერალური დირექტორი რობერტ კუპერი (ღობერტ ჩოოპერ) არ ერიდება რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან დემოკრატიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას. პროკრემლური რუსული ინსტიტუტისათვის (ღუსსიან Iნსტიტუტე) მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: `ხანდახან მეჩვენება, რომ სიტყვა `დემოკრატია~ პრობლემატური ხდება. მე მირჩევნია ვისაუბრო პასუხიმგებლობის მქონე, ღია მთავრობაზე, რომელიც ერის უფლებას იცავს... რომელსაც საკმარისი ლეგიტიმურობა აქვს მკაცრი ადმინიტრაციული ღონისძიებების გასატარებლად, როდესაც ამის საჭიროება არსებობს.~ დემოკრატიის ამგვარი გაგება არის ზუსტად ის, რაც რუსეთის მოქმედ ხელისუფლებას სურს.

რუსმა რეფორმატორებმა უკვე დიდი ხანია დაანებეს თავი დასავლეთისთვის მოწოდებას - დაეხმარონ მათ რუსეთში დემოკრატიის მშენებლობაში. მათ ესმით, რომ რუსეთის ტრანსფორმაცია რუსული საზოგადოების ამოცანაა. მაგრამ, რუსული საზოგადოება, რომელსაც სურს რეფორმების გატარება და ცვლილებები, დასავლეთისაგან ელოდება, რომ დასავლეთი, სულ ცოტა, ხელს არ შეუშლის ცვლილებების რუსეთში გატარებას და მხარს არ დაუჭერს ავტორიტარულ ძალებს. ისეთმა გამოჩენილმა რუსმა ადამიანისუფლებათა დამცველებმა და ლიბერალებმა, როგორებიც არიან სერგეი კოვალიოვი, გარი კასპაროვი და გრიგორი იავლინსკი, კარგა ხანია აკრიტიკებენ დასავლეთს რუსეთის ხელისუფლების მიმართ დამთმობი პოლიტიკის გატარების გამო. გასაგებია, რომ მათი ხმა რუსული საზოგადოების უმცირესობის აზრს გამოხატავს, მაგრამ თუ დასავლეთი რუსული საზოგადოების ამ პროდასავლურ უმცირესობას დაკარგავს, იგი რუსეთს სრულად დაკარგავს.

 

მაინც რაში მდგომარეობს რუსეთის მიმართ დასავლეთის პრინციპული პოლიტიკის არსი? დასავლელმა ლიდერებმა რუსეთის ელიტასთან ურთიერთობისას არ უნდა დაივიწყონ ლიბერალური და დემოკრატიული პრინციპები. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ საუბარი რუსეთის `მოდერნიზაციაზე~ ზღაპარია, და შესაბამისად, თავი უნდა აარიდონ კრემლის იდეების გულუბრყვილოდ გავრცელებას, შეეცადონ იმის გაგებას, რეალურად, თუ რა ხდება რუსული სისტემის შიგნით, რომელიც სერიოზული არასტაბილურობის ნიშნებს ავლენს და მისი დეგრადაცია შესაძლოა მალე დასავლეთის პრობლემა გახდეს.

ამ ეტაპზე არ არის არავითარი ნიშანი იმისა, რომ დასავლეთი მზადაა მინიმალური ნაბიჯები გადადგას. აქედან გამომდინარე იბადება კითხვა: როგორ შეუძლია დასავლურ ცივილიზაციას გადაჭრას დემოკრატიასთან დაკავშირებული თავის პრობლემები, თუ იგი უარს იტყვის თავის მისიაზე _ ხელი შეუწყოს მსოფლიოში თავისუფლების გავრცელებას.?

Edited by machkatela
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

როგორ შეუძლია დასავლურ ცივილიზაციას გადაჭრას დემოკრატიასთან დაკავშირებული თავის პრობლემები, თუ იგი უარს იტყვის თავის მისიაზე _ ხელი შეუწყოს მსოფლიოში თავისუფლების გავრცელებას.?

და ეს მისია ვინ დაუდგინა მაგათ?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...