Jump to content
Planeta.Ge

დემოკრატია თუ "დემოკრატია"


Recommended Posts

თავიდანვე ვიტყვი- ნებისმიერი პრორუსული არჩევანი სასაცილოდაც არ მეჩვენება .

 

არ მეშინია რუსეთის. :pupuza:

მათი ადეპტების თუ აგენტების.....

 

ესაა წარსულის ძალები და არ აქვთ შანსი რაიმეს მიაღწიონ თუ ქვეყანა სწორი გზით წავა დესოვეტიზაცისაკენ. :takodazeppe:

 

მაგრამ მათი ეფემერული გაძლერება განაპირობა პრინციპულმა შეცდომებმა ,რომელიც დაუშვა ხელისუფლებამ.....

 

მიუხედავად იმისა რომ ვარდების მოვლენების გმირების შესახებ არასოდეს მქონია დადებითი აზრი(არც მაშინ)....

 

2003-2004 წლებში ქვეყანა იქცა იმედისმომცემ ახალგაზრდა დემოკრატიად,რომელსაც შეეძლო პოზიტიური მუხტი შეეტანა როგორც რეგიონის განვითარებაში,აგრეთვე გარკვეული გავლენა მოეხდინა როგორც დადებით მაგალითს მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში.

 

რამდენიმე სწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადაიდგა-მილიციის რეფორმირება, კორუფციის დაძლევის მკაცრი ხაზი(შეცდომებით და იდიოტური გადაცთომებით...რომელიმაც საბოლოოდ რეკეტის სახე მიიღო..... თუმცა მაინც)

 

მაგრამ ნელნელა ხელისუფლება დაკომლექსდა ,უუნარო გახდა ,ხოლო დღეს სახეზეა მისი სრული დეგრადაცია.

 

დავემსგავსეთ ცივი ომის შემორჩენილ პლაცდარმს ,სადაც ქართველი ჩავესი ზის და არავის აინტერესებს ამ ქვეყნის მომავალი.მეზობელი მუდმივად ფეხს უგებს და ეს "დემოკრატია" უკვე სახიფათო ხდება,რადგანაც აქვს 2 გაგრძელების შესაძლო სცენარი:

ა)დენთის კასრად ქცევა და იგივენაირი პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება;

ბ) მიტინგების, არჩევნების დისკრედიტაციის ფონზე ახალი ძალისმიერი ჩარევა ქვეყნის განვითარებაში,რომელმაც ადვაძე-ებრალიძეების რეაბილიტირება შეიძლება მოახდინოს ,

მაგრამ

რეალურად ეს ორივე ბილიკი ერთი გზის შემადგენელი ნაწილია.

 

არსებობს სხვა გზა და

ესაა 2003-2004 წლის საქართველოსკენ მიბრუნება იმ შეცდომების გათვალისწინებით რაც იქნა დაშვებული აბსოლიტურად ყველა სფეროში. :)

 

დესოვეტიზაცია,აგრესიული ლიბერალური რეფორმები, რაციონალური პოლიტიკა მტერთან და პრინციპულობა,საბჭოთა მეტასტაზების მიზანმიმართული ალაგმვა, ახალი პოლიტიკური ელიტის და მრავალპარტიულობის ფორმირება , სამოქალაქო სექტორის გაძლიერება ,ხელისუფლების შტოთა შორის ძალაუფლების გაწონასწორება- ესაა ერთადერთი სწორი გზა.... გვინდა შევქმნათ ნორმალური საქართველო? მხოლოდ აქეთკენ ღირს წასვლა.

თუ არა დავადგებით პირველ გზას თავისი 2 ბილიკით.

ანუ დღეს გასაკეთებელია პოლიტიკური არჩევანი "ჩავეს-ლუკაშენკოიზმსა" და დალაგებული ქვეყნის შენებას შორის....

 

სწორედ ამ მხრივ უნდა იქნეს პრაქტიკული პოლიტიკის ვექტორი მიმართული .სამწუხაროდ შედარებით პროგრესული ადამიანები ხელისუფლების მხარდამჭერებში არიან უუნარობის ტყვეობაში,კონფორმიზმი მათ საბოლოოდ დაეუფლა ,არ სურთ სიმართლისტების არგუმენტების მოსმენა და საბოლოოდ სააკაშვილის რეჟიმის მძევლები არიან დღემდე,

 

არსებობს პროგრესული ხალხი ოპოზიციაში.მათი სენი კი იმ ადამიანების გვერდით დგომაა ,ვინც 90-ნი წლების სიბინძურე დაატრიალა, ეკუთვნოდა კომუნისტურ ელიტას და მათთან ასოცირება სერიოზულ ზიანს აყენებს მათ პრესტიჟს.

 

დროა შეიქმნას ძლიერი ოპოზიციური პოლუსი ზუსტად ამ ძალების მონაწილეობით.ხელისუფლების მხარდამჭერთა გონივრულმა ნაწილმა უნდა საბოლოოდ დათმოს მიშა(მას არარაფერი არ გამოასწორებს) , ეძებონ პარტნიორები ,ხოლო ოპოზიციის სიმართლისტურმა შტომ კი პრინციპული პოზიცია დაიკავოს ნებისმიერი რუსეთუმეობის წინააღმდეგ.

ყველაზე სუსტები ყველგან ზომიერი ხალხია.დღეს ზუსტად აგრესიულობის დროა ,როგორც ხელისუფლების ,აგრეთვე რუსეთუმეების მიმართ.

მესმის ამ თემის შემდეგ დამატყდება რისხვა სხდასხვაისტების რადიკალების მხრიდან,დამდებენ ბრალს ილუზიებში :D , ხელისუფლებასთან გარიგებაში ,მაგრამ მე ვამბობ იმას რასაც ვფიქრობ არცევანია მარტივი ან წარსულის აჩრდილები ან ახალი ქვეყნის აღმშენებლობისკენ სწრაფვა.

 

აბა ჰე.... ველოდები თემის ქვეტექსტების გაშიფვრის ვერსიებს... :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

და რუსეთმა? :O

მე არ ვამბობ რომ ამერიკა გვინდა.

მაგრამ რუსეთი რა შავ ქვად გვინდა ვინმეს შეუძლია ამიხსნას?

რა სასარგებლო სიახლე, ტექნოლოგია, პოლიტიკური წყობილება ან ეკონომიკური მეთოდი შეიძლება შემოიტანო მანდედან? :pupuza:

 

აშშ-დასავლეთიდან კი შეიძლება.

უბრალოდ უნდა ვისწავლოთ სამაგიეროთ სწორედ იმდენის დათმობა რამდენიც საჭიროა და არ გვავნებს და არა ყურმოჭრილი კოლონისობა...

 

სასარგებლო თუ იქნება რუსეთტან ყოფნა კი...

 

სულ მკიდია თავისუფლების ინსტიტუტის გაზრდილი გოშიების უკიდეგანო სიყვარული უცხო ქვეყნისადმი...

 

ტაკოში ვავა მაგ ინსტიტუტს და ეგაა...

 

მთავარია საქართველო გვიყვარდეს...

 

 

ამ ეტაპზე კი საქართVელოსთვის სასარგებლო დასავლეთიდან გამოცდილების მიღებაა და არა შოვინისტი და ავადმყოფი გაღორებული, ტერიტორიებს გამოკიდებული ავი მეზობლის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

lasha_alo

ლაშა პტობლემა პოლიტიკოსების არ ყოლასთან ერთად არის განმანათლებლების არ ყოფნა.

არ ხდება ხალხში საკითხების განხილვა, პოტილიტიკურ და საზოგადოებრივი განათლების საშუალებები არ არის.

ეს არც მთავრობას აწყობს და არცო ოპოზიციას, რადგან ხალხს ვერ აცეკვებენ თავის დაკრულზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ლიბერალურ რეფორმებში რას გულისხმობ ძალიან საინტერესოა...

 

აქედან უნდა დავიწყოთ :pupuza:

 

დანარჩენზე მერე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

და რუსეთმა? :O

მე არ ვამბობ რომ ამერიკა გვინდა.

მაგრამ რუსეთი რა შავ ქვად გვინდა ვინმეს შეუძლია ამიხსნას?

რა სასარგებლო სიახლე, ტექნოლოგია, პოლიტიკური წყობილება ან ეკონომიკური მეთოდი შეიძლება შემოიტანო მანდედან? :pupuza:

 

აშშ-დასავლეთიდან კი შეიძლება.

უბრალოდ უნდა ვისწავლოთ სამაგიეროთ სწორედ იმდენის დათმობა რამდენიც საჭიროა და არ გვავნებს და არა ყურმოჭრილი კოლონისობა...

 

სასარგებლო თუ იქნება რუსეთტან ყოფნა კი...

 

სულ მკიდია თავისუფლების ინსტიტუტის გაზრდილი გოშიების უკიდეგანო სიყვარული უცხო ქვეყნისადმი...

 

ტაკოში ვავა მაგ ინსტიტუტს და ეგაა...

 

მთავარია საქართველო გვიყვარდეს...

ამ ეტაპზე კი საქართVელოსთვის სასარგებლო დასავლეთიდან გამოცდილების მიღებაა და არა შოვინისტი და ავადმყოფი გაღორებული, ტერიტორიებს გამოკიდებული ავი მეზობლის...

ჯერესერთი რუსეთი ბაზარია სადაც ჩვენი პროდუქტის გატანას შევძლებთ,

საქმე იმაში არაა რომელი ქვეყანა უფრო განვითარებულია,

 

მთავარი ისაა რომელ სივრცეში უფრო შევძლებთ განვითარებას,

მე ეჭვი მეპარება რომ ის გზა რომელიც ჩვენ ავირჩიეთ საქ. გადარჩენის რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს,

ქართველი ეთნოსი მიჩმორილია და რეალურად რომ ვთქვათ, გადაშენების პროცესები დაწყებულია,

განვითარების პერსპექტივა კი ნოლი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ჯერესერთი რუსეთი ბაზარია სადაც ჩვენი პროდუქტის გატანას შევძლებთ,

საქმე იმაში არაა რომელი ქვეყანა უფრო განვითარებულია,

 

მთავარი ისაა რომელ სივრცეში უფრო შევძლებთ განვითარებას,

მე ეჭვი მეპარება რომ ის გზა რომელიც ჩვენ ავირჩიეთ საქ. გადარჩენის რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს,

ქართველი ეთნოსი მიჩმორილია და რეალურად რომ ვთქვათ, გადაშენების პროცესები დაწყებულია,

განვითარების პერსპექტივა კი ნოლ

პირველი პოსტი წაიკითხე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
რაღაც ჰომოფობური დავწერე?

არა უბარლოდ პირველი პოსტი არ წაგიკითხავს,

რუსულ ბაზარს რომ გაიძახი, ქართული ბაზარი დავიპყარით უკვე?

არსებობის ევროპუöლ ბაზაზე შესვლის მეტოდები და საშუალებები, მხოლოდ ამას მცოდნე და მუშა ხალხი ჭირდება, რომელიც არ გვყავს ჯერ ჯერობით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

ეხლა მეორე მარაზმში ნუ გადავიჭრებით რა...

 

ევროპულ ბაზარზე რომ იძახით... ის ევროპაც კი თვალის ჩინივით უფრთხილდება მაგ რუსულ ბაზარს...

 

ასე რომ ჭკვიანურად და რაციონალურად უნდა ვიმოქმედოთ ეგაა და ეგ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ეხლა მეორე მარაზმში ნუ გადავიჭრებით რა...

ზემოთა პოსტს კარგად თუ წაიკითხავ დიდად დამავალბ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

ლიბერალურ რეფორმებში რას გულისხმობ ძალიან საინტერესოა...

პირველ რიგში განათლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, თანამდროვე სტადარტების დამკვიდრებას, ყველა სფეროში თამამ ნაბიჯებს რათა გაძლირდეს ახალი რეალობა ძველმოჭმულის მაგივრად.გაბედულ ქმედებებს ზოგადად.....

Siknadmo

და რატომ არ გვინდა რუსეთი? ამერიკამ რა ხეირი მოგვიტანა

მონდომებაზე არაა .არამედ ტვით რუსეთის განწყობაზე ჩვენს მიმართ. საქართველომ უარი უნდა ტქვას ცივი ომის პლაცდარმობაზე და აირჩიოს საღი პოლიტიკის გზას რაც გულისხმობს პრინციპების არდათმობასაც და ორმხრივ კომპრომესებსაც თუნდაც მ,ტერთან. დრეს მიშა არის პარაჟენცი. ის მხოლოდ ტვითონ თმობს და გამოდის იმაზე მეტად ვეხუტებით რუსებს ვიდრე ადრე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს ნაირი პატარა სახემწიფოები იძულებულნი არიან გლობალური პოლიტიკური წესების მიხედვით იყვნენ

 

იმპერიების სატელიტები

 

ამ შემთხვევაში ჩვენ ავირჩიეთ დასავლური ორიენტაცია და ბოლომდე მაგ მიმართულებით ვივლით

 

ამერიკა არის იმპერია რომლის სატელიტები ვართ

 

უხეშათ ავხსნი

 

რეგბზე როცა დავდიოდი მომაბარებდნენ ხოლმე ახალ მოსულს და ვასწავლიდი აკრძალულ მეთოდებს როგორ დაესახიჩრებინა მოწინააღმდეგე ისე რომ მსაჯს არ დაენახა

 

მეც როცა მივედი სხვამ მასწავლა

 

ამერიკაც იგივეა ჩვენთვის გვასწავლის გლობალიზმში სწორ თამაშს და თან მსაჯმა( ამ შემთხვევაში) რუსეთმა რომ არ დაგვინახოს

 

და ამერიკის სასწავლებელი რა გვჭირს 2000-წლის ქვეყანა ვართ და ეგ სისულელები (რასაც გუბაზ სანიკიძე ამბობს) არ გამოგვადგბა მისეული მიდგომა

 

დღევანდელ გლობალურ-კაპიტალისტურ სამყაროში სხვა თამაშის წესებია და გვჭირდება ამერიკა რომელიც გვეხმარება სწორად თამაშში

 

და საბოლოოდ საქართველო მივა ევროპამდე და დამყარდება სიმშვიდე განვითარება და ჩვენ რასაც ვიმსახურებთ და ვიმსახურებდით მართლაც 2000-წლის მანძილზე იმას მივიღებთ მაშინ როცა ვიქნებით ევროპის ნაწილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს ნაირი პატარა სახემწიფოები იძულებულნი არიან გლობალური პოლიტიკური წესების მიხედვით იყვნენ
FRIDRIX

ეს კი ეს

იმპერიების სატელიტები

სულელეა.შემოუშვი რამდენიმე იმპერიის ინტერესი ერთად :(

გვასწავლის

გვსწავლობს და ვაინტერესებვართ რა დოზითაც მას აინტერესებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
რეგბზე როცა დავდიოდი მომაბარებდნენ ხოლმე ახალ მოსულს და ვასწავლიდი აკრძალულ მეთოდებს როგორ დაესახიჩრებინა მოწინააღმდეგე ისე რომ მსაჯს არ დაენახა

რაგბი

და ეს არის უტრაკო მეტრაკიების პოზიცია(ბოდიში მოდერაციასთან)

ტიპიური მაგალიტი იმ ფაქტის რაც ჩვენთან ესე ყვავის: ყველა მეთოდი და ხრიკი მისაღებია(და სასურველიც კი), საკუთარი განვითარების გარდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...