analgin Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 vinsaniti ვაა, ვინს, კეთილი იყოს შენი ფეხი :maladec: სპორტის მოდერობა არ გინდა? ხალხი მოიყვანე და ჩაგიწყობ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 ისე, მე მაგის ადგილას, სამსახურიდან რომც გავეგდეთ, დავეტეოდი თბილისში და არსად არ წავიდოდი.ერთიც ვნახოთ და, ვინმე გამწარებულ აქედან წასულ ქართველს გადაეყარა, და არა ერთს...... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 11:49 / 09-01-2010ბაჩო ახალაიას განათლების მისაღებად გერმანიაში უშვებენ?Ambebi.Ge“თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია შესაძლოა მინისტრის სავარძელს დაემშვიდობოს. ახალაიას გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა პირმა დასავლეთის ზეწოლის შედეგად მიიღო. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების გახმოვანებას სააკაშვილი ჯერჯერობით არ აპირებს. წყაროს ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი ახალაიას გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად დასავლეთში სწავლის გაგრძელების სურვილს დაასახელებს, როგორც ეს ირაკლი ოქრუაშვილის და ნიკა გვარამიას შემთხვევაში მოხდა. კულუარებში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალაია სასწავლებლად გერმანიაში მიდის”. “ახალაიას შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ სამხედრო ექსპერტები, რომელთა განცხადებით დასავლეთი - განსაკუთრებით აშშ და ნატო კატეგორიულად ითხოვდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის პირველი პირისგან ახალაიას თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებას... ამასთან, აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროდან 200 პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი გაათავისუფლეს. მათ სამინისტროში შესასვლელი სპეციალური საშვებიც კი ჩამოართვეს. ნაწილი ვაზიანის სამხედრო ბაზიდან, ნაწილი კიდევ სხვა ქვედანაყოფებიდანაა გაშვებული. ამის მიზეზად ახალაიას უწყებაში ტესტირების წარუმატებლად გავლა სახელდება. სამხედროები პირად საუბარში ამბობენ, რომ მათთვის არავის უთქვამს, რომ სამინისტროში ტესტირება ტარდებოდა. მათივე თქმით, თავდაცვის სამინისტროში დაწყებულია იმ სამხედროების პირადი საქმეების შესწავლა, რომლებისთვისაც მიუღებელი იყო მმართველობის ის სტილი, რომელაც უწყებაში თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი ატარებენ”. “ჩვენს ორგანიზაციას რამდენიმე ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ მომართა დახმარებისთვის. ისინი ამბობენ, რომ მოხდა გარკვეული ინციდენტი, რა დროსაც საქმეში უშუალოდ თავადაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ჩაერია. იგი მივიდა სამხედრო ნაწილში და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოითხოვა 25-მდე ჯარისკაცისა და უმცროსი ოფიცრის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, რაც მისმა ქვეშევდრომებმა უსიტყვოდ შეასრულეს. მათ საქმეები შეუთითხნეს და მიუთითეს, რომ სხვადასხვა დარღვევების გამო სამსახურიდან დაითხოვეს. ეს მაშინ, როდესაც ამ ადამიანებს აქვთ მხოლოდ წარმატებული კარიერა. მათ პირად საქმეებში არის ჯილდოები. ეს ადამიანები დღეს აღდგენას ითხოვენ. მათი სამსახურიდან დათხოვნა აბსოლუტურად უკანონოდ მოხდა. თავდაცვის სამინისტრომ უნდა ახსნას, რა ხდება და პასუხი უნდა აგოს იმაზე, თკუ რატომ აკეთებს ამას. ეს პროცესი ძალიან მაგონებს ოქრუაშვილის დროს ჩატარებულ წმენდას. არადა, დღეს კვალიფიციური კადრების დეფიციტია”, - აცხადებს სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი. “ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა თავადაცვის სამინისტროსთვის, როდესაც ყოველგვარი ცერემონიის გარეშე ხდება პროფესიონალი კადრების გათავისუფლება. ნატო-ს ქვეყნებში, სულ მცირე, ორი წლით ადრე ოფიცრებმა იციან, როდის უწევთ როტაცია, ანუ შემდეგ სად გადაიყვანენ. საქართველოში ასეთი რამ არ არსებობს. აქ მთავარი პრინციპია “შენიანი-ჩემიანი”. სწორედ ამ პრინციპით ხდება დღეს თავდაცვის სამინისტროში ადამიანებს თანამდებობაზე დანიშვნა. უგულებელყოფილია ოფიცრის როგორც პროფესიონალური თვისებები, ასევე მისი განათლება და პრაქტიკა. ყველა ახალი მინისტრი შეიარაღებულ ძალებში ცვლის მთელ მომსახურე პერსონალს, რაც უარყოფითად მოქმედებს შეიარაღებული ძალებზე”, - აღნიშნავს სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე. “მასიური გაშვება დაიწყო ირაკლი ოქრუაშვილი დროს, ერთ თვეში 1200 ოფიცერი გაუშვეს და მათი ჩანაცვლება მოხდა პოლიციელებით. იგივე მეორდება დღესაც, ძირითადად ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებით ხდება მათი დაკომპლექტება”, - დასძენს აკია ბარბაქაძე და შეკითხვას - “რა არის ამის მიზანი?” პასუხობს:“ჯარის პირად კონტროლზე აყვანა. ასეთი დიდი ცვლილებები ამ მოკლე პერიოდში ძალიან ცუდია, ასეთი მიდგომა ანგრევს შეიარაღებულ ძალებს. დიდი ხანია, თავდაცვის სამინისტროს პროფესიონალი კადრები ჩანაცვლებულია შსს-ს ოფიცრებით. ახალაიას უნდა თავისთვის სანდო ხალხის დანიშვნა თანამდებობებზე. საერთოდ, ოფიცრის მომზადება დაკავშირებულია ძალიან დიდ თანხებთან. მარტო ჩემს განათლებაში 500 ათასი ევროა დახარჯული, რამდენი ეგეთი ჰყავთ გაშვებული? რითი აპირებენ ჩანაცვლებას? თავდაცვისუნარიანობას ანადგურებს ასეთი პროცესები”. გაზეთი ”რეზონანსი” http://www.ambebi.ge/politika/15173-bacho-...i-ushveben.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vinsaniti Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 analgin ვაა, ვინს, კეთილი იყოს შენი ფეხიგაიხარე სპორტის მოდერობა არ გინდა? ხალხი მოიყვანე და ჩაგიწყობიმ ხალხს იქიდან ვერ წამოიყვან, წებოთი არიან მიწებებული ფორუმ გეიზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 მოხსნეს უკვე ახალაია თუ ჭორებია ეს?ისე დასავლეთის ზეწოლით რა გაუკეტებია ამ |ჩემ ავატარს და რატო გონიათ რო ახალაიას მოხსნა თუ ქნა იმათი ზეწოლაა-რაღაცა შიგნითვე ვერ დაინაწილეს, ან ხინკალუ შეუჭამა სუფრაზე და ამის გამო თუ მოხსნის-სულ ცდილობთ სააკაშვილის სიგიჟეების ნორმალურობის ჩარჩოში მოაქციო\თ და ისე ახსნათ-არ ექვემდებარება ლოგიკას მე ესე მგონია და... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
murTazi Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 თუ ეს მართალია, ძალიან კარგი სიახლეა, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი მკვლელით, საკუთარ ხალხზე ხელისაღმმართველი ერთი მონა-შემსრულებლით ნაკლები დარჩება სულით ავადმყოფ ჩვენს პრეზიკს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 vinsaniti იმ ხალხს იქიდან ვერ წამოიყვან, წებოთი არიან მიწებებული ფორუმ გეიზეეს ლეგენდებია)))... murTazi თუ ეს მართალია, ძალიან კარგი სიახლეა, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი მკვლელით, საკუთარ ხალხზე ხელისაღმმართველი ერთი მონა-შემსრულებლით ნაკლები დარჩება სულით ავადმყოფ ჩვენს პრეზიკს.არ ვიცი, ვარკვევთ...მარა საერთოდ რამ დაანიშნინა?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
murTazi Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 newstudio არ ვიცი, ვარკვევთ...მარა საერთოდ რამ დაანიშნინა?!რატომ დანიშნა, მისი მიზანი ნათელია, ამით ხალხს უთხრა, თუ გაინძრევით ისევე დაგთხრით თვალებს, როგორც სამმართველოსთანო, ისევე დაგიშენთ ტყვიას, როგორც ციხეში გამომწყვდეული ხალხი ჩავაცხრილინე ახალაიასო და ამას აღარსრულებდა კიდეც, მაგრამ თუკი ვინმეს (დასავლეთის) ზეწოლით ეს მკვლელი უნდა გაწიოს გვერდზე, თანაც მოახლოებული არჩევნების დროს, ეს პატარა კარგის ნიშანია ჩემი აზრით. ნეტავ კი მართალი აღმოჩნდეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 ახალაიას დანიშვნა მაგ თანამდებობაზე იყო ჯარის მასხარად აგდება და აიგდო კიდევაც ბაჩუკიმ.მაგას იმისთანები აქვს ჩადენილი ციხეებში,რომ არ შეარჩენენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 murTazi რატომ დანიშნა, მისი მიზანი ნათელია, ამით ხალხს უთხრა, თუ გაინძრევით ისევე დაგთხრით თვალებს, როგორც სამმართველოსთანო, ისევე დაგიშენთ ტყვიას, როგორც ციხეში გამომწყვდეული ხალხი ჩავაცხრილინე ახალაიასო და ამას აღარსრულებდა კიდეცდა ამით ხომ ჯარს კარგავდა მიშა უეჭველი და დაკარგა ალბათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.