Jump to content
Planeta.Ge

კრემლის ემისართა მცდელობა შეურაცხყოფა მიაყენონ ჩვენს მეფეებს

Recommended Posts

ამ ფორუმზე ხშირად იდება ინფოებიც და თემებიც მოღალატეთა ხროვის მიერ რომლებიც საკუთარ თავს ,, ერეკლე მეორის საზოგადოებას '' უწოდებენ . მგონი არ საჭიროებს ახსნას რომ ეს პოლიტიკური მუტანტი ორგანიზაცია წარმოადგენს ერთ ერთ ყველაზე კაცობაზე ხელაღებულ კოლაბორაციონისტთა ორგანიზაციას და ფაქტიურად ერთ ერთი ფილიალია ებრალიძის კონგრესის . შეუძლებელია რომ ამ მუტანტი ორგანიზაციის სატრაპებმა არ იცოდნენ რომ ერეკლეს მიერ რუსეთთან გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატი იყო იძულებით გადადგმული ნაბიჯი , რადგან რუსეთი ისედაც მოიწევდა სამხრეთ კავკასიისკენ და გარდაუვალი გახდებოდა საქართველოს რუსეთთან ომი და გარდუვალი დამარცხება , რადგან სპარსებთან ბრძოლებში სისხლისგან დაცლილ საქართველოსთვის შეუძლებელი იქნებოდა დამოუკიდებლობის შენარჩუნება როგორც რუსებისგან ისე სპარსებისგან და უზარმაზარ რუსეთთან სპარსებთან ომებში სისხლისგან დაცლილი ქვეყნის სამხედრო გამარჯვება . ამიტომ რუსებისგან საქართველოს ოკუპაციას ერეკლემ ფაქტიურად სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება ამჯობინა და ამით დროებით გადაარჩინა საქართველო რუსეთის ოკუპაციას . მისი სიკვდილის მერე განვითარებული მოვლენები უკვე რუსეთის იმპერიის მუხანათობისა და მისი მემკვიდრის ბედოვლათობის ბრალი იყო . ამავდროულად გავიხსენოთ მეფე ერეკლეს წინამორბედი მეფეები უშედეგოდ ცდილობდნენ დასავლეთთან პოლიტიკურ მოკავშირეობაზე გასვლას ამავდროულად ერეკლეს მიერ რუსულ ოკუპაციასა და რუსეთთან მოკავშირეობას შორის გაკეთებული არჩევანი იყო ერეკლეს მცდელობა გასულიყო დასავლეთთან პოლიტიკურ კავშირზე რუსეთის გავლით , რაც დრომ აჩვენა რომ შეუძლებელი იყო , მაგრამ იმ პერიოდში ეს შესაძლებლად ჩანდა .

ეხლა რატომ ვწერ ამ ყველაფერს , ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებმა შეუძლებელია რომ არ იცოდნენ ეს ყველაფერი , მათ ასევე იციან რომ ქართველთა დიდ ნაწილში არის უდიდესი ზიზღი რუსეთუმე პოლიტიკანების მიმართ , ამიტომ ამ კრემლის განეცებს სურთ რომ ანტირუსულად განწყობილ ეროვნულ ადამიანებს ( რომელთათვისაც მატი პოლიტიკური მუტანტი ორგანიზაცია მაინც ირონიისა და სიძულვილის საგანია ) , მათი მოღალატეობრივი პოლიტიკური ორგანიზაციის ერეკლე მეორის სახელთან გაიგივებით წარმოდგენა დაუკარგონ მათდამი და რუსებისადმი მტრულად განწყობილ ქართველობას მეფე ერეკლეზე . ესეც კრემლის მიერ დამუშავებული იდეოლოგიური ნაღმია ანუ ფასეულობათა გადაფასება და როდესაც ადამიანს უსპობენ იმ იდეალს რომელიც მისთვის სამშობლოსთვის თავგანწირვის , თავისუფლებისათვის ბრძოლის იდეალია , მერე უკვე იმ ადამიანს შესაძლოა ხალისიც დაეკარგოს თავისუფლებისათვის ბრძოლის , სამშობლოსთვის თავგანწირვის და შესაძლოა ამგვარი იდეალებდაკარგული ადამიანი ნიჰილიზმსა და სასოწარკვეთილებაშიც ჩავარდეს . აი სწორედ ეს არის კრემლის ერთ ერთი გეგმა , ანტირუსულად განწყობილ , ეროვნული ცნობიერების მქონე ქართველთათვის მათი ისტორიის გაყალბება და გაუბრალოება და იმ აზრის დანერგვა რომ არ არსებულა საქართველოს ისტორიაში არაფერი ამაღლებული და ქართველ გმირთა კოლაბორაციონისტებად წარმოჩენა და ამ გზით ანტირუსულად განწყობილ , თავისუფლებისმოყვარე , ეროვნული ცნობიერების მქონე ქართველთა ნიჰილიზმში ჩაგდება და ამ გზით მათი გაუვნებელყოფა . ,, ერეკლე მეორის საზოგადოება '' მხოლოდ ერთერთი სეგმენტია ამ მზაკვრული გეგმის .

მივმართავ მოდერებს _ როგორც კი დაიდება რაიმე სახის ინფო ან თემა ამ მუტანტი პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ , მოხდეს იმ თემისა თუ ინფოს დაუყოვნებლივი გაუქმება . არ მივცეთ საშუალება თანამედროვე შულავერის კომიტეტს ამოეფარონ ჩვენი გმირთაგმირი მეფის სახელს და დაგვიმახინჯონ ისტორია .

პატივისცემით სოსო ასიტაშვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 30
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Top Posters In This Topic

shamili

ეხლა რატომ ვწერ ამ ყველაფერს

..........................

რატომ წერთ გასაგებია, მარა რასაც წერთ, თუ გარდა ემოციური მიუღებლობისა, კონკრეტული არგუმენტებითაც გაამყარებთ, იქნებ პირველი ვიყო, ვინც შემოგიერთდეთ პათოსში, მარა არანაირად არ და ვერ ვიქნები მომხრე პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვისა ვინც არ უნდა იყოს, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ხედვა განსხვავდება თქვენი, ჩემი ან თუნდაც უმრავლესის მოსაზრებების და პრინციპებისაგან.

ამისთვის არსებობს მარტივი მცნება - კანონი, რაც ნორალურ ქვეყანაში ყველაფერს თავისთავად არეგულირებს. და ვინმეს პოლიტიკურ აქტიურობას იმისდა მიხედვით კი არ ზღუდავს ან დაუშვებს, თუ ვინ და რამდენი ემხრობა ან ეწინააღმდეგება, არამედ რამდენად ჯდება ან არ ჯდება ეს აქტიურობა სამართლებრივ ჩარჩოებში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მივმართავ მოდერებს _ როგორც კი დაიდება რაიმე სახის ინფო ან თემა ამ მუტანტი პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ , მოხდეს იმ თემისა თუ ინფოს დაუყოვნებლივი გაუქმება . არ მივცეთ საშუალება თანამედროვე შულავერის კომიტეტს ამოეფარონ ჩვენი გმირთაგმირი მეფის სახელს და დაგვიმახინჯონ ისტორია .

პატივისცემით სოსო ასიტაშვილი

ყველამ იცის რომ გულზე არც მე მეხატება ეს საზოგადოება, მაგრამ პლანეტაზე სიტყვის თავისუფლება პრიორიტეტია... და ეს ძალიან კარგია, ჩემო ბატონო shamili .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მივმართავ მოდერებს _ როგორც კი დაიდება რაიმე სახის ინფო ან თემა ამ მუტანტი პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ , მოხდეს იმ თემისა თუ ინფოს დაუყოვნებლივი გაუქმება .

shamili

არ უნდა ვაქციოთ აკრძალულ ხილად.იქადაგონ და იყვნენ.

ზუსტად ამ დროს ,კონკურენციის პირობებში შეექმნებათ პრობლემები და მოხდება მორალური გაკოტრება.ასე რომ არ შევზღუდავთ.მოვიდნენ და გამოხატონ თვისი აზრი.ყველამ კი მშვიდი არგუმენტები დავუპირისპიროთ.დემოკრატია კლავს ექსტრმიზმს.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამიტომ ამ კრემლის განეცებს სურთ რომ ანტირუსულად განწყობილ ეროვნულ ადამიანებს ( რომელთათვისაც მატი პოლიტიკური მუტანტი ორგანიზაცია მაინც ირონიისა და სიძულვილის საგანია ) , მათი მოღალატეობრივი პოლიტიკური ორგანიზაციის ერეკლე მეორის სახელთან გაიგივებით წარმოდგენა დაუკარგონ მათდამი და რუსებისადმი მტრულად განწყობილ ქართველობას მეფე ერეკლეზე

http://s7.rimg.info/175c2edf758ba71379cfe778af314ae5.gif

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლიცი , lasha alo

აქ სიტყვის თავისუფლება არაფერ შუაშია , რაც უნდათ ის იქადაგონ რუსეთუმეებმა , მაგრამ მათ არ აქვთ მორალური უფლება ამოეფარონ მეფე ერეკლეს სახელს და არ უნდა მივცეთ ამის უფლება . თუ დაირქმევენ სერგო ორჯონიკიძის , ფილიპე მახარაძის , სტალინის ან პავლე ციციანოვის საზოგადოების სახელს რაც უნდათ ის იქადაგონ , მაგრამ არ აქვთ მორალური უფლება დაირქვან ისეთი თავისუფლებისათვის ისეთი მებრძოლის სახელი როგორიც იყო მეფე ერეკლე და არ უნდა მიეცეთ ამის საშუალება .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაირქვას და იყოს მე - ცოტაა გიჟი თავი ნაპოოლეონი რომ გონია?

მაგრამ იმ გიჟებს სახელმწიო რეესტრში ნაპოლეონად არავინ ატარებს . ესენი კი სამწუხაროდ დარეგისტრირებულები არიან როგორც ერეკლე მეორის საზოგადოება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

აქ სიტყვის თავისუფლება არაფერ შუაშია , რაც უნდათ ის იქადაგონ რუსეთუმეებმა , მაგრამ მათ არ აქვთ მორალური უფლება

.............................

ვინ ან რა კონკრეტული მტკიცებულებებით დაადგინა, რომ მათ ამის უფლება არ აქვთ, და რატომ აძლევთ თქვენ თქვენს თვს იმის უფლებას, რომ კონკრეტული მტკიცებულებები გარეშე ამტკიცოთ ეს. თქვენ ვინ მოგცათ ამის მორალური უფელბა?

რა თქმა უნდა თქვენ თვად მიეცით თქვენს თვს ეს უფლება, ხოდა კეთილი ინებეთ და გაიგეთ, რომ მათაც აქვთ იმის უფლება, რომ მორალურად გაამართლონ ის, რის უფლებასაც ისინ ი თვის თვს აძლევენ :pupuza:

პ.ს. ძალიან გთხოვთ ამ საზოგადოების აპოლოგეტად და მქადაგებლად არ მომნათლოთ, მათთად უშუალო შეხება ნამდვილად არ მაქვს, მარა თუ გინდათ სამართლებრივი და დემოკრატიული ქვეყანა გქონდეთ, თქვენგან დაიწყეთ!

ჩემთვის ეროვნული ინტერესები ყოველგვარ დემოკრატიაზე მაღლა დგას . ჯერ ეროვნული ინტერესები და მერე დემოკრატია . ეგ ,, საზოგადოება '' კი კოლაბორაციონისტული და ანტიეროვნულია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერაფერს ვიზამთ - ამ საზოგადოების შემქმნელთა თავისუფლებაა ასე იწოდებოდნენ... თქვენი თავისუფლებაა დაუპისიპიროთ მათი ფარული მავნებლური და ა.შ. ზრახვების მამხილებელი მოსაზრებები გნებავთ ინდივიდუალურად, გნებავთ კოლექტიურად თანამოაზრეებთან ერთად - იქნებ მეც მათ შორის აღმოვჩნდე... :pupuza:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

ჩემთვის ეროვნული ინტერესები ყოველგვარ დემოკრატიაზე მაღლა დგას . ჯერ ეროვნული ინტერესები და მერე დემოკრატია . ეგ ,, საზოგადოება '' კი კოლაბორაციონისტული და ანტიეროვნულია

.....................

კი ბატონო, მინდა დაგიჯეროთ, ხოდა დამაჯერეთ!

ოღონდ მორალური და ემოციური ტექსტები არ მინდა. კონკრეტული ფაქტებით დადეთ მტკიცებულებები ამ საზოგადოების ანტიეროვნულობაზე და კოლაბორაციონისტობაზე.

კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები!

შედით მაგათ ვებ გვერდზე , გადაავლეთ თვალი და დარწმუნდებით , მე დავათვალიერე მაგათი ვებ გვერდი და დავრწმუნდი . სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ აღარ მახსოვს მათი ვებ გვერდის ზუსტი მისამართი . მეეჭვება რომ არც თქვენ გახსოვდეთ

..............................

მოდით, რახან თქვენს თავს უფლებას აძლევთ ყველას მორალური შეფასების გაკეთებისა და ასევე სხვათა წინაწარ შეფასებების გაკეთებისა, მეც მასე მოვიქცევი :pupuza:

თქვენგან განსხვავებით, მე მათ ვებ გვერდზე ერთხელაც კი არ ვარ შესული, და მეეჭვება, რომ თქვენ ამ თემით ამ ორგანიზაციის შავ პიარს შეგნებულად ეწევით, რაც მოგეხსენებათ სრულად ჯდება პიარის ელემენტარულ წესებში.

ანუ თქვენ შეფარულად ამ ორგანიზაციაზე მუშაობთ :takodazeppe:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

დაირქვას და იყოს მე - ცოტაა გიჟი თავი ნაპოოლეონი რომ გონია?

მეც ამას ვეთანხმები და თქვენც ამას მოგიწოდებთ.

ისე რაც მახსოვს მაგათ თემებს ყველა იუმორით ეკიდება-აქილიკებენ და არანაირი საფრთხე არაა მატი მხრიდან-რასაც ვთქვათ თავისუფლების ინსიტუტის ხალხის ტემებზე ვერ ვიტყვი-ამ ფორუმსაც პიარისთვინ იყენებენ:pupuza:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...