ლ ი ც ი Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 (edited) ამ თემას არა აქვს ანალიზის პრეტენზია მიშას მიერ დღემდე გამოვლილი გზის, რომელმაც ბევრი უბედურება მოგვიტანა. ეს უფრო ერთი რიგითი ქართველის კერძო შთაბეჭდილებად ჩათვალეთ, რომელიც ყურადღებით აკვირდებოდა მიშას "МАРШ-БРОСОК"-ს ხელისუფლებისთვის ბრძოლაში. ერთი სიტყვით, ასე იყო თუ ისე, მიშამ არ გაძნელებია ხელისუფლების სათავეში მოსვლა. ეს იყო გამარჯვება, რომელმაც საქართველოს დამარცხებას დაუდო დასაწყისი. ეს იყო გამარჯვება, რომელმაც ძალიან მალე მიიყვანა თავად გამარჯვებული დამარცხებამდე. დღეს აქა-იქ გაისმის ხმები, რომ მიშას იოლი გამარჯვება რუსეთთან ფარულმა ალიანსმა განაპირობა. ჩემი აზრით, ეს უფრო ფანტასმაგორია, ვიდრე რეალობა. მაგრამ რუსეთს რომ დიდად არ შეუშლია ხელი მიშას დამაჯერებელი ტრიუმფისათვის (გაიხსენეთ თუნდაც ივანოვი მშვიდობის ქოლგით) პრეზიდენტის სავარძლისთვის "ბრძოლაში", ეს ცხადია. ამის მიზეზი, ჩემი აზრით, შემდეგი გახლდათ: რუსეთმა ზუსტად გათვალა "ვლასტის" სიმძიმე, იმ ტვირთის ხიბლი, რომელიც ძალაუფლებას ახლავს, აუცილებლად და ადვილად აჭრიდა მიშასავით ფსიქიკურად გაუწონასწორებელ პიროვნებებას. ესე იგი, საჭირი იყო ეს უზარმაზარი ტვირთი, როგორმე მოეგდოთ მიშასთვის ბეჭებზე , დანარჩენს კი თვითონ ეს ტვირთი იზავდა. მიშა თუ დამყოლი იქნებოდა და რუსულ ორბიტას არ გაცდებოდა, მას შეუმსუბუქებდნენ ამ ტვირთს, თუ არა და ტვირთს ახალ-ახალ სიმძიმეებს დაამატებდნენ. სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსების გათვლა სწორი აღმოჩნდა უზერებო, რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით? Edited January 10, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 ვფიქრობ რომ მიშა რუსეთის პროექტი არაა, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 რუსეთში შესაძლოა ზოგიერთი პოლიტიკოსი ფიქრობდეს, რომ მიშა მათ აწყობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის რუსეთის პროექტია. მეტსაც ვიტყვი, არც ამერიკული პროექტი არ არის. ეს კონსპიროლოგების მიერ გაზვიადებული ზღაპრებია. გათვლით კი, შემდეგ რუსეთმა უფრო სწორად გათვალა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 ლ ი ც ი უზერებო, რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით? ..............................შენ არც გეთანხმები და არც არ გეთანხმები რადგან ის რაზეც თემაშია ლაპარაკი არის უმარტივესი რეალობა. რუსებმა სერიოზულად გათვალეს თავიდანვე ყველაფერი. თAვიდან, ვგულისხმობ ჯერ კიდევ ზვიადის მოსვლას ხელისუფლებაში არჩევნებში "გამარჯვების" გზით, როდესაც ჯერ კიდევ კომუნისტები აკონტროლებდნენ სრულიად საქართVელოს... გათვლა იყო მარტივი. რუსეთს მაშინ თAვისი პრობლემებიც უკვე თავზე საყრელი ჰქონდა, ხოდა მიუშვა საქართველო თAვის ნებაზე, მარტივი გათვლით- მაგენი ერთმანეთს თAვად მოუვლიანო. თუმცა, რა საკვირველია, მის თვალსაწიერში ვრჩებოდით მუდმივად.შემდგომ საკუთAრი პოლიტიკურ-კრიმინალურ-ფინანსური პრობლემების გამო სამხრეთ კავკასია სერიოზულად მიაგდო, რამაც გამოიწვია რეგიონში ახალი მოთამაშის ინტერესების გაზრდა. მოგეხსენება, მადა ჭამაში მოდისო, ხოდა აშშ-საც ეს მადა გაეხსნა, თუმცა ის ვერ გაითვალისწინა, რომ პუტინი, მიუხედავად იმისა, რომ შენ მას არ აღიარებ, მაინც უნდა შეძლო მტრის ღირსებების დაფასება და აღიარო, რომ მან შეძლო ბოლო ათწლეულში რუსეთის სერიოზულად ფეხზე წამოყენება და მისთვის იმ ძალის დაბრუნება, რასაც დასავლეთი არა სიამოვნებით, იძულებით, მარა უკვე ისევ ანგარიშს უწევს და მომავალშიც გაუწევს.მიშა არის ბრიყვი ვეზუნჩიკი, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დროს პოლიტიკურ ოლიმპზე შედარებით ადვილად ავიდა, და სწორედაც მიტომ, რომ რუსეთმა სერიოზულად გათვალა ყველა ის, მისგან მოსალოდნელი ქმედებები, რითAც საბოლოოდ რუსეთმა 2 კურდღელი მოინადირა ერთდროულად: თავის დროზე ობიექტური მიზეზების გამო ხელიდან გაშვებული სამხრეთ კავკასია პრინციპში დაიბრუნდა და თAნ რეგიონში მადაგახსნილ შტატებს თAვისი ადგილი მიუჩინა. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხარჯზე მოხდა, რაც ჩვენ 20 საშინელ წლად, ათეულ ათAსობით დაღუპულ ადამიანად, დაკარგულ ტერიტორიებად, უდენობად, უშუქობად, უმუშევრობად და ქაოსად დაგვიჯდა.ცოტა ხანში კი ისევ 20 წლის წინანდელ პოზიციას დავუბრუნდებით, ოღონდ გაცილებით უარეს მდგომარეობაში! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 შენ არც გეთანხმები და არც არ გეთანხმებიliliko რადგან ის რაზეც თემაშია ლაპარაკი არის უმარტივესი რეალობა. რუსებმა სერიოზულად გათვალეს თავიდანვე ყველაფერი. თAვიდან, ვგულისხმობ ჯერ კიდევ ზვიადის მოსვლას ხელისუფლებაში არჩევნებში "გამარჯვების" გზით, როდესაც ჯერ კიდევ კომუნისტები აკონტროლებდნენ სრულიად საქართVელოს... გათვლა იყო მარტივი. რუსეთს მაშინ თAვისი პრობლემებიც უკვე თავზე საყრელი ჰქონდა, ხოდა მიუშვა საქართველო თAვის ნებაზე, მარტივი გათვლით- მაგენი ერთმანეთს თAვად მოუვლიანო. თუმცა, რა საკვირველია, მის თვალსაწიერში ვრჩებოდით მუდმივად.შემდგომ საკუთAრი პოლიტიკურ-კრიმინალურ-ფინანსური პრობლემების გამო სამხრეთ კავკასია სერიოზულად მიაგდო, რამაც გამოიწვია რეგიონში ახალი მოთამაშის ინტერესების გაზრდა. მოგეხსენება, მადა ჭამაში მოდისო, ხოდა აშშ-საც ეს მადა გაეხსნა, თუმცა ის ვერ გაითვალისწინა, რომ პუტინი, მიუხედავად იმისა, რომ შენ მას არ აღიარებ, მაინც უნდა შეძლო მტრის ღირსებების დაფასება და აღიარო, რომ მან შეძლო ბოლო ათწლეულში რუსეთის სერიოზულად ფეხზე წამოყენება და მისთვის იმ ძალის დაბრუნება, რასაც დასავლეთი არა სიამოვნებით, იძულებით, მარა უკვე ისევ ანგარიშს უწევს და მომავალშიც გაუწევს.მიშა არის ბრიყვი ვეზუნჩიკი, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დროს პოლიტიკურ ოლიმპზე შედარებით ადვილად ავიდა, და სწორედაც მიტომ, რომ რუსეთმა სერიოზულად გათვალა ყველა ის, მისგან მოსალოდნელი ქმედებები, რითAც საბოლოოდ რუსეთმა 2 კურდღელი მოინადირა ერთდროულად: თავის დროზე ობიექტური მიზეზების გამო ხელიდან გაშვებული სამხრეთ კავკასია პრინციპში დაიბრუნდა და თAნ რეგიონში მადაგახსნილ შტატებს თAვისი ადგილი მიუჩინა. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხარჯზე მოხდა, რაც ჩვენ 20 საშინელ წლად, ათეულ ათAსობით დაღუპულ ადამიანად, დაკარგულ ტერიტორიებად, უდენობად, უშუქობად, უმუშევრობად და ქაოსად დაგვიჯდა.ცოტა ხანში კი ისევ 20 წლის წინანდელ პოზიციას დავუბრუნდებით, ოღონდ გაცილებით უარეს მდგომარეობაში!არადა გამოვიდა რომ ყველაფერში დამეთანხმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 ლ ი ც ი უზერებო, რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით? არაფერში paolo რუსეთში შესაძლოა ზოგიერთი პოლიტიკოსი ფიქრობდეს, რომ მიშა მათ აწყობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის რუსეთის პროექტია. მეტსაც ვიტყვი, არც ამერიკული პროექტი არ არის. ეს კონსპიროლოგების მიერ გაზვიადებული ზღაპრებია. გათვლით კი, შემდეგ რუსეთმა უფრო სწორად გათვალა. ამერიკის პროექტი რომ არის, ეს კონსპიროლოგია არაა. კონკრეტული პოლიტიკური ძალები შემიძლია ჩამოგითვალო, ვინც მიშა მაიყვანა. უმთავრესი მათ შორის, რა თქმა უნდა, მაკკეინია და სახდეპი. პლიუს ამას NDI და IღI, ასევე სხვა არასამთავრობოები. პროექტის (საქართველოს ნაწილის) მენეჯერი იყო, თუ არ ვცდები, ბრიუს ჯეკსონი, საერთოდ ფერადი რევოლუციების (ისევე როგორც ერაყის ომის ერთ-ერთი 'ავტორი) პროექტის ხელმძღვანელი - ბუშის მრჩეველი კარლ როუვი. ფერადი რევოლუციების - ანუ დემოკრტიული ექსპანსიის - იდეა, ჩათვალეს, რომ ჩავარდა და როუვი 2007-ში გადააყენეს. საქართველო ამ იდეის ყველაზე კარგ მაგალითად ('შექურა') ითვლებოდა 2008 წლის აგვისტომდე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 ლ ი ც ი არადა გამოვიდა რომ ყველაფერში დამეთანხმე ........................კი აპა! შენ რომ დღეს შუადღისით გაიღვიძე, გაიხედე გარეთ, დაინახე რომ იანვრისთვის უჩვეულო სუსხიანი, მარა მაინც მზიანი დღეა და მე მითხრა, რომ ასეა, მაშინ როდესაც მე გაცილებით ადრე გავიღვიძე და ვნახე, რომ მზე ანათებს და ფანტასტიური დღეა, ეს ნიშნავს იმას, რომ მე დაგეთანხმე?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 შენ არც გეთანხმები და არც არ გეთანხმებიliliko ეს მითარმნე, გეთაყვა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 ამერიკის პროექტი რომ არის, ეს კონსპიროლოგია არაა. კონკრეტული პოლიტიკური ძალები შემიძლია ჩამოგითვალო, ვინც მიშა მაიყვანა. უმთავრესი მათ შორის, რა თქმა უნდა, მაკკეინია და სახდეპი. პლიუს ამას NDI და IღI, ასევე სხვა არასამთავრობოები. პროექტის (საქართველოს ნაწილის) მენეჯერი იყო, თუ არ ვცდები, ბრიუს ჯეკსონი, საერთოდ ფერადი რევოლუციების (ისევე როგორც ერაყის ომის ერთ-ერთი 'ავტორი) პროექტის ხელმძღვანელი - ბუშის მრჩეველი კარლ როუვი. ფერადი რევოლუციების - ანუ დემოკრტიული ექსპანსიის - იდეა, ჩათვალეს, რომ ჩავარდა და როუვი 2007-ში გადააყენეს. საქართველო ამ იდეის ყველაზე კარგ მაგალითად ('შექურა') ითვლებოდა 2008 წლის აგვისტომდეამერიკაში მას ძირითადად მხარს უჭერდნენ, მაგრამ მაინც არ მიმაჩნია სწორად ასეთი ფორმულირება, რომ მიშა ვინმემ მოიყვანა. ჯერ ერთი, განიხილებოდა ბურჯანაძის კანდიდატურაც, მაგრამ მიშამ გადასწონა უფრო საკუთარი და მისი გუნდის აქტიურობის შედეგად. გარდა ამისა, ვიღაცამ თუ პროექტი დაწერა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად განხორციელდებოდა. იმ ეტაპზე ეს განხორციელდა საქართველოში და უკრაინაში, სამაგიეროდ ვერ განხორციელდა ბელორუსიაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 ლ ი ც ი ეს მითარმნე, გეთაყვა ....................ეჰ, რას მოვესწარი? მე მიწევს ქართული ენის მოქნილობის განმარტება არც გიდასტურებ და არც უარვყოფ :ena: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 შენ რომ დღეს შუადღისით გაიღვიძე, გაიხედე გარეთ, დაინახე რომ იანვრისთვის უჩვეულო სუსხიანი, მარა მაინც მზიანი დღეა და მე მითხრა, რომ ასეა, მაშინ როდესაც მე გაცილებით ადრე გავიღვიძე და ვნახე, რომ მზე ანათებს და ფანტასტიური დღეა, ეს ნიშნავს იმას, რომ მე დაგეთანხმე?!liliko არა რა, ფაიზაღი ნათქვამია: "ქალი ეშმაკზე ეშმაკიაო" "ქალი ეშმაკზე ერთი დღით ადრე დაიბადაო" და ა. შ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 ლ ი ც ი არა რა, ფაიზაღი ნათქვამია: "ქალი ეშმაკზე ეშმაკიაო" "ქალი ეშმაკზე ერთი დღით ადრე დაიბადაო" და ა. შ ...............................ქალს გააჩნია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 ქალს გააჩნიაliliko ქალი უნდა იყოს ღელვა, ქალი უნდა იყოს ელვა. აკმაყოფილებ ამ კრიტერიუმს? თემას რომ არ ავცდეთ. შენი აზრით, მიშა მიმართებით რუსეთმა გამოიყენა თუ არა ჩემს მიერ ნავარაუდევი "ხერხი"? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 ლ ი ც ი ქალი უნდა იყოს ღელვა, ქალი უნდა იყოს ელვა. აკმაყოფილებ ამ კრიტერიუმს? ........................მე ნამდვილად არ და ვერა, რადგან არც ღელვა ვარ, ალც ელვა, არც ცუნამი და არც მიწისძვრა, და საერეთოდ არ ვარ სტიქიური უბედურება თემას რომ არ ავცდეთ. შენი აზრით, მიშა მიმართებით რუსეთმა გამოიყენა თუ არა ჩემს მიერ ნავარაუდევი "ხერხი"? ....................................კიდევ ერთხელ მოკირკიტეთათვის დავწერ, რომ რუსეთმა კი არა გამოიყენა შენს მიერ ნავარაუდევი "ხერხი" მან თავად შექმნა ეს ხერხი და შესაბამისად , ხერხით ამოჭრილი ხის ნაყოფითც თავადვე ჩაიტკბარუნა პირი, ისე რომ ყელზე ნამეტანი არ დაადგა, მიუხედავად ამის მოლოდინისა ბევრის მხრიდან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 პირი, ისე რომ ყელზე ნამეტანი არ დაადგა,liliko ადრე იქნება თუ გვიან, ჩემო მაია, საქართველო რუსეთს მაინც დაადგება ყელზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.